"ხოკრიშვილის დანიშვნით, გარემოს დაცვის სფეროში, საქმე უარესობისკენ წავა"


მთავარი თემა

"ხოკრიშვილის დანიშვნით, გარემოს დაცვის სფეროში, საქმე უარესობისკენ წავა"

21 ივლ. 2014, 20:14:51

"რამდენი ხანია, გარემოს დაცვის სფეროში ვარ და მე ასეთი გვარი, ხოკრიშვილი,  ჯერ არ გამიგია. ეს არის ურთულესი დარგი, რომელიც პრინციპულობას და შემართებას მოითხოვს. მით უმეტეს, ისეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის, ეკოლოგიური თვალსაზრისით, როგორიც საქართველოა. ელგუჯა ხოკრიშვილი პროფესიით არ არის გარემოს დამცველი და მე ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც ვერ გააკეთებს ვერაფერს. ვერ გავიგე, გარემოსდამცველი დაილია ამ  ქვეყანაში?" _  ასე გამოეხმაურა "მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე გარემოს დაცვის მინისტრ ხათუნა გოგალაძის  ინფრასტრუქტურის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილით, შეცვლის ფაქტს.

გია გაჩეჩილაძემ "გურია ნიუსთან" საუბარში  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების უკვე ყოფილი მინისტრის საქმიანობაც შეაფასა  და მის მიერ გამოვლენილ სისუსტეებზეც გაამახვილა ყურადღება.

"რაც შეეხება  ხათუნა გოგალაძეს, ის, ყოველშემთხვევაში, გარემოს დაცვის სექტორიდან იყო მოსული და ეს სფერო გაეგებოდა. მას კარგი მიღწევები ჰქონდა. მაგალითად,  გარემოს დაცვის კანონმდებლობაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელა.

ყოფილ გარემოს დაცვის მინისტრს  ჰქონდა სისუსტეები, რაც დაკავშირებული იყო ზესტაფონთან, ბოლნისთან, ჭიათურასთან.  მოგეხსენებათ, ამ ქალაქებში ძალიან რთული ეკოლოგიური ვითარებაა.  მან ვერ შეძლო ამ პრობლემების მოგვარება.  ზესტაფონში, ფეროშენადნობა წარმოება გარემოს დაცვის ნებართვის გარეშე ფუნქციონირებს, ანუ რეალურად, უკანონოდ მუშაობს და ეს გარემოს დაცვის სამინისტროს მინუსია.  რაც შეეხება ბოლნისს, იქ მდინარე მაშავერა მძიმე ლითონებითაა დაბინძურებული, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს. ეს გარემოს დაცვის  სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, მით უმეტეს, რომ ამის ბერკეტები აქვს", _ აღნიშნა გაჩეჩილაძემ.

"მწვანეთა პარტიის" თავმჯდომარეს და პარლამენტის წევრს,   გია გაჩეჩილაძეს მიაჩნია, რომ ხათუნა გოგალაძის მოხსნა დიდ ჰესებს და კონკრეტულად, ხუდონჰესს უფრო  უკავშირდება.

"ჩემი აზრით, მისი მოხსნა, გიგანტური ჰესების მშენებლობებთანაც კავშირშია. გარემოს დაცვის სამინისტრო წინააღმდეგობას უწევდა ჰესების მშენებლობას. იმიტომაც უფრო, რომ "ქართული ოცნების" პროგრამაში იდო დაპირება, რომ გიგანტური ჰესები არ უნდა აშენებულიყო საქართველოში და გარემოს დაცვის სამინისტრო იცავდა ამ დაპირებას".

გაჩეჩილაძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ გარემოს დაცვის მინისტრად ხოკრიშვილის დანიშვნით ამ სფეროში უარესობისკენ წავა საქმე და   მის  კანდიდატურას პარლამენტში მხარს არ დაუჭერს.

გარემოს დაცვის უკვე ყოფილმა მინისტრმა, ხათუნა გოგალაძემ კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებაზე:

"რა ხარვეზები იყო და არ მოსწონდა პრემიერს ჩემს საქმიანობაში, ალბათ, სჯობს, რადგან პრემიერმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, მისგან გავიგოთ პასუხი. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ამ წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში ძალიან ბევრი გაკეთდა კარგი, საკმაოდ ბევრი ცვლილება დაიწყო და მინდა გამოვთქვა იმედი, რომ ეს სასიკეთო რეფორმები ასევე გაგრძელდება ბატონი გუჯას მინისტრობის პერიოდში და მჯერა, რომ ელგუჯა ხოკრიშვილს ისევე ეტკინება ეს სფერო, როგორც მე მტკიოდა", _ აღნიშნა გოგალაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია,  სასჯელაღსრულების მინისტრი სოზარ სუბარი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი  კონსტანტინე სურგულაძე, დაკავებული თანამდებობიდან  გაათავისუფლა.




 ახალი ამბები
  • თოვლი, ლიპყინული და ზვავსაშიშროება _ როდიდან შეიცვლება ამინდი საქართველოშისაქართველოში ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაეცემა , _ ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი - 19-20 იანვარს, უმეტესად თოვლის სახით, მთაში ზოგან ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება. 19-22 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -4, -6 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლებელია ციტრუსები, განსაკუთრებით ლიმონის ნარგავები ... ...
  • მარინა ენდელაძე: ეს ერთადერთი გამოსავალიამსოფლიოში არცერთი ეპიდემია არ დამარცხებულა ვაქცინაციის გარეშე, შეუძლებელია ადამიანებმა მუდმივად რეგულაციების ქვეშ ვიცხოვროთ, ამდენად ერთადერთი საიმედო გამოსავალი - ვაქცინაციაა, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია იქნება პირველ კვარტალში და პირველ ეტაპზე მცირე დოზა. „როგორც ვიცი, ქვეყანა ემზადება, რომ შემდეგ ვაქცინაცია მასიურად მოხდეს. პირველ რიგში რისკჯგუფები აიცრებიან. ვაქცინაცია ინფიცირებულთა შემთხვევებს შეამცირებს, მაგრამ პარალელურად, ჯერჯერობით, ისევ რეგულაციების დაცვა მოგვიწევს“, - განაცხადა ... ...
  • საქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდასაქართველოს საავტომობილო გზების ზოგიერთ მონაკვეთზე მოძრაობა შეიზღუდა, _ ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს: "რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამავე გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია", - წერია განცხადებაში. ცნობისთვის, მოძრაობა განახლდა ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე - ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • ხვალ დიდ ქალაქებში, ასევე, აჭარაში სკოლებში მეორე სემესტრი დისტანციურ ფორმატში განახლდებახვალ, 18 იანვარს სასწავლო პროცესი დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით დაიწყება ქალაქებში: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ფოთი, მარნეული და გარდაბანი. აჭარისავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს ასევე გააგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ის სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყვეს პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით. გარდა ამისა, სკოლებში კორონავირუსის შემთხვევების დადასტურების შემთხვევაში გაგრძელდება პირველ სემესტრში აპრობირებული მიდგომა წერტილოვანი შეზღუდვების შესახებ. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესების განხორციელების პროცესს განათლების სამინისტრო სისტემატიურად დააკვირდება და განახორციელებს სკოლების მონიტორინგს. სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, დისტანციური სწავლების მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი რესურსის „ტელესკოლის“ მეორე სემესტრის საგაკვეთილო პროცესიც გაგრძელდება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტი 18 იანვარს 9:00 საათიდან განახლდება. „პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოში მოქმედ სამ მობილურ ოპერატორთან - სს „სილქნეტთან“, შპს „მაგთიკომთან“ და შპს „ვიონი საქართველოსთან“ (ბრენდი „ბილაინი“) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი, რის საფუძველზეც საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები ივნისის ბოლომდე შეღავათიანი მობილური ინტერნეტ პაკეტით ისარგებლებენ. მობილური ინტერნეტ პაკეტის შეღავათიან ტარიფს ასევე მხარი დაუჭირა საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ“ - აცხადებენ განათლების სამინისტროში. დისტანციური სწავლების გამოწვევებისა და ტექნიკური საჭიროებების შესაბამისად, ინტერნეტ პროვაიდერები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია. დარგის ექსპერტების რეკომენდაციით, 20GB საკმარისი ოდენობაა ერთი თვის განმავლობაში ონლაინ გაკვეთილებზე დასასწრებად და ინტერნეტ რესურსების ... ...
  • პანკისის ხეობაში 40 წლამდე კაცი მოკლეს - ერთმანეთს ნათესავები დაუპირისპირდნენპანკისის ხეობაში ნათესავებს შორის  ურთიერთშელაპარაკება მკვლელობით დასრულდა - მოკლულია 40 წლამდე კაცი. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა. სავარაუდო დამნაშავეს, გავრცელებული ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. წყარო: მთავარი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცი თუ არა ყველაფერი?

როგორ უნდა გაარკვიოთ მხარეები ტყეში...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....