რიჩარდ ნორლანდი: ზოგიერთ დამკვირვებელში კითხვებს ბადებს ფასდაკლების პროცესი

მთავარი თემა

რიჩარდ ნორლანდი: ზოგიერთ დამკვირვებელში კითხვებს ბადებს ფასდაკლების პროცესი

2014 ივლ 12 18:47:41

ზოგიერთ დამკვირვებელში გარკვეულ ინტერესს იწვევს ან კითხვებს ბადებს ის ფასდაკლების პროცესი, რომელიც გამოცხადდა ქართული ბიზნესების მიერ, რაც თავისთავად ძალზე საინტერესო კონცეფციაა, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ჯონათან გედესთან და ნიდერლანდების ელჩ ჰანს ჰორბახთან ერთად სოფელ ფონიჭალაში აზერბაიჯანულ 218-ე სკოლაში გახნილი 30-ე საარჩევნო უბანი დაათვალიერა.

როგორც ნორლანდმა აღნიშნა, საბოლოო დასკვნაში ასახული იქნება არა მხოლოდ არჩევნების დღე, არამედ წინასაარჩევნო გარემო.

"მაგალითად ზოგიერთ დამკვირვებელში გარკვეულ ინტერესს იწვევს ან კითხვებს ბადებს ის ფასდაკლების პროცესი, რომელიც გამოცხადდა ქართული ბიზნესების მიერ, რაც თავისთავად ძალზე საინტერესო კონცეფციაა და რომელიც შესაძლოა, საინტერესო იყოს ამერიკულ გარემოშიც. მაგრამ ამავე დროს არ არის ნათელი საქართველოში როგორი წარმოშობის იყო, როგორ იყო ორგანიზება და ვისი ინიციატივა იყო ამ პროცესის წარმართვა. ჩვენთვის ცნობილია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში დარღვევასთან საქმე არ გვაქვს", _ აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ 12 ივლისს, არჩევნების მეორე ტურის დღეს, მარკირების წარმოდგენის შემთხვევაში, ბიზნესკომპანიები მომხმარებლებს ფასდაკლებას სთავაზობენ.

შესაბამისი სარეკლამო რგოლები უკვე ტრიალებს. მასში ნათქვამია, რომ "ბიზნესკომპანიები ერთიანდებიან საერთო მიზნის გარშემო" და ამომრჩევლებს მოუწოდებენ გამოცხადდენ მეორე ტურზე, გაიარონ მარკირება, დღის ბოლომდე წარადგინონ მარკირება სასურველ სავაჭრო ქსელებში და სპეციალური ფასდაკლებით ისარგებლონ. კერძოდ, ისინი მიიღებენ 20%-იანი ფასდაკლებას "მაკდონალდსა" და "ვენდისში", 22%-იანი ფასდაკლებას - აფთიაქებში - PSP, "ავერსსა" და "ჯი პი სი"-ში, 15%-იანი ფასდაკლება "გუდვილსა" და "სმარტში", ასევე 5-თეთრიანი ფასდაკლება "გალფსა" და "ვისოლში".

შეგახსენებთ, პიარ-ტექნოლოგების ნაწილიც ფიქრობს ფიქრობს, რომ ყოველივე ეს "ეჭვს ბადებს სახელმწიფო სექტორის როლზე ამ საკითხში".

"ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბიზნესს მსგავსი ინიციატივები ასე უცბად გაუჩნდეს და წინასაინფორმაციო და სარეკლამო კამპანიის გარეშე არჩევნებამდე უცბად, 2 დღით ადრე, მსგავსი კამპანია დაგეგმოს და აწარმოოს. ეს ბიზნესსექტორის მიმართაც უდიერ დამოკიდებულებად მოჩანს, საიდან შეირჩა ეს კომპანიები, ან რა იყო შერჩევის პრინციპი, ესეც გაურკვეველია და .შ." _ ამბობს არჩილ გამზარდია "გურია ნიუსთან' საუბრისას.




 ახალი ამბები
  • დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხებაკორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დედაქალაქის ქუჩები სადეზინფექციო საშუალებებით ირეცხება. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო. „ვაგრძელებთ სამუშაოებს, რომელიც მთელი ქალაქის მასშტაბით ქუჩების მორეცხვას გულისხმობს. ამ ღამისთვის ავიღეთ სამი კონკრეტული ქუჩა: პეკინისა და კოსტავას ქუჩები, ასევე, ვარკეთილში ცენტრალური ასასვლელ-ჩამოსასვლელები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. ამ ღონისძიებას ვახორციელებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურთან ერთად, ჩართულები არიან „თბილსერვისის ჯგუფის“ თანამშრომლებიც.  პრევენციული ღონისძიებები კორონავისუსთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კახა კალაძემ. დეზინფექცია, რომელიც პეკინის გამზირიდან დაიწყო, შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ თავდაპირველად, დედაქალაქის რამდენიმე მთავარ ქუჩაზე ჩაატარა. სამუშაოების ფარგლებში, სპეციალური ხსნარით ასევე, დამუშავდა რუსთაველის გამზირი, ბარათაშვილის ქუჩა და ჰუალინგის დასახლების მიმდებარე ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. გზის მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ  სპეციალური ტექნიკის საშუალებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. გარდა ამისა,  საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში, დედაქალაქში ხიდები, გვირაბები და პანდუსები ეტაპობრივად მოირეცხება. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ნაგავშემკრებ კონტეინერებს. პეკინის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერთად ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო საჯაია გაეცნო.           ... ...
  • „დაუშვებლად მიგვაჩნია“_ მოწოდება უზენაესი სასამართლოს პლენუმს ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს პლენუმს მოუწოდებენ საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე თავი შეიკავოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნისგან. „3 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა დაინიშნა, რომელზეც, გამოქვეყნებული დღის წესრიგის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის დანიშვნის საკითხი განიხილება. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრის დანიშვნა საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როდესაც ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება პროცესზე საზოგადოებისა და სხვა დაინტერესებულ მხარეთა მიერ კონტროლის განხორციელება, დაუშვებლად მიგვაჩნია. მაშინ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო, ჯერ კიდევ ინარჩუნებს საზოგადოების მხრიდან ნდობასა და ავტორიტეტს,  მოსამართლის არსებულ გარემოებებში და დახურულ კარს მიღმა დანიშვნა, უარყოფითად იმოქმედებს როგორც თავად დანიშნული მოსამართლის, ისე მთლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს რეპუტაციაზე.  საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა იმავე დღის წესრიგით 31 მარტს იყო დანიშნული, თუმცა მოგვიანებით, გავრცელებული განცხადების თანახმად, ტექნიკური მიზეზების გამო გადაიდო. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან 3 წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. სწორედ უზენაესი სასამართლოს კვოტით იყო დანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2019 წლის 5 დეკემბერს ამოეწურა, თუმცა, უზენაესმა სასამართლომ კანონის მოთხოვნისა და სამოქალაქო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში  საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე არ დანიშნა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში პლენუმის სხდომის აღნიშნული საკითხის გადასაწყვეტად დანიშვნა, შესაძლოა მოტივირებული იყოს არა საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, არამედ პროცესზე საზოგადოებრივი მეთვალყურეობის თავიდან ასაცილებლად. ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმს, არ დანიშნოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანამ, სანამ ქვეყანაში არ გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა და ქვეყანა არ დაუბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს, როდესაც უზრუნველყოფილი იქნება დანიშვნის პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და პროცესზე საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელება“,_ წერია გავრცელებულ განცხადებაში რომელსაც ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR),  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED),  კავშირი „საფარი“, დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD),  ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI),  თანასწორობის მოძრაობა, ადამიანის უფლებათა ცენტრი,  დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი,  ევროპის ... ...
  • ოზურგეთის ტაძარში ქურდებმა გვერდითი კარი გატეხესწუხელ, გვიან ღამით, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის, როგორც  ადგილზე ვნახეთ და აქვე  გვითხრეს, გვერდითი კარი გატეხეს. _ჯერჯერობით, ვიცით, რომ შესაწირი ყუთებია გატეხილი,  რომელშიც ძირითადად   ხურდა ფული იყო. ადგილზე პოლიცია იყო მოსული,  ახლა ტაძარში ექსპერტია  შესული, მეტს ვერაფერს გეტყვით,  _ გვითხრეს აქ თავმოყრილმა სასულიერო პირებმა. _ვიცით მხოლოდ ის, რომ წუხელ, გვიან გატეხეს. გუშინ, საღამოს აქ ვიყავი. ჩვეულებრივი, მშვიდი გარემო იყო, არაფერი შემინიშნავს, - გვითხრა მრევლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატმა, ლევან მგელაძემ. კითხვაზე,   ტაძართან ან ახლო-მახლო  ვიდე-თვალი თუ ფუნქციონირებს, გვიპასუხეს, რომ ტაძარს არ აქვს. იქვე, ასიოდე მეტრში მდებარე ერთ-ერთი ბანკის შენობასთან  კი არის განთავსებული    სათვალთვალო კამერა.  შსს პრესსამსახურში "გურია ნიუსს" ქურდობის ფაქტი დაუდასტურეს. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლით, რას გულისხმობს ... ...
  • გუდაური -კობის მონაკვეთზე მოძრაობა ნებადართულიაგუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსორტის მოძრაობა აღსდგა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შეგახსენებთ, რომ გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 93-107კმ-ზე, ზვავსაშიშროებისა და ინტენსიური თოვის გამო, აკრძალული ... ...
  • ოზურგეთში ტაძარი გაქურდესოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი გაქურდეს. ამ წუთებში ტაძარში, სადაც შვიდგზის ზეთისცხება უნდა შესრულებულიყო,  პოლიცია იმყოფება და მიმდინარეობს მამაოების დაკითხვა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გატეხილია შესაწირი ყუთები. ზუსტი ინფორმაცია, რა წაიღეს ტაძრიდან ამ დროისთვის უცნობია. „გურია ნიუსი“ მომხდართან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით, დეტალებს ცოტა ხანში ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...