ე.წ. "წავკისელმა ფეოდალმა" საკუთარი ქონება გაასაჯაროვა

მთავარი თემა

ე.წ. "წავკისელმა ფეოდალმა" საკუთარი ქონება გაასაჯაროვა

2014 ივლ 10 18:24:57

სკანდალურად ცნობილი გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი ფეიქრიშვილის ქონებრივ დეკლარაციაში, 18 მიწის ნაკვეთი, მილიონზე მეტი ნაღდი ფული და ძვირადღირებული ავტომანქანა მოხვდა.

დეპუტატის უძრავი ქონება, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით მან ჯერ კიდევ საკრებულოს თავმჯდომარეობის დროს უკანონოდ მიისაკუთრა, წავკისში მდებარეობს.

დეპუტატის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები წავკისში:

გიორგი ფეიქრიშვილი - 100% საცხოვრებელი სახლი სოფელი წავკისი, ფართობი - 250.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი, წავკისი;  გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი.წავკისი, ფართობი - 538.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი - 100% მიწის ნაკვეთი. წავკისი, ფართობი - 1500.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი - 100% მიწის ნაკვეთი. წავკისი, ფართობი -12501.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი. წავკის, ფართობი - 2398.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი - 100% მიწის ნაკვეთი  წავკისი, ფართობი - 4500.00 კვ.მ; 

გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი წავკისი, ფართობი - 5200.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი წავკისი. ფართობი - 8001.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი - 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, წავკისი, ფართობი - 1001.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი .წავკისი, ფართობი - 1000.00კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი. წავკისი, ფართობი -1501.00 კვ.მ.

 გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი საქართველო, წავკისი, ფართობი - 5300.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი. წავკისი, ფართობი -8000.00კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, წავკისი, ფართობი - 6700.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი საქართველო, წავკისი, ფართობი - 3701.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი- 100% მიწის ნაკვეთი წავკისი, ფართობი - 10700.00 კვ.მ; გიორგი ფეიქრიშვილი -100% მიწის ნაკვეთი საქართველო, 
წავკისი, ფართობი - 5001.00 კვ.მ.

მაჟორიტარი დეპუტატის საკუთრებაშია 2007 გამოშვებული მერსედესის ჯიპი, მოდელს მესაკუთრე არ აკონკრეტებს. როგორც საქართველოს პარლამენტის წევრს ხელფასის სახით მიღებული აქვს 55401.63 ლარი, ხოლო ნაღდი ფული გრაფაში დეპუტატს 1 031 250.00 ლარი ჩაუწერია.

ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომ გასულ წელს ფეიქრიშვილმა სამი მიწის ნაკვეთი გაასხვისა, მათ შორის ერთი 5 ათას დოლარად, მეორე 5 ათას ლარად, ხოლო მესამე 10 ათას ლარად.

ე.წ. წავკისელი ფეოდალებს ორგანიზებულ ჯგუფად მოიხსენიებენ, რომელშიც დეპუტატთან ერთად მოიაზრებიან მისი შვილი, კუდ-ის ყოფილი თანამშრომელი ვაჟა ლელუაშვილი, ფეიქრიშვილის ახლო ნათესავები და სხვა თანამდებობის პირები, რომლებიც არასამთავრობო სექტორს არიან შეფარებული. კლანის მფარველობაში დეპუტატ ზვიად ძიძიგურს სდებენ ბრალს.

ცოტა ხნის წინ ადვოკატმა დიმიტრი გაბუნიამ, რომელიც საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია, „მედ გრუპ ჯორჯიას“ ინტერესებს იცავს, განაცხადა რომ ე.წ. წავკისელი ფეოდალები ხელს უშლიან 25 მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას.

საუბარია თბილისის მახლობლად წამოწყებულ გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობაზე , რომელსაც ზემოხსენებულმა კომპანიამ დაიწყო. "მედ გრუპ ჯორჯიას" გეგმებში შედის საქართველოს ველნეს ინდუსტრიის ცენტრად ჩამოყალიბება. ამ მიზნით დაწყებულია ევროპულ სტრუქტურებში ქართული სპა და ველნესის უნიკალური კონცეფციის წარდგენა და პატენტირება, პირველი ვერტოდრომის მშენებლობა; ველნეს კურორტის მშენებლობა და კოჯრის ტყეპარკის მოწყობა-რეორგანიზება.

გარდაბნის მაჟორიტარ გიორგი ფეიქრიშვილს წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. მათ შორის, წავკისის კოლმეურნეობის მთ.ინჟინერი (1991 - 1991)
ტაბახმელის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თავმჯდომარე (1991 - 2006); რწმუნებული ტაბახმელაში (2007 - 2007); გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2007 - 2012). 

პარლამენტში ის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მოხვდა, თუმცა ამჟამად აქტიურად თანამშრომლობს მმართველი კოალიციის რამდენიმე ლიდერთან.




 ახალი ამბები
  • ჭიათურაში უკანონოდ დატყვევებული დათვი იპოვნეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქალაქ ჭიათურაში, მოხეტიალე ცირკის მიერ დათვის უკანონოდ დატყვევების ფაქტი გამოავლინეს. დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შეადგინეს, საქმის მასალები შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება. დათვი ცხვარიჭამიაში, დათვების თავშესაფარში დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის თანამშრომლებმა გადაიყვანეს, სადაც ის შესაფერის პირობებში მოთავსდება სასამართლოს მიერ საქმის განხილვამდე. ... ...
  • "ყველაზე ყლ....ბა ტელევიზიაა" _ აქციის მონაწილე POST ტვ-ს ჟურნალისტსერთ-ერთი მოქალქე პირდაპირი ჩართვისას პოსტივის გადამღებ ჯგუფთან მივიდა, რომელმაც იკითხა _ აქციაზე მოსვლა და დღევანდღელი ცხოვრება რამდენი კილო კარტოფილი დაუჯდა ხელისუფლებას? შემდგომ ჟურნალისტს ჰკითხა რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ლოგოს ნახვის შემდეგ კი თქვა,რომ ყველაზე ყლ....ბა ტელევიზია, რასაც გადამღები ჯგუფის და აქციის მონაწილეებისგან სიტყვიერი შეურაცხყოფა მოჰყვა და ის პროვოკაციაში ... ...
  • თავისუფლების მოედანზე შეკრებილები დაიშალნენთავისუფლების მოედანზე შეკრებილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მას შემდეგ დაიშალნენ, რაც მათ პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა მიმართა. ამის შემდეგ საკომუნიკაციო საშუალებებიც ხელმისაწვდომი ... ...
  • ბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადაბათუმის სამედიცინო ცენტრში გოლიათი დაჩი ნიკოლაიშვილი დაიბადა. ახალშობილის წონა  5 კილოგრამია.  “ახალშობილის საშუალო წონა 3-დან 4 კილოგრამამდე მერყეობს, თუმცა ხან მეტისმეტად პატარები, ხან კი მეტისმეტად დიდები იბადებიან. ახალშობილებს, რომელთა წონაც დაბადებისას 3 კილოგრამზე ნაკლებია, მცირეწონიანებს უწოდებენ (ოღონდ - იმ შემთხვევაში, როცა ისინი დროულად იბადებიან და არა დროზე ადრე). როდესაც ბავშვის წონა 4 კილოგრამზე მეტია, ხოლო სიგრძე 54-56 სანტიმეტრზე ნაკლები არ არის, ამბობენ, რომ დაიბადა დიდი ბავშვი. დღესდღეობით, გოლიათის დაბადება (5 კილოგრამი და მეტი) იშვიათობა არ არის.  სიცოცხლის პირველ დღეებში ახალშობილი წონას იკლებს. ეს წონის ფიზიოლოგიური დაქვეითებაა. დიდ ბავშვებს წონის დაქვეითება უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული, ვიდრე ნორმალური წონის ახალშობილებს. ერთი წლის ასაკისთვის ყველა ბავშვის წონისა და სიგრძის მაჩვენებელი საშუალოს უნდა მიუახლოვდეს.“- წერია ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ... ...
  • “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან“ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის რაგბის კლუბი “არწივების“ ერთი ნაწილი თბილისში გამართულ აქციაზე არ წავიდა. ა(ა)იპ“ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რაგბის განვითარების კავშირის“ დირექტორის, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ წუთებში ის და “არწივების“ ბიჭები თბილისში იმყოფებიან. “ხუთი ადამიანი დარჩა, რომლებიც ჩემი წინააღმდეგი არიან. დღეს დავესწარით თბილისში გამართულ ღონისძიებას და ხვალ გვაქვს თამაში ახალციხეში. თბილისიდან ჩავალთ ახალციხეში. არავისთვის არაფერი დამიძალებია, ყველას თავის არჩევანის უფლება აქვს", - გვითხრა თენგიზ ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე მსმელი ქალები მსოფლიოში

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა...

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...