მარტოხელა დედის გასაჭირი

მთავარი თემა

მარტოხელა დედის გასაჭირი

2014 ივლ 7 18:03:17
გურიაში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა სოციალური პრობლემებია, რასაც "გურია ნიუსი" ხშირად უთმობს ყურადღებას. დღეს ჩვენ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის მკვიდრების, მახარაძეების შეჭირვებული ყოფის შესახებ გიამბობთ.

40 წლის ნაზი მახარაძეს ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ოთხი შვილის დედის საფიქრალი მხოლოდ მცირეწლოვანი შვილების გამოკვება და  იმაზე ზრუნვაა, რომ ერთ დღეს, ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლი თავზე არ ჩამოექცეთ.

ექვსსულიანი ოჯახის თვიური შემოსავალი 400 ლარამდეა. ისიც იმის გამო, რომ მახარაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულების მიხედვით, სახელმწიფო  თვეში ფულად შემწეობას _ 400 ლარს ურიცხავს.

ოჯახის დიასახლისს შემოსავლის განაწილება უძნელდება. როგორც გვეუბნება, არ რჩება იმის საშუალება, რომ ბავშვებს ტნსაცმელი და სხვა საჭირო ნივთები უყიდოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მახარაძეების ოჯახი სხვის კერას არიან შეფარებულნი და  საკუთარი ბინა არ გააჩნიათ.

ნაზი მახარაძე გვიყვება, რომ წვიმიან ამინდში სახლში ისე წვიმს, როგორც გარეთ, ამ დროს თავს მეზობლებს აფარებენ; ქარის დროს კი სახლი აკვანივით ირწევა. ორსართულიან ფიცრულ სახლს ალაგ-ალაგ ჩატეხილი კიბეები აქვს. სახლში იატაკი არ არის  და ბავშვები მიწაზე დაგებულ ლეიბზე წვებიან.

ღუმელს ზაფხულშიც ანთებენ ეზოში, რომლისთვისაც ფიჩხი მარტოხელა დედას თავად მოაქვს, _ აბა, ბავშვებს მშიერს ხომ არ დავტოვებო, –  ამბობს.

_ ერთი შვილი წელს შედის სკოლაში, ერთიც ბაღში დამყავს, მაგრამ წელს როგორ მოვახერხებ ამას, არ ვიცი. არ მგონია, რომ სკოლაში წავიყვანო შვილი, რადგან ტანსაცმლის ყიდვის საშუალება არ მაქვს. ადგილობრივ ხელისუფლებას ვთხოვ დახმარებას, ეგებ, სხვა სახლი გამომიძებნოს საცხოვრებლად, რადგან იმის შიშით მიღამდება, ეს "ბიჯგები" არ გამოიშალოს, ან ერთ დღეს ამოვარდნილმა ქარმა არ წამიქციოს სახლი და ნანგრევებს ქვეშ არ მოვყვეთ,. ჩემს თავს ვინ ამბობს, ბავშვები მეცოდებიან.  ეგება გამონახონ სხვა სახლი, რომ გადავიდეთ და მშვიდად მაინც ვიცხოვროთ, _ გვითხრა ნაზი მახარაძემ.

ლესის თემის რწმუნებული დავით ლომაძე "გურია ნიუსთან" ამბობს, რომ მისთვის მახარაძეების გასაჭირის შესახებ ცნობილია: _ ოჯახს მართლაც ძალიან უჭირს, სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და არსებობს საშიშროება იმისა, რომ წაიქცეს, მაგრამ ადგილობრივი ბიუჯეტი ამ პრობლემასთან უძლურია. სახლის შესაძენი თანხის მოძიება გართულდება. რაც შეეხება ალტერნატიულ ფართს, შესაძლოა, ამის საშუალება გამოიძებნოს, თუმცა, ძალიან გაჭირდება, რადგან  ეს ფართი მიტოვებული უნდა იყოს, _ ამბობს ლომაძე.




 ახალი ამბები
  • საპარლამენტო უმრავლესობას წევრები ისევ ტოვებენმმართველ პარტიას კიდევ 3 წევრი გამოაკლდა. როგორც „კონსერვატორების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვეს,  ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ „ქართული ოცნება _ კონსერვატორების“ რიგების დატოვების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ზვიად ძიძიგური, ასევე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობასაც ტოვებს. დეპუტატების თქმით, მათ მიერ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პროპორციული არჩევნების პროექტის ჩაგდება ... ...
  • პარლამენტარი ნინო წილოსანი აქციის მონაწილეებს: "ჰე, აბა რა ხდება?!"ხმაური და დაპირისპირება იყო ლანჩხუთის მერიის შესასვლელში _ აქციაზე შეკრებილი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები შენობაში შესვლასა და ნინო წილოსანისგან კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემას ითხოვდნენ. მათ შენობაში შესვლის საშუალება დაცვის თანამშრომლებმა და ადგილზე მობილიზებული პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს. ნინო წილოსანი თავად ჩამოვიდა აქციის მონაწილეებთან: „ჰე, აბა, რა ხდება?!“ _ იკითხა დეპუტატმა და აქციის მონაწილეებს უთხრა, რომ მზად იყო მათთან შესახვედრად. თუმცა აღმოჩნდა, რომ შენობაში შესვლის უფლებას მხოლოდ აქციის მონაწილეთაგან რამდენიმე პირს ჰქონდა, რასაც ხმაურიანი შეძახილები და დაპირისპირება მოჰყვა.   ... ...
  • აქცია პარლამენტარ ნინო წილოსანის ბიუროსთან _ "შენ მოგვატყუე!“ოპოზიციური სპექტრი ლანჩხუთში მერიის შენობასთან, სადაც  ჩოხატაური-ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის ბიურო მდებარეობს, აქციას მართავს  სლოგანით _ „შენ მოგვატყუე!“ შეკრებილები 14 ნოემბერს საკონსტუტიციო ცლილების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ.  კენჭისყრას 141 დეპუტატი ესწრებოდა, რომელთაგან 37-მა კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა არ მიიღო, მათ შორის ნინო ... ...
  • ალეკო ელისაშვილი: "დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან"„სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა  მედიაკლუბ „კვირაში“ პრესკონფერენცია გამართა და პარლამენტის მიერ პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩაგდების, ოპოზიციის გეგმების და რიგგარეშე არჩევნების საკითხზე ისაუბრა. როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ „კაპიკი სიტყვა არ დაიჯერება და თუ ხელისუფლება ოპოზიციის მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, რევოლუცია გარდაუვალია“. „ძალიან დიდი ხანია, ხელი ჩავიქნიე „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილისთვის რჩევების მიცემაზე, მაგრამ ერთს კიდევ ვურჩევ _  დანიშნონ ვადამდელი არჩევნები და უმტკივნეულოდ წავიდნენ ხელისუფლებიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიიღებენ რევოლუციას, რაც გაცილებით მტკივნეული იქნება“, _ განაცხადა ელისაშვილმა.   ... ...
  • ევროკავშირს ელჩი ბიძინა ივანიშვილს ხვდებაამ წუთებში “ქართული ოცნების“ სათაო ოფისში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბიძინა ივანიშვილს ხვდება. როგორც მედიისთვის ხდება ცნობილი, მთავარი თემა საუბრის პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნა ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?