2013 წელს სამინისტროების მიერ ჩანაცვლებული ავტომობილები და ტექნიკური მომსახურების ხარჯები

მთავარი თემა

2013 წელს სამინისტროების მიერ ჩანაცვლებული ავტომობილები და ტექნიკური მომსახურების ხარჯები

23 ივლ. 2014, 19:02:49

"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონის" მიხედვით გამარტივებული შესყიდვის ერთ-ერთი წინაპირობაა საჯარო დაწესებულების მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებების  ჩანაცვლება. აღნიშნული ჩანაწერი საჯარო დაწესებულებას უფლებას აძლევს, ტენდერის გვერდის ავლით, მის ბალანსზე მყოფი მცირე ნარჩენი ღირებულების ავტომობილები ახლით ჩაანაცვლოს განსაზღვრული ოდენობის თანხის დამატებით.

საქართველოს მთავრობის 2014  წლის 6 თებერვლის   N 121 დადგენილების  „სახელმწიფო ავტოპარკის გადანაწილების, კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომანქანის შესყიდვის ან ჩანაცვლების წესის დამტკიცების შესახებ“  მიხედვით ავტომობილების ჩანაცვლება შესაძლებელი გახდა მხოლოდ ელექტრონული და გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

 ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ინფორმაცია მთავრობის აღნიშნული დადგენილების მიღებამდე (2013 წელი),  რა ოდენობის და ღირებულების ავტომობილებისა და კომპიუტერული ტექნიკის  ჩანაცვლება ხდებოდა სამინისტროებში გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

2014 წლის იანვარში IDFI -მ ყველა სამინისტროს მიმართა იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და კომპიუტერული ტექნიკის სიის მოთხოვნით, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების მოქმედი კანონმდებლობით ახალი, იმავე ან გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ერთი ან ერთზე მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალებით, კომპიუტერული ტექნიკით ჩანაცვლდა. (თითოეულის მიმართ ახალი ღირებულებისა და ჩასანაცვლებელი ქონების შეფასებული ღირებულების მითითებით). 

აღნიშნული მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა მხოლოდ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.  როგორც სხვა სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა 2013 წელს ავტოსატრანსპორტო  საშუალებების ჩანაცვლებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ ხუთ სამინისტროში.  

2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 16 ძვირად ღირებულიავტომობილი, (საერთო ფასი 856 800 ლარი)  ჩაანაცვლა   874 500 ლარისღირებულების 30 ცალი  Skoda Rapid 1.6 მოდელის  ავტომობილით .                   

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს შემთხვევაში ბალანსზე რიცხული 41 232 ლარის ღირებულების სამი ერთეული ავტოსატრასპორტო საშუალება გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  ჩანაცვლდა ოთხი 57 879 ლარის ღირებულების ავტომობილით. მათ შორის 2003 წელს გამოშვებული  TOYOTA  Landcruiser  4.5, 24V W „wagon”  ნარჩენი ღირებულებით -18 232,39 ლარი, ჩანაცვლდა იმავე წელს გამოშვებული 28 538 ლარის ღირებულების  BMW  X5 მოდელის  ავტომობილით.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2013 წელს  ორი ცალი -ვაზ 21214 ღირებულებით- 8 000 ლარი ჩანაცვლდა  ერთი ერთეული TOYOTA  Landcruiser  LC150  ღირებულებით -  84 545 ლარი.

საქართველოს სპორტისა და ახლაგზარდობის საქმეთა სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილი  Chevrolet Aveo ღირებულებით - 2 500 ლარი  ჩანაცვლდა 20 091 ლარის ღირებულების   Renault Logan მოდელის ავტომობილით.    

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ სამწუხაროდ არ არის მოწოდებული ინფორმაცია დეტალურად. მიღებული დოკუმენტაციიდან ირკვევა მხოლოდ, რომ სამინისტროს მიერ ჩანაცვლების წესით შეიძინეს 22 ავტომანქანა ღირებულებით 212 805 ლარი.

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  სამინისტრომ ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაანაცვლა  2011 წელს.  206 600 ლარის ღირებულების 13  ავტომობილი  ჩანაცვლდა იმავე ოდენობის 467 089  ლარის ღირებულების ავტომობილებით.

მიღებული დოკუმენტაციის მიხედვით 2013 წელს კომპიუტერული ტექნიკა ჩაანაცვლეს მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შემთხვევაში 39 152 ლარის ღირებულების ტექნიკა ჩანაცვლდა 49 630 ლარის ღირებულების ტექნიკით, ხოლო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში 12 870 ლარის ტექნიკა - 37 206 ლარის ღირებულების ტექნიკით.

  • ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები

2013 წელს ავტომობილების   ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულ ხარჯების შესახებ ინსტიტუტის მოთხოვნა  უპასუხოდ დატოვეს  საქართველოს შინაგან  საქმეთა  და შრომის, ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტოებმა.  როგორც, სხვა სამინისტროებიდან მიღებული დოკუმენტაციით ირკვევა ყველაზე დიდი თანხა ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე დახარჯულია  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ  პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  სამინისტროს   მიერ - 106063  ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის  მიერ -14726  ლარი. საქართველოს  ფინანსთა სამინისტროს შემთხვევაში წარმოდგენილია, მხოლოდ სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამდებობის პირებზე განპიროვნებული 17 ავტომობილის ტექმომსახურების ხარჯი , რაც შეადგენს  36 005 ლარს.

ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ინსტიტუტის მიერ მოთხოვნილი იქნა დეტალურად, თითოელი თანამდებობის პირის მფლობელობაში მყოფი ავტომობილების მიხედვით. იმ სამინისტროებიდან, რომლებმაც ინსტიტუტის მოთხოვნა სრულყოფილად დააკმაყოფილეს, როგორც ირკვევა 2013 წელს ყველაზე დიდი ხარჯი ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეულია სოფლის მეურნეობის მინისტრის ავტომობილზე - 10 341 ლარი, ხოლო ყველაზე ცოტა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ავტომობილზე - 3 014 ლარი.

აღსანიშნავია  ის, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხრიდან ინსტიტუტის მოთხოვნასთან დამატებით მოწოდებულია ავტომობილების ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯების პირველადი დოკუმენტაცია.




 ახალი ამბები
  • თიბისის მობაილბანკს ფულადი გზავნილების განაღდების ფუნქციონალი დაემატა (R)დღეიდან, თიბისის მობაილბანკში ფულადი გზავნილების განაღდება  შესაძლებელია. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.   სიახლით სარგებლობისთვის მომხმარებელმა აპლიკაციის მთავარ მენიუში  გადარიცხვების კატეგორიაში გზავნილის მიღების ღილაკს უნდა დააჭიროს და მიჰყვეს ინსტრუქციას.  მომხმარებლები, რომლებიც თანხას თიბისის მობაილბანკით გაანაღდებენ, ავტომატურად ჩაერთვებიან  ფულადი გზავნილების აქციაში და შესაძლებლობა ექნებათ, მოიგონ 5000 ლარამდე თანხა.  ფულადი გზავნილების კამპანიის  ფარგლებში,  ფულად პრიზს თიბისის 3000- მდე მომხმარებელი მიიღებს. ფულადი საჩუქრის მიღების შესაძლებლობა  ყველა იმ მომხმარებელს აქვს,  ვინც სწრაფ გზავნილს  დისტანციურ არხების საშუალებით (ინტერნეტბანკის, მობაილბანკის, ვებგვერდის - tbcgzavnili,ge,-ს ან ცხელი ხაზის საშუალებით) ან ფილიალში ვიზიტით გაანაღდებს.  აქციის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/money-transfer-campaign-has-started  ... ...
  • აუქციონი ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახისთვისქართველი მხატვარია ნინო ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს _ ის ოზურგეთში მცხოვრები ხარაბაძეების ოჯახის დასახმარებლად აუქციონს აწყობს.  “მეგობრებო, გამარჯობა! კვლავ დაგიბრუნდით საქველმოქმედო აუქციონით. დღევანდელ დღეს ვუძღვნით ოზურგეთის რაიონის სოფელ ბაღდადში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ხარაბაძეების ოჯახს. ოჯახი უმძიმეს პირობებში ცხოვრობს _ წლინახევრის ბიჭს გაჭირვებაში ზრდიდნენ, დედა მეორე შვილზე მშობიარობისას გარდაიცვალა. ახალშობილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს. დღევანდელ აუქციონზე გაიყიდება ილუსტრაცია ნოდარ დუმბაძის ლექსისთვის „ფისო“ _ მუყაო, აკრილი, 42/30 სმ. თანხა, რისი გადახდაც გსურთ ილუსტრაციის შესაძენად, დააფიქსირეთ კომენტარებში და აუცილებლად მოგვწერეთ პირადი შეტყობინების სახითაც. გარკვეული ხარვეზების გამო, ზოგიერთი კომენტარი დროულად არ ჩანს. ილუსტრაციის საწყისი ფასია 200 ლარი. აუქციონი დასრულდება დღეს, 22:00. თქვენი აქტიურობის იმედი მაქვს. ნინო“, _ წერს ნინო ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში კაცი ემსხვერპლაავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა მამაკაცს ავტომობილი აეროპორტის გზატკეცილზე დაეჯახა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ... ...
  • 29 მაისიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადი გაკონტროლდებასაზოგადოებრივი ტრანსპორტი 29 მაისიდან შეცვლილი პრინციპით იმუშავებს. როგორც თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მგზავრთა რაოდენობა გაკონტროლდება ტრანსპორტში და გაჩერებებზე. „იქნება გარკვეული შეზღუდვები, მაგალითად, დაცული იქნება მძღოლი ბარიერით, სავალდებულო იქნება პირბადეების ტარება და ამას გააკონტროლებენ როგორც მუნიციპალური სამსახურები, ასევე საპატრულო პოლიციის ქვედანაყოფები, განსაკუთრებით მეტროში. ჩვენი თანამშრომლები იმოძრავებენ როგორც ტრანსპორტში, ასევე გაჩერებებზე. ახალი დავალებაა, რომ შეიძლება მოგვიწიოს რაოდენობრივი კონტროლის დაცვა, რათა არ მოხდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადავსება“, _ განაცხადა ხმალაძემ. ხმალაძის განმარტებით კონტროლი იქნება მეტროში შეშვებაზე. ... ...
  • „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა - EMC სასამართლოს მიმართავს ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, „ბახვი 2" ჰესზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება უკანონოა. EMC-მა ადგილობრივი გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია "ეკოს" სახელით, ოზურგეთში, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმილი ჰიდროელექტროსადგურის - ბახვი 2-ის მშენებლობისა და ექსპლუატაციის თაობაზე მიღებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 23 აპრილს, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პირობებში მიიღო. გზშ-ის ანგარიშით დგინდება, რომ 36 მგვ-იანი სიმძლავრის დადგმული ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის განხორციელება დაგეგმილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას მიმდებარე ტერიტორიაზე. პროექტი ითვალისწინებს არარეგულირებადი, დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და ექსპლუატაციას. "ბახვი 2" ჰესის ინფრასტრუქტურული ობიექტები განთავსდება მდინარე ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე, "ბახვი 3" ჰესის სათავე ნაგებობიდან დაახლოებით 100 მეტრის დაშორებით ზედა ბიეფში, ზღვის დონიდან 1370-504 მეტრ ნიშნულებს შორის. პროექტის მიხედვით, ჰესის სათავე კვანძიდან უახლოესი დასახლებული პუნქტი კურორტი ბახმარო, მდებარეობს 6570 მეტრში, ჰესის ძალური კვანძიდან (ჰესის შენობა) უახლოესი საცხოვრებელი ზონა, სოფ. უკანავა დაცილებულია 2315 მეტრით, ხოლო სოფ. ვაკიჯვარი 3375 მეტრით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გარდა პროექტით გათვალისიწნებულისა, ჰესის მშენებლობა ასევე ეხება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ვანისქედი, ოქროსქედი, უკანავა, ფამფალეთი, ბახვი, მთისპირი და მშვიდობაური - სადაც მდინარე ბახვისწყალი ჩაედინება. პროექტის განმახორციელებელი შპს "ჯორჯიან ჰაიდრო ფაუერის" მიერ დაფუძნებული და 100%-იანი წილის მფლობელი კომპანია შპს "ბახვი 2"-ია. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის გამოცემული და მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობის მოთხოვნებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი (გზშ) ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ინფორმაციას დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებისას გარემოზე შესაძლო ზემოქმედების შესახებ, მათ შორის, მოსახლეობაზე, ადამიანის ჯანმრთელობაზე, ბიომრავალფეროვნებაზე, წყალზე, ჰაერზე, ნიადაგზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, კულტურულ მემკვიდრეობაზე და სხვა მატერიალურ ფასეულობებზე. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ კომპანიის მიერ წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი არ მოიცავს სრულყოფილ და ამომწურავ ინფორმაციას, არ ეფუძნება სრულყოფილ კვლევებს, მათ შორის, არ არის სრულყოფილად გამოკვლეული ფიზიკურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების ყველა ფაქტორი; არ არის გამოკვლეული და შეუფასებელი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის კუმულატიური ეფექტი, მისი მშენებლობისა და ექსპლუატაციის გავლენა კურორტ ბახმაროს ეკოსისტემაზე, ასევე, იმ სოფლებსა და მცხოვრებ მოსახლეობაზე, სადაც მდინარე ჩაედინება. გარდა ამისა, არსებითად პრობლემურად დგას, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საზოგადოების მონაწილეობის საკითხი, რამდენადაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება სამინისტროს მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის სათანადო ინფორმირებისა და რეალური მონაწილეობითი პროცესის გარეშე განხორციელდა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას და გარემოს გამოუსწორებელი ზიანის რისკის ქვეშ აყენებს. ორგანიზაციამ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო იქნება ოზურგეთის მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის უფლების დაცვისა და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ჰიდრორესურსების მართვის რეალური კონტროლის მექანიზმი. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?