დიმიტრი ხუნდაძე: "არ მქონდა უფლება დამერეკა შსს-ში და მეთქვა, რომ არის ეჭვი, იქ მოსასმენებია?!"

მთავარი თემა

დიმიტრი ხუნდაძე: "არ მქონდა უფლება დამერეკა შსს-ში და მეთქვა, რომ არის ეჭვი, იქ მოსასმენებია?!"

2014 ივლ 12 16:42:58

2014 წლის 11 ივლისს, "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით, "დიმიტრი ხუნდაძე, შესაძლოა, მთავარ პროკურატურაში დაიბარონ". საუბარია, იმაზე, რომ ხუნდაძემ 2014 წლის 28 მარტს, მუნიციპალიტეტის გამგეობაში სატელეფონო ზარი განახორციელა, რის გამოც მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილის, გიორგი გოგიძის ოთახი გაჩხრიკეს და დალუქეს.

ეძებდნენ მოსასმენ აპარატურას. დეპუტატი ეჭვობდა, რომ მასზე და მის თანაგუნდელებზე ამ ოთახიდან ხორციელდებოდა თვალთვალი და მოსმენა.

"გურია ნიუსი" ორი დღის განმავლობაში ცდილობდა, დაკავშირდებოდა და  "სმს" შეტყობინებაც გაუგზავნა, საქართველოს პარლამენტის, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძეს. თუმცა, დეპუტატი ჩვენს სატელეფონო ზარს არ პასუხობს და არც "სმს" შეტყობინებაზე მიგვიღია პასუხი.

 სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, თვითონ დაგვიკავშირდა. გვითხრა, რომ პარტიულ შეკრებაზე იყო და  დროულად ვერ გვიპასუხა.

"გურია ნიუსი"  დეპუტატთან დიალოგს უცვლელად გთავაზობთ.

_ ბატონო დიმიტრი, თქვენს წინააღმდეგ, მთავარ პროკურატურაში საჩივარი შევიდა. გედავებიან, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განახორციელეთ სატელეფონო ზარი, რის საფუძველზეც, გამგებლის პირველი მოადგილის ოთახი დაილუქა... 

_ დაილუქა რას ნიშნავს? როდის იყო ეს?

_ 2014 წლის 28 მარტს

_ მოიცა, მოიცა. უცებ, კითხვა გამიჩნდა, ახლა რატომ შევიდა საჩივარი? დაუშვათ მარტში რაღაც იყო. საჩივარი ახლა რატომ შევიდა?!

_ ამ კითხვაზე მე ვერ გიპასუხებთ. საჩივარში საუბარია იმაზე, რომ გქონდათ ეჭვი, გამგებლის პირველი მოადგილის კაბინეტიდან, თქვენზე ხორციელდებოდა მოსმენა და თვალთვალი...

_ გეტყვით, გეტყვით. ალბათ, რაღაც ნახევარი წლის წინ იყო. მუსირებდა ასეთი აზრი, რომ გამგეობის შენობაში მოსასმენები იყო.  გადაურეკე შს სამინისტროს და ვთხოვე - იქნებ გადაემოწმებინათ. მე მგონი, მოვიდნენ და შეამოწმეს კიდეც. აქ კონკრეტულად ვინმეზე კი არ იყო  საუბარი. რა არის ამაში ცუდი?!

_  თქვენ თუ შს სამინისტროში დარეკეთ, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. თუმცა, საჩივარში გამგეობის თანამშრომელი წერს, რომ ოთახი გამგეობის თანამშრომლებმა დალუქეს, რაზეც ოქმი შედგა და რასაც გამგებელი, მისი მოადგილეები და სხვა თანამშრომლები აწერენ ხელს. ოქმში არსად წერია შსს-ს თანამშრომლების შესახებ.

_ დავრეკე იმიტომ, რომ მინდოდა გამეფრთხილებინა იქედან ხომ არ ხდებოდა მოსმენა. მაგრამ,  როგორც მე ვიცი, მთლიანად შეამოწმეს გამგეობა. დალუქვა?! მოიცა, ვის ვუთხარი დალუქე-მეთქი?! სისულელეა! მარტში რაღაცა მოხდა, ვთქვათ შეამოწმეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეამოწმა, რა არ ჰქონდა უფლება? ან  მე არ მქონდა უფლება დამერეკა შს სამინისტროში და  მეთქვა, რომ არის ეჭვი იქ არის მოსასმენები? მე დავრეკე და ვთხოვე, ბატონ ლევან იზორიას. ფარულად იყო, ჩუმად იყო, თუ რა ხდება?!  

მე უბრალოდ ლევანის უთხარი: გამგეობაში ასეთი აზრი მუსირებს, რატომ უნდა იყოს ეჭვები? თუ შეიძლება შეამოწმეთ. მე მგონი იყვნენ კიდეც. შემოწმებას მე არ დავსწრებივარ, მაგრამ ვიცი, რომ იყვნენ, შეამოწმეს და არც არაფერი აღმოჩნდა იქ. რა არის ამაში საპანიკო?! მართლა მიჩნდება კითხვა, ეს იყო მარტი თუ თებერვალი. თქვენ არ გაგიჩნდათ კითხვა?

_ ბატონო დიმიტრი, კითხვა, რომ გამიჩნდა, სწორედ ამიტომ გირეკავდით...

_ მერე ეს დალუქვაა? კაი ერთი. მე გეტყვით. მთლიანად უნდა შეემოწმებინათ. რადგან ეჭვი იყო, რომ იმ ოთახებში შეიძლება ყოფილიყო. ისე, რომ  დალუქეს და "ყარაული" დაუყენეს  ასე არ იყო. როცა ითქვა, ამ ოთახს უნდა მიაქციოთ ყურადღება, სანამ  იქ ის მოვიდოდა (გულისხმობს შსს.ავტ.) თვითონ გამგეობას დაცვა ჰყავს, შეიძლება იმათ გადაწყვიტეს, რადგან პასუხისმგებლობა ჰქონდათ და  ყურადღება მიაქციეს. საკუთარი ის თუ მიაწებეს არ ვიცი. შეიძლება ყურადღების მიქცევის მიზნით. როდის დალუქეს?

_ ოქმის მიხედვით 18:55 საათზე...

_ არასამუშაო საათი იყო. დაცვამ აიყვანა კონტროლზე. ქვეყანა დაიქცა?! საქმე არ აქვთ რა?!

_ ბატონო დიმიტრი, გია კაჭარავამ ამ ფაქტთან დაკავშირებით, წერილით მიმართა საქართველოს პარლამენტის თამჯდომარე დავით უსუფაშვილს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძეს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილსა და სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს...

_ ე.ი. ობამა დარჩა, რომ მიემართა. ახლა რატომ გაახსენდა გია კაჭარავას?! იგი რამდენიმე ხნის წინ ჩვენი პარტიიდან  მეზობელ პარტიაში გადახტა. "სახალხო პარტიის“ სიაში იყო.  იქედან ვერ გავიდა. ახლა ამით უნდა ააგოროს სიტუაცია.  ყურადღება უნდა მიიქციოს თუ რა უნდა, ვერ ვიგებ. რა შუაშია გია კაჭარავა? თქვენ ხომ იცით, რომ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს? შეიტანოს, შეიტანოს. პროკურატურა ამას გამოიძიებს და დაადგენს. რა პრობლემაა? პრობლემა არ არის!"

"გურია ნიუსი" დაინტერესდა, მიაწოდა თუ არა ინფორმაცია, დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მოსასმენი და სათვალთვალო აპარატურის არსებობის შესახებ, შს მინისტრის მოადგილე ლევან იზორიას.

შსს-ში განაცხადეს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მსგავსი ფორმატით არავის მოუმართავს. არანაირი შეტყობინება არ შემოსულა. შესაბამისად, იქ პოლიცია ვერ მივიდოდა."

დაიწყებს თუ არა 2014 წლის 28 მარტს, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევას, დაკითხავენ თუ არა დეპუტატ დიმიტრი ხუნდაძეს, ეს რამდენადმე დღეში გაირკვევა.




 ახალი ამბები
  • საირმის საკარანტინო ზონა მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვაიმერეთში, საირმის საკარანტინო ზონა დღეს მოქალაქეთა მორიგმა ჯგუფმა დატოვა. სასტუმროს დატოვებამდე მათ სამედიცინო შემოწმება გაიარეს. მათი წასვლის შემდეგ საკარანტინო ზონის ტერიტორიაზე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად,  სრულფასოვანი სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა. საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითაა მოწყობილი. საკარანტინო სივრცეებში  არსებული განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ. ... ...
  • რომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას კარანტინის დროსრომელი საწარმოები და ობიექტები გააგრძელებენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ ისაუბრა. „აუცილებლად იმუშავებენ სააფთიაქო ქსელები და სურსათის მაღაზიები. რა თქმა უნდა სრული ხელმისაწვდომობა ექნება ჩვენს მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაზე. იმუშავებენ მობილური კავშირგაბმულობის კომპანიები, ტელევიზიები, ბენზინგასამართი სადგურები ასევე საფოსტო მომსახურება იქნება ხელმისაწვდომი. ყველა ის მუნიციპალური სერვისი, როგორიც არის წყალი, დენი, გაზი. იმუშავებს სურსათის მომარაგების მთელი ჯაჭვი, რომელიც საჭიროა მაგალითად პურის საცხობები და თონეები“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. მინისტრის თქმით მზა კვების ობიექტები დისტანციური მიწოდების რეჟიმით იმუშავებენ, ასევე ფუნქციონირებას გააგრძელებენ მიტანის სერვისებიც. „ყველაფერი ის, რაც გარდაუვალი და აუცილებელია ჩვენი ფუნქციონირებისთვის, მასთან დაკავშირებული საქმიანობა, როგორიც არის თუნდაც სადისტრიბუციო მანქანების მოძრაობა, რომელიც არის საჭირო სასურსათო მაღაზიების უზრუნველყოფისთვის, ესეც ბუნებრივია იმუშავებს. გარდა ამისა, როდესაც უკვე ვსაუბრობთ ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე, სადაც შესაძლოა კითხვის ნიშნები არსებობდეს, ეს თუ ის საწარმო რამდენად სტრატეგიული მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში ასევე ჩვენ, მაგალითისთვის თუნდაც ბოლნისის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, სადაც უფრო მკაცრი საკარანტინო პირობები იქნა შემოღებული, იქაც კი სოფლის მეურნეობის და ეკონიმიკის სამინისტროს მიერ იყო განსაზღვრული ის ობიექტები, მაგალითად კონცერნი „მარნეული“ რომელიც საკონსერვო პროდუქციას აწარმოებს დ აგრძელებს მუშაობას“ - განაცხადა ცქიტიშვილმა. ... ...
  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 1000 ოჯახი საკვები პროდუქტების პაკეტს მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამომხმარებლო პროდუქტების შესაძენად ადგილობრივ ბიუჯეტიდან 50 000 ლარამდე დაიხარჯება. ხობის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლები სოციალურად დაუცველ ოჯახებს პროდუქტებს სახლში ... ...
  • დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდებაქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დედაქალაქში დამატებითი შეზღუდვები წესდება. საგანგებო მდგომარეობის გამკაცრების გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. როგორც დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 31 მარტიდან ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, თბილისის „მეტროპოლიტენით“ გადაადგილება იკრძალება. აკრძალვა, როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის, ასევე, ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე იმოქმედებს. „აღნიშნულ პერიოდში, დედაქალაქის მასშტაბით გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსით, იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნება გათვალისწინებული - ავტომანქანაში, მძღოლის ჩათვლით, უნდა მოთავსდეს მხოლოდ სამი ადამიანი. მათგან ორი ადამიანი, უნდა მოთავსდეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე, გარკვეული დისტანციის დაცვით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ ჩვენს მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ტაქსის მძღოლებს, რომ მგზავრის გადაყვანის დროს, ავტომანქანის ფანჯრები დახურულ მდგომარეობაში არ უნდა ჰქონდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოები კანონის ფარგლებში იმოქმედებენ“,_ ნათქვამია დედაქალაქის მერიის მიერ გავრცელებულ ... ...
  • რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები წესდება ქვეყანაშისაქართველოში ხვალიდან საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდატის საათი ამოქმედდება. ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა ცოტა ხნის წინ გააკეთა. რას ითვალისწინებს აღნიშნული მდგომარეობა ქვეყანაში, რა მნიშვნელოვანი შეზღუდვები უნდა გაითვალისწინოს მოსახლეობამ_ ამ საკითხზე „გურია ნიუსი“  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებულ პროფესორს, კონსტიტუციონალისტ კოტე ჩოკორაიას ესაუბრა. „პრემიერ-მინისტრის განცხადებას ვუსმინე, რაც გულისხმობს პირველ რიგში შეზღუდვებს გადაადგილებასთან დაკავშირებით, ანუ მნიშვნელოვანი შეზღუდვებია. იკრძალება ყველა ტიპის სატრანსპორტო გადაადგილება ქალაქებს შორის, გარდა ავტომობილისა, მათ შორის თბილისში მეტროთი და ავტობუსით მგზავრობა. გადაადგილება მხოლოდ ავტომობილით არის შესაძლებელი და იქაც თავისი წესებია. 3 ადამიანზე მეტი არ შეიძლება, რომ იყოს ავტომობილში. მნიშვნელოვანი შეზღუდვა, რაც აქამდე არ იყო 3-ზე მეტი ადამიანის შეკრების შეზღუდვაა და ასევე მნიშვნელოვანი შეზღუდვა ეხება  70 წელზე მეტი ასაკის მქონე ადამიანებს, რომელთაც პრინციპში ეკრძალებათ გამოსვლა და მეოთხე, ესაა ე.წ. კომენდატის საათი. ეს არის უბრალოდ გადაადგილების შეზღუდვა, საკარანტინო შეზღუდვის კომპონენტი, როდესაც ადამიანებს ეკრძალებათ საღამოს 9-დან დილის 6-ამდე გამოსვლა. იმისთვის, რომ უფრო მარტივი აღსაქმელი ყოფილიყო ამიტომ თქვეს ე.წ. კომენდატის საათი. კომენდატის საათი ცოტა სხვა რაღაცებს მოიცავს თავის თავში, თუმცა, შინაარსით ამას ჰგავს. ე.წ. კომენდატის საათი, ნიშნავს იმასაც, რომ ადამიანებმა მგზავრობა ისე უნდა დაგეგმონ, რომ გადაადგილება არ გახორციელდეს 9 საათის მერე“,_ გვითხრა ჩოკორაიამ. საქართველოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის კიდევ უფრო მკაცრი სახით ამოქმედება კორონავირუსთან ბრძოლას ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...