"კარგი იქნებოდა, კარბელაშვილს შეედარებინა L-410 -ისა და TwinOtter -ის საავიაციო შემთხვევები"

მთავარი თემა

"კარგი იქნებოდა, კარბელაშვილს შეედარებინა L-410 -ისა და TwinOtter -ის საავიაციო შემთხვევები"

2014 ივლ 23 18:40:07

მესტიაში ფრენებისთვის დანიშნული L 410 თვითმფრინავი, კრიტიკის საგანი გახდა.

საქართველოს პარლამეტის წევრი, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი, რომელიც ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარეა, "გურია ნიუსთან"  აცხადებს:

"ხელისუფლებას ვეუბნები, გადახედეთ თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. იქნებ მე მეშლება, მაგრამ თქვენც ხომ არ გეშლებათ?! თვითმფრინავი ჯართი ხომ არ არის, დადო და ატრიალო?! ძალიან მიკვირს, რა გახდა ასეთი, ვინ დგას L-410  თვითმფრინავის უკან?!"

მისი თქმით, L-410 თვითმფრინავზე საუბარი რამდენიმე წლის წინაც იყო, თუმცა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ უარი თქვა მესტიაში ფრენის განსახორციელებლად L-410  თვითმფრინავის დანიშვნაზე. მიზეზი კი, თვითმფრინავის კატასტროფა და დაღუპულ ადამიანთა რაოდენობა იყო.

"უბრალოდ, მე რაღაც გამეგება ამ სფეროში. 4  წლის წინ  ამ თვითმფრინავზე იყო საუბარი, მაგრამ ჩვენ, ხელისუფლებამ ჩავთვალეთ, რომ ეს თვითმფრინავი საშიში იყო ფრენებისთვის. სწორედ ეს შევახსენე დღევანდელ ხელისუფლებას.  მე განცხადება გავაკეთე. მოისმენს თუ არა, მათი საქმეა.

მინდოდა უკეთესი და უსაფრთხო თვითმფრინავი დაენიშნათ, რადგან ადამიანებმა უნდა იფრინონ. თუ ინტერნეტში დაძებნით L -410 შესახებ ინფორმაციას, ნახავთ, რომ წელიწადში ხუთი ჩამოვარდნა აქვს. ხან ერთი შეცდომა, ხან მეორე.

არ უნდა ვთქვა, იქნებ გადახედოთ და უკეთესი ჩამოიყვანოთ, რატომ რისკავთ ხალხით, ვინ მოგცათ ამის უფლება? მსოფლიოში ასეთი ტიპის უამრავი თვითმფრინავია: კანადური, ფრანგული, გერმანული. მათგან მხოლოდ L-410 აქვს ცუდი ისტორია. აქ თავისი წესებია.

მე არ ვარ პროფესიონალი მფრინავი, მაგრამ ერთი რამე ვიცი, ყველამ თავი უნდა დაიზღვიოს.

ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, იყო ასეთი მოთხოვნა და კანადელებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი - ორძრავიან თვითმფრინავს, ხალხი არ ჩასვეს და ერთი ძრავი გამოურთეს, შეამოწმეს, შეძლებდა თუ არა  თვითმფრინავში მესტიაში ერთი ძრავით აფრენა-დაფრენას.

ავიაციაში ჩემი ჩატარებულია რეფორმა. თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და მესტიის აეროპორტი ჩემი აშენებულია. ჩვენს დროს მესტიაში ისეთი ინვესტიცია ჩავდეთ, რაც მეტი ხალხი ნახავს და  ბევრი თვითმფრინავი იფრენს, ჩემი წარმატებაა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე განცხადება გავაკეთე. მოისმენს თუ არა, მათი საქმეა."

რატომ დართო  მესტიაში ფრენისთვის ნება L-410 თვითმფრინავს,  საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომლის უმთავრესი მიზანია ქვეყანაში უზრუნველყოს სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირება, ხოლო პრიორიტეტი _ მგზავრთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა?

ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსი" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორ გურამ ჯალაღონიას ესაუბრა:

_ ბატონო გურამ, დეპუტატი გიორგი კარბელაშვილი საუბრობს, რომ წინა ხელისუფლებამ L-410 თვითმფრინავი საფრთხის შემცველად მიიჩნია და ამის გამო არ დანიშნა L-410-ით ფრენები მესტიაში. "საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ" რატომ შეაჩერა არჩევანი L- 410 -ზე?

_ სახელმწიფომ გამოაცხადა ღია საერთაშორისო ელექტრონული ტენდერი, სადაც ნებისმიერ კომპანიას შეეძლო მონაწილეობის მიღება. ტენდერის ერთ-ერთი  პირობა იყო ის, რომ თვითმფრინავს მაღალმთიანი რეგიონის პირობებში, კერძოდ მესტიაში, საწვავის დამატების გარეშე შეძლებოდა ნატახტარი-მესტია-ნატახტარის რეისის შესრულება.

ტენდერში  გაიმარჯვა ქართულმა  კომპანია "სერვის ეირმა“, რომელიც დაუკავშირდა ჩეხეთის ავიაკომპანია "პრაღა ევიეიშენს", საიდანაც  ჩამოიყვანეს ზემოთხსენებული თვითმფრინავი. მას ოპერირებას უწევს აღნიშნული ავიაკომპანია, ჩეხეთის საავიაციო ხელისუფლების ზედამხედველობით.

_ ავიაციის პროფესიონალთა გაერთიანების საჰაერო ნავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კარბელაშვილი„გურია ნიუსთან“ დასვა კითხვა - ვინ დგას L - 410  თვითმფრინავის უკან?

ჩემთვის, ბატონი გიორგი კარბელაშვილის მიერ დასმული კითხვა, თუ ვინ დგას ამ ყველაფრის  უკან, გაუგებარია. მე არ ვიცი, რას ემსახურება მის მიერ გაკეთებული განცხადება, სადაც აღნიშნულ თვითმფრინავს მიიჩნევს საფრთხის შემცველად და ადასტურებს, რომ მისი გამოყენება სვანეთის რეგიონში, არ იქნება მგზავრებისთვის უსაფრთხო.

ბატონი კარბელაშვილი იშველიებს სტატისტიკას, კარგი იქნებოდა, მას ერთმანეთისთვის შეედარებინა L-410 -ისა და TwinOtter -ის  საავიაციო შემთხვევების (გამოქვეყნებული) სტატისტიკური მონაცემები. თუ კარგად გავეცნობით აღნიშნულ მონაცემებს, ვნახავთ, რომ საავიაციო შემთხვევების კუთხით L-410-ს გააჩნია სამჯერ უფრო უკეთესი მაჩვენებლები, ვიდრე TwinOtter -ს.

აღვნიშნო, რომ მსგავსი დაუსაბუთებელი, არაპროფესიონალური განცხადებები მოვისმინეთ სხვა, ე.წ. საავიაციო ექსპერტებისგან,  გიორგი კოდუასგან და  ჯემალ ხახუტაიშვილისგან. გულსატკენია, რომ ადამიანები ცდილობენ საკუთარი პროფესიონალიზმის დამტკიცებასა და რეიტინგის ამაღლებას ხალხის დაშინების მეთოდით.

უკვე მოსმენილ უპასუხისმგებლო განცხადებებს ვუპასუხო, რომ საავიაციო შემთხვევების 80 პროცენტზე მეტი, გამოწვეულია ადამიანური ფაქტორით და არა საჰაერო ხომალდით.

მე ვარ სახელმწიფო მოხელე, რომელმაც უნდა   აკონტროლოს და პასუხი  აგოს ავიაციის უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, არ დავუშვებ საფრთხის შემცველი საჰაერო ხომალდის საქართველოს ტერიტორიაზე (მითუმეტეს მთიან რეგიონებში) ოპერირებას.

სხვა თუ არაფერი, საქართველოში შემოყვანილ L-410 UVP-ის ტიპის  საჰაერო ხომალდს გააჩნია EASA-ს სერთიფიკატი და ალბათ, კარბელაშვილმა კარგად იცის, თუ რას წარმოადგენს ამგვარი საბუთი.

_ კარბელაშვილი საუბრობს, რომ წინა ხელისუფლების დროს ექსპერიმენტი ჩაატარეს. TwinOtter-ის თვითმფრინავს, რომელიც ორძრავიანია,  ერთი ძრავა გამოურთეს...

_ ვიცი  ეს ისტორია. ცარიელ ორძრავიან თვითმფრინავს გამოურთეს ძრავა. ერთი ძრავით დაჯდა ცარიელი თვითმფრინავი. მერე რა მოხდა?! ერთი ძრავით უნდა დაჯდეს ნებისმიერი თვითმფრინავი. რა არის ამაში განსაკუთრებული?! აი, მგზავრებით დატვირთული თვითმფრინავი ერთი ძრავით რომ დაჯდება, ეს სხვა ამბავია. ეს ყველაფერი პიარზე იყო გათვლილი. არ შეიძლება, ასეთი რამის გაკეთება და ხალხის მოტყუება.

L-410  ორძრავიანი თვითმფრინავი 1960-ან წლებში შეიქმნა სპეციალურად  ექსტრემალურ პირობებში სამუშაოდ.  მსგავსი თვითმფრინავებია: AN-28; TwinOtterდა B-30,     მაღალმთიან რეგიონებში,  ექსტრემალურ სიტუაციებში -40 და +40-მდე ტემპერატურაზე, მტვერში, მოუწყობელ აეროდრომებსა და, სხვა რთულ პირობებში სამუშაოდ. საქართველოში გამოცხადებულ ტენდერში L -410 -მა გაიმარჯვა და ის დაინიშნა  მესტიაში საფრენად.

_ თქვენი აზრით, სახელმწიფოს მხრიდან ტურისტების მოსაზიდად, მხოლოდ მესტიაში L -410 თვითმფრინავის დანიშვნა საკმარისია?

_ რა თქმა უნდა, არა. ტურიზმის მხრივ, საქართველო ძალიან მიმზიდველია, განსაკუთრებით საქართველოს მთიანი რეგიონი მაგრამ, თუ არ შევქმნით საჭირო ინფრასტრუქტურას, თუ არ ავაშენებთ აეროდრომებს მაღალ მთიან რაიონებში,  მარტო საერთაშორისო აეროპორტით ტურისტებს ვერ მოვიზიდავთ.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გითხრათ, რომ შექმნილია საქართველოში მცირე ავიაციის განვითარების კონცეფცია და ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ მის განხორციელებაზე.

40 წელია, ავიაციაში ვარ. ჩემი სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის მთიანი რეგიონების სილამაზეცა და საშიშროებაც კარგად ვიცი.  მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაგვირჩენია საჰაერო ხომალდის გამოყენებით, ვინაიდან ადგილების მიუვალობისა და დროის სიმცირის გამო, სხვა ტრანსპორტი იქ ვერ მიაღწევდა. ავიაცია მხოლოდ სვანეთისთვის კი არა,  საქართველოს ყველა მაღალმთიანი რეგიონისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, როგორც სატრანსპორტო საშუალება.




 ახალი ამბები
  • ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვესლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი იპოვეს. მას მეორე დღეა, რაც ეძებდნენ.  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • 16 წლის გოგონას სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენლაგოდეხში, 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოებში მყვინთავები ჩაერთნენ. ექსკურსიაზე მყოფ მოსწავლეს, რომელსაც გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხი დაუცდა და ხევში გადავარდა, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ეძებდნენ. რეინჯერების ინფორმაციით, ცნობილია მისი ადგილსამყოფელი, თუმცა, რთული მდებარეობის გამო, ადგილამდე მიღწევა ვერ ხერხდება. სპეციალისტები ამბობენ, რომ სამძებრო სამუშაოების დასასრულებლად მდინარეს კალაპოტი უნდა შეუცვალონ. უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა. კერძო სკოლა "ალბიონის" მოსწავლეები ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც 16 წლის მოზარდს ფეხი დაუცდა და დინებამ წაიღო. ექსკურსიაზე მყოფი მოსწავლეები და მშობლები ლაგოდეხის პოლიციაში წუხელვე გამოჰკითხეს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა დაცული ტერიტორიების სააგენტომ. მასში ნათქვამია, რომ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოს ხევის ჩანჩქერის" მარშრუტზე ადიდებულია მდინარე, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და ვიზიტორებს ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობისკენ და წესების მკაცრად დაცვისკენ ... ...
  • ოზურგეთში დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენოზურგეთის ჭადრების ბაღში დილიდანვე საზეიმო განწყობა სუფევს.  ხალხმრავლობაა სამხედრო მოსამსახურეებთან. აქ წარმოდგენილია ქუთაისის 32-ე ბატალიონი. როგორც სამხედრო მოსამსხურეებს, ტექნიკას ინტერესით  ეცნობიან, როგორც დიდები, ისე პატარები. იღებენ ამახსოვრო ფოტოებს.  12 საათისთვის აქ გურიის  გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და გარემოს დაცვის  და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მოვიდნენ. _მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. წელს წილად გვხვდა ბედნიერება ოზურგეთში ვუმასპინძლოთ გამოფენას. აქ ნახავთ კულინარიულ გამოფენას, ქართული ღვინის გმოფნა-გაყიდვას, გაეცნობით წარმატებულ ადაიანებს ,- თქვა მან. ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მინისტრის მოადგილესთან ერთად, ტერიტორიული მტლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. ზეიმი ამ წუტებშიც ... ...
  • ყაჩაღობა ოზურგეთში - უცნობმა პირებმა დისტრიბუციის მანქანა დააყაჩაღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის და სოფელ ცხემლისხიდის საზღვარზე ყაჩაღობის ფაქტს ჰქონდა ადგილი. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დისტრიბუციის მანქანა უცნობმა პირებმა დააყაჩაღეს. ყაჩაღობის ფაქტი დღის საათებში მოხდა. არაოფიციალური ინფორმაციით, წაღებულია 20 000 ლარის  საქონელი. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება ფაქტთან დაკავშირებით ორი მუხლით მიმდინარეობს: სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და  236-ე მუხლებით,  რაც გულისხმობს ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ამ ეტაპზე აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მომხადარის შედეგად დაშავებული ან რაიმე სახის დაზიანებებით არავინ არ ... ...
  • რატომ არ ჩატარდება დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ლანჩხუთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კონცერტი, რომელიც 26 მაისს ლანჩხუთის კულტურის სახლში უნდა გამართულიყო, გაუქმეულია _ ამის მიზეზი 23 მაისს, სოფელ სუფსაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რა დროსაც ოთხი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა, მათ შორის, ლანჩხუთის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისა და სასწარაფო დახმარების ექიმი, არჩილ კვაჭაძე. როგორც ლანჩხუთის მერიაში გვითხრეს, 26 მაისს დაგეგმილი ყველა სხვა სახის ღონისძიება დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით გაიმართება, გარდა კონცერტისა. „23 მაისს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების პროგრამიდან ამოღებულია და აღარ ჩატარდება  საზეიმო კონცერტი, რომელიც კულტურის სახლში იყო დაგეგმილი“, _ გვითხრა მერიის პრესასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა მაკა ... ...

არქივი

ზაფრანი

ნივთების ისტორიიდან - ტუნიკა

ახლა უკვე ძნელია იმის თქმა,...

როდის ხდება წყლის დალევა ორგანიზმისთვის მავნებელი

არ შეიძლება ნებისმიერი სითხის სულმოუთქმელად...

ნუ დანებდებით

ვის არ უჩხუბია და უკამათია......

ნაბახუსევზე მარილიანი ყავა სასარგებლოა

ნებისმიერ ადამიანს ხშირად ერთი პრობლემა...

მიირთვით ბევრი ვაშლი, კივი და ფორთოხალი

მწვანე ჩაი არა მხოლოდ აუმჯობესებს...

ბრიტანელმა სწავლულებმა სინათლის სხივების შენელება ისწავლეს

ბრიტანელმა სწავლულებმა კიდევ ერთი ნაბიჯით...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...