ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე DNM-ის პასუხები გამოძიებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია

მთავარი თემა

ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე DNM-ის პასუხები გამოძიებისთვის, სავარაუდოდ, ცნობილია

30 ივლ. 2014, 21:53:45

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები ოჯახისთვის ცნობილი ამ დრომდე არ არის, თუმცა დამუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ფიქრობს, რომ DNM-ის პასუხები გამოძიებისთვის, ცნობილია.

ამის შესახებ "გურია ნიუსს“ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა განუცხადა.

"მიმდინარეობს ან დასრულდა თუ არა ექსპერტიზა, ამას ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე არანაირი კომუნიკაცია არ მაქვს. ადვოკატმა უნდა მიიღოს პასუხები და გადმომცეს, მხოლოდ ეს არის ჩემი რეჟიმი. ვალდებულები არ არის, მე როგორც დამოუკიდებელ ექსპერტს და საქმეში ჩართულ პირს, ეს პასუხები გამაცნონ. დღევანდელი კანონმდებლობით, ამის ვალდებულება გამოძიებას არ აქვს. ის, რომ მე მონაწილეობა მივიღე საგამოძიებო მოქმედებების ნაწილში, ეს პროკურატურის კეთილი ნება იყო“, _ აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მისთვის ცნობილი არ არის აპირებს თუ არა ოჯახი სინჯების გაგზავნას საზღვარგარეთ და დამოუკიდებელი გამოკვლევის ჩატარებას.

"რაც შეეხება საქართველოში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხებს, მართალი გითხრ, უკვე უნდა იყოს და ველოდებოდი კიდეც. შესაძლოა,  არის ეს პასუხები და უბრალოდ დახურულია ჯერჯერობით, ესეც არ ვიცი. გამოძიება მუშაობს სეთ საკითხებზე  და შეიძლება მიიჩნევდეს, რომ ეს პასუხები არ უნდა გასაჯაროვდეს. ასევე, გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე, არ ჩათვალოს საჭიროდ, მისი გაცნობა დაზარალებულის მხარისთვის, ასეც ხდება ხოლმე. ეს გამოძიების მუშაობაზე მიუთითებს“, _ აღნიშნავს ნიკოლეიშვილი და დასძენს, რომ მისთვის ცნობილი არ არის, ჩაუტარდა თუ არა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ეროსი კიწმარიშვილის იმ თანაგუნდელების ტანსაცმელს ექსპერტიზა, რომლებმაც გარდაცვლილი პირველად ნახეს.

რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ულტრაიისფერი სხივებით და მიკროსკოპული კვლევით  იარაღზე სისხლის ლაქები არ აღმოჩნდა, ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ მთავარი DNM-ის პასუხია.

"ვიზუალურად, თვალით, ლუპით, ულტრაიისფერი სხივებით და მიკროსკოპული კვლვით  მე და ბატონმა ზურაბ კიწმარიშვილმა იარაღი სამხარაულის ექსპერტებთან ერთად დავათვალიერეთ. იარაღზე  და მის ლულაში სისხლის კვალი არ აღინიშნებოდა. ამიტომ გვაინტერესებდა DNM-ის პასუხი, ხომ არ იყო რაიმე კვალი დარჩენილი იარაღზე. განსაკუთრებით თუ DNM-ის კვალი ლულის ჭრილზე იქნებოდა, მაშინ ვისაუბრებდით, ეს იარაღი იყო თუ სხვა იარაღიდან მოხდა გასროლა.

ვიმეორებ, რომ ეს იყო მიბჯენით გასროლა. არის სრული, ჰერმეტული მიბჯენა. ამ დროს წამოიქმნება  ხოლმე იარაღის ლულაში უარყოფითი წნევა, რის გამოც შესაძლებელია, რომ ლულაში მოხვდეს სისხლი და სხვადასხვა ქსოვილები. თუმცა, 100%-ით იმის თქმა, რომ ეს აუცილებლად უნდა მოხვდეს ლულაში, არ შეიძლება. ან მოხვდება, ან არა. თუ მოხვდა, ეს უკვე ბევრი რამის მაჩვენებელია. მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ თვით ლულის ჭრილზე, რომელიც მჭიდროდ იყო სხეულზე მიბჯენილი და მოხდა გასროლა, აუცილებლად უნდა იყოს DNM-ის კვალი. ვიცით, რომ იარაღი, რომლიდანაც გასროლა მოხდა, მჭიდროდ იყო მიბჯენილი სხეულზე და გასროლის შემდეგ მან ნაჭდევი დატოვა. აი, სწორედ DNM-ით შეიძლება დადგინდეს, მანქანაში აღმოჩენილი იარაღი იყო ის, რომლიდანაც გასროლა მოხდა, თუ არა. მაგრამ ეს პასუხები არ გვაქვს. ვვარაუდობ, რომ DNM-ის პასუხები არის, მაგრამ ჩვენთვის არ არიცნობილი. რაც შეეხება დენთის კვალს, ყველა მასალა ჩვენი თანდასწრებიაიღეს, თუმცა, ექსპერტიზის პასუხი დაზარალებულის ოჯახისთვის ამ შემთხვევაშიც არ არის ცნობილი“, _ აცხადებს ექსპერტი.

მისივე თქმით, იმის ვარაუდი, ხომ არ მალავს პროკურატურა ექსპერტიზის პასუხებს, წინასწარ არ შეიძლება, რადგან ოჯახი გამოძიებას ენდობა.

"მოვისმინე ბატონი ზურაბის განცხადებები და ის გამოძიებას ეჭვქვეშ არ აყენებს, მას უფრო მეტი კომუნიკაცია აქვს გამოძიებასთან, მისი ეჭვი არ მომისმენია, ამიტომ ჩემს ეჭვს, გამოძიება ფარავს თუ არა სპეციალურად ექსპერტიზის პასუხებს, ვერ ვიტყვი. ბუნებრივია, მე დამოკიდებული ვარ მხარეზე, თუ მომაწვდიან ინფორმაციას, ან ჩამრთავენ პროცესში“, _ განაცხდა "გურია ნიუსთან“ საუბრისას მაია ნიკოლეიშვილმა.  

შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას პირველადი სურათი სავარაუდოდ მომავალ კვირაში ექნება.

ეროსი კიწმარიშვილის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი ამბობს, რომ ჩატარებული ექსპერტიზების ძირითად ნაწილზე პასუხები უკვე არსებობს და გამოძიება ამ ეტაპზე მხოლოდ მცირე ნაწილ დასკვნებს ელოდება. 
"მომავალი კვირის ბოლომდე, შესაძლოა, დასაწყისშიც ველოდები ამ ექსპერტიზის პასუხებისაგან, დაკითხვის ოქმებისაგან, გამოძიების მხრიდან, ვიდეომასალის დამუშავებისაგან შედგენილ ვერსიას. უკვე ამ ეტაპზე ვართ და მომავალ კვირაში უკვე პირველად სურათს ველოდებით", _ აცხადებს კიწმარიშვილი. 
გამოძიების პირველადი ვერსიის შემდეგ, ზურაბ კიწმარიშვილი დამატებითი განცხადების გაკეთებას გეგმავს, რაც მისივე თქმით, სწორედ გამოძიების პირველად შედეგზეა დამოკიდებული. 
რაც შეეხება მის ვერსიას, ზურაბ კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ მისი ძმა მოკლულია. 
შეგახსენებთ, რომ ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანა) მიმდინარეობს.




 ახალი ამბები
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...
  • როგორ უნდა მოიქცნენ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეები31 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ცესკო ინფორმაციას ავრცელებს იმის შესახებ თუ რა უნდა გაითვალისწინონ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა  არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: „საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა გაქვთ მიიღოთ მონაწილეობა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში. თქვენ 4 წლის ვადით ირჩევთ საქართველოს პარლამენტს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად: თქვენ უნდა იმყოფებოდეთ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე ან უნდა იყოთ რეგისტრირებული საზღვარგარეთ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; თუ არ ხართ საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე და არ გაქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, 2020 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფოში არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში (საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას); საარჩევნო უბანზე მისვლისას თან უნდა იქონიოთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან პასპორტი”,_ აცხადებენ ცესკოში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აღნიშნავენ, რომ  არჩევნების შესახებ ნებისმიერ საკითხზე დაგვიკავშირდით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ონლაინ ჩათის საშუალებით შეუძლიათ. გარდა ამისა, მოქალაქეებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საკონსულო სამსახურის ვებგვერდზე შეუძლიათ, თუ ამომრჩეველი  ვერ აღმოაჩენს პირად მონაცემებს საკონსულო აღრიცხვის სიაში, მან უნდა მიმართოს ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს ის მოქალაქე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლიდან ექვსი თვის ვადაში არ დატოვებს საქართველოს ტერიტორიას, საკონსულო აღრიცხვიდან ავტომატურად მოიხსნება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...