გამოუცხადებს თუ არა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას

მთავარი თემა

გამოუცხადებს თუ არა პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას

21 ივლ. 2014, 17:25:26

მთავრობის ახალი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს, დაახლოებით, ერთი კვირის ვადაში უნდა წარუდგინოს, პარლამენტში კი ნდობის გამოცხადების პროცედურას შემადგენლობის უმრავლესობა სჭირდება.

თუმცა, გამოუცხადებს თუ არა ნდობას პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას და კონკრეტულად რა ვადაში დამტკიცდება ახალი მთავრობა, უცნობია.

შეგახსნებეთ, რომ დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,  სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელწმიფო მინისტრი  კონსტანტინე სურგულაძე, დაკავებული თანამდებობიდან  გაათავისუფლა.

ახალ მთავრობაში კი, სასჯელაღსრულების უკვე ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი, დევნილთა სამინისტროს ჩაიბარებს, ხოლო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი გარემოს დაცვის მინისტრი გახდება. 

"ამ გადაწყვეტილების მიზანია, მთავრობის საქმიანობის ეფექტიანობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს", _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, "მინისტრებს ჩემი გადაწყვეტილება პირადად გავაცანი და მათ ეს ნორმალურად მიიღეს“.
მისივე განმარტებით, საგანგებო ბრიფინგის გამართვამდე აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მინისტრების გარდა ინფორმირებული იყო კოალიციის პოლიტსაბჭოც.

"მე კორექტულობას ყოველთვის ვიცავ. გუშინ გვქონდა კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც ამ ცვლილებების თაობაზე ვისაუბრეთ. მე პოლიტსაბჭოს წევრებს გავაცანი ჩემი ხედვები და დასაბუთება თუ რატომ მიმაჩნია სწორად ზოგიერთ სამინისტროში ცვლილებების განხორციელება. მინდა გითხრათ, რომ კოალიციის პოლიტსაბჭო აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო და ჩემი გადაწყვეტილება მოწონებული იქნა. რაც შეეხება უშუალოდ იმ მინისტრებს, რომლებსაც ცვლილებები შეეხოთ, მე მათ პირადად გავაცანი ჩემი გადაწყვეტილება და მათ ეს ნორმალურად მიიღეს", _ აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ამასთან, პრემიერის განმარტებით, მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრების ვინაობა ცნობილი ხვალ ან ზეგ გახდება.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ვახუშტი მენაბდე "გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის დასამტკიცებლად პარლამენტის ნდობის მოპოვებაა საჭირო.

"საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მთავრობის თავდაპირველი შემადგენლობის 1/3-ის ცვლილების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი წარუდგენს პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობის მოსაპოვებლად.  აქამდე მთავრობა 20 მინისტრისგან შედგებოდა,  2 უკვე შეცვლილი იყო,  7 დღეს შეიცვალა და ამგვარად, 1/3-ს უკვე გადავაცილეთ. ახლა ჩვენ პარლამენტში ახალი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცედურებს უნდა ველოდოთ. ის, რომ 8 მინისტრიდან 2 სხვა თანამდებობაზე გადაიყვანეს, ამაზეც არსებობს, გარკვეული დისკუსია, თუმცა მგონია, რომ ეს ამ შემთხვევაში არაფერს ცვლის, ამიტომ პარლამენტისგან ახალი ნდობის გამოცხადებაა საჭირო.

2010 წელს 1/3-ის ნორმა გაუქმდა, თუმცა 2013 წელს ხელახლა აღადგინა, პარლამენტმა, მაგრამ გამორჩათ ის მიდგომა, თუ რა როლი აქვს პრეზიდენტს და  რა პროცედურით წარდგება მთავრობა პარლამენტში. ამგვარად, ეს იძლევა ინტერპრეტაციის საშუალებას, რაც უახლოეს მომავალში, ალბათ გახდება დისკუსიის საგანი“, _ აცხადებს მენაბდე და დასძენს, რომ ახალი მთავრობა, დაახლოებით, ერთ კვირაში უნდა დამტკიცდეს.

ცენტრ "მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ცვლილებები პრემიერ-მინისტრს არანაირად არ შეეხება.

"განსხვავებით, თავდაპირველი ფორმირებისა, როდესაც პრემიერის კანდიდატურაც უნდა შეირჩეს, ამ შემთხვევში ეს ცვლილებები უშუალოდ პრემიერს არ შეეხება. ეს ეხება მის გუნდს, რომელსაც იგი შეარჩევს და  წარუდგენს პარლამენტს ხელახალი ნდობის მოსაპოვებლად. კონსტიტუციური რეგულაციით, ამისთვის ერთკვირიანი ვადაა საჭირო. შემდგომ, განხილვის პროცედურები დაახლოებით, მაქსიმუმ 20 დღეში უნდა დასრულდეს, თუმცა, შეიძლება ვადების შემჭიდროებაც.

ერთი ის არის, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწევს პრეზიდენტისთვის მიმართვა, რომ რიგგარეშე სესია მოიწვიოს, რადგან ახლა პარლამენტში ახლა საზაფხულო არდადეგებია. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ, სხდომის დანიშვნის შემდეგ, პარლამენტი განიხილავს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება-არგამოცხადების საკითხს. ნდობის გამოცხადებას იგივე პროცედურა, პარლამენტის შემადგენლობის ხმათა უმრავლესობა სჭირდება. რაც შეეხება თავად პროცედურას, პარლამენტი ნდობას მთავრობის სრულ შემადგენლობას უცხადებს, ხოლო უნდობლობა შესაძლოა, ინდივიდუალურად ერთ მინისტრსაც გამოუცხადოს“, _ აცხადებს ალაფიშვილი.  

მისივე განცახდებით, არ არის მოსალოდნელი, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა მხარი არ დაუჭიროს.

"ეს უკვე წმინდა პოლიტიკური საკითხია. თუკი დავაკვირდებით, ამ ცვლილებებში პრემიერმა შეინარჩუნა კოალიციაში შემავალი ყველა სუბიექტის ლიდერი - ალასანია, წულუკიანი თუ სხვა. თუ არ ჩავთვლით, დევნილთა და განსახლების მინისტრ დარახველიძეს, რომელიც ეროვნული ფორუმიდან“ იყო. ყოველ შემთხვევაში, კოალიციური მთავრობის ფორმატი  შენარჩუნებული მაინც იქნება.

შესაბამისად, არა მგონია, რომ პარლამენტში, ვინმემ არ დაუჭიროს მმართველი კოალიციიდან მხარი ახალ შემადგენლობას. ამდენად, ამ მიმართულებით, პოლიტიკურ ცვლილებებს არ ველოდებით და ეს არც მთავრობისთვის იქნება ოპტიმალური“, _ აღნიშნა ალაფიშვილმა და დასძინა, რომ "ამ ცვლილებებით არჩევნებთან დაკავშირებული პოლიტიკური ციკლი დასრულდა, 2012 წლის საპარლამენტო, 201 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით. ბუნებრივია, ანალიზის და შედეგების შეფასების დროც დადგა, რაც მთავრობას ახალი გამოწვევების წინაშე აყენებს. ახლა უკვე ზამთარია, 2015  წელია დასაგეგმი, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც მოდის. ეს ცვლილება კი ძალიან დროული იყო“.

ამასთან, ალაფიშვილი განმარტავს: "ძალიან არასწორი მიდგომაა, რომ მინისტრების ნაწილს ცვლილება არ შეხებია, როდესაც 5 მინისტრი იცვლება, კონსტიტუციური რეგულაციაა, რომ მთავრობის ყველა წევრი  ავტომატურად გადადის მოვალეობის შემსრულებლად“.

"ვის რა არ შეეხება ან შეეხება, ეს ჯერ კიდევ არ არის საბოლოოდ გარკვეული. ფაქტია, რომ ავრობა მოვალეობის შესრულების რეჟიმშია გადასული, 7 მინისტრი შეიცვალა, შესაბამისად,  პრემიერი არ არის შეზღუდულია თავის უფლებამოსილებაში, რომ გარდა ამ 7 გათავისუფლებული მინისტრისა, შესაძლოა, დარჩენილი მინისტრები სხვა პოსტებზე გადააადგილოს“, _ აცხადებს ალაფიშვილი "გურია ნიუსთან“ საუბრისას.




 ახალი ამბები
  • ჩარკვიანი: გიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდიგიორგი ვაშაძეს ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით ვაკვირდებოდი. მას დღევანდელ საქართველოში ალტერნატივა არ ჰყავს, – ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ქუთაისში, „სტრატეგია აღმაშენებელის“ ღონისძიებაზე განაცხადა. მისი განმარტებით, „სტარტეგია აღმაშენებელში“ გაწევრიანდა, რადგან გიორგი ვაშაძესთან ღირებულებითი თანხვედრა აქვს. „მეკითხებიან, რატომ გაერთიანდით და რატომ მაინცდამაინც გიორგი ვაშაძე. ალბათ, თავად ვაშაძემ არ იცოდა, რომ ორი წლის განმავლობაში გამადიდებელი შუშით უყურებდა ერთი ადამიანი და ეს მე ვიყავი. ამოვარჩიე ის ადამიანი, რომელსაც უკვე გაკეთებული აქვს და არ მეშინია იმის, რომ მე ახლა უნდა ველოდო, როდის რას მოიფიქრებს და გააკეთებს. მე ვნახე მისი ნამუშევარი – იუსტიციის სახლი. ვნახე მისი მუშაობა, როდესაც გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის უფროსი იყო. მიხაროდა, რომ იქ იყო ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური ხმა ჰქონდა. პოლიტიკაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია”,_ განაცხადა თაკო ჩარკვიანმა. ... ...
  • შსს მესტიაში დაწესებულ საკარანტინო შეზღუდვებზე კონტროლს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობსპოლიცია სვანეთის რეგიონში, მესტიის მუნიციპალიტეტში, საკარანტინო ზონაში დაწესებული შეზღუდვების კონტროლს განსაკუთრებულ რეჟიმში აგრძელებს. როგორც შინაგანს საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მუნიციპალიტეტში მშვიდი ვითარებაა, მოქალაქეები მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით ემორჩილებიან პოლიციის მითითებებს და დაწესებულ რეგულაციებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ბარჯასა და ლენჯერში სპეციალური საველე ინფრასტრუქტურა მოეწყო. აღნიშნულ სოფლებში, ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, ორი კარავი დამონტაჟდა, სადაც პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, მოქალაქეთა სპეციალურ აღრიცხვას აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებში მიმდინარეობს მესტიის მუნიციპალიტეტში შესული და გამოსული ადამიანების თერმოსკრინინგი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან გაიარონ კარანტინი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები განაგრძობენ საკარანტინო შეზღუდვების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე, აღნიშნულ ზონაში მყოფ ვიზიტორების ინფორმირებას. პოლიცია მოქალაქეებს რეგულარულად, დეტალურად უხსნის საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს და საჭიროების შემთხვევაში, მათ მაქსიმალურად ეხმარება. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებისა და სვანეთში შექმნილი რეგიონული შტაბის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტიდან მოქალაქეების გამოყვანა მოხდა მათივე კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებით. პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით. შესაბამისი პროტოკოლის დაცვით გაეწიათ დახმარება იმ პირებსაც, ვინც სვანეთში საკუთარი ტრანსპორტით არ იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ პატრულირებას. პოლიცია ძირითად გზებზე განთავსებული საკონტროლო-გამშვები საგუშაგოების მეშვეობით განაგრძობს მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში. კერძოდ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გადაადგილება შეიზღუდა როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, ასევე, მესტიის მუნიციპალიტეტიდან. მუნიციპალიტეტში შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის, გამოსვლის შემთხვევაში კი - მოქალაქეები ვალდებული არიან, გაიარონ კარანტინი. აღნიშნულის გარდა, დამატებითი რეგულაციები - საკარანტინო შეზღუდვები მოქმედებს დაბა მესტიაში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში - უშგულსა და ლენჯერში, რაც გულისხმობს აღნიშნულ დასახლებებსა და მესტიის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებს შორის გადაადგილების შეზღუდვას. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფმა ყველა პირმა დაიცვას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები“,_ აცხადებენ ... ...
  • პროფესორი, გრივერ ფარულავა 84 წლის ასაკში გარდაიცვალაძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი, პროფესორი, გრივერ ფარულვა 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ათობით წლების განმავლობაში ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუშაობდა და ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს კითხულობდა. ასევე გრივერ ფარულავა, წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე. პროფესორი, გრიგორ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეთიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმარულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: ,,მხატვრული სახის ბუნებისთვის ძველ ქართულ პროზაში“, ჰაგიოგრაფია - ხელოვნების შესახებ“ და სხვა გამოსვენება შაბათს, 14:00 საათზე სიონის ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრი აშენდასაქართველოს ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა აბაშაში, გამსახურდიას ქუჩაზე სამშენებლო მასალების სავაჭრო ცენტრის მშენებლობაში ფინანსური თანამონაწილეობა მიიღო. ახალი სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესი  პანდემიის დროსაც არ შეწყვეტილა და საკმაოდ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.  თვის ბოლოს კი ცენტრი უკვე სრული დატვირთვით ამუშავდება. საწყის ეტაპზე ობიექტზე დასაქმდება 8 თანამშრომელი, თუმცა მათი რიცხვი სავაჭრო ცენტრის გახსნის შემდეგ 20-მდე გაიზრდება. პროექტის ჯამური ინვესტიციის საერთო მოცულობა 110,000 დოლარს შეადგენს. ინვესტიციაში თანამონაწილეობა ბანკის მხრიდან 60,000 ევროა.   „საქართველოს ბანკის ხელშეწყობით რეგიონში კიდევ ერთი ბიზნესი იწყებს ფუნქციონირებას.  კერძოდ,  აბაშაში  სულ მალე მასალების სავაჭრო ცენტრი გაიხსნება. მსგავსი ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკური აქტივობების წახალისებას, ახალ სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შევიტანოთ ჩვენს ბიზნესებთან გრძელვადიანი პარტნიორობის კიდევ უფრო განვითარებაში“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ... ...
  • საქართველოში მიწისძვრა მოხდასაქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბიძგები თბილისის დროით 11:31 საათზე, ქალაქ ტყვარჩელიდან ჩრდილოეთით, სოფელ მარჯვენა პტიშთან დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.7 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა. სირღმე კი 17 კმ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...