აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოს მთავრობას "შერჩევით სამართალში" ადანაშაულებს

მთავარი თემა

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი საქართველოს მთავრობას "შერჩევით სამართალში" ადანაშაულებს

2014 ივლ 12 16:30:21

აზერბაიჯანელი უფლებადამცველი ხაჯიდა ისმაილი საქართველოში მყოფ კოლეგებს დახმარებას სთხოვს:

_ ძვირფასო მეგობრებო, კოლეგებო საქართველოში და ადამიანთა უფლებების დაცვის  ორგანიზაციაში. არსებობს პრობლემა, რომლის გარკვევაშიც თქვენი ჩარევა არის საჭირო.

აზერბაიჯანის ოპოზიციური მოძრაობის აქტიური წევრი, დაშგინ აღალაროვი დაკავებული იქნა საქართველოში, ინტერპოლის დავალებით. მას ბრალს დებენ გადასახადებისგან (4 000 ევროს ოდენობით) თავის არიდებას. ეს დაკავება მოულოდნელი იყო  აღალაროვისთვისაც. ის რჩება პატიმრობაში, მიუხედავად იმისა, რომ აპირებს ამ ვალის გადახდას გათავისუფლებისთანავე, თუ, რა თქმა უნდა, ეს ვალი არსებობს.

OSCE-მ (უსაფრთხოებისა და კოოპერაციის ორგანიზაცია ევროპაში) შეადგინა დოკუმენტი, რომლის თანახმადაც მოუწოდებს ინტერპოლს,  ნუ გახდება იარაღი არაკეთილსინდისიერი მთავრობის ხელში. მაგრამ აზერბაიჯანის მთავრობა კვლავ წარმატებით განაგრძობს ინტერპოლის გამოყენებას საკუთარ პოლიტიკურ მაქინაციებში.

აღსანიშნავია, რომ ეს არის უკვე მეორე შემთხვევა მიმდინარე წელს.  პირველი დაფიქსირდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც ისა სადიკოვი, ცნობილი კრიტიკოსი, რომელიც გამოდიოდა მთავრობის წინააღმდეგ,  გაიქცა საქართველოში, მაგრამ ინტერპოლმა გააფრთხილა, რომ მას დაიჭერდნენ და ბატონ სადიკოვს მოუხდა ნორვეგიაში გაქცევა, ქვეყანაში რომლის მოქალაქეობასაც ის ატარებს. ორივე, აღალაროვიც და სადიკოვიც, არიან დემოკრატიული ოპოზიციის სახალხო კონსულის აქტიური მხარდამჭერები არიან.

ძვირფასო ჟურნალისტებო, გთხოვთ მოიძიოთ ყველა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ არის დაცული ყველა კანონი აღალაროვის დაკავებასთან დაკავშირებით და საერთოდ თუ არის ეს დაკავება კანონიერი? _ წერს ხაჯიდა ისმაილი და კითხულობს _  "რატომაა საქართველოს მთავრობა ასეთი შერჩევითი "სამართლიანობის აღდგენის" დროს?"

_ მაგალითად, ჩვენ ვერ დავინახეთ იგივე დონის თანადგომა საქართველოს ხელისუფლებისგან ჟურნალისტი ელმარ ჰუსეინოვის მკველელობის საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს ორი მოქალაქე _  თეიმურაზ ალიევი და თაჰირ ხუბანოვი ეჭვმიტანილები იყვნენ ჟურნალისტის მკვლელობაში. აზერბაიჯანის მხარემ მათი გადაცემა მოითხოვა, თუმცა, ისინი არც კი დააკავეს. მაინტერესებ,ს რამ მიაღებინა საქართველოს მთავრობას ასეთი გადაწყვეტილება, _ წერს უფლებადამცველი.

"გურია ნიუსის" სიტუაციის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა:

_ შემიძლია გითხრათ, რომ გუშინ და გუშინწინ აზერბაიჯანის მოქალაქე არ დაგვიკავებია. ამ ინფორმაციის მოძიებას დრო სჭირდება და ამისთვის წერილობით უნდა მოგვამრთოთ, _ გვითხრა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამსახურის ბიუროს უკვე გავუგზავნეთ ოფიციალური წერილი აღნიშნულ საქმესთან დაკავშრებით.

"გურია ნიუსმა" სიტუაციის გარკვევა აზერბაიჯანის საელჩოშიც სცადა, თუმცა, იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს. გაგზავნილ ელექტრონულ შეტყობინებაზე კი პასუხი ჯერ არ მოგვსვლია.

"გურია ნიუსი" საქმის მოკვლევას აგრძელებს და დეტალებს ინფორმაციის მიღებისთანავე  გაგაცნობთ.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ძეგლის დადგმას ითხოვენსაქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ძეგლის ქუთაისში დადგმის მოთხოვნით  პეტიცია შეიქმნა. „საქართველომ თავისი არსებობის განმავლობაში უამრავი ქარტეხილი გამოიარა. მრავლად გვყავდნენ გამოჩენილი მამულიშვილები და ეროვნული გმირები , რომლებიც ქვეყნის ბედს წყვეტდნენ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო არსებობის  რამდენიმე ათეულ წელს ითვლის. მეოცე საუკუნის ბოლოს, ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვების კიდევ ერთი შანსი გაუჩნდა, რაშიც ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის საქართველოს ეროვნულ გმირს ზვიად გამსახურდას. მისი უდიდესი ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა, დამოუკიდებლობის მოპოვება და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძლზე ის გახდა სახელმწიფოს პირველი პრეზიდენტი. ყველა ერის ვალდებულებაა, სათანადო პატივი მიაგოს სახელმწიფოს დამფუძნებელ მოღვაწეებს. ამ თვალსაზრისით, აუცილებლად მიგვაჩნია, რომ ერთიანი საქართველოს პირველ დედაქალაქში იდგეს ქართული სახელმწიფოს პირველ პრეზიდენტის ზვიად გამსახურიდას ძეგლი,“_წერია ... ...
  • ტრაგედია კახეთში-ავარიას მამა-შვილი ემსხვერპლატრაგედია დატრიალდა ველისციხე-ყვარლის დამაკავშირებელ გზაზე. მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, რამდენიმე მეტრი გაიარა და შემდეგ გადაბრუნდა. შემთხვევის შედეგად 24 წლის ახალგაზრდა და მისი 3 წლის შვილი დაიღუპნენ, 25 წლამდე ახალგაზრდამ კი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. სამივე მათგანი სოფელ ველისციხის მკვიდრია. შემთხვევა წუხელ მოხდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს საგამოძებო ... ...
  • როგორია გოგოს მდგომარეობა, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდაქვიშხეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალი, მარიანა ქორიძე, მცხეთაში, ჯეო ჰოსპიტალის კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც „გურია ნიუსს“ კლინიკის ხელმძღვანელმა, დავით ლოლაძემ უთხრა, დაშავებული სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია. „სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია, რეანიმაციაში იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა“,_ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი. ავტომობილი, რომლითაც ოჯახი, მგზავრობდა მდინარეში გადავარდა. შემთხვევას 4 ადამიანი, მამა და სამი შვილი ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი- უახლოესი დღეების პროგნოზიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27-28 იანვარს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უნალექო ამინდი. 29-30 იანვარს საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, მთაში და მაღალმთაში ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში დღის საათებში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +9, +14 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსამდე ... ...
  • რას წერდა ავარიამდე გოგო, რომელიც ქმართან და 3 შვილთან ერთად მტკვარში გადავარდა მარიანა ქორიძემ, რომელიც ქმართან და შვილებთან ერთად ქვიშხეთთან ავტომანქანით მტკვარში გადავარდა, ტრაგედიამდე  ცოტა ხნით ადრე სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც პატარას დაბადების დღეს ულოცავდა. "ჩემს თამარას, ჩემს ,,უკრაინკას" ვულოცავ დაბადების დღეს. ჩემო სიხარულო, შენს ბუთქუნა ვარდისფერ ლოყებს რა დამავიწყებს. ძალიან მიყვარხარ, მინდა ბედნიერი ბავშვობა და წარმატებული მომავალი გქონდეს", _ წერდა მარიანა. შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა წუხელ ქვიშხეთთან მოხდა. ოჯახმა ბაკურიანში შვილის დაბადების დღე აღნიშნა და სახლში ბრუნდებოდა. სავარაუდოდ, მძღოლს ჩაეძინა და ავტომანქანა წყალში გადავარდა. შემთხვევის შედეგად მამა შვილებთან ერთად ადგილზე დაიღუპა, მარიანა კი უმძიმეს მდგომარეობაში ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის გადარჩენას ექიმები ამ დრომდე ცდილობენ. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია მარიანას გარდაცვალების შესახებ. "გურია ნიუსი" იზიარებს ოჯახის უდიდეს ტრაგედიას და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კიბო, შესაძლოა, გადამდები იყოს

ვებგვერდ wize.life-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით...

მიწაზე მიყინული კნუტები კაცმა ყავით გადაარჩინა

BBC-ის ინფორმაციით, მიწაზე მიყინული კნუტები...

სასარგებლო რჩევები ცნობილი ქალებისგან

ანჯელინა ჯოლი ზოგჯერ, როცა თავის...

ბიონსეს სილამაზის საიდუმლო

მართალია მომღერალი ვეგეტარიანელი არაა, მაგრამ...

ცნობილი ვარსკვლავების ყოველდღიური დილის რეჟიმი

ჯენიფერ ენისტონი ჯენიფერ ენისტონის დილა...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...