ვინ არის "მასკოტი გიო" და რატომ შეიცვალა ტურიზმის სიმბოლო "ქართული ღვინო"?!

მთავარი თემა

ვინ არის "მასკოტი გიო" და რატომ შეიცვალა ტურიზმის სიმბოლო "ქართული ღვინო"?!

2014 ივლ 16 19:22:08

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" გადაწყვეტილებით,  ქართული ტურიზმის მთავარი საბრენდო ნიშანი - "ქართული ღვინო",  "მასკოტი გიომ"  ჩაანაცვლა.

ადმინისტრაციის განმარტებით, ტურისტებისთვის ინფორმაციის მიწოდება  "მასკოტის"  ტიპაჟის მეშვეობით, პრაქტიკულ საშუალებადაა მიჩნეული. მისი სახასიათო,  ვიზუალური მხარე მნახველს, ინფორმაციის აღქმას, დამახსოვრებას უადვილებს და ახალისებს.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" თქმით, პირველ ეტაპზე "მასკოტის" ვიზუალი შეიქმნა, რამდენიმე მოქმედებით და აქსესუარით. საქართველოს ცხრავე რეგიონში, ისევე როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში, გამოყენებული უნდა იყოს დამახასიათებელი სამოსი,  ან აქსესუარი (ქუდი, ჟილეტი და სხვა).

ასევე, მიმართულებების დამახასიათებელი აქტივობის აქსესუარით (თხილამურით, სნოუბორდით, მარხილით, ველოსიპედით ანკესით, ნავით, ზურგჩანთით, მეკლდეურის აქსესუარით, სპელო აქსესუარით -თავზე ფანრით, დურბინდით და სხვა). პერსონაჟ "მასკოტის" დაიტანენ  საინფორმაციო დაფებზე, რომლებიც განთავსდება სასაზღვრო პუნქტებთან, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში არსებულ ტურისტების მიერ მონახულებად, ყველა ადგილთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან, პარკებსა და დასასვენებელ ტერიტორიებზე.

ვინაიდან აღნიშნული დაფები უნდა განთავსდეს ყველანაირ ატრაქციასთან,  საჭიროა "მასკოტის" თხრობის მანერის განსაზღვრა. 

პირველ ეტაპზე  შერჩეული "მასკოტის" ესკიზური ნახატი შეიქმნა, საქართველოს მაიდენტიფიცირებელი და ასევე ტურისტული აქტივობების ამსახველი აქსესუარების გამოყენებით.

მთავარი პერსონაჟი მოძრავი, მეტყველი სახით; პერსონაჟი ციგით; პერსონაჟი თხილამურით; პერსონაჟი ხევსურეთში; პერსონაჟი თუშეთში; პერსონაჟი სვანეთში; პერსონაჟი აჭარაში; პერსონაჟი რაჭაში; პერსონაჟი კახეთში; პერსონაჟი იმერეთში; პერსონაჟი ალპინისტი; პერსონაჟი მეთევზე; პერსონაჟი მოჯომარდე; პერსონაჟი წყაროსთან.

რამდენად მომგებიანი იქნება ქართულ ტურიზმის პოპულარიზაციისთვის ახალი მარკეტინგული ხერხი, რომლის სიმბოლო "მასკოტი გიოა", ამას "გურია ნიუსთან" ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე განმარტავს:

"ვფიქრობ, რომ სანამ რაიმე ბრენდს გამოიგონებ, მანამდე ამისთვის დიდი კვლევის ჩატარებაა საჭირო. რებრენდინგის დროს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, კვლევის გაკეთება. მეორეს მხრივ,  რა შემუშავდება, რა არის ქვეყნის მესიჯი, რა ტიპის კომუნიკაცია შედგება.  თუნდაც, რა უნდა გააკეთო ამ ტიპის ბარათით, რა დანიშნულება აქვს მას და ა.შ.  თუ ეს "მასკოტი  გიო"   ქვეყნის სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა, არ ვიცი,  ეს შეიძლება იყოს კარგიც და ცუდიც. ამ ყველაფერს  კვლევა უნდა. კონკრეტული სამუშაო ჯგუფის შექმნა, სადაც სხვადასხვა ტიპის მარკეტინგული კომპანიები,  ექსპერტები  და კვლევითი ორგანიზაციები იქნება ჩართული. ეჭვი მაქვს,  ეს არ გაკეთებულა. კარგი იქნება, მერე მაინც გაკეთდეს, დაიტესტოს, რამდენად კარგად მუშაობს და რამდენად ადეკვატურად იღებენ ტურისტები ამ პერსონაჟს.

საინტერესოა,  თუნდაც პერსონაჟი. რატომ ბიჭი და არა გოგონა? რატომ ადამიანი და არა ცხოველი? სხვა ქვეყნებში ასეთი ტიპის ლოგოებზე კვლევა მიმდინარეობს და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პერსონაჟის გამოგონება.  გამიჩნდა კითხვა, როგორ უნდა მოახდინოს ამ პერსონაჟმა ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებზე  სხვადასხვა ტურისტული სანახაობების. რა უნდა ქნას?  ჯერჯერობით, აეროპორტში არ მინახავს, "მასკოტი გიო" რომ მხვდებოდეს. არანაირი ტურისტული დანიშნულების ადგილას. სად არის "მასკოტი გიო"?  ჯერ ესაა საკითხავი."

_ რამდენად მომგებიანი იქნება ქართული ტურიზმის განვითარებისთვის ახალი სავიზიტო ბარათი - "მასკოტი გიო"?

_ თუ ისინი ამ პროექტს მასშტაბურად გაუკეთებენ იმპლიმენტაციას, დაგვხვდება ყველგან და  ასე ვთქვათ, იქნება სტუმართმოყვარე "მასკოტი გიო," მაშინ  შეიძლება ადამიანს ის დაამახსოვრდეს. აი, დღეს,  "მასკოტი გიოს" ვერავინ აღიქვამს, რადგან არავის არსად ხვდება, არც კახეთში, არც აჭარის რეგიონში, სადაც ტურისტული სეზონის პიკია. არსად მინახავს "მასკოტი გიო".   სადღაც სურათზე დადეს და თავიანთ დახურულ ღონისძიებებზე დადის ეს პერსონაჟი.  წესით, აეროპორტში და საინფორმაციო ცენტრებში უნდა ყოფილიყო, მაგრამ არ არის!  სად არის?  არ არის. გვიმალავენ? (იცინის) გამოაჩინონ.

რატომ გახდა  ახალი ტურისტული ლოგოს,  "მასკოტიო გიო",  შექმნა საჭირო და რა სარგებელს მოუტანს იგი ქართულ ტურიზმის განვითარებას, ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, გიორგი სიგუას დაუკავშირდა. თუმცა, სიგუამ გვითხრა, რომ იგი სატელეფონო კომენტარს არ იძლევა და ამისთვის მასთან ოფისში უნდა მივიდეთ, ან კითხვები ელექტრონული ფოსტის საშუალებით  გავუგზავნოთ.  

როდესაც  სიგუას ვკითხეთ - თუ ჟურნალისტი იმყოფება მაღალმთიან რეგიონში - მესტიაში, აჭარაში, ან რაჭაში, სადაც არ აქვს ინტერნეტი და არ შეუძლია თბილისში, მის ოფისში მისვლა, მაშინ რა უნდა ქნას ჟურნალისტმა - ასე გვიპასუხა: "ინტერნეტი არ არის?! არ ვიცი, მე არ ვიძლევი სატელეფონო კომენტარს" ( გიორგი სიგუას შევახსენებთ, რომ იგი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელია, ანუ საჯარო მოხელეა და პირდაპირი ვალდებულება აკისრია, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს  ყველანაირ სიტუაციაში გასცეს პასუხი. "გურია ნიუსი").

"გურია ნიუსი" ახალი ქართული ტურისტული ლოგოს,  "მასკოტიო გიო",  შესახებ ისევ  "ტურიზმის ეროვნულ  ადმინისტრაციას" დაუკავშირდა.

_ "ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის" გადაწყვეტილებით, "ქართული ღვინის" ნაცვლად ტურიზმის სიმბოლო  "მასკოტი გიო" გახდა.  რატომ?

_ საქართველოს,  როგორც  ტურისტული ქვეყნის ლოგოდ, გამოიყენება ადმინისტრაციის ლოგო. ღვინო არ არის საქართველოს ლოგო და სიმბოლო, არამედ იყო და არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული პროდუქტი. არც "მასკოტი" გახდება ქვეყნის სიმბოლო, ის არის  ერთ-ერთი მარკეტინგული ხერხი, რომელიც  ტურისტული ადგილების პოპულარიზაციისათვის გამოიყენება, როგორც შიდა, ასევე - საერთაშორისო ბაზარზე.

შეგახსენებთ, რომ "ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის" ამ კომენტარამდე გიორგი სიგუამ  განაცხადა, რომ "მასკოტი გიო"  ქართული ტურიზმის მთავარი საბრენდო ნიშანი, ლოგო და სავიზიტო ბარათი იქნება.

"გახსნის ღონისძიებები ჩატარდება სხვადასხვა ლოკაციის ადგილას. ბათუმში საწყალოსნო, საპარაშუტო და სხვადასხვა სახალისო აქტივობები იქნება. რაჭაში მოეწყობა ორდღიანი ლაშქრობა, ტბაზე კი, წყლის თხილამურებით შეჯიბრებები, ბორჯომის პარკში იქნება კოსტუმირებული წარმოდგენა, ქუთაისში - ყვავილების ფესტივალი, კონცერტი, ბოდიარტი და სხვა ღონისძიებები. ყველაფერი ამის დაგვირგვინება მოხდება თბილისში, სადაც  ლისის ტბაზე იქნება გრანდიოზული ღონისძიება. იქ იქნება წარმოდგენილი ყველა პროდუქტი, რაც შევქმენით, მათ შორის იქნება პრეზენტაცია მთავარი საბრენდო ნიშნის, "მასკოტი გიო", რომელიც იქნება ლოგო, სავიზიტო ბარათი და ყველა ტურისტის თანამგზავრი საინფორმაციო დაფებიდან."

_ რის საფუძველზე შეირჩა "მასკოტი გიო" გამარჯვებულად?

_ სპეციალურმა კომისიამ განიხილა რამდენიმე კომპანიის შემოთავაზება და საბოლოოდ შეირჩა ეს კონკრეტული  გამოსახულება.

_ რამდენმა კომპანიამ  მიიღო კონკურსში მონაწილეობა?

_ ხუთმა კომპანიამ გამოთქვა სურვილი, მონაწილეობა მიეღო "მასკოტის"  შექმნაში

_  რა თანხა დაჯდა "მასკოტი გიო"-ს შექმნა და ვინ არის მისი პროტოტიპი?

"მასკოტის" პროტოტიპი არ ჰყავს.  მისი შექმნა დაჯდა 5 000 ლარი,  არა მხოლოდ ვიზუალის, არამედ 20-მდე ნახატის და ტიპაჟის შექმნა.




 ახალი ამბები
  • თბილისის მერია და უშუალოდ კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლადდედაქალაქის მერია და უშუალოდ თბილისის მერი კახა კალაძე მზად არიან პატარა ანიტას დასახმარებლად, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს მერიის პრესსამსახურში განუცხადეს. თბილისის მერიაში აღნიშნავენ, რომ მერიის წარმომადგენლები ოჯახთან კონტაქტზე არიან. „ველოდებით შესაბამის საბუთებს, რათა მერიამ შეძლოს ანიტას მკურნალობის დაფინანსება“, – აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. ორი წლის ანიტა ფაცაციას დახმარება სჭირდება. მას დაუდგინდა უმძიმესი დაავადება – დილატაციური კარდიომიოპათია. საჭიროა, სასწრაფო ოპერაცია უმოკლეს ვადაში ჩატარდეს. პატარას ესაჭიროება სპეციალური აპარატი, რომელიც ხელოვნურად ამუშავებს გულს, ვიდრე გულის ტრანსპლანტაციისთვის საჭირო თანხა მოგროვდება და დონორს იპოვიან. ბავშვი არის ავსტრიაში, სადაც ეს ოპერაცია დაახლოებით 300 000 ევრო ჯდება. ანიტას დასახმარებლად თანხა შეგიძლიათ, ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე: „თიბისი“ ბანკი – GE38TB7855945064300017; „საქართველოს ბანკი“ – GE28BG0000000100761966 – მიმღები ლია ჩხაიძე (ანიტას ბებია). ... ...
  • კოხრეიძის მინიშნება ნათია ზოიძის მაუწყებლიდან წასვლაზე და ჟურნალისტების განცხადებააჭარის მაუწყებლის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ არჩევის დღესვე უკვე რამდენიმე მინიშნება გააკეთა მაუწყებლის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის „სამსახურიდან წასვლაზე“. ნათია ზოიძე დღემდე მაუწყებელში დირექტორის  მოვალეობას ასრულებდა, მან 19 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ ტელევიზიის დირექტორობას გიორგი კოხრეიძეს ჩააბარებდნენ და ეს დღეს მართლაც ასე მოხდა. ასევე, მაუწყებლის თანამშრომლები საჯაროდ აცხადებენ, რომ გიორგი კოხრეიძე მათი სარედაქციო დამოუკიდებლობისთვის არის გამოწვევა. დღეს, გადაცემა „მთავარში“, ახალარჩეულ დირექტორს ტელეწამყვანმა თეონა ბაკურიძემ პირდაპირ ეთერში ჰკითხა, აპირებს თუ არა ნათია ზოიძესთან თანამშრომლობას. გიორგი კოხრეიძემ ამ კითხვის პასუხად თქვა – „როგორ არ ვაპირებ, მე ღია ვარ თანამშრომლობისთვის…“ თუმცა იქვე დასძინა: „თუ ვიღაცას არ შეუძლია და მას აქვს სხვა დღის წესრიგი, აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი და არიან ასეთი ადამიანები, მე ამას დავუსაბუთებ… თვითონვე უნდა გადაწყვიტონ… ან დარჩებიან იმ პოზიციაზე, ან იქნებიან გუნდის  წევრები იმიტომ, რომ მე მჭირდება ისეთი გუნდი, სადაც ყველა ეცდება გააკეთოს ის, რაც გვექნება დასახული“. გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძეზე დღეს სხვა ეთერებშიც ისაუბრა და დასვა რიტორიკული კითხვა – „შეიძლება ჩვენი მუშაობა ერთად? მე მინდა, რომ ვიმუშავოთ ერთად. მაგიტომ ვამბობ – ნათია ზოიძის სათქმელია დღეს და გადასადგემლი ნაბიჯია, რომელსაც მე დაველოდები“. ჟურნალისტმა თეონა ბაკურიძემ გიორგი კოხრეიძეს სთხოვა დაეზუსტებინა, კონკრეტულად რას ელის ნათია ზოიძისგან. „მე პასუხს ველოდები, იმ ტალახზე, რაც მან ისროლა – მე ვყოფილვარ მატყუარა და ცრუ, ეს ერთი. ნახეთ მისი პოსტები. თქვენ წახვალთ ბრძოლაში, როდესაც იცით, რომ ვიღაცამ შეიძლება ზურგში დანა ჩაგარტყათ? გუნდის წევრი თუ უნდა ადამიანს, უნდა იყოს გუნდის წევრი და მაგიტომ ვამბობ, ნათია ზოიძემ უნდა მითხრას, რა იყო ამის საფუძველი, იქნებ ჩემთვის გასაგებია და მისაღებია“ – განაცხადა კოხრეიძემ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გიორგი კოხრეიძემ ნათია ზოიძის შესახებ აჭარის მაუწყებლის საინფორმაციო გადაცემა „მთავარში“ დღეს, 22 ნოემბრს ისაუბრა. მაუწყებლის ჟურნალისტების ერთი ნაწილი გიორგი კოხრეიძის მიერ გაკეთებულ შეფასებებს, საინფორმაციო გამოშვების დასასრულს, პირდაპირ ეთერში ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურა. ამ განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ: “საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოსადმი მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება არის ჩვენი, ამ მაუწყებლის თანამშრომლების საერთო მონაპოვარი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი უფრთხილდება. ვერავინ, მათ შორის ვერც ხელისუფლება და ვერც ახალი მენეჯმენტი ამ მონაპოვარს ჩრდილს ვერ მიაყენებს, ვიდრე ჩვენი გუნდი ერთიანია. საინფორმაციო სამსახურის ყველა თანამშრომელი ამ მონაპოვრის დაცვას საკუთარი პროფესიული უნარებითა და საქმით ვაპირებთ. 6 თვის განმავლობაში განვითარებული პროცესების გარდა ჩვენს შეშფოთებას იწვევს დღეს არჩეული დირექტორის პირველი ინტერვიუ, რომელშიც გიორგი კოხრეიძემ თქვა, რომ მაუწყებელში არის კონკრეტული ადამიანი, ვისთან თანამშრომლობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა, საუბარია ნათია ზოიძეზე. ის დირექტორობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო. ნათია ზოიძე ამბობს, რომ გიორგი კოხრეიძის დირექტორად არჩევა, სარედაქციო პოლიტიკის პროსახელისუფლებო ვერტიკალზე გადასვლის მცდელობაა. ვფიქრობთ, რომ კოხრეიძის განცხადება იმ ადამიანის შესახებ, რომელიც ყველაზე რთულ და კრიტიკულ სიტუაციაში არის ჯანსაღი სარედაქციო პოლიტიკის გარანტი, არის ნიშანდობლივი სიგნალი. მოვითხოვთ, ახალმა მენეჯერმა გამონახოს თანამშრომლობის ყველა რესურსი და არ გააჩინოს ახალი კითხვის ნიშნები.  აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები კატეგორიულად ვემიჯნებით კოხრეიძის შეხედულებას, რომ ჩვენი შიში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შესახებ გარკვეული პირების მიერ თავსმოხვეული. ჩვენ გვაქვს საკუთარი აზრი და ნება, გავაგრძელოთ ჩვენი პროფესიული საქმიანობა ჟურნალის​ტიკის მაღალი სტანდარტით”. ... ...
  • არჩილ თალაკვაძემ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი არ ანახაპარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე უარს ამბობს, რომ On.ge-ს ჟურნალისტს პასპორტი აჩვენოს. ამ დოკუმენტში იქნება ასახული დატოვა თუ არა მან საქართველო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში და რომელ ქვეყანაში ჩავიდა. ეს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასაშუალებები, მთავარი და ფორმულა ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. ის ამტკიცებს, რომ იტალიაში, კომოს ტბაზე არ ყოფილა. "ტელეკომპანიებმა მთავარმა და ფორმულამ გაავრცელეს უკიდურესად მიკერძოებული და პოლიტიზირებული ინფორმაცია, სადაც ისინი საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ თითქოს მე ახლა ვიმყოფები კომოს ტბაზე", — უთხრა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ და ამავე შინაარსის ვიდეომასალა ფეისბუქის პირად გვერდზე გამოაქვეყნა. ამ ვიდეომასალის გავრცელებას ევროპული საქართველოს დეპუტატი, გიორგი კანდელაკიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მან და მისმა თანაგუნდელმა, გიგი წერეთელმა გასულ ღამეს თვითმფრინავით თალაკვაძესთან ერთად იმგზავრეს. "რადგან თქვენ თავადვე გადაწყვიტეთ კონტრშეტევაზე გადასვლა და შავზე თეთრის მტკიცება, მოგიწოდებთ თქვენი წუხანდელი ბილეთი გამოაქვეყნოთ და მედია, როგორც თავად აღნიშნეთ, "უკიდურეს მიკერძოებაში" ამხილოთ", — დაწერა კანდელაკმა ფეისბუქზე. გარდა ამისა, ფეისბუქში ზურაბ მელიქიშვილმა გაავრცელა ფოტომასალა, სადაც თბილისის მერი, კახა კალაძე ცოლთან ერთად და არჩილ თალაკვაძე არიან გადაღებული. ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია და არც მისი ავთენტურობა დადასტურებულა, თუმცა ამ მოვლენასთან დაკავშირებით ინტერნეტში გავრცელდა. წყარო: ... ...
  • სუს-ი: "სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს"საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. "გვსურს გამოვეხმაუროთ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და აქტივისტების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები საპროტესტო აქციებზე იმყოფებოდნენ და მიმდინარე პროცესების ფოტო/ვიდეოგადაღებებს აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ პირებს არ წარმოუდგენიათ არანაირი მტკიცებულება იმის დამადასტურებლად, რომ კონკრეტულ საპროტესტო აქციებზე მყოფი პირები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები არიან. ამასთანავე, გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ საპროტესტო აქციებზე ან სხვა მასობრივი შეკრების ადგილებში უწყების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელება კანონდარღვევას არ წარმოადგენს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულებთან დაკავშირებით მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკების თავიდან ასაცილებლად, კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად (“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11, მე-12 მუხლები), ახორციელებს პრევენციულ და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, აგრეთვე საგამოძიებო მოქმედებებს, რომლისთვისაც ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში იყენებს ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს (ამავე კანონის 43-ე მუხლი). სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების პროცესში, “საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად, კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და  თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპებით მოქმედებენ," - ნათქვამია ... ...
  • აჭარის ტელევიზის შენობასთან სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანესაჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან საინიციატივო ჯგუფის წევრებმა სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანეს. მათი თქმით, ამით გამოხატეს ის განწყობა, რომელიც მაუწყებლის დირექტორად გიორგი კოხრეიძის არჩევის შემდეგ გაუჩნდათ: "დღეს, მრჩეველთა საბჭომ, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა მოკლა", _ აცხადებენ ისინი. აქცია, მაუწყებლის შენობასთან, ამ წუთებშიც ... ...

არქივი

ზაფრანი

საჭმელი, რომელიც კიბოს აჩქარებს

გამოცემა Sciencealert - ის ცნობით,...

რა სასმელი უნდა დალიოთ რომ დიდხანს იცოცხლოთ?

ესპანეთში ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, რომელიც...

როგორ მოქმედებს ორგანიზმზე კომბოსტოს ფოთოლი

კომბოსტო ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია....

შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ

თუ რეგულარულად ვარჯიშობთ, ალბათ, თქვენთვის...

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?