სომხური ეკლესიის მსახური, მამაო მანუკი, ჯვრის ჩამოგლეჯვის ფაქტს არ ადასტურებს

მთავარი თემა

სომხური ეკლესიის მსახური, მამაო მანუკი, ჯვრის ჩამოგლეჯვის ფაქტს არ ადასტურებს

2014 ივლ 20 22:09:19

"რას მოჰყვა ეს დაპირისპირება ჩვენთვისაც გაუგებარია. აგინებდნენ სომხებს! თუმცა დაველოდები რას იტყვის გამოძიება", _ ასეთი განცხადება გააკეთა "გური ნიუსთან" სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის, საქართველოს ეპარქიის, იურიდიულ საკითხთა, სახელმწიფოსთან ურთიერთობებისა და რელიგიათა შორისი თანამშრომლობის განყოფილების ხელმღვანელმა, ლევონ ისახანიანმა.

საქმე იმაშია, რომ გუშინ, ავლაბარში,  სომხური ეკლესიასთან დაპირისპირება მოხდა. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან მცხოვრებ ერთ-ერთ პირს, პრეტენზია გაუჩნდა იმაზე, რომ სომხური ეკლესიის მრევლს მანქანა არასწორად ჰყავდა გაჩერებული, რასაც კამათი მოჰყვა. კამათი დაპირისპირებასა და ჩხუბში გადაიზარდა. ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლაც მოხდა.

ბატონი ლევონის აზრით: "თავდამსხმელები რაღაც ორგანიზებული დაჯგუფებიდან იყვნენ, რომელსაც გარკვეული სტრუქტურები და პირები აკონტროლებენ. იქ იყო სოლიდურად ჩაცმული ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ამას, შორიდან აკვირდებოდა.

რატომ წარმოიშვა ეს პრობლემა?! იმიტომ, რომ მოვიდნენ და თქვეს - სომხების ასე და ისეო. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს ამაზე  რომ ვუთხარით, გვითხრეს - ამაზე არ ვისაუბროთ, არ გვინდა, სხეულის დაზიანებაზე ვისაუბროთო. "

როდესაც ლევონ ისახანიანმა "გურია ნიუსის" ვებგ-ვერდზე სომხურ ეკლესიასთან  მომხდარი ჩხუბის შესახებ ინფორმაცია წაიკითხა, სადა წერია, რომ  შსს ცემის ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას და ცემა ეკლესიის შიგნით არ მომხდარა,  გვითხრა:

"შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თქვენ, როგორც ჟურნალისტი, მოგატყუათ, როცა თქვეს, რომ ცემის გარდა არაფერი მომხდარა. სასულიერო პირს ჯვარი მოგლიჯეს და სომხებს აგინებდნენ. მადლობა უფალს, რომ ეს ფაქტი ეკლესიის შიგნით არა მომხდარა. ესღა გვაკლდა, რომ  ვიღაცა მოვიდეს და ეკლესიის შიგნით რაღაცეები გააკეთოს. თუ შსს ამ ფაქტს სწორ კვალიფიკაციას არ მისცემს და  ასე გაგრძელდა, არც ის დრო არ არის შორს...

უპირველეს ყოვლისა შსს ზოგადად ცდილობდა, ამ საქმეს ეთნიკური კვალიფიკაცია არ მისცემოდა და ამისთვის ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვეუბნებით, ამ კაცმა თქვა, თქვენი სომხების სათითაოდ დედა... და ამაზე დიაკვნებმა თქვეს - შენ ვის აგინებო და ამან ქუჩაში გამოიყვანა, ამიღო დუბინკა, დიდი ქვა აიღო და უნდოდა იმით ვეცემეთ. მერე სასულიერო პირს ხელი ჰკრა და აგინებდა. ისინი იყვნენ შეიარაღებულები. ჩვენთან  ორ პიროვნებას ხელი აქვს გაჭრილი და ბოთლით გადასერილი. სამწუხარო ის არის, რომ ამას ამ ეტაპზე, სათანადო კვალიფიკაციას არ აძლევს შს სამინისტრო."

გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიამ განცხადება გაავრცელა, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის "სურბ ეჩმიაძინ" ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია.

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც ვითომდა მას ხელს უშლიდა მანევრირებაში. ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს მანქანა. მღვდელმსახური შევიდა სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ დროს ეზოში იყვნენ ახალგაზრდა დიაკვნები, რომლებმაც მოისმინეს, თუ მამაკაცი როგორ იგინებოდა სომხების მისამართით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის.

ამ ხმების გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.

აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემოაღნიშნული მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული მამაკაცთა ჯგუფით, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებულები იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს.

ამ დროს, ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს. ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდნენ სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი  ჯვარი ჩამოწყვიტეს და თან წაიღეს", _ ნათქვამია განცხადებაში.

როდესაც ბატონ ლევონს ვთხოვეთ, ის სასულიერო პირი გვენახა, რომელსაც ხელი ჰკრეს, აგინეს და ჯვარი ჩამოგლიჯეს, გვითხრა: "ნახვა შეგიძლიათ. მაგრამ, არ მგონია გესაუბროთ, სასულიერო პირია, თან ცოტა სპეციფიკური პიროვნებაა."

"გურია ნიუსმა" მოახერხა სომხური ეკლესიის მსახურის, მამაო მანუკის ჩაწერა, რომელიც განცხადებაში მოყვანილ ფაქტს, ჯვარის ჩამოგლეჯასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

"ჩხუბის მიზანი არ იყო ჯვარის ჩამოგლეჯა. ვერ ვიტყვი, რომ ჩამომგლიჯეს. ჯვარი ჩხუბის დროს დაიკარგა. შეიძლება ვიღაცამ, ვინმე ბომჟმა წაიღო. შეიძლება ძაფი გაწყდა და დავარდა. მაგრამ, ფაქტია, რომ ჩხუბის მერე ჯვარი აღარ არის."

სომხური "სურბ ეჩმიაძინის" ეკლესიასთან მომხდარი ფაქტი, ტაძართან არსებულ ვიდეო კამერებზეა დაფიქსირებული, სადაც ნამდვილად ჩანს ეკლესიის ჭიშკართან ჩხუბი, თუმცა, ხმა არ ისმის.

შეგახსენებთ, რომ სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ფაქტზე შსს-მ მოკვლევა ცემის ფაქტზე დაიწყო.

"ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის  125-ე მუხლით. რაც ცემას გულისხმობს.  არც ეკლესიაში და არც ეკლესიის ეზოში არანაირი დაპირისპირება არ მომხდარა.  შელაპარაკება მოხდა მანქანის დაყენების გამო. ამ ფაქტს  ძველი თბილისის ქალაქის სამმართველო იძიებს. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით",- განაცხადეს "გურია ნიუსს" შსს-ში.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადბასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი"  ორგანიზაცია "გლობალბრიჯის" ხელმძღვანელ გიორგი ელიბეგოვს ესაუბრა.

"იცით რა მინდა გითხრათ: ლევონ ისახანიანმა უკვე რამდენჯერმე სცადა ქართველებისა და სომხების დაპირისპირება. ლევონ ისახანიანის ცემა არ ნიშნავს, რომ ვინმემ სომხური ეკლესია შეურაცხყო. იგი არ არის სასულიერო პირი. უბრალოდ მუშაობს ეკლესიაში.

თუ ვინმემ ცემა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმემ ეროვნებით სომეხ სასულიერო პირზე ხელი აღმართა. მისი სურვილია ევროპაში დევნილის სტატუსით წავიდეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა იგი ასეთ განცხადებებს აკეთებს. გადახედეთ მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და თავად მიხვდებით. სწორედ ამ მიზანს ემსახურება მისი დღევანდელი განცხადებაც."




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...