რას გვპირდებიან მერობის კანდიდატები

მთავარი თემა

რას გვპირდებიან მერობის კანდიდატები

2014 ივლ 7 18:17:44

ნებისმიერი პოლიტიკური ჯგუფი (განურჩევლად იმისა, არის ის ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში) ვალდებულია, პასუხისმგებლობით მოეკიდოს მოქალაქეებისათვის დაპირების მიცემას. პასუხისმგებლობა, მათ შორის, გულისხმობს დანაპირების შესაძლო ფინანსური და ეკონომიკური შედეგების არა პოსტ-ფაქტუმ, არამედ წინასწარ შესწავლას.

"გურია ნიუსმა" გადაწყვიტა ოზურგეთის მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო პროგრამების შეფასება ექსპერტებისთვის ეთხოვა. ამისთვის დავუკავშირდით "ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციას" (აფბას) და ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს.

არცერთი მათგანისთვის არ გვითქვამს რომელი კანდიდატის საარჩევნო პროგრამაზე იყო საუბარი. კანდიდატი N1 და კანდიდატი N2 _ ამ ინიციალებით მივაწოდეთ ექსპერტებს ოზურგეთის მერობის კანდიდატების დაპირებები.

ბეგი სიორიძის წინასაარჩევნო დაპირებები

პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისას, კანდიდატი N1 -ის ანუ ბეგი სიორიძის სამომავლო გეგმების ჩამონათვალი ასეთია:

1. ექსპერტებთან ერთად შევიმუშავებთ ქალაქის განვითარების რეალურ გეგმას; რომელიც მოსახლეობის მოთხოვნებზე იქნება მორგებული და ჩვენს სამოქმედო დოკუმენტად იქცევა;

2. კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად დავგეგმავთ და მოვაწესრიგებთ ქალაქის წყალმომარაგების სისტემას;

3. მოვაწესრიგებთ ქალაქის ინფრასტრუქტურას;

4. აღვადგენთ ქალაქის საავადმყოფოებსა და შიდა გზებს;

5. მივხედავთ ქალაქის დასუფთავების საკითხებს;

6. რეაბილიტაციას ჩავუტარებთ ქალაქის ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და კულტურულ დაწესებულებებს;

7. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ქალაქში კულტურული და და სპორტული ცხოვრების განვითარებას;

8. შევქმნით საუკეთესო გარემოს მეწარმეობის განვითარებისთვის, ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით დავაყენებთ ოზურგეთში შემოსავლების სამსახურის გახსნის საკითხს.

აფბა ("ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"): "კანდიდატი N1 (საუბარია ბეგი სიორიძეზე. ავტ.) უმეტესწილად რაიონის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს. აღნიშვნის ღირსია ექსპერტებთან ერთად ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავება, რომელსაც გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. დღეისათვის, არა მხოლოდ ოზურგეთს, არამედ არც სხვა ქალაქებს, მათ შორის თბილისს განვითარების გენერალური გეგმა არ გააჩნიათ და ყოველგვარი დაგეგმვისა და სტრატეგიის გარეშე ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების გახორციელება. ქალაქის განვითარების გეგმის შემუშავებისას აუცილებელია, როგორც ექსპერტების ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. რადგან მსგავსი ტიპის დოკუმენტი უნდა გახდეს მომავალში რაიონის განვითარების სწორის სტრატეგიის განმსაზღვრელი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ კანდიდატი არ იღებს გადაწყვეტილებებს მარტო და ხშირად ახსენებს ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს".

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ამ მესიჯებში ჩემთვის ყველაზე საინტერესო არის ის, რომ კანდიდატი ცდილობს საკუთარი ქალაქისადმი დაპირებებში მარტო არ იყოს და საზოგადოებრივი ჩართულობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს. საკუთარი საქმიანობის პრიორიტეტების განსაზღვრას ის იწყებს ექსპერტების და სამოქალაქო საზოგადოების უშუალო მონაწილეობით და საჯარო დისკუსიებით.

გარკვეულწილად, ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობა დაფუძნებული იქნება გამჭვირვალობის მაღალ სტანდარტებზე და როცა ასეთი მიდგომაა კანდიდატის მხრიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ის შედეგზეა ორიენტირებული. ხალხის რეალური საჭიროებების კვლევა და ამაში ექსპერტების ჩართულობა წარმატების საფუძველია. აღნიშნულ კანდიდატს ძალიან რაციონალური ხედვა აქვს. ის არ იძლევა ზედმეტად ოპტიმისტურ დაპირებებს და არ პირდება ამომრჩეველს "ოქროს მთებს" და "ოქროს მდინარეებს". ის ორიენტირებულია კონკრეტულ საჭიროებებზე და სწორედ ეს უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის საზრუნავი და არა ზოგადი პოლიტიკური განცხადებები. რამდენად თანმიმდევრულად შეასრულებს ის დაპირებებს, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს..."

შოთა გოგიბერიძის წინასაარჩევნო დაპირებები

კანდიდატი N2 -ის ანუ შოთა გოგიბერიძის სამომავლო გეგმების ჩამონათვალი ასეთია:

1. ქალაქის მრავალბინიანი კორპუსების, უბნების და ქუჩების, წყალმომარაგების და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა;

2. უფასო ტანსაცმელი უპოვართათვის;

3. უფასო ავტობუსი ქალაქის მოსახლეობისთვის;

4 მცირე და მიკრო ბიზნესის დაწყებას შეძლებს ათეულობით ოჯახი ყოველწლიურად მიიღებს დაფინანსებას 10 000-დან 50 000 ლარის ოდენობით ყოველგვარი გირაოს, პროცენტის და ქონებრივი პასუხისმგებლობის გარეშე;

5. კომპიუტერული პროგრამების უფასო კურსები;

6. ოზურგეთში ამოქმედდება უფასო პოლიკლინიკა და უფასო მუნიციპალური ჰოსპიტალი;

7. ქალაქში დაბრუნდება სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალი უფასო ფაკულტეტის ხარჯზე;

აფბა ("ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია"): "აღნიშნულ კანდიდატს (შოთა გოგიბერიძეს. ავტ), საკმაოდ ბევრი დაპირება აქვს ამომრჩევლისთვის მიცემული, იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე მისი გამარჯვების შემთხვევაში მის პასუხისმგებლობაში იქნება. ძალიან ბევრ სოციალურ საკითხს ეხება და მოსახლეობას ჰპირდება, რომ უამრავი მომსახურება უფასო გახდება, ხოლო რის ხარჯზე აპირებს ამ დაპირებების დასაფინანსებლად საჭირო ფინანსების მოძიებას, გაუგებარია. თუნდაც უფასო პოლიკლინიკის და ჰოსპიტალის ამოქმედება საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უნივერსიტეტის ფილიალის ოზურგეთში გახსნა მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის დონზე ვერ გადაწყდება.

განსაკუთრებით გაუგებარია 10 000-იანი და 50 000-იანი თანხების პუნქტი. თუ არც გირაო იქნება საჭირო და თანაც უპროცენტოდ მოხდება ამ თანხების პირდაპირ ბიუჯეტიდან გაცემა, გაუგებარია რა პრინციპით მოხდება იმ მეწარმეების შერჩევა, ვინც უნდა მიიღოს ეს დაფინანსება?! ასევე, გაუგებარია თანხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში, როგორ მოხდება გაცემული ფინანსების უკან ამოღება?! თუ ქალაქის მუნიციპალიტეტი თვითონ აპირებს ამ უპროცენტო სესხების გაცემას, მაშინ გამოდის თვითმმართველი ორგანო საკრედიტო ორგანიზაციების (ბანკი, მიკროსაფინანსო) ფუნქციებს ითავსებს და შესაბამისად მოუწევს საკრედიტო განყოფილების შექმნა. აქვე აღსანიშნავია, კიდევ ერთი ფაქტი, რომ როდესაც სახელმწიფო სტრუქტურა ბიუჯეტიდან პირდაპირ გასცემს თანხებს, ეს ყოველთვის კორუფციის მაღალ რისკთანაა დაკავშირებული. ანუ, სესხის გაცემაზე პასუხისმგებელი პირები გადაწყვეტილებას იღებენ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე."

ლევან კალანდაძე, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში: "ბუნებაში უფასო არაფერი არ არსებობს. შესაძლებელია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ ადამიანებს რაღაც დაურიგოს უფასოდ, მაგრამ ამაში ვიღაცამ მას ფული უნდა გადაუხადოს. ბიუჯეტს რომ ამის საშუალება არ აქვს, ცხადია. ყველა ბიუჯეტი არის ცენტრალური ბიუჯეტის ტრანსფერზე მიბმული და შესაბამისად, ცენტრალურმა ბიუჯეტმა ასეთი ხარჯები რომ გაითვალისწინოს ტრანსფერში, გამოვა, რომ ყველა რაიონისთვის მოუწევს გათვალისწინება. ერთისთვის გათვალისწინება და მეორესთვის არა, როგორ წარმოუდგენია კონკრეტულ კანდიდატს? ეს იქნება დისკრიმინაციული მიდგომა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არასამართლიანად განაწილება. ფინანსთა სამინისტროს პოლიტიკა დღეს სხვანაირია და არამც და არამც არ იქნება დაშვებული, რომ ერთი რომელიმე რაიონი უპირატეს მდგომარეობაში ჩააყენოს და სხვა რაიონებს არ გამოუყოს იგივე თანხა. ამიტომ, ეს დღეს პრაქტიკულად შეუძლებელია და ამის განხორციელების არანაირი პრაქტიკული საშუალება არ არსებობს.

აღარაფერს ვამბობ უპროცენტო, უგირავნო და საერთოდ ყველანაირი ვალდებულებების გარეშე 50 000 ლარების გაცემაზე. საიდან უნდა გასცეს? ადგილობრივი ბიუჯეტიდან? ვეჭვობ, რომ რომელიმე ქალაქის ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა ჰქონდეს. ყველა ქალაქი ტრანსფერზე ზის და ტრანსფერში სესხად გასაცემ ფულს ფინანსთა სამინისტრო არ გამოყოფს _ ამის შანსი არ არის. ამიტომ, ეს მხოლოდ პიარული განცხადებაა და რეალობასთან საერთო არაფერი აქვს."




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...