დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ

მთავარი თემა

დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ

2014 ივლ 11 21:04:50

მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ.

ამბობენ, რომ ხუნდაძემ 2014 წლის 28 მარტს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელეფონო ზარი განახორციელა, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახი გაჩხრიკეს და დალუქეს. ეძებდნენ მოსასმენ აპარატურას. დეპუტატი ეჭვობდა, რომ მასზე და მის თანაგუნდელებზე ამ ოთახიდან ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენა.

"გურია ნიუსის" რესპონდენტი, მცხეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის, ტურიზმისა  და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გია კაჭარავა, გამგეობაში ოთახის დალუქვის ფაქტს ადასტურებს, რაზეც ოქმიც კი შედგა.  

"გამგებლის მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახში იმყოფებოდნენ მოქალაქეები ირაკლი ბაღიშვილი და ლაშა გურეშიძე, რომლებიც მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, რაღაც თემაზე საუბრობდნენ. ამ დროს,  გამგებლის ოთახში შემოვიდა, განყოფილების უფროსი და ამბობს: აი, ახლა მირეკავს დიმიტრი ხუნდაძე, ანუ მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და მისი ბრძანებით ოთახი უნდა დაილუქოს. ესენი დაიბნენ, რადგან ყველამ არ იცის კანონში როგორ წერია, აქვს უფლება თუ არ აქვს უფლება. გამოვიდნენ ოთახიდან და დაუტოვეს ისინი. მაგრამ, თავისთავად გაჩნდა ეჭვი, რომ იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა  ოთახი აღწერილი, შეიძლება, რაღაც ცუდი მომხდარიყო, ანუ როცა ლუქს ადებდნენ აღწერა ხომ უნდა მომხდარიყო?! შედგა ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მითითებით და ა.შ. დალუქეს ოთახი, დაადეს პლომბი.

მოგვიანებით გაირკვა, რომ დალუქულ ოთახში მოსასმენ აპარატურას ეძებდნენ. თითქოს ამ ოთახიდან ხორციელდებოდა მოსმენა. ანუ დეპუტატს ჰქონდა ეჭვი, რომ მასზე და გამგეობის თანამშრომლებზე ხორციელდებოდა მოსმენა და თვალთვალი."

გია კაჭარავას თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, უკვე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს.

არის თუ არა მცხეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი ფაქტი დეპუტატისა და თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლების მიერ თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტება?

"გურია ნიუსთან" ამასთან დაკავშირებით, იურისტი კოტე კანდელაკი აცხადებს:

"თვითმმართველო ორგანოს წარმომადგენლებს, ვინმეს დარეკილზე ოთახის დალუქვის შესრულების არანაირი უფლება არ აქვთ. თუ ოქმში წერია, რომ დეპუტატის დარეკილით მოხდა ასეთი ფაქტი, თვითონ ის თანამშრომლები, რომლებმაც ეს ფაქტი განახორციელეს, თავიანთ  უფლებამოსილებას გადაამეტეს. დეპუტატმა შეიძლება ბევრ რამეზე დარეკოს, მაგრამ, თუ ასეთი  ზარი მართლა განხორციელდა და მითითება მისცა, გინდა თუ არა დალუქეთ, ეს სამართლებრივად მისი უფლებამოსილებას სცდება. თუმცა, პირველ რიგში გასარკვევია, ჰქონდა თუ არა დეპუტატის მხრიდან ზარის განხორციელებას ადგილი. თუ დეპუტატს რამე ეჭვი ჰქონდა უკანონო მოსმენასთან დაკავშირებით, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია, სამართალდამცავი ორგანოებისთვის უნდა მემართა. რადგან, დალუქვის უფლება მხოლოდ მათ აქვთ. დანარჩენ შემთხვევაში ეს აბსურდია. მას არანაირი ჩარევის უფლება არ აქვს და არც გამგეობის თანამშრომლები არიან ვალდებული, დეპუტატის მითითება შეასრულონ."

საქართველოს მთავარ პროკურატურაში "გურია ნიუსს" დაუდასტურეს, რომ სამი დღის წინ ნამდვილად შევიდა საჩივარი დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ. თუმცა, დაიწყება  თუ არა   ამ საქმეზე მოკვლევა ჯერჯერობით უცნობია.

"გიდასტურებთ, რომ  მოქალაქე გია კაჭარავამ სამი დღის წინ, ნამდვილად შემოიტანა საჩივარი დიმიტრი ხუნდაძის წინააღმდეგ. თუმცა, რომელ პროკურორს დაეწერა ეს საჩივარი ვერ გეტყვით. რადგან, სანამ პროკურორამდე მივა საქმე, გარკვეული ეტაპია გასავლელი." 

"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირდებოდა და  "სმს" შეტყობინებაც გაუგზავნა, საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს. თუმცა, დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს და არც "სმს" შეტყობინებაზე მიგვიღია პასუხი.

თუ, ბატონ დიმიტრი ხუნდაძეს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირები, სურვილი ექნება დააფიქსიროს თავისი პოზიცია, "გურია ნიუსი"  მას ამის საშუალებას მისცემს.




 ახალი ამბები
  • ვის დაუფინანსდება კომუნალური გადასახადები _ მთავრობის გადაწყვეტილებამთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ყველას, ვინც თვის განმავლობაში მოიხმარს 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიას და, ასევე, 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს, სამი თვის განმავლობაში – მარტში, აპრილსა და მაისში სრულად დაუფინანსებს გადასახადებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაფინანსება აგრეთვე მოიცავს დასუფთავებისა და წყლის გადასახადსაც. „აქ შედის როგორც დასუფთავების, ასევე, წყლის გადასახადიც. ეს დახმარება არის პირდაპირ მიმართული თითოეულ მოქალაქეზე, რომელიც ჩვენ მთავრობის ფარგლებში მივიღეთ და გვესმის, რომ ეს არ იქნება საკმარისი. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ თითოეული მოქალაქის იდენტიფიცირება, რომელმაც დაკარგა სამსახური და ამის შემდგომ ჩვენ გვექნება სპეციალური ღონისძიებები მათი პირდაპირი დახმარებისთვის,“- განაცხადა ... ...
  • ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყომთავრობის გადაწყვეტილებით, ეკონომიკის პირდაპირი დახმარებისთვის 2 მილიარდი ლარი გამოიყო. ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმის ძირითად მიმართულებებზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. უშუალოდ კორონავირუსთან ბრძოლის ღონისძიებებისთვის კი, მთავრობის მეთაურის განცხადებით, კრიზისულ ბიუჯეტში 351 მილიონი ლარია ... ...
  • კახა კალაძე: ვთხოვ ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის"მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა. „ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, - განაცხადა ... ...
  • საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში მდებარე საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე 34-ვე მათგანმა სამედიცინო შემოწმება გაიარა. მათი წასვლის შემდეგ კი საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. სტუმრების საკარანტინო ზონიდან გაცილებას, დღეს DMO Imeret-ის ხელმძღვანელი ტატო ლილუაშვილი ხელმძღვანელობდა. მათი ტრანსპორტირება საკუთარ სახლებში ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის ... ...
  • როგორ და სად უნდა გავიკეთოთ პირბადე _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებარა ტემპერატურაზე კვდება კორონავირუსი და ვინ და სად უნდა ატაროს პირბადე, - ამ კითხვებზე პასუხი თენგიზ ცერცვაძემ „ღამის კურიერის“ ეთერში გასცა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა განმარტა რამდენად არის შესაძლებელი კორონავირუსით დაავადება სურსთთან შეხებისას. „სურსათთან მიმართებაში შესაძლებელია თეორიულად, თუ მომხმარებელი მოვიდა მარკეტში და დააცემინა, დაახველა და ამოაფრქვია ეს შხეფები და ეს შხეფები მოხვდა სურსათზე. შესაძლებელია თეორიულად, მაგრამ ამის ალბათობა დიდი არ არის“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისივე თქმით, კორონავირუსი +56 გრადუსზე 30 წუთს ძლებს, 70 გრადუსზე კი 5 წუთში იღუპება. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა პირბადეების გამოყენების წესებზეც ისაუბრა. „ცალსახად, ულაპარაკოდ უნდა ეკეთოს ინფიცირებულს, ავადმყოფს. ვინაიდან ის არის წყარო აი ამ ვირუსისა და ის ხველებისა და საუბრისას ამოაფრქვევს ვირუსის ნაწილაკებს და თუ პირბადე უკეთია, ეს პირბადე შეაკავებს ამ ნაწილაკების დიდ უმრავლესობას. მეორე. ასევე ცალსახად უნდა ეკეთოს სამედიცინო პერსონალს, ვინც ამ პაციენტს უვლის. ან ოჯახში პიროვნებას, ვინც ამ პაციენტს უვლის, არის მასთან ახლო კონტაქტში. მას უნდა ეკეთოს აუცილებლად. ექთანს, ექიმს, სანიტარს, მომვლელს. რაც შეეხება მოსახლეობას, ღია ჰაერზე, ქუჩებში არ უნდა ეკეთოთ, არავითარი აზრი არ აქვს. სადაც სოციალური დისტანცირების დაცვა შეიძლება, იქ არ უნდა ეკეთოს“, - ამბობს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...