"ნაციონალების“ დროინდელი პრაქტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება“ წარმატებით იყენებს

მთავარი თემა

"ნაციონალების“ დროინდელი პრაქტიკა, რომელსაც "ქართული ოცნება“ წარმატებით იყენებს

2014 ივლ 21 15:22:20

კურორტ ბახმაროს, რომელიც ზღვის დონიდან 2250 მეტრზე მდებარეობს,  უკვე ათასობით დამსვენებელი სტუმრობს. მიუხედავად მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურისა (რომლის მოწესრიგებას წლებია, გვპირდებიან) დამსვენებელი ამ მართლაც უნიკალურ კურორტზე უარს ვერ ამბობს. თუმცა, ყოველი სეზონს სერიოზული პრობლემები ახლავს.

წინა წლების მსგავსად პრობლემაა ელექტროენერგიის დროულად მიწოდება:

_ იმის გამო, რომ ელექტროენერგია არასტაბილურად მოგვეწოდება 1500 დოლარი დავკარგე. კოტეჯები მაქვს სატყეოს ქუჩაზე. ყოველ წელს ვაქირავებ და ეს არის ჩემი ოჯახის შემოსავალი. წელს კი ესეც ვერ შევძელი. ამერიკიდან ჩამოვიდა ხალხი დასასვენებლად და სამი დღის მეტი ვერ გაძლო. ელემენტალური პირობები არ არის, _ ამბობს "გურია ნიუსთან“ საუბრისას ნათელა დოლიძე.

მის მსგავსად პრობლემებზე საუბრობენ დამსვენებლები.

_ არცერთი მაღაზია არ მუშაობს. პურსაც ვერ ვყიდულობთ. დაგვეხმარეთ რაიმე, _ ამ ტექსტით "გურია ნიუსს“ რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა:

_ უკრაინიდან ჩამოვედი დასასვენებლად და მშიერი ვკვდები. ვერც პურს ვყიდულობ, ვერც საჭმელს. ეს რა ხდება. არ არსებობს ამ ქვეყანაში ვინმე, ვინც ამ სიტუაციას მოაგვარებს? _ ამბობს ჩვენთან საუბრისას უკრაინელი ტურისტი.

როგორც გავარკვიეთ, ამის მიზეზი მაღაზიების გაფიცვაა. იმის გამო, რომ კურორტზე ჯეოსელის ანძა გამორთულია, მაღაზიის მფლობელები სალარო აპარატს ვერ ამუშავებენ და, შესაბამისად, მაღაზიები დაკეტილია.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ამ პრობლემაზე არაფერი იცოდნენ. ინფორმაცია არ აღმოაჩნდათ კომპანია "ჯეოსელშიც“.

_ დიდი მადლობა, რომ დაგვირეკეთ და გაგვაგებინეთ. დაიწყო ტექნიკური სამუშაოები და მაქსიმუმ ხვალ ანძა ჩაირთვება, _ აღნიშნეს "გურია ნიუსთან“ საუბრისას ჯეოსელის მარკეტინგის სამსახურში.

სანამ „ჯეოსელი“ ანძას ჩართავს, მანამდე დახმარების მოლოდინში მყოფი დამსვენებლები პურისა და საკვების რიგში დგანან.

_ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამსვენებელს პრობლემები არ ჰქონდეს. სანამ ჯეოსელის ანძა ჩაირთვება, მანამდე მოვახერხებთ, რომ კურორტზე საკვები პროდუქტები და პური ავიტანოთ, _ გვითხრეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

არადა, ჯერ კიდევ გუშინწინ, ცენტრალური მედიის საშუალებით ხელისუფლება გვაუწყებდა, რომ ბახმარო დამსვენებლის მოლოდინში იყო და  პირველად ბახმაროს ისტორიაში სასტუმროც კი გაიხსნა.

ეს ის სასტუმროა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მიხეილ სააკაშვილმა ზარზეიმით გახსნა.

მართალია, სასტუმროში, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ავეჯმაც „ფეხი აიდგა“ და უგზო- უკვლოდ გაუჩინარდა, თუმცა, კაპიტალური რემონტი რომ ძველმა ხელისუფლებამ ჩაუტარა და კურორტზე საკმაოდ მნიშნელოვანი პროექტიც განახორციელა, ეს ფაქტია.

_ ეს სასტუმრო იქნება ბახმაროს სავიზიტო ბარათი, _ განაცხადა მაშინ მიხეილ სააკაშვილმა და იმდროინდელ ინფრასტრუქტურის მინისტრს, რამაზ ნიკოლაიშვილს პროექტის იდეისთვის და გახორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამ ამბებიდან მალე ხელისუფლება შეიცვალა. სასტუმროს ფუნქციონირება არ დაუწყია. „გურია ნიუსი“ ბევრჯერ დაინტერესდა მისი ბედით, თუმცა, ყველა უწყებას სხვადასხვა პასუხი ჰქონდა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, თამაზ ჯინჭარაძე ამბობდა, რომ  გუბერნია მისგან სასტუმროს ექსპლუატაციაში მიღებას ითხოვდა:

_ მე ამ მოთხოვნაზე უარით ვუპასუხე. ბევრი რამ გასარკვევია და ასეთ სიტუაციაში შენობას ექსპლუატაციაში ვერ მივიღებ, _ ამბობდა ჯინჭარაძე.

გურიის იმჟამინდელი გუბერნატორი,  ვალერი ჩიტაიშვილი დეტალებს განმარტავდა და აღნიშნავდა, რომ მისთვის უცნობი იყო, რატომ არ გაიხსნა სასტუმრო 2013 წელს.

_ თანხა სამხარეო ადმინისტრაციის ანგარიშზე ჩაირიცხა და ყოველგვარი კანონის დაცვით გახორციელდა მშენებლობა. ამჟამად, სასტუმრო და დანარჩენი ობიექტები, ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, _ ამბობდა ჩვენთან საუბრისას, 2013 წლის ზაფხულში კოჰაბიტაციის რეჟიმში მყოფი  გუბერნატორი.

ბახმაროს სასტუმროს რეაბილიტაცია 879 338 ლარი დაჯდა.

ჩვენს კითხვაზე, ვინ და სად წაიღო სასტუმროს ავეჯი 2012 წლის ზაფხულში, ჩიტაიშვილს პასუხი არ ჰქონდა:

_ ვერ დავიჩემებ, მაგრამ არ მახსოვს, რომ ხარჯთაღრიცხვაში ავეჯი ყოფილიყო გათვალისწინებული და ვერაფერს გეტყვით.

_ პრეზიდენტის სტუმრობისას, სასტუმროში ავეჯი და სხვა ინვენტარიც იყო. ნათხოვარი გქონდათ?

_ არ ვიცი, იმ დროს მე იქ არ ვყოფილვარ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

როგორც გავარკვიეთ, წელს ბახმარო იჯარით გაიცა.

აღსანიშნავია, რომ ბახმაროს სასტუმრო პირველი ობიექტი არ არის, რომლის აშენება და გახსნა "ქართულ ოცნებას“ მიეწერა.

რამდენიმე თვის წინ, ოზურგეთში, შსს მინისტრი, ალექსანდრე ჭიკაიძე ამაყად აცხადებდა ტელეკამერების წინ, რომ საპატრულო პოლიციის შენობა გახსნა. არადა, ეს შენობა 4 წელია, აშენებული და გახსნილია და იქ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებებია განთავსებული. საპატრულო პოლიციამ აშენებულ და გარემონტებულ შენობაში მხოლოდ ერთი ფლიგელი დაიკავა.

აშენებული შენობების ორ-სამჯერ გახსნა, საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა და ახალაშენებულად წარმოჩინება “ნაციონალების“ დროს დანერგილი პრაქტიკაა, რომელსაც როგორც ფაქტები მოწმობს, ეს ხელისუფლებაც კარგად იყენებს.




 ახალი ამბები
  • გიორგი მიქაუტაძე უვადო მოსამართლედ განამწესეს იუსტიციის საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. მიქაუტაძის კანდიდატურას საბჭოს 11-მა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი. მიქაუტაძესთან ერთად საქალაქოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში ნიკოლოზ მარსაგიშვილი გაამწესეს. საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში 2 ვაკანსიაზე 28 კანდიდატი ... ...
  • WHO : მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზეჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი ქალაქებში ცხოვრობს, 2050 წლისთვის კი, მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შედეგად, ქალაქებში კიდევ 2.5 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. აღნიშნული ტენდენცია კი  ნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება ურბანულ განვითარებაზე, რომ ხელი შეეწყოს ჯანსაღ ცხოვრებას ქალაქში. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ამბობენ, ხალხი ქალაქში საცხოვრებლად ცხოვრების გასაუმჯობესებლად გადადის. თუმცა, ურბანული ცხოვრება  საზოგადოების ჯანმრთელობის სფეროში ბევრ გამოწვევას ქმნის. მაგალითად, არის  ქალაქები, რომლებსაც არ აქვთ სუფთა წყლის, სანიტარიისა და ნარჩენების მართვისთვის ეფექტური სისტემები, სადაც შეგხვდებათ ისეთი დაავადებები, როგორიცაა ქოლერა და დიარეა. ქალაქები ასევე დგანან დაბინძურებული ჰაერის, არაჯანსაღი კვების და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობის წინაშე. გარდა ამისა, საგზაო უსაფრთხოება და ძალადობა არის მუდმივი შეშფოთების საკითხი, ისევე როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობა. ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, რომელიც ცდება ჯანდაცვის მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს მოიცავს ინფრასტრუქტურულ საკითხებს, ასევე დასაქმების, განათლებისა და საკვებ პროდუქტზე ხელმისაწვდომობას. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით,  უნდა შეიქმნას ქალაქები, რომლებიც მათი დიზაინით, პოლიტიკით და პროგრამებით ჯანმრთელობას ხელს შეუწყობენ.       ... ...
  • ევაკუაცია ყავლაშვილის ქუჩაზე_ ჩამონგრეულია სახლის ნაწილითბილისში, შოთა ყავლაშვილის ქუჩაზე 2-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მისვლისთანავე მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, ამავე შენობასა და მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ადგილზე მიღებულია უსაფრთხოების ზომები.       ... ...
  • ჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების მოთხოვნას _ ბახტაძეჭიათურაში არსებული სიტუაცია არის მძიმე და მე ვიზიარებ ჩვენი მაღაროელების სამართლიან და ობიექტურ მოთხოვნას ისეთ საკითხებში, როგორიც არის შრომის უფლებები, უსაფრთხოება, სამედიცინო მომსახურება ადგილზე, კვება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.პრემიერ-მინისტრმა მოუწოდა ორივე მხარეს, მისაღებ შედეგებზე დროულად ჩამოყალიბდნენ.„მე ვიცი, რომ ამავე დროს, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, მათ გააკეთეს შეთავაზება და მინდა ორივე მხარეს ვთხოვო, რომ რაც შეიძლება მეტი ინტენსიური დიალოგის შედეგად დროულად ჩამოვყალიბდეთ მისაღებ შედეგებზე. ეს არის სისტემური მნიშვნელობის მქონე საწარმო ჩვენი ეროვნული ეკონომიკისთვის და მისი სრულფასოვანი ფუნქციონირება არის ძალიან მნიშვნელოვანი“, _ განაცხადა მამუკა ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24-27 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა, 25-27 მაისს იქროლებს ძლიერი ქარი. 24-25 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31, ხოლო 26-27 მაისს +22, +27 გრადუსია მოსალოდნელი. თბილისში, ძირითადად, ღამისა და საღამოს საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.     ... ...

არქივი

ზაფრანი

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...

შაოლინის მონასტრის დიეტა

დიეტით მხოლოდ ლამაზი ქალბატონები როდის...

როგორ ვებრძოლოთ სლოკინს

სლოკინთან დაკავშირებით შესაძლოა ბავშვობა და...

როგორ მოვიშოროთ კბილის ტკივილი

ყველაზე მარტივი რეცეპტები: მოამზადეთ "სალბის"...

გინდათ, არასდროს გასუქდეთ?

ზოგიერთი ჩვენგანი თვით ბუნებამ დაასაჩუქრა,...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...