შსს: დანაშაულმა იკლო

მთავარი თემა

შსს: დანაშაულმა იკლო

2014 ივლ 17 19:26:22

შინაგან საქმეთა სამინისტრო ივნისის თვის და 6 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.
2014 წლის იანვარ-ივნისში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 12881 დანაშაული, აქედან 7667 დანაშაული გაიხსნა. დანაშაულის გახსნის კოეფიციენტია 59,52%. მაშინ, როდესაც 2013 წლის ამავე პერიოდში სულ რეგისტრირებული იყო 15503, აქედან კი 8202 გახსნილი. წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -16,91 %.

2014 წელს განზრახ მკვლელობის 45 არის რეგისტრირებული, აქედან 38 გაიხსნა, 2013 წლის ამავე პერიოდში კი რეგიტრირებული იყო 42, გახნილი 37.

თვითმკვლელობამდე მიყვანა - 2014 წელს 199 შემთხვევა, გახსნილია 2, 2013 წელს კი 229 შემთხვევიდან მხოლოდ 2 იყო გახსნილი.

რაც შეეხება ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს 1506 შემთხვევაა რეგისტრირებული, აქედან 831 უკვე გახსნილია, 2013 წელს კი 1704 შემთხვევიდან მხოლოდ 1071 იყო გახსნილი.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წელს ოჯახური ძალადობის 208 შემთხვევიდან 135-ია გახსნილი, მაშინ, როდესაც 2013 წელს 218 შემთხვევიდან 172 გაიხსნა.

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წელს გაუპატიურების 16 შემთხვევიდან 10 გაიხსნა, 2013 წელს კი 31 შემთხვევიდან 15 იყო გახსნილი.

რაც შეეხება საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, შსს-ს ინფორმაციით, სულ დაფიქსირებულია 6232 შემთხვევა, აქედან 2846 უკვე გახსნილია, 2013 წლის ამავე პერიოდში კი 8073 შემთხვევიდან 2821 გაიხსნა.

სტატისტიკის მიხედვით, 2014 წლის 7 თვეში 4864 ქურდობის ფაქტია რეგისტრირებული, გახსნილია 2126. 2013 წელს კი 6445 შემთხვევიდან 2197 გაიხსნა.

რაც შეეხება ძარცვის ფაქტებს, 2014 წელს 215 შემთხვევიდან უკვე გახსნილია 161. ხოლო 2013 წელს 275 ფაქტიდან, 162 გაიხსნა.

სტატისტიკის თანახმად, იკლო ყაჩაღობის ფაქტებმაც. 2014 წელს 140 შემთხვევიდან 92 გახსნეს, 2013 წლის ამავე პერიოდში კი 238 ფაქტიდან 150-ია გახსნილი.

ასევე იკლო თაღლითობის ფაქტებმაც. თუ 2013 წლის 7 თვეში თაღლითობის 483 შემთხვევიდან 114 გაიხსნა, 2014 წლის ამავე პერიოდში 449 ფაქტიდან 269 უკვე გაიხსნა.

რაც შეეხება  საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს, 2014 წელს რეგისტრირებულია 610 შემთხვევა, აქედან 517 გახსნილია. 2013 წელს კი 1037 შემთხვევიდან გახსნილი იყო 899.

კერძოდ, 2014 წელს ხულიგნობის 76 ფაქტია დაფიქსირებული, გაიხსნა 60, 2013 წელს კი 93 შემთხვევიდან მხოლოდ 74 გახსნეს.

რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის , საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღების ფაქტებს, შსს-ს ინფორმაციით, 2014 წელს რეგისტრირებულია  375 დანაშაული, აქედან 308 გაიხსნა, 2013 წელს კი 656 შემთხვევიდან  568 გახსნეს.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 2014 წლის 7 თვეში დაფიქსირებულია ტერორიზმის 3 შემთხვევა, აქედან 1 გაიხსნა, მაშინ, როდესაც 2013 წელს მხოლოდ ერთი რეგისტრირებული და გახსნილი შემთხვევა იყო დაფიქსირებული.

დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ (მ. 343-363) - 2014 წელი 622 შემთხვევა, გაიხსნა 277, 2013 წელს კი 959 შემთხვევიდან 600 გახსნეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2014 წელს,  სასამართლო ორგანოების საქმიანობის წინააღმდეგ (მ. 364-367) 5 დანაშაულია ჩადენილი, აქედან 4 გახსნილია, 2013 წელს კი არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.




 ახალი ამბები
  • ტელეწამყვანი თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალასაქართველოს პირველი არხის ყოფილი წამყვანი, ქართული ტელევიზიის ლეგენდა, თემურ ჩხიკვაძე გარდაიცვალა. ის 70-იანი წლების მეორე ნახევრიდან მუშაობდა საქართველოს პირველ არხზე. თემურ ხიკვაძე თითქმის სამი ათეული წლის განმავლობაში იყო დიქტორი, ასევე საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ ... ...
  • საქართველოს პრეზიდენტს მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადაეცასაქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა, მისმა უნეტარესობამ თეოფილე მესამემ იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო- მაცხოვრის საფლავის მცველის ორდენი გადასცა, _ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო საქართველოს პრეზიდენტს იერუსალიმის პატრიარქმა დღეს რეზიდენციაში გამართულ შეხვედრისას გადასცა. პრეზიდენტმა და პატრიარქმა იმსჯელეს ასევე ქართველი მეცნიერების შესახებ და გადაწყდა, რომ ქართველ მეცნიერებს იერუსალიმის ეკლესიაში დაცულ ხელნაწერებზე და ხელოვნების ნიმუშებზე კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემათ და მათ საქმიანობას პატრონაჟს საქართველოს პრეზიდენტი გაუწევს. აღნიშნული საკითხის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა დახმარება იერუსალიმის პატრიარქს, მის უნეტარესობა თეოფილე მესამეს სთხოვა, რომლისგანაც საკითხის მოგვარების თანხმობა მიიღო. სალომე ზურაბიშვილს იერუსალიმის პატრიარქი პირადად წარუძღვა მაცხოვრის საფლავის ეკლესიაში, სადაც სიწმინდეები მოილოცეს. საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმის პატრიარქს ფოკის მონასტერში დაწერილი ღვთისმშობლის ხატი ... ...
  • მღვდელმონაზონს, რომელმაც სასულიერო იერარქები მამათმავლობაში ამხილა, მსახურება აუკრძალესმღვდელმონაზონ ანდრია სარიას მღვდელმსახურება აეკრძალა. ამ საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართება. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელიც 20 იანვრით თარიღდება, წერია, რომ ანდრია სარია გაფრთხილების მიუხედავად, მედიით საპატრიარქოსა და ეკლესიის იერარქთა მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებდა.  „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქთა და საქართველოს საპატრიარქოს მიმართ მასმედიის საშუალებით კვლავ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებისა და დაუსაბუთებელი ბრალდებების გამო მღვდელმონაზონ ანდრიას (სარია) აეკრძალოს მღვდელმოქმედება და მიეცეს დრო სინანულისთვის“, - წერია ბრძანებაში.  მღვდელმონაზონი ანდრია სარია ჭყონდიდის ეპარქიიდან 2019 წლის 13 დეკემბერს გაათავისუფლეს. მაშინ ეს გადაწყვეტილება მას ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა გააცნო. ეპარქიიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე ანდრია სარიამ გამოაქვეყნა ეროვნული არქივიდან 1982 წელს ამოღებული წერილი, რომელშიც საუბარია მამათმავლობის პრობლემაზე, კერძოდ კი, მაშინდელი 5 მოქმედი ეპისკოპოსი მიმართავს პატრიარქს და ამ ცოდვით შეპყრობილ 3 ეპისკოპოსსა და 1 დაბალ სასულიერო იერარქს ამხელს. წყარო: ... ...
  • აპატურაი: ნატო რუსეთთან ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს„ნატო რუსეთთან კომუნიკაციის დროს ყოველთვის წამოჭრის საქართველოს საკითხს და მეზობლების მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას დაგმობს, “- ეს განცხადება კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა.  დღეს ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე ჯეიმს აპატურაიმ ქრონიკასთან“ საუბარში განაცხადა, რომ დღის წესრიგშია ორი საკითხია: წლიური ეროვნული პროგრამის შეფასება და ოკუპირებული ტერიტორიები.  „ნატოს წევრი ქვეყნები პოზიტიურად აფასებენ სამშვიდობო ინიციატივებს და ხედავენ საქართველოს ხელისუფლების მცდელობას. ეს პოზიტიურადაა შეფასებული. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის მარტივი. სეპარატისტები და რუსული მხარე ართულებენ სიტუაციას. გრძელდება ბორდერიზაცია. გადასასვლელები დაკეტილია სექტემბრის შემდეგ და მძიმე ჰუმანიტარული სიტუაციაა ადგილზე,“- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.  მისი თქმით, ნატოში რუსეთთან მიმართებით პოზიცია არ შეცვლილა: „ორგანიზაცია აჩვენებს ერთიანობას ამ საკითხზე. ჩვენ გვაქვს ძალიან მტკიცე სტრატეგია, რომელიც მოიცავს თავდაცვის გაძლიერებას და მეორეს მხრივ ვცდილობთ გვქონდეს დიალოგი, რომელიც არსებითი ხასიათის შედეგებს მოიტანს.“ ჯეიმს აპატურაიმ „ქრონიკასთან“ საქართველოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და მისი მაღალი სტანდარტით ჩატარების აუცილებლობაზე ისაუბრა:  „საქართველო ყოველთვის იყო მოწინავე სახელმწიფო დემოკრატიულ რეფორმებში და აჩვენებდა, რომ პოლიტიკური სისტემის ტრანსფორმაციას ქვეყანა მიჰყავს ახლოს დასავლურ ღირებულებებთან, ნატოს წევრ ქვეყნებთან. ამიტომაც ამ არჩევნებს ასე ყურადღებით აკვირდებიან ნატოს წევრი სახელმწიფოები. ეს ქართული არჩევნებია, მაგრამ აქვს ფართო რეზონანსი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის. ამიტომ საჭიროა ყველაზე მაღალი სტანდარტის ჩვენება,“- განაცხადა ... ...
  • ბათუმში სამი ტყუპი დაიბადაჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ სამი ტყუპი დაიბადა. აღნიშნულ სიახლეს ტვ25 ავრცელებს. საკეისრო კვეთის შედეგად სამყაროს 2 გოგო და 1 ვაჟი მოევლინა. ახალშობილები ამ დროისთვის  ინკუბატორში არიან მოთავსებულები და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთი  გოგონას წონა 2,500 გრ შეადგენს და 45 სმ-ია. მეორე  გოგონა 1,70 გრამია და მისი სიგრძე 44 სმ შეადგენს. რაც შეეხება ვაჟს - იგი 44 სმ-ია და 1,800 გრამს იწონის. ... ...

არქივი

ზაფრანი

ქალი, მამაკაცი... ასტროლოგია

ვერძი თუ ვერძს უყვარხართ, წუთით...

რამდენჯერ უნდა გათხოვდეს ქალი

პირველი ქორწინება 18-20 წლის ასაკში...

„საშიში ვარსკვლავები“

ამერიკულმა ინტერნეტ უსაფრთხოების კომპანია McAfee-მ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ფინანსური სტაბილურობა და ასტროლოგია

გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც...

როგორ დავგეგმოთ წარმატებული კვირა

ვედურ ასტროლოგიაში არსებობს კონკრეტული რჩევები...
კარმიდამო ჩემი

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...