არიან თუ არა აბიტურიენტები კმაყოფილები გამოცდების შედეგებით

მთავარი თემა

არიან თუ არა აბიტურიენტები კმაყოფილები გამოცდების შედეგებით

2014 ივლ 31 22:56:12

ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის ქულები გამოქვეყნებულია. აბიტურიენტებს საშუალება აქვთ, საკუთარი შედეგები შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ნახონ, პირადი და საგამოცდო ნომრის მეშვეობით.

ჯერ-ჯერობით, ყველა საგნის საბოლოო სტატისტიკური მონაცემები არაა ცნობილი. გამოქვეყნდა მხოლოდ უცხო ენის და ზოგადი უნარების პირველადი მონაცემები, რომლის მიხედვით, უცხო ენაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ( ზღვარი ყველა უცხოურ ენაში იყო 21 ქულა)  91%-მა გადალახა.  ინგლისურის პირველ ვარიანტში მაქსიმალური 100 ქულა აიღო 3-მა, მეორესა და  მესამეში კი 4- 4 - მა აბიტურიენტმა. გერმანულში 2-მა, ფრანგულში მხოლოდ ერთმა (ფრანგულის გამოცდაზე სულ დარეგისტრირებული იყო 308 აბიტურიენტი). უცხო ენებიდან მაქსიმალური ქულების რაოდენობა აბიტურიენტებმა აიღეს რუსულ ენაში.  ასეთი 51 აღმოჩნდა (რუსულ ენას სულ აბარებდა 6 178 აბიტურიენტი).

რაც შეეხება ზოგად უნარებს, წელს მაქსიმალური ქულების რაოდენობა პირველად დაფიქსირდა. 80 ქულა მხოლოდ 2-მა აბიტურიენტმა აიღო. ზღვარი კი, პირველადი მონაცემებით, 89% -მა გადალახა ( ზოგადი უნარების პირველ და მესამე ვარიანტისთვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი -  23, ხოლო მეორე და მეოთხე ვარიანტისთვის 24 ქულა იყო).

როგორ ჩაიარა  გამოცდებმა, რომელი საგანი იყო ყველაზე მარტივად ჩასაბარებელი და რომელი გაუჭირდათ, კმაყოფილები არიან თუ არა საკუთარი შედეგებით, ამის შესახებ "გურია ნიუსმა"  აბიტურიენტები გამოკითხა.

"ჩემთვის კარგად ჩაიარა გამოცდებმა. ყველაზე ადვილად ჩავაბარე ისტორია და რთული არცერთი გამოცდა არ იყო. კმაყოფილი ვარ ჩემი თავით, გარდა ქართულის სავალდებულო გამოცდისა, სადაც მეტს ველოდი. დარწმუნებული ვარ, მოვხვდები სასურველ ფაკულტეტზე და გრანტსაც მივიღებ", _ გვითხრა არჩილ ბჟალავამ.

ეროვნულ გამოცდებზე, როგორც გაირკვა, აბიტურიენტებისთვის ყველაზე ადვილი უცხო ენის გამოცდა აღმოჩნდა:

"შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც ველოდი. შედარებით მათემატიკა გამიჭირდა. როგორც ჩანს,  წლევანდელი ტესტი წინა წლებთან შედარებით ბევრად რთული იყო. ყველაზე მეტად გამიადვილდა უცხო ენა, რადგან ჩავაბარე რუსული, რომელიც ბავშვობიდან კარგად ვიცი და საკმაოდ მაღალი ქულაც ავიღე, 94. საკუთარი თავით ბოლომდე კმაყოფილი არ ვარ, რადგან ყველა გამოცდაში რამდენიმე სულელური შეცდომა მაინც დავუშვი.  ქულები ასე თუ ისე მაინც მაკმაყოფილებს. უნარებში - 63, ქართულში -  64, მათემატიკაში - 34  და უცხო ენაში 94 ქულა მყავს.  სავარაუდოდ,  70%-იან გრანტს  ავიღებ. ვაბარებ საავიაციო უნივერსიტეტში საინჟინრო ფაკულტეტზე და დარწმუნებული ვარ, მოვხვდები, რადგან კონკურსი, ფაქტობრივად, არ არის და რომც იყოს, მაინც საკმაოდ მაღალი ქულები მაქვს", _  ამბობს გიორგი ფაჩუაშვილი.

უცხო ენის ტესტები მარტივად დაწერა მარიამ გულიაშვილმა, მაგრამ მას პრეტენზიები თემის თეზისებთან დაკავშირებით აქვს. მარიამმა ყურადღება სხვა საგნების ტესტების სტრუქტურის ცვილებაზეც გაამახვილა:

"გამოცდები ჩემთვის მარტივი პროცედურა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საგანი საკმაოდ გართულებული იყო.  ყველაფერმა გაცილებით მარტივად ჩაიარა, ვიდრე ველოდებოდი. ქართულის შედეგი ჩემთვის მისაღები იყო. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ უცხო ენაში  საკმაოდ მარტივი ტესტი იყო, თუმცა თემა საკმაოდ უაზრო და ორაზროვანი თეზისის მიხედვით უნდა დაგვეწერა. უნარებს რაც შეეხება,  ვერბალური ნაწილი საკმაოდ გამიადვილდა, რასაც ვერ გეტყვით მათემატიკურ ნაწილზე.

ისტორიის გამოცდა რთული არ ყოფილა, თუმცა ტესტის სტრუქტურა იყო შეცვლილი და ამან ჩემზე ძალიან იმოქმედა, ემოციური თვალსაზრისით.  საკუთარი თავით კმაყოფილი, რა თქმა უნდა, არ ვარ, თუმცა მივიჩნევ, რომ საკმაოდ ბევრ უსამართლობას შევხვდი ჩემი ნაშრომების შეფასებიდან გამომდინარე და აუცილებლად გავასაჩივრებ ქართულის ნაშრომს, რომელიც მათივე ტექნიკური ხარვეზიდან გამომდინარე არაადეკვატურად შემიფასეს. ძალიან ვნერვიულობ, რომ სრულ დაფინანსებას ვერ ავიღებ, თუმცა იმედი მაინც მაქვს", _ იმედოვნებს მარიამ გულიაშვილი.

გიორგი ბაბუნაშვილს გამოცდებზე შექმნილი გარემო არ მოეწონა, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, საკუთარი შესაძლებლობები გამოევლინა:

"ისეთი გარემო აქვთ შექმნილი გამოცდებზე,  კინაღამ გავგიჟდი.  იმდენი წესია და იმდენი კონტროლი, რომ პირდაპირ ნერვებზე ურტყამს.  გამოცდები ადვილი იყო.  ერთი მათემატიკა გამიჭირდა და ინგლისური იყო ყველაზე ადვილი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საატესტატო გამოცდებზე ადვილი იყო ინგლისურის გამოცდა. ქართულის გარდა არცერთი საგნის შედეგით არ ვარ კმაყოფილი.  გრანტს ავიღებ თუ არა,  არ ვიცი", _ გვითხრა გიორგიმ.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი სოფო დოლიძე წლევანდელ გამოცდებზე დაფიქსირებულ გაუმჯობესებულ შედეგებზე საუბრობს:

"შედეგები წინა წლებთან შედარებით ძალიან კარგი გვაქვს.  გვქონდა სიახლე, რომელიც წარმატებით დაძლიეს ჩვენმა აბიტურიენტებმა. მინიმალური კომპეტენციის ზღვრის შემთხვევით გადალახვის შანსი შევამცირეთ. ჩაჭრის პროცენტიც იმას მიუთითებს, რომ ის აბიტურიენტები დარჩნენ ზღვრის გარეთ, რომლებიც ბრმად აპირებდნენ მის გადალახვას. ვინც ზღვარს ქვემოთ აღმოჩნდა მათთვის ეს ძალიან მძიმე შედეგია. მაგრამ ზუსტი გაზომვის პირობებში,  ჩაჭრილების რიცხვი 11%,   ძალიან დაბალი პროცენტია.

ჩვენ ზღვრის შემთხვევით გადალახვის ალბათობა 6% - ზე ჩამოვიყვანეთ.  ძალიან ბევრი წლის განმავლობაში არ გვყოლია მაქსიმალურქულიანი აბიტურიენტები.  წელს გვყავს 2, რომლებმაც უმაღლესი,  80 ქულა, მოიპოვეს. რაც შეეხება არჩევით საგნებში შედარებით დაბალ  მაჩვენებელს,  წლიდან წლამდე ასეთი სურათია სულ.  უკეთესი შედეგებისთვის სკოლებმა კიდევ უფრო ინტენსიურად უნდა იმუშაონ", _ აცხადებს სოფო დოლიძე.

უცხო ენების გამოცდების გამსწორებელთა ჯგუფის ხელმძღვანელს,  რუსიკო ტყემალაძეს უჭირს იმის თქმა, რომ მაინც და მაინც უცხო ენაში აჩვენეს ყველაზე მაღალი შედეგები აბიტურიენტებმა ( მისი თქმით, ამას საბოლოო სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს),  მაგრამ  აღნიშნავს, რომ ამ საგანშიც  პროგრესი თვალსაჩინოა:

"უცხო ენების გამოცდაში იყო სიახლე. მოსმენის ნაწილი დაემატა და ჩვენს აბიტურიენტებს  არ გასჭირვებიათ. შეიძლება იმითაც იყო ეს შედეგი გამოწვეული, რომ  მარტივი იყო დავალება, შეიძლება იმიტომაც რომ ახალ თაობა უცხო ენას უკეთ ფლობს. ფაქტია, რომ ეს სიახლე მათ წარმატებით დაძლიეს.

წინა წლებთან შედარებით,  შედეგები ოდნავ გაუმჯობესებულია.  ეს განსაკუთრებით ეხება წერის ნაწილს, თემას.  ფაქტობრივად, არცერთი ცარიელი ადგილი არ გვქონია. ყველამ დაწერა თემა.  ფაქტია, რომ ჩვენს მოსწავლეებს წერა უჭირთ, მაგრამ წელს  სცადეს,  რაღაც მაინც დაეწერათ და ცარიელი გვერდები არ დაეტოვებინათ. ზოგი მართლა ძალიან კარგად წერს, გაოცებულები ვართ. ფაქტია, რომ ამ დავალებას ეჭიდებიან.  ჩაჭრილების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით არ არის მაღალი. ძალიან ბევრმა მიიღო უცხო ენაში მაღალი ქულა", _ განაცხადა რუსიკო ტყემალაძემ.

ჯერ-ჯერობით, სააპელაციო პროცესის დასრულებამდე  (8 აგვისტო),  აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების დამატება/შეცვლა ისევ შეუძლიათ. სააპელაციო განაცხადების მიღება იწარმოებს 4 აგვისტოს 10:00 - საათიდან 8 აგვისტოს 18:00 -საათამდე მხოლოდ ელექტრონულად.  აპელირების საფასურია 50 ლარი (შეფასების ცვლილების შემთხვევაში თანხა უკან უბრუნდება აპლიკანტს).

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები აგვისტოს ბოლომდე გამოქვეყნდება.




 ახალი ამბები
  • მოქალაქეები საჯარო სივრცის დასაცავადქაოტური განაშენიანების, რეგულირების გეგმების არარსებობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლობის პირობებში, მნიშვნელოვნად შემცირდა გამწვანებული ზონები და საჯარო სივრცეები, დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობა. შედეგად, ყოველდღიურად ილახება ჯანსაღ გარემოში ცხოვრების კონსტიტუციური უფლება. განსაკუთრებით ურბანულ დასახლებებში, უარესდება ეკოლოგიური მდგომარეობა, იზღუდება მოსახლეობის წვდომა საჯარო სივრცეებზე. ამდენად, მნიშვნელოვანია საზოგადოების ინიციატივები და აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ისე, რომ მუნიციპალური საქმიანობის და ურბანული განვითარების პარალელურად, დაცული იყოს საჯარო ინტერესი. 20 ნოემბერს, ღია საზოგადოების ფონდმა საზოგადოებას კონკურსის „საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალურ საქმიანობაში“ კონკურსში გამარჯვებული ოთხი პროექტი წარუდგინა, რომელიც თბილისში, ბათუმსა და ოზურგეთში გახორციელდება.  ოთხივე პროექტის მიზანია საჯარო სივრცეების დაცვა ქაოტური განაშენიანებისგან, გამწვანებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და მდგრადი ურბანული განვითარების ხელშეწყობა. 1)      ახალგაზრდა მწვანეები- დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსისა და ბათუმში „რივიერას“ კომპლექსის მშენებლობის წინაღმდეგ აქტივისტური ღონისძიებების განხორციელება. გარემოსდაცვითი აქტივისტური ჯგუფების გაძლიერება ბათუმში; 2)      სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალი - ბათუმის გამწვანებისა და ეკოლოგიის პოლიტიკის კვლევა, ხარვეზების გამოვლენა და ხარვეზების გამოსასწორებლად რეკომენდაციების შემუშავება. გამწვანებითა და ეკოლოგიით დაინტერესებული ადგილობრივი ჯგუფების გაძლიერება; გარემოსდაცვით გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა მონაწილეობის გაზრდა. 3)      საინიციატივო ჯგუფი „გადავარჩინოთ მთაწმინდა“- მთაწმინდაზე მიმდინარე მასიური მშენებლობის  წინააღმდეგ ეკოლოგიური, გეოლოგიური და სამართლებრივი არგუმენტების დამუშავება, სასამართლოში დავის წარმოება, აქტივისტური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება მშენებლობის შესაჩერებლად; 4)      ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი- ოზურგეთში გენერალური გეგმის შემუშავებისა და დამტკიცების ადვოკატირების ... ...
  • თსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ოზურგეთელიათსუ სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის _ "შემოდგომის ლეგენდა 2019" მეათე ფინალისტი ხვიჩა ყაზაიშვილია _ ამის შესახებ ამავე უნივერსიტეტის ფეისბუქის გვერდიდან ხდება ცნობილი. ხვიჩა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში დაიბადა და შემოქმედის საჯარო სკოლა დაამთავრა. “სწავლობს  _ განათლების სადოქტორო პროგრამაზე; კითხულობს _ რაც უნდა გასაკვირი იყოს, ახლა ჯაბა იოსელიანის "ლიმონათის ქვეყანას" ვკითხულობ. უფრო ხშირად სამეცნიერო ლიტერატურას ვეცნობი, ჩემი საყვარელი ჟანრი კი რეალიზმია;  წერს _  ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს რეალობაში ცხოვრობენ, თუმცა, მათ ვერც სიცოცხლეს და ვერც სიკვდილს ვერ ვხედავთ; ეშინია _ გველების; აშფოთებს _ უსამართლობა;  აბედნიერებს _ ფეხზე წამომდგარი ადამიანების დანახვა; ოცნებობს _ რომ ოდესმე ოზურგეთის "მერცხალი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და გურიაში მადრიდის "რეალს" მოუგებს“, _ წერია ხვიჩა ყაზაიშვილის შესახებ “თსუ“-ს ფეისბუქგვერდზე. ერთი პერიოდი ხვიჩა ყაზაიშვილი საინფორმაციო სააგენტოს “გურია ნიუსის“ პრაქტიკოსი იყო. “გურია ნიუსი“ ხვიჩა ყაზაიშვილს წარმატებას და გამარჯვებას ... ...
  • ავღანეთიდან დაბრუნებული მამის შეხვედრა შვილთანსოციალურ ქსელში ვრცელდება ემოციური ფოტო, რომელზეც აღბეჭდილია ავღანეთიდან დაბრუნებული მამისა და შვილის შეხვედრა. „ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიიდან დაბრუნებული მშობლის მოულოდნელი და მონატრებული ვიზიტი თბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში. ემოციური წუთები ყველაფრის მთქმელია„, _ წერია ფოტოს დასათაურებაში. წყარო: ... ...
  • "ივანიშვილი იძულებული იქნება სპეცრაზმის მეშვეობით მართოს ქვეყანა"- უგულავაამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროკურატურის ჭიშკარს პროტესტის ნიშნად ბოქლომი დაადეს. როგორც გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციები გაგრძელდება. მისი თქმით, ოპოზიცია მხარდამჭერებთან ერთად ორშაბათს საღამოს შეიკრიბება, ღამეს გაათევს და მეორე დღეს პარლამენტის პიკეტირებას მოახდენს. "გამოიყვნენ სპეცრაზმს? გამოიყვანონ, კი ბატონო ეგ არის ჩვენი მიზანი. ივანიშვილი იძულებული იქნება ქვეყანა მართოს, გადაადგილდეს მხოლოდ სპეცრაზმის მეშვეობით, თუ ამას მართვა ჰქვია",- განაცხადა ... ...
  • აქციის მონაწილეებმა გენარალური პროკურატურის ჭიშკარს ბოქლომი დაადესამ წუთებში ოპოზიციის წარმომადგენლები თბილისში, გენერალურ პროკურატურასთან აქციას მართავენ. მათ პროტესტი უსამართლობის წინააღმდეგ პროკურატურის ღობეზე ბოქლომის დადებით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?