არცთუ ისე "შავი სია" - აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულება შავ სიაში მოხვედრილ კომპანიასთან გააფორმა

მთავარი თემა

არცთუ ისე "შავი სია" - აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულება შავ სიაში მოხვედრილ კომპანიასთან გააფორმა

14 ივლ. 2014, 14:36:50

არცთუ ისე „შავი სია“- აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულება შავ სიაში მოხვედრილ კომპანიასთან გააფორმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ხელშეკრულება შავ სიაში მოხვედრილ კომპანიასთან გააფორმა. აღნიშნული დარღვევა პარლამენტის დროებითმა კომისიამ  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2013 წლის საქმიანობის შესწავლისას შემთხვევით აღმოაჩინა.

"სახელმწიფო შესყიდვებზე გაფორმებულ ხელშეკრულებებს შორისაა 2013 წლის 19 თებერვალს შპს „ევროტექნოლოგიებთან“ გაფორმებული ხელშეკრულება, სხვადასხვა ხელსაწყოების, სამარჯვეების შესყიდვაზე. აღნიშნული თარიღისთვის შპს "ევროტექნოლოგიები" შეტანილი იყო  შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში, ე.წ. შავ სიაში.

ამდენად, ასეთ პირებს რეესტრში შეტანიდან ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონდათ უფლება მონაწილეობა მიეღოთ სახელმწიფო შესყიდვებში და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს არ უნდა გაეფორმებინა ხელშეკრულება არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთან.

მოცემულ შემთხვევაში უგულვებელყოფილია სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის მესამე მუხლის პირველი პუნქტის "მ" ქვეპუნქტის მოთხოვნა", _ ნათქვამია პარლამენტის დროებით კომისიის დასკვნაში.

შავი სია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ ელექტრონულად წარმოებული ოფიციალური რეესტრია. სიაში ის კომპანიები ხვდებიან, რომლებმაც   ხელშეკრულების დადების მიზნით არკეთილსინდისიერი ქმედება ჩაიდინეს, ვერ ან არასრულად შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. შავ სიაში შეყვანილ კომპანიას ერთი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის უფლება ერთმევა.

როგორ მოხდა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს,  რომელსაც თავად  ევალება  შემსყიდველი ორგანიზაციების შესყიდვის შემოწმება, აღნიშნული შეცდომა გაეპარა და კონტრაქტი  შავ სიაში შეყვანილ კომპანიასთან გააფორმა? აუდიტის სამსახურში "გურია ნიუსს" განუმარტეს, რომ შეცდომა სავარაუდოდ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის გაუმართაობამ გამოიწვია.

"შპს "ევროტექნოლოგიები"  შავ სიაში ფიქსირდებოდა 2012 წლის 5 მარტიდან 2013 5 მარტამდე. სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და შპს "ევროტექნოლოგიებს" შორის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა  2013 წლის 19 თებერვალს.

ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმებიდან  14 დღის გასვლის შემდეგ შპს "ევროტექნოლოგიები" ამოიღეს შავი სიის რეესტრიდან.  სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში,  შემოწმებულ იქნა ხსენებული რეესტრი, მაგრამ შავ სიაში შპს "ევროტექნოლოგიების" შესახებ მონაცემები ვერ მოიძებნა. შესაძლებელია  ეს გამოწვეული ყოფილიყო ტექნიკური ხარვეზის, ან სხვა ობიექტური გარემოების  გამო, მოგეხსენებათ, შესაბამისი ვებგვერდის მართვაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. 

ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოებაც, რომ  შპს  "ევროტექნოლოგიებთან" 2012 წლის 5 მარტის შემდგომ, მარტის თვეშივე, სხვა შემსყიდველ ორგანიზაციებსაც აქვთ ხელშეკრულებები გაფორმებული და  ერთიან  ელექტრონულ სისტემაში შპს "ევროტექნოლიგიების" მიმართ შეზღუდვა არ მომხდარა (მაგალითად იხ. SPA120005727).

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ შპს "ევროტექნოლოგიებმა" სრულად შეასრულა  ხელშეკრულებით გათვალიწინებული ვალდებულებები, დადგენილ ვადაში განახორციელა 3587 ლარის ღირებულების სამეურნეო ხელსაწყოების მოწოდება  და უარყოფითი ფინანსური შედეგი არ დამდგარა", _  ნათქვამია  წერილში, რითაც  სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა "გურია ნიუსს" უპასუხა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოწოდებული  სატენდერო განცხადების ნომრით, კონკრეტული შესყიდვა გადავამოწმეთ. გაირკვა, რომ  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 2012 წლის 16 თებერვალს გამოაცხადა.

ამ დროისათვის "ევროტექნოლოგიები" ჯერ კიდევ არ იყო შავ სიაში შეყვანილი. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისთვის კი ანუ  2012 წლის 15 მარტს "ევროტექნოლოგიები" უკვე არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრში ფიქსირდებოდა. ამის მიუხედავად,  თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ მასთან ხელშეკრულება მაინც გააფორმა.

შპს "ევროტექნოლოგიების" გაყიდვების მენეჯერი  ირაკლი გაგუა განმარტავს, რომ  კომპანიის  შავ სიაში შეყვანის ზუსტი თარიღი  არც კი იცოდა.

"ჩვენ გვეგონა, რომ უკვე ამოსული ვიყავით  შავი სიიდან, რადგან ეს შავი სია მხოლოდ ინტერნეტშია დაფიქსირებული და მეტი არსად. ანუ გაკრული არ გვაქვს შუბლზე,  რომ თუ წაიშლება ეს ინფორმაცია. ეგრევე  გვიცნონ. ამ პერიოდში იყო ერთი ხელშეკრულება, რომელიც შემსყიდველმა ორგანიზაციამ სწორედ იმის გამო გაგვიუქმა , რომ შავ სიაში ხართო. ამ სიაში კი იმის გამო მოვხვდით, რომ ერთ -ერთ ორგანიზაციას ახალი წლის დღეების გამო დროულად ვერ მივაწოდეთ პროდუქცია. ამ კომპანიამ ჩვენი გაშავების შესახებ განცხადება იანვარში შეიტანა, ამიტომაც გვეგონა რომ ერთწლიანი ვადის ათვლა იანვარში დაიწყო და შესაბამისად მომდევნო წლის იანვარშივე  დასრულდა.

როგორც აღმოჩნდა ჩვენი შპს შავ სიაში მარტის თვიდან  შეუტანიათ. სამწუხაროდ როდესაც აუდიტის სამსახურთან ხელშეკრულებას ვაფორმებდით ამის შესახებ არაფერი ვიცოდით“, _ ამბობს ირაკლი გაგუა -"ევროტექნოლოგიების" შესყიდვების მენეჯერი.

მომხდარში საკუთარ  ბრალეულობას  გამორიცხავს კიდევ ერთი უწყება,  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, რომლის ძირითადი ფუნქცია შესყიდვების პროცედურების კანონიერებაზე ზედამხედველობა და შესყიდვების პროცესის  რეგულირების პოლიტიკის განსაზღვრაა.

სააგენტოში  ვებგვერდის გაუმართაობას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ  შავი სია ორგანიზაციის ვებგვერდზეა    განთავსებული და მისი ნახვა  ყველა შემსყიდველ ორგანიზაციას შეუძლია. შავი სიის არქივის მიხედვით შპს "ევროტექნოლოგიები" არაკეთილსინდისიერ მომწოდებელთა რეეტრში 2012 წლის 5 მარტიდან 2013 წლის 5 მარტამდე იმყოფებოდა.

როგორია შესყიდვების სააგენტოს კონტროლის მექნიზიმი და რატომ გამოეპარა მსგავსი დარღვევა?

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ეკა გაბადაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი სააგენტოს არ გამოეპარებოდა და შესაბამისად უწყებებს შორის წერილობითი კომუნიკაცია შედგებოდა.

"ჩვენ, რა თქმა უნდა, მონიტორინგს ვაწარმოებთ და ყოველთვის გვაქვს დროული რეაგირება. რა თქმა უნდა,  არც ეს ფაქტი გამოგვეპარებოდა. უბრალოდ  ამ მომენტისათვის ჩვენი დეპარტამენტის დირექტორი ვერ ვნახე ანუ სავარაუდოდ მიწერილიც არის აუდიტის სამსახურთან და ადმინისტრაციული სანქცია და ჯარიმა არა, მაგრამ ალბათ მიმოწერა იყო.

გამორციხულია, რომ ეს გამოპარვოდა დეპარტამენტს, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა რომელზეც ვერ იტყვი, რომ განზრახ მოხდა.

როდესაც შემსყიდველი კომპანია ხელშეკრულებას აფორმებს, საიდენტიფიკაციო კოდით უნდა გადაამოწმოს  არის თუ არა ესა თუ ის კომპანია შავ სიაში.  შეიძლება აუდიტის სამსახური ამ კომპანიას სახელით ეძებდა და უბრალოდ ამის გამო ვერ ნახა. სავარაუდოდ იქნებოდა  ამაზე მიწერ-მოწერა."

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი მიხეილ კუკავა ამბობს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შავ სიაში შეყვანილ კომპანიასთან ხელშეკრულების დადება ცალსახად კანონის დარღვევა იყო, თუმცა თანხის სიმცირის გამო მომხდარში კორუფციული ინტერესი არ იკვეთება.

"რა თქმა უნდა, არ უნდა გაპარვოდათ ეს შეცდომა  და უნდა გადაემოწმებინათ. როგორც მე გადავამოწმე ეს იყო საკმაოდ მცირეთანხიანი შესყიდვა. თუმცა, ეს არაფრით ამართლებს იმ ფაქტს რომ გაეპარათ.  

აუდიტის სამსახური უფრო ფრთხილად უნდა იყოს, რომ არ დაუშვას მსგავსი გადაცდომები. რა თქმა უნდა, შესყიდვების სააგენტოსაც  უნდა ჰონდეს კონტროლის მექანიზმი, რომ მსგავსი შეცდომები დროულად გამოავლინოს. ეს არის ძალიან  მარტივი, უბრალოდ უნდა აიღო ეს შავი  სია და ნახო  კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულებას აფორმებ. აუდიტის სამსახურის მხრიდან კანონის დარღვევა ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ არის ქვეყნის დასასრული.

უბრალოდ ეს არის მართლაც კლერკის შეცდომა, რადგან 3500 ლარი არ არის ის თანხა, რაზეც შეიძლებოდა შეგნებულად წასულიყვნენ. ეს რომ ყოფილიყო მსხვილი შესყიდვა, თუმცა კანონი მაინც თანაბრად დაირღვეოდა, მაგრამ რადგან შესყიდვა წვრილია აქ კორუფციული ინტერესი გამორიცხულია", _ ამბობს კუკავა და იქვე დასძენს, რომ ამ და სხვა შეცდომების მიუხედავად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობა  გასულ წელს    წინა წლებთან შედარებით ბევრად ეფექტური .

"2013 წელი იმდენად განსხვავდება წინა წლებისგან, რომ ჩვენმა ორგნიზაციამ ამაზე ცალკე ანგარიშიც კი გამოაქვეყნა, სადაც ვრცლად მიმოვიხილავთ ჩატარებული აუდიტების ხარისხს. აუცილებლად უნდა ითქვას, რომ კი ბატონო ეს არის გადაცდომა, მაგრამ  2013 წელი არის ნამდვილად განსხვავებული, რადგან ძალიან ყურადღებით  ვაკვირდებით აუდიტის სამსახურის საქმიანობას, შევადარეთ 2011-2012 წლების საქმიანობას და არის უპრეცედენტო რაოდენობა უარყოფითი  დასკვნების".

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნას, რითაც  აუდიტს სამსახურის 2013 წლის საქმიანობა უარყოფითად შეფასდა,  არაობიექტურს უწოდებს.




 ახალი ამბები
  • "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ" _ ტრაგედია გორში საზარელი ტრაგედია მოხდა გორში - 22 წლის გოგო, საკუთარ დაბადების დღეს, საცხოვრებელ სახლში, ოჯახის წევრებმა გარდაცვლილი ნახეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, სოფელ ფლავში მოხდა. ინფორმაცია "გურია ნიუსს"მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში დაუდასტურა. "ოთახში ბავშვის ტირილზე შევიდნენ და ეს მძიმი სურათი დახვდათ",-განმარტავს ზაზა კორინთელი. რა გახდა 22წლის გოგოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე, უცნობია. გარდაცვლილს სამი თვის ბავშვი ... ...
  • ბრიფინგი „ევროპული საქართველოს“ ლანჩხუთის ოფისშილანჩხუთში „ევროპული საქართველოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობამ ბრიფინგი გამართა და მედიას პარტიის ახალი სახე წარუდგინა. „ჩვენს ადგილობრივ ორგანიზაციას შემოემატა ახალგაზრდა, განათლებული, ორი შვილი დედა ქალბატონი ხატია კესარელი, რომელიც დღეს მუშაობს შრომისუბნის საბავშვო ბაღის მასწავლებლის თანაშემწის პოზიციაზე. გარდა იმისა, რომ ქალბატონი ხატიას შემოსვლა ეფექტური და სასარგებლოა ჩვენი ორგანიზაციისთვის, ასევე აღსანიშნავია, რომ მისი ეს ნაბიჯი, ფაქტობრივად, გმირობის ტოლფასია. მივმართავ ყველა ლანჩხუთელს, ნუ შეეშინდებათ თავიანთი პოზიციის დაფიქსირება და პირობას ვაძლევთ, რომ მათი უფლებები დაცული იქნება", _ აღნიშნა ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარშანიშვილმა. ბრიფინგს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლადო ჩხაიძეც ესწრებოდა, რომელიც „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად აქტიურადაა ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც ბრიფინგის მთავარმა გმირმა, ხატია კესარელმა თქვა, მისი ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური და დიდი ფიქრის შედეგად, სწორედ ამ ორგანიზაციის რიგებში წარმოუდგენია საკუთარი თავი: „მივიღე გადაწყვეტილება ჩავერთო აქტიურ პოლიტიკაში და ჩემი თავი დავუკავშირე ევროპული საქართველოს ლანჩხუთის ორგანიზაციას. ეს ნაბიჯი არ არის სპონტანური. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციაში წარმომიდგენია ჩემი თავი, ვინაიდან ევროპული საქართველო არის არა ერთი რომელიმე კონკრეტული ლიდერის პარტია, არამედ ლიდერების პარტია სწორი ... ...
  • „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოსპარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიროება არ იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განუცხადა,. მან კომენტარი მიხეილ სააკაშვილის მორიგ განცხადებაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კოალიციური მთავრობის შექმნის არ სჯერა. „ზოგადად, მაგაში ვეთანხმები, არც მე მჯერა კოალიციური მთავრობის და ამის აუცილებლობა არ არის ნამდვილად. პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ არის ერთადერთი ძალა საქართველოში, რომელსაც აქვს იმის შესაძლებლობა, რომ არჩევნები ძალიან მაღალი შედეგით დაასრულოს, ისე რომ არანაირი კოალიციის შექმნის საჭიოროება არ იყოს“, - აღნიშნა კალაძემ. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავარ კონკურენტად „ნაციონალური მოძრაობას“ არ განიხილავს. „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობაა“ მთავარი კონკურენტი დღეს. ქვეყანაში ბევრი პოლიტიკური პარტიაა, ბევრი ადამიანია, რომელსაც აქვს განსხვავებული შეხედულებები და ეს პოლიტიკური პლურალიზმი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მხოლო და მხოლოდ წინგადადგმული მაბიჯია. დანარჩენი ხალხსა და საზოგადოებაზეა დამოკიდებული, თუ რამდენი პოლიტიკური პარტია, კონკრეტულად ვინ შევა 2020 წლის პარლამენტში“, - განაცხადა კალაძემ. ... ...
  • არჩილ თალაკვაძე: მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული„მიხეილ სააკაშვილის მთავარი კონკურენტი არის მისი წარსული, დღეს თვითონ ოპოზიცია ფიქრობს, რომ ის არის ოპოზიციის ბორბალში ჯოხივით და სწორედ ამიტომ არის, რომ თავის კოლეგებს  შორის, თანაგუნდელებს შორის, დიდ აგრესიას და კრიტიკას იმსახურებს", - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.  „ჩვენი საქმე ეს არ არის. ჩვენ არ გვაქვს ახლა დრო მიხეილ სააკაშვილზე ვიფიქროთ და მასზე ვისაუბროთ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი საქმე, მომავალი და ის ურთიერთობა და ნდობა, რომელიც ჩვენ გვაქვს საზოგადოებასთან",- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.  (R)   ... ...
  • ,,სტრატეგია აღმაშენებელი"-გიორგი ვაშაძემ დღეს იმერეთში ოფისები გახსნაგიორგი ვაშაძემ დღეს წყალტუბოში, ხონში, სამტრედიასა და ვანში სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისები გახსნა. შეხვდა ადგილობრივ მოსახლეობას და მათ ,, სტრატეგია აღმაშენებელის" საარჩევნო პროგრამა გააცნო. პოლიტიკურ გაერთიანებას ოპოზიციური ინტერესებიდან გამომდინარე 2020 წლის საპარლამენტო არ ჰყავს მაჟორიტარი კანდიდატები. ,, ჩვენთვის მთავარი არის დავძლიოთ სიღარიბე და უმუშევრობა. სწორედ ,,სტრატეგია აღმაშენებელს" აქვს დეტალურად გაწერილი გეგმა, როგორ უნდა შევქმნათ 300 000 სამუშაო ადგილი, გავანახევროთ სესხის პროცენტი და მინიმუმ, 50 პროცენტით შემცირდეს წამლის ფასი."-განაცხადა სამტრედიაში ოფისის გახსნის დროს,,გურია ნიუსთან" კომენტარში გიორგი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...