ამომრჩეველთა სიები კვლავ დაუზუსტებელია

მთავარი თემა

ამომრჩეველთა სიები კვლავ დაუზუსტებელია

11 ივლ. 2014, 01:22:51

ამომრჩეველთა დაუზუსტებელ სიებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ისევ აწვდიან, თუმცა ამის გადამოწმების ბერკეტი, უწყებას არ აქვს.

"გურია ნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე რუსუდან წაქაძის ბინაში, სამი მისთვის უცხო პიროვნებაა მიწერილი, რომელთა ამომრჩევლის ბარათები უკვე რამდენიმე წელია მას მისდის.

როგორც რუსუდან წაქაძე ჩვენთან საუბრისას აცხადებს, მან რამდენჯერმე მიმართა იუსტიციის სახლს, თუმცა ეუბნებიან, რომ მის ბინაში ჩაწერილი არავინაა.

"მე-9 წელია ამ ბინაში ვცხოვრობ, ოფიციალურად ჩემს სახელზეა გაფორმებული. ამ ადამიანებს, რომელთა ბარათებიც მომდის, საერთოდ არ ვიცნობ. სავარაუდოდ, 12 წლის წინ ისინი ამ მისამართზე ქირით ცხოვრობდნენ. ბინის შეძენის შემდეგ, რამდენჯერმე მივმართე იუსტიციის სამინისტროს, გადაამოწმეს საჯარო რეესტრში და მითხრეს, რომ ჩემს ბინაში არავინ არის ჩაწერილი. ვინ არიან ეს პირები და რატომ მოდის ჩემს მისამართზე მათი ბარათები, ამ დრომდე გაურკვეველია", _ აცხადებს წაქაძე  ჩვენთან საუბრისას.

აღნიშნულის გასარკვევად, "გურია ნიუსი" ცესკო-ს პრეს-სპიკერ ეკა აზარაშვილს დაუკავშირდა, რომელიც  აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, რუსუდან წაქაძის ბინაში მიწერილი სამი პიროვნება დევნილის სტატუსის მქონე პირები არიან, თუმცა, რატომ არ გაასწორა ეს მონაცემები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ, ვერ აკონკრეტებს.

"გარდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსი, რომელიც ჩვენ გადმოგვცემს ყოველი არჩევნების წინ განახლებულ მონაცემებს საქართველოს მოქალაქეთა შესახებ, ასევე დევნილთა და განსახლების სამინისტრო  გვაწვდის მონაცემებს იმ პირთა შესახებ, რომლებსაც დევნილის სტატუსი აქვთ. ამ მონაცემებში, პირებს მითითებული აქვთ ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები, სადაც ცესკო ამომრჩეველთა ბარათებს აგზავნის. მოგეხსენებათ, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები არჩევნებში მონაწილეობენ ფაქტობრივი მისამართის მიხედვით. მათ აუცილებლად უნდა წარმოადგინონ საარჩევნო უბანზე დევნილის მოწმობა. მიუხედავად იმისა, რომ  რუსუდან წაქაძეს შეუძლია ახლა განცხადების დაწერა და მოთხოვნა, ამ პირების მისი ბინიდან ამოწერისა, ცესკო ამ არჩევნებისთვის სიაში მონაცემებს ვეღარ შეცვლის, მაგრამ შემდგომისთვის, განახლებული მონაცემები გვექნება და მის მისამართზე ამ ამომრჩევლების ბარათები არ მივა“, _ აცხადებს აზარაშვილი.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დალი გოგოლაძის განცხადებით, დევნილის სტატუსის მქონე პირების რეგისტრაცია 2013 წლის 1 აგვისტოს დაიწყო და 27 დეკემბერს დასრულდა. თუმცა, იმის გამო, რომ დევნილთა ნაწილი ქვეყნიდან გასული იყო, ვადა 2014 წლის 1 ივლისამდე გაგრძელდა.

"მიუხედავად ამ მონაცემების დაზუსტებისა, ბაზა მუდმივად  განახლებადია. თუ აქამდე ითვლებოდა, რომ 271 ათასი დევნილი იყო ქვეყანაში, ეს მონაცემი თითქმის 20 ათასით შემცირებულია. ეს სია არის გადაგზავნილი ცესკო-შიც. დევნილის სტატუსის მქონე პირებმა ისევე, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ძალიან კარგად იციან ხმა სად უნდა მისცენ. მიწერის ადგილები აქვთ. აქამდე კანონი არ არსებობდა, რომელიც დევნილთა საკითხებს დაარეგულირებდა. თუმცა, 2014 წლის 1 მარტიდან ძალაში შევიდა კანონი და ყველა ის ინფორმაცია, რაც დევნილის სტატუსის მქონე პირებს ეხებათ, მათი დამისამართებიდან დაწყებული, დევნილთა სულადობით დამთავრებული, კანონი არეგულირებს. აქამდე ისეც ხდებოდა, რომ ოჯახები იყოფოდა ხელოვნურად. სწორედ, აქედან გამომდინარე, შესაძლოა იყოს, რომ რეალურად მიწერილი იყოს სენაკში, მაგრამ თბილისში ცხოვრობდეს პიროვნება, რადგან აქ გამონახა საქმე და მუშაობს. ეს ინფორმაცია ამ ბაზაში არის. სადაც პიროვნების ფაქტობრივი მისამართია ხმას იქ აძლევს. სხვა რაიმე გადამოწმების მექანიზმი,  გარდა იმისა, რომ დევნილის სტატუსის მქონე პირები აპლიკაციას ავსებენ და თვითონ უთითებენ მონაცემებს, სამინისტროს არა აქვს. შესაძლოა, ბიძაშვილმა ჩაწერა პიროვნება სადღაც, ჩვენ ხომ არ ვიცით მათ შორის რა ნათესაური კავშირია? ჩვენ ვიცით, რომ ეს პიროვნება სხვასთან არის მიწერილი. თუ ეს ბინის მესაკუთრეს დისკომფორტს უქმნის, განცხადება უნდა დაწეროს და ამ პირებს მისი ბინიდან ამოწერენ. რამდენი ხნის ვადაში მოხდება ამოწერა, ეს დეტალები მე არ ვიცი. ჩვენს მისაღებ ცენტრში მუდმივად ზის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, ჩვენი ბაზა მუდმივადაა მიბმული საერთო ბაზასთან", _ აცხადებს გოგოლაძე.

"გურია ნიუსი" რუსუდან წაქაძის ბინაში ჩაწერილ ერთ-ერთ პიროვნებას, ხათუნა ცხვიტავასაც დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ამ მისამართზე 14 წლის წინ ცხოვრობდა, თუმცა, სამინისტროსთვის რამდენჯერმე მიმართვის მიუხედავად, იქედან არ ამოწერეს.

"დაახლოებით 14 წლის წინ ჩავეწერეთ ამ მისამართზე, მას შემდეგ ვცდილობ ამოწერას, რადგან იქ აღარ ვცხოვრობ, მაგრამ სამინისტრომ ეს მონაცემი არ გაასწორა. დისკომფორტი ამით მე პირადად არ შემქმნია, გარდა იმისა, რომ არჩევნებში ვერ ვმონაწილეობდი. ამ 14 წლის მანძილზე მხოლოდ ერთხელ მივიღე არჩევნებში მონაწილეობა, რადგან მახსოვდა ხმას სადაც ვაძლევდი. ამომრჩეველთა ბარათი მაშინ არ მოუთხოვიათ. მე თვითონაც ვარ დაინტერესებული, რომ იმ ბინიდან ამომწერონ, თუმცა პროცედურულად როგორ უნდა მოგვარდეს ეს საკითხი, არ ვიცი. მივალ სამინისტროში და კიდევ ერთხელ მოვითხოვ იმ ბინიდან ამოწერას“, _ აცხადებს ცხვიტავა და იმასაც ადასტურებს, ამ მისამართზე მისი ორი შვილიც არის მიწერილი.

აქვს თუ არა რაიმე ვალდებულება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წინაშე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს რომ გადამოწმებული სია მიაწოდოს და რა ბერკეტი აქვს სააგენტოს  მათ მიერ მოწოდებული სიას გადამოწმების, - სერვისების განვითარების სააგენტოში გვპასუხობენ: "ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სიის ფორმირების კუთხით სერვისების განვითარების სააგენტოს წინაშე არანაირი ვალდებულებები არ გააჩნია“.

მათივე ინფორმაციით, "სამინისტრო  დევნილთა დროებით საცხოვრებელ ადგილს დამოუკიდებლად განსაზღვრავს“.

"სააგენტო არ წარმოადგენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის მაფორმირებელ უწყებას ამ ფუნქციით აღჭურვილია ცესკო, სააგენტოს ვალდებულია კონკრეტულ დროს ცესკო-ს გადასცეს პოტენციურ ამომრჩეველთა რეესტრი,  ხოლო ამ რეესტრის წარმოების უფლებამოსილება სააგენტოს კანონმდებლობით აქვს მინისჭებული. სააგენტო მუდმივად ზრუნავს მონაცემების ხარისხის ამაღლებასა და ხარვეზების გამოსწორებაზე.

ბოლო წლების განმავლობაში არა ერთი პროექტი განხორციელდა ამ მიმართულებით, სააგენტო მუშაობს, როგორც მოპოვებული ინფორმაციების საფუძველზე, ასევე პროაქტიურად გაკეთებული ანალიზებისა და კვლევების საფუძველზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით რამდენიმე ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის უკანასკნელი იყო გაორებების იდენტიფიცირების და აღმოფხვრის პროექტი რომლის ფარგლებში სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული ყველა ფოტოსურათი ერთმანეთს შეადარა და გამოავლინა რამდენიმე ათასი გაორებული ჩანაწერები, მოხდა ამ საქმეების ინდივიდუალურად შესწავლა და ხარვეზების აღმოფხვრა“, _ აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება სიების გადამოწმებას, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, განახლება ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს და საბოლოო მონაცემები ცესკო-ს ეგზავნება.  

"თუ პირი   კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში, აღნიშნული პირის რეგისტრაციიდან მოხსნა ხორციელდება ნებისმიერი  სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი  პირის წერილობითი  განცხადების  საფუძველზე.  განცხადებას  უნდა ერთვოდეს  ორი სრულწლოვანი,  ქმედუნარიანი პირის (მოწმის) წერილობითი  ახსნა-განმარტება,      რომლითაც     დასტურდება, რომ რეგისტრაციიდან     მოსახსნელ პირს უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში არ უცხოვრია კონკრეტულ მისამართზე. საცხოვრისის მესაკუთრის მიერ დამატებით წარმოდგენილი უნდა იქნეს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი.  რეგისტრაციიდან  მოხსნის ან მასზე  უარის  თქმის  შესახებ  გადაწყვეტილების  მიღება  ხდება  განცხადების  წარდგენიდან  10 სამუშაო  დღის ვადაში;

იმ შემთხვევაში, თუ  მისამართი წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირის დროებით საცხოვრებელს, დროებითი საცხოვრებელი ადგილიდან პირის რეგისტრაციიდან მოხსნისათვის დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს", _ აცხადებენ სააგენტოში.

 რაც შეეხება, იმას, ირღვევა თუ არა ბინაზე პიროვნების მიწერით მესაკუთრის უფლება? - სააგენტოში გვპასუხობენ: "თუ პირი მისამართზე რეგისტრირებულია კანონმდებლობით  გათვალისწინებულ საფუძველზე, აღნიშნული არ წარმოადგენს დარღვევას".

"მაგალითად, თუ წინა მესაკუთრე  ან მესაკუთრის თანხმობით, ან პირები ბინაში რეგისტრირებული არიან  საბჭოთა რეგისტრაციით  (ანუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას აღნიშნულმა პირებმა  არ შეიცვალეს რეგისტრაციის  მისამართი სააგენტოში), სააგენტო დაინტერესებული პირის მომართვის გარეშე მოკლებულია შესაძლებელობას გამოავლინოს რეგისტრაციის წესის დამრღვევი პირები და მოხსნას ისინი რეგისტრაციიდან.   ახალ მესაკუთრეს შეუძლია მისი მოხსნა, თუ ის აღარ ცხოვრობს აღნიშნულ მისამართზე კანონმდებლობით დადგენილ ვადაში“.

 შეგახსენებთ, რომ ცესკო-სინფორმაციით, მეორე ტურში, 28 საარჩევნო ოლქში, სულ მონაწილეობს 1 715 514  ამომრჩეველი, აქედან  96 263 დევნილის სტატუსის მქონე პირია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ზედმეტი კითხვის ნიშნების და საეჭვო გარემოებების თავიდან ასაცილებლად, იმის გამოც, რომ საარჩევნო სიები დაზუსტებული და სრულყოფილი ყოფილიყო, სახელმწიფომ ბოლო 3 წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება განახორციელა. მათ შორის, 2011 წლის 15 ნოემბერს, პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, საარჩევნო სიების გადამოწმების უზრუნველყოფის კომისია  შეიქმნა. კომისიამ გადამოწმებული სიები 2012 წლის ივლისში წარადგინა.

2014 წლის გაზაფხულზე კი, ახალი თვითმმართველობისა კოდექსის მიღების და საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შემდეგ, ამომრჩეველთა ერთიან სიას ფოტოსურათები დაემატა.

შენიშვნა: ამომრჩეველთა ბარათებს "გურია ნიუსი" მხარეების თანხმობით აქვეყნებს



 ახალი ამბები
  • სახელმწიფო ინსპექტორმა ბავშვის ინტერესების დამრღვევი ადვოკატი სამართალდამრღვევად ცნო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა არასრუწლოვანის და მისი ოჯახის შესახებ პერსონალური მონაცემების უკანონოდ გამავრცელებელი ადვოკატი ლ. კ. სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით - 500 ლარით დააჯარიმა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, 2020 წლის 26 მარტს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა: „პროფილის“ ეთერით ნაჩვენები იქნა კვიპროსის რესპუბლიკიდან ჩეხეთის მოქალაქე არასრულწლოვანის საქართველოში გადადაგილების ისტორია, რაც ინიცირებული იქნა არასრულწლოვანი დედის მონაწილეობით და საზოგადოებას მიეწოდა არაერთი მცდარი ფაქტი ბავშვის ე.წ. „გატაცებისა“ და „უცნობი“ ადგილსამყოფელის თაობაზე. გადაცემის სოციალურ ქსელში განთავსების შემდგომ არასრულწლოვანის დედამ და მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა არაერთი შეტყობინება გამოაქვეყნეს გვერდზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდნენ „დაკარგული“ არასრულწლოვანის „მოძებნას“ და ამ პროცესში აქტიურ დახმარებაზე. როგორც არასრულწლოვანის დედამ, ასევე მისმა წარმომადგენელმა - ადვოკატმა გადაცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ა. არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ბ. მამის ფოტო-მასალა დედასთან - ბავშვის ბებიასთან ერთად, გ. მამის შესახებ გამოაქვეყნეს მცდარი განცხადებები, რომ ის არის ძებნილი პირი, დამნაშავე, ყოფილი მეუღლე და სხვა. გამოქვეყნებული ფოტოები გააზიარეს Facebook-ის მომხმარებლებმა, რომლებიც ერთმანეთს მოუწოდებდნენ, რომ ბავშვის, მამის და ბებიის თავშეყრის ადგილებში შემჩნევის შემთხვევაში, მიღებულყო გადამჭრელი ზომები. ორგანიზაცია ცალსახად განმარტავს, რომ არასრუწლოვანი დედის წარმომადგენელმა - ადვოკატმა, მხარის მოთხოვნის მიუხედავად, პირადი Facebook-ის გვერდიდან არ წაშალა 2020 წლის 11 მარტს გამოქვეყნებული არასრულწლოვანის ფოტო-მასალა, ხოლო 2020 წლის 22 მარტს გამოაქვეყნა დედა-შვილის ფოტო და გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია, რომ მამამ დედას შვილი „წაართვა“ და „დამნაშავე“ საქართველოს „აფარებს“ თავს. ასევე, ადვოკატმა 2020 წლის 26 მარტს, გადაცემის ეთერში გასვლის შემდგომ, ასევე პირადი Facebook-ის გვერდზე, გადაცემის გაზიარებასთან ერთად, გამოაქვეყნა შემდეგი სახის ინფირმაცია, რომ „ბავშვი გადამალა მამამ“. მსგავსი შინაარსის შეტყობინებები, აგრეთვე მრავლადაა გადაცემა: „პროფილის“ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, რომლის მტკიცებულებებიც წარედგინა სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს. ორგანიზაციის სამართლებრივი დასაბუთებით, ადგილი ჰქონდა თანხმობის გარეშე, განსაკუთრებული პერსონალური მონაცემის დამუშავებას, გავრცელებას, რომელიც წარმოდგენილია არასრულწლოვანის, თავისი მამისა და ოჯახის კიდევ ერთი წევრის - არასრულწლოვანის ბებიის ფოტო-მასალის გავრცელებასთან. ამასთან, ადგილი ჰქონდა დასახელებულ პირთა მიმართ დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელებას - არასრულწლოვანის გატაცებაზე, მამის სისხლის სამართლის დამნაშავედ მიჩნევისა და მასზე ძებნის მიმდინარეობის თაობაზე, რაც აშკარად ლახავს მხარის პირად არაქონებრივ ინტერესებს, ლახავს მამის ღირსებას და არ ემსახურებოდა არასრულწლოვანის კანონიერ ინტერესებს, რომლის მიმართაც არსებობს მომეტებული საჯარო ინტერესი. ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანის დედის მიზანმიმართულ ქმედებათა ჯაჭვს, რომელსაც მხარდაჭერას უცხადებდა მისი წარმომადგენელი ადვოკატი, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს არასრულწლოვანის, მისი მამისა და ბებიის ფოტომასალის გავრცელებას სოციალური მედიის - Facebook-ის მეშვეობით. სამწუხაროდ, ადვოკატი არღვევდა სასამართლოს მითითებას და დახურული სხდომის მიუხედავად, სადაც საქმეთა მასალებით არ დასტურდება მამის ძებნის, არასრულწლოვანის დაკარგვის ან ადგილსამყოფელის მიუგნებლობის ფაქტი, ამავე საშუალებებით ავრცელებდა საწინააღმდეგო მოსაზრებებს. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის 2020 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით აღნიშნულია, რომ 2020 წლის 21 აპრილის წერილით, ადვოკატს ეთხოვა მომჩივანი მხარის განცხადებაში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა არაუგვიანეს 28 აპრილისა. შემდგომში, „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“ პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ადვოკატს გაუხნგრძლივდა მოთხოვნილი ინფორმაციის წარმოდგენის ვადები და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის დოკუმენტიის წარდგენა დაევალა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდგომ. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ ადვოკატმა საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან (2020 წლის 23 მაისიდან) გონივრული ვადის გასვლის მიუხედავად, სამსახურისთვის მოთხოვნილი ინფორმაცია არ წარუდგენია. 2020 წლის 4 და 18 ივნისს, ადვოკატს წარმოსადგენილი ინფორმაციის შესახებ ხელმეორედ ეთხოვა. ასევე, ეთხოვა დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის მიზეზების განმარტება. სამსახურმა დაადგინდა, რომ ადვოკატს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მოთხოვნის წერილები. 2020 წლის 30 ივნისს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მიზნით, ადვოკატი დაბარებულ იქნა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ამავე წერილით მას კიდევ ერთხელ ეთხოვა შეხვედრაზე შესაბამისი ინფორმაციის (მათ შორის დადგენილ ვადაში ინფორმაციის წარმოუდგენლობის თაობაზე განმარტების) წარმოდგენა. 2020 წლის 2 ივლისს, ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის შესახებ ინფორმაცია მიუწოდებია. სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის გადაწყვეტილების მიხედვით, ადვოკატი გამიზნულად თავს არიდებდა მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენას, რამაც გააჭიანურა განცხადების განხილვის პროცესი და აღნიშნულის შედეგად, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა, მოცემულ დრომდე, ვერ შეძლო შეესწავლა მონაცემთა სუბიექტების მონაცემების დამუშავების კანონიერება. ადვოკატი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად და მას შეეფარდა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. „ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა, „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების სამოქალაქო ასპექტების შესახებ’’ 1980 წლის ჰააგის კონვენციის ფარგლებში, მსჯელობს ევროკავშირისა და ჩეხეთის მოქალაქის, არასრულწლოვანის კვიპროსის რესპუბლიკაში შესაძლო დაბრუნების ან საქართველოში საცხოვრებლად დატოვების საქმეზე. დასახელებულ საქმეზე სამართალდამრღვევი ადვოკატი სწორედ დედის - ოლივია ანტონის ინტერესებს წარმოადგენს, რომელმაც, ამავე პალატამ, 2020 წლის 5 ივნისს, ბავშვის საქართველოდან გადაადგილება (გაყვანა) აუკრძალა. 2020 წლის 30 მარტს, ადვოკატის მიერ პროფესიული მოვალეობების შესრულების პროცესში სავარაუდო დარღვევების შესახებ, წერილობით ეცნობა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს. ასოციაციის თავმჯდომარის 2020 წლის 29 აპრილის წერილით, განმცხადებელს ეცნობა, რომ „დასაფასებელია ის სულისკვეთება, რასაც ადვოკატის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე ზრუნვა ჰქვია“. ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ სურვილი გამოთქვა ასოციაციის მოდავე წევრებვს შორის მომრიგებლად (მედოატორად) გამოსულიყო, თუმცა განმცხადებელმა დამატებითი წერილით ასოციაციას აცნობა, რომ საკითხი შეეხებოდა არა კოლეგებს შორის დავას, არამედ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ქმედებებს და განმცხადებელი ვალდებული იყო პროფესიული მოვალეობების განხორციელების პროცესში დარღვევებზე, ოფიციალურად ეცნობებია საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისთვის.  ... ...
  • #გადაარჩინეხადა - ხადის ხეობის დასაცავად პეტიცია შეიქმნახადის ხეობის გადასარჩენად საერთაშორისო პეტიცია შეიქმნა. პეტიცია “გადავარჩინოთ უნიკალური ხადის ხეობა” საქართველოს მთავრობას და საერთაშორისო ბანკებს მოუწოდებს, რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთი ხადის ხეობის გავლით არ აშენდეს. “უნიკალური ისტორიულ-კულტურული ღირებულებისა და ტურისტული პოტენციალის მქონე ხადის ხეობას საფრთხე ემუქრება”, - ნათქვამია პეტიციაში, რომლის ინიციატორებიც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, ხელოვნებათმცოდნეები, არქეოლოგები, ბიომრავალფეროვნების ექსპერტები და გარემოს დამცველები არიან. საქართველოს მთავრობასთან ერთად,  პეტიციის ადრესატები არიან: ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და აზიის განვითრების ბანკი - ის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთის პროექტს აფინანსებენ. პეტიციის ხელმომწერები ითხოვენ: დაუყოვნებლივ შეჩერდეს ქვეშეთი-კობის გზის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები; საზოგადოების ფართო ჩართულობით შემუშავდეს ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მონაკვეთის ალტერნატივა; პროექტის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად ჩატარდეს აუცილებელი წინასწარი კვლევები; ხადის ხეობა დაცულ ლანდშაფტად გამოცხადდეს, რათა დაცული იყოს ხადის ბუნებრივ-კულტურული გარემო და ხელი შეეწყოს მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას.  “ჩვენ ერთი წლის განმავლობაში ყველანაირ ოფიციალურ მეთოდს მივმართეთ იმისათვის, რომ ხადის ხეობა გადაგვერჩინა, მაგრამ იმის ნაცვლად რომ მთავრობას ჩვენთვის და სპეციალისტებისთვის მოესმინა, მშენებლობა დაიწყო. ვფიქრობთ, ეს არ  არის მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის ბრძოლა. ხადის ხეობა თუ დავკარგეთ, მას მთელი საქართველო დაკარგავს. ამიტომ, იმედი გვაქვს, რომ ხადის ისტორიული კულტურული მემკვიდრეობისა და მდიდარი ბიომრავალფეროვნების დასაცავად ყველა გავერთიანდებით”,_ ამბობს ხადის მკვიდრი გიგა ჩოხელი. ხელოვნებათმცოდნე მანანა სურამელაშვილი: „ხადის ხეობის მცირე ტერიტორიაზე თავმოყრილი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გასაოცარი სიმრავლე, ტიპოლოგიური მრავალფეროვნება და ფართო ქრონოლოგიური დიაპაზონი ცხადად ადასტურებს მის  უნიკალურობას, რომლის ახსნა ჯეროვან მეცნიერულ შესწავლას საჭიროებს. აქ შემორჩენილ ზოგიერთ ნიმუშს ანალოგი არა აქვს. მათ შორის IX-X სს-ების  ეროვნული მნიშვნელობის სამი ძეგლია. ამას ემატება ხეობის განსაცვიფრებელი ბუნებრივი ლანდშაფტი, მასში ჩაწერილი ტრადიციული სტრუქტურის მქონე  ულამაზესი სოფლებით და მაცხოვრებლებით, რომელთა ხსოვნაში აღბეჭდილი ცოდნა არამატერიალური მემკვიდრეობის ასევე შეუსწავლელი ნაწილია. ეს მთლიანობა დიდი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და ტურისტული პოტენციალის შემცველ კულტურულ ფენომენს შეადგენს, რომლის მნიშვნელობა სცდება ლოკალურ ფარგლებს. ამის საფუძველზე,  დაუშვებლად მიგვაჩნია, მაგისტრალის ხადის ხეობაზე გატარება, რისთვისაც  უნდა მოხდეს  სხვა, ალტერნატიული მონაკვეთის შერჩევა”. პეტიციის სრული ტექსტის გაცნობა და ხელმოწერა შეგიძლიათ აქ. ... ...
  • შვიდი დაშავებული, მათ შორის ორი არასრულწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობში შვიდი ადამიანი დაშავდა ცოტა ხნის წინ, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. თვითმხილველების ინფორმაციით, BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა. "ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა 7 დაშავებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულ ქალს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმები და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყავნილი არიან ფოთის ჰოსპიტალში", _ განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით ... ...
  • „მხარდაჭერას გამოვხატავთ“ _ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთის რაიონულ ორგანიზაციაში ბრიფინგი გამართეს„ჩვენ არ გვინდა საკითხის პოლიტიზირება და არც ის გვსურს, ვინმემ ასე გაიგოს.   ვხედავთ, რომ საზოგადოება, ჟურნალისტები, ყველა გამოხატავს მხარდაჭერას სასიქადულო სპორტსმენისადმი   და ვერ ვიქნები გულგრილი ამ ფაქტის მიმართ“, _ განაცხადა ბრიფინგის დაწყებამდე  „პატრიოტთა  ალიანსის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ოზურგეთის  საკრებულოს  დეპუტატმა, შოთა გოგიბერიძემ. _ ჩვენ დღევანდელ   ბრიფინგზე   მხარდაჭერას  ვუცხადებთ  ჩვენს  სასიქადულო მამულიშვილს,  ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობში, იური ლომაძეს, რომელიც ახლა საგამოძიებო საქმის ფარგლებში  დაკავებულია, მეგობრებთან  ერთად. თანადგომას ვუცხადებთ  მის ოჯახს,  გურიის მოჭიდავეთა მთელ  თემს. როგორც ინფორმაციაა   გავრცელებული და ვიცით, საქმე  ეხება ოჯახურ კონფლიქტს, როცა ბავშვთან წაიყვანეს მამა  თავისი სურვილით.  ძალადობა  არ ყოფილა.   გარდა ამისა, ისინი არ  იმალებიან.  თავად  მივიდნენ პოლიციაში.  ამიტომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა არ არის საჭირო.  გვინდა, მოვუწოდოთ  ჩვენს მართლმსაჯულებას, სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ზედმეტად მკაცრი ნუ იქნებიან.   გაათავისუფლონ ისინი.  აღმკვეთი ღონისძიება შეეცვალოს სახელოვან სპორტსმენს  და  მიეცეს  სპორტული ცხოვრების  გაგრძელების  საშუალება.   ასეთი მიდგომა სტრესულ მდგომარეობაში აყენებს მათ და მოვუწოდებთ  სამართალდამცავებს, გაითვალისწინონ ჩვენი თხოვნა, _ თქვა შოთა გოგიბერიძემ. ბრიფინგის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსის“ ოზურგეთელმა წევრებმა კვლავ ისაუბრეს იური ლომაძის, როგორც ძალზე პერსპექტიული, წესიერი,  შრომისმოყვარე ახალგაზრდის  შესახებ, რომელიც არ უნდა დაიჩაგროს, მისი უფლებები  არ უნდა ... ...
  • ნიკო ნიკოლაძის დაარსებულ ისტორიულ სასწავლო დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდებასამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის დაარსებული ისტორიული სასწავლო დაწესებულება  სრულ რეაბილიტაციას გაივლის. სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ, ჯიხაიშში  დასავლეთ საქართველოში ყველაზე მასშტაბური აგრარული პროფილის კოლეჯი ამოქმედდება. მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. დიდ ჯიხაიშში სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელი დიდი ქართველი მოაზროვნის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის ნიკო  ნიკოლაძის თაოსნობით, 1925 წელს დაარსდა. არსებობის 95  წლის მანძილზე სასწავლებელმა სახელოვანი და  ნაყოფიერი გზა განვლო, თუმცა 1990-იან წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ვითარებამ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის რღვევამ ისტორიულ სასწავლებელსაც მძიმე დაღი დაასვა. დაწესებულება 2016 წლიდან  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერიის ფაკულტეტის დაქვემდებარებაშია. სწორედ ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მომზადდა დიდი ჯიხაიშის ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმა, რომელიც პირველ ეტაპზე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სასწავლო კორპუსის სრულ რეაბილიტაციას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...