"სახელმწიფოს წიგნების მაღაზიის ბედი არ აღელვებს"

მთავარი თემა

"სახელმწიფოს წიგნების მაღაზიის ბედი არ აღელვებს"

9 აგვ. 2014, 01:03:57

მარჯანიშვილის 9 ნომერში მდებარე  კომპანია "საქწიგნის" კუთვნილი ფართი, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულმა უწყებამ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ გაასხვისა.

წიგნების სადისტრიბუციო კომპანიის კუთვნილი ინვენტარის და თანამშრომლების გადაყვანა სხვაგან იგეგმება. თუმცა, როგორც "საქწიგნის" დირექტორის მოადგილე ლია მეტრეველი ამბობს, რადიოლოგიის კვლევის ლაბორატორია, რომელიც მათი სამსახურის განთავსების ადგილად მოიაზრება, ჯერ  "საქწიგნს" ოფიციალურად არ გადასცემია.

 ამასთან, არ არსებობს შენობის რადიაციული ფონის ანალიზი და იქ წიგნების და თანამშრომლების ყოფნაც  სახიფათოა.

"გურია ნიუსმა"  ლია მეტრეველთან  "საქწიგნის" ბედის შესახებ ინტერვიუ ჩაწერა.

_ ქალბატონო ლია,  დეტალურად მოგვიყევით რა პრობლემების წინაშე დგას "საქწიგნი".

_ გვაძალებენ, რომ სასწრაფოდ დავცალოთ  შენობა. ქონების ეროვნული სააგენტოდან სიტყვიერი გაფრთხილება გვქონდა. ოფიციალური წერილი არ მიგვიღია. 83 წიგნის მაღაზიიდან ერთი ეს მაღაზია და უფანჯრო საწყობი დაგვრჩა თაბუკაშვილზე. 

იქ, ისედაც უამრავი წიგნია. გავშალეთ თაროები და იქ უნდა მოვათავსოთ, აქ  რა წიგნებიც გვაქვს.  ჯერ სულ არ წაგვიღია.  სად გვიშვებენ, ზუსტად არ ვიცით. დირექტორს ეუბნებიან,  რომ ის რადიაციულად დაბინძურებული შენობა, რომელიც გადმოგვცეს, გარემონტდება. ჩემს დირექტორს ვუთხარი, თუ არ მოიტანთ იმ შენობის რადიაციული ფონის ანალიზს - შეიძლება თუ არა იქ ადამიანების შეშვება - არ გადავალ-მეთქი. ფანჯარა არ იღება საერთოდ. იქ ადამიანები რომ მუშაობდნენ, ალბათ,  მიდიოდნენ ნახევარი საათი. ცოტა ხანს აწარმოებდნენ დაკვირვებას. ჩვენ კი  მთელი დღე როგორ უნდა გავძლოთ? არ არის გამორიცხული,  თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში წავიდნენ. 

ჩემი თანამშრომლები მეუბნებიან, ზედმეტად ნუ ხმაურობო, ეშინიათ. დირექტორსაც  ეშინია, პროტესტს არ გამოთქვამს.  იურიდიული მისამართი უნდა შევიცვალოთ.  ხომ უნდა დავრეგისტრირდეთ?  არაფერი არ არის გათვალსწინებული.

"საქწიგნი"  იყო ერთადერთი  წიგნის სადისტრიბუციო ორგანიზაცია, რომელიც შედიოდა დიდ საგამომცემლო სახლში.  ჩვენ მათი დისტრიბუტორები ვიყავით. მესმის, რომ არ იყო 83 წიგნის მაღაზია საჭირო,  მაგრამ  სულ რომ მოშალეს, შეიძლება? ჩემი შვილი ციურიხში ცხოვრობს. იქ რომ ჩავდიოდი, პირველი რასაც ვაკეთებდი,  წიგნის მაღაზიებს ვათვალიერებდი. ყოველ  ფეხის ნაბიჯზეა   პატარ-პატარა წიგნის მაღაზიები.  ე.ი. საჭიროა. ჩვენ რატომ არ გვჭირდება?  ახლა გაიხსნა, ღვთის წყალობით, ახალი წიგნის მაღაზიები.  მაგრამ სახელმწიფო მაღაზიაც ხომ საჭიროა?

_ როგორ მოხდა, "საქწიგნის" კუთვნილი მაღაზიების ნელ-ნელა გასხვისება?

_ "საქწიგნში"  1983 წლიდან ვმუშაობ.  ყოველთვის ვიყავი რაღაც თანამდებობაზე.  რომ არ ვყოფილიყავი, რამდენჯერ ვიქნებოდი დაჭერილი, ვინ იცის. ფინანსური პოლიცია ჩემს სახელზე გზავნიდა წერილებს.

ვაპროტესტებდი, რომ გვისხვისებდნენ ქონებას. კახა დამენია რომ მოვიდა სახელმწიფო  ქონების ეროვნულ სააგენტოში, მივიტანეთ პროკურატურაში საბუთები და პროცესი მოვიგეთ. მანამდეც არაერთხელ მოგვიგია  პროცესი. ჩვენი ინტერესების დამცველი ადვოკატი ნინო ენუქიძე იყო.  ამდენი ხალხი მოწმედ მივდიოდით, მიგვქონდა დოკუმენტები, მაგრამ იმარჯვებდა ფული. ნინო ენუქიძემ წაგვაგებინა პროცესი და უცებ აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ოთახი მისცეს საკუთარი ადვოკატურისთვის, უზნაძის 18 ნომერში, რომელიც ასევე "საქწიგნს" ეკუთვნოდა და რომელზეც ვდაობდით.

მიშა როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო,  ერთი თვის განმავლობაში დავყავდი  სხდომებზე.  ჩვენთანაც მოვიდა. უნდა მეჩვენებინა,  14 ათასი კვადრატული ფართი  35 ათას დოლარად რომ გაიყიდა. ფაქტობრივად, გააჩუქეს.  "რამდენად გაიყიდაო?".  35 ათას დოლარად მეთქი. დაფიქრდა, "მე თქვენი გულისთვის მოსამართლეებს  არ გადავიმტერებო". რატომ ჩემი გულისთვის?  სახელმწიფო ქონება იყო.

 2 თვეში პრეზიდენტი გახდა. ის უკვე აღარ იყო ჩემი პრეზიდენტი. ვთქვათ, მართალი ვარ და ვიჩაგრები, არ უნდა დაინტერესდეს? იმ დღეს დამთავრდა ჩემთვის მიშა სააკაშვილი.

_ ამბობთ,  რომ არანაირი ოფიციალური წერილი არ მიგიღიათ ქონების მართვის სააგენტოდან. მაშინ რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ  კომპანია  "საქწიგნის" კუთვნილი ფართი მარჯანიშვილის #9-ში გასხვისებულია და შენობა უნდა დაცალოთ?

_  მე-13-ე  პოლიკლინიკიდან რომ გამოყარეს ექიმები, აი, ეგ ქალები მოვიდნენ და მოგვიტანეს მთავრობის განკარგულება. სადაც წერია, რომ ეს შენობა ჩვენ აღარ გვეკუთვნის, რომ ეს ტერიტორია  ეკონომიკის სამინისტრომ მათ შპს-ს,  "სამედიცინო ცენტრ მედიმედს", იჯარით გადასცა. ადრეც იყვნენ მოსულები. ვუთხარით, პრობლემები შეექმნებოდათ. ვთხოვეთ, 80 კვადრატი მოეცათ ჩვენთვის. დაგვთანხმდნენ, მაგრამ  მერე უცებ მოიტანეს ეს განკარგულება. აუქციონზე რომ გაეყიდათ, ვერ მივედავებოდით.

ჩვენც მივიდოდით და ვიყიდდით. მე ნამდვილად არ მაქვს მაგდენი თანხა, მაგრამ თანამშრომლები შევაგროვებდით და გამოვისყიდდით. მერე საპროტესტო რაღა გვქონდა. სახელმწიფოს ასეც უნდა ექნა, აუქციონი გამოეცხადებინა.  ვიღაცას რომ აძლევს, ეს რა დამოკიდებულებაა?  აქ ამდენი ხანი ვმუშაობ. დილით მე ვაღებ კარს,  საღამოს გავდივარ და მე ვკეტავ. შემოჭრების პერიოდი რომ  იყო, პოლიციელებივით ვიდექით, რამე რომ  არ წაეღოთ. ვდარაჯობდით და ასე გვექცევიან ახლა.

ფაქტობრივად,   539.29 კვ.მ ფართს ჩუქნიან "სამედიცინო ცენტრ მედიმედს". უფლებას აძლევენ ეტაპობრივად   გადაიხადონ ქირა. იჯარის ვადის გასვლის შემდეგ  607 ათას ლარად პირდაპირი მიყიდვის წესით  აძლევენ.  კი ბატონო, მათაც სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ,  რომლებიც ამდენი ხანია ამ დაწესებულებაში ვმუშაობთ, რატომ არ გვეკითხებიან, იქნებ ამ პირობებით ჩვენც ვყიდულობდით?

_ თუ მიმართეთ  ვინმეს დახმარებისთვის?

_ დეპეშა გავუგზავნე ღარიბაშვილს. კიდევ ვაპირებ მიკითხვას.  ეკონომიკის სამინისტროსაც ჩავაბარე განცხადება. ფორმალური მხარე დავიცავი. ჯერ-ჯერობით არავინ გამომხმაურებია. პარლამენტარი გოგი ქავთარაძე მეუბნებოდა,  ციურიხში რომ ვიყავი,  რატომ არ იღებთ ხმას მანდ მყოფი ქართველები, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზეო.  ვიღებდით კი არა, ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით, შეეკრიბათ, აბა, ხალხი მიტინგებზე! ახლა კი ჩვენს პრობლემაზე როცა მივმართეთ,  თვითონ რატომ არ იღებენ  ხმას?

"გურია ნიუსი" შეეცადა ქონების ეროვნულ სააგენტოსთან დაკავშირებას, მაგრამ სააგენტოში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.




 ახალი ამბები
  • ნაპირზე ტანსაცმელი იპოვეს- რიონში დასაბანად შესულ 72 წლის კაცს ეძებენსამტრედიის შესასვლელში, აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე რიონის ნაპირზე 72 წლის როლანდ თვალაბეიშვილის ტანსაცმელი იპოვეს. მისი შვილის, ჯონი თვალაბეიშვილის განცხადებით, მამა გუშინ, დაახლოებით 16:00 საათზე გავიდა სახლიდან მდინარე რიონზე, დასაბანად. დღეს დილიდან უკვე მიმდინარეობს მდ. რიონზე საძიებო ღონისძიებები. ადგილზეა სამტრედიის და ქუთაისის როგორც ქვეითი, ასევე სამაშველო ჯგუფები საფრენი აპარატი დრონით და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მყვინთავთა ჯგუფი, წყალზე საძიებო სკანერი "ექოლოტით" აღჭურვილი გასაბერი და მოტორიანი ნავებით. ადგილზე იმყოფება მუნიციპალიტეტის მერი ვალერი ... ...
  • შაქარაშვილის საქმე- დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის შემდგომ უკვე არსებულ კლასიფიკაციას  დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი მცხეთაში, დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზე წავიდა, შემდეგ კი გაუჩინარდა. მაშველებმა მის ცხედარს რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ მდინარეში მიაგნეს. "ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს“, - ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • რა სახელდება ექსპერტიზის დასკვნით შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზად"მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგების შესახებ და, აქედან გამომდინარე, მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილების თაობაზე. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე აღინიშნება სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით მიყენებული, სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შუბლის/თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩის მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, აღნიშნული დაზიანებები, იზოლირებულად აღებული, ატარებენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქი ხარისხის ნიშნებს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გრძელდება ინტენსიური გამოძიება. მიღებული ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად ჩასატარებელია მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, შესაბამისი საექსპერტო კვლევით დასადგენია დასკვნაში აღნიშნულ დაზიანებათა წარმოშობის მექანიზმები და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები. ამავდროულად, მისაღებია ბიოლოგიური, ქიმიური, ტრასოლოგიური, საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სხვა პირთა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვები და უკვე მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი. მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, პროკურატურის მიერ მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება დეტალური ინფორმაცია. საქართველოს პროკურატურა აღნიშნულ საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მომავალშიც მიაწვდის საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, რის შესახებაც წინასწარ აუცილებლად გაიმართება კონსულტაცია გიორგი შაქარაშვილის ოჯახთან. საქმის სირთულის და სენსიტიურობის გათვალისწინებით, პროკურატურა სთხოვს ყველას თავი შეიკავონ გადაუმოუწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიეცეს შესაძლებლობა სრულყოფილი გამოძიების ჩასატარებლად და შესაბამისად, პროკურატურას სამართლებრივი გადაწყვეტილებების მისაღებად, რათა აღნიშნულ საქმეზე დადგინდეს ჭეშმარიტება და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სრული სიმკაცრით აგონ პასუხი კანონის წინაშე. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს პროკურატურა ასაჯაროებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე ფოტოვიზუალური ნაწილის გარეშე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში, რომელიც შაქარაშვილის გარდაცვალებასთან ჩატარებული ექსპერტიზის შედეგების გასაჯაროების შესახებ ... ...
  • ყველასთვის ხელმისაწვდომი და უფასო ენერგოწყარო, რომელსაც არ ვიყენებთმზის ენერგიის გამოყენების სარგებლიანობისა და საქართველოში მისი მაღალი პოტენციალის შესახებ ბევრი იწერება, ბევრი გადაცემაც მომზადდა და სამოდელო პროექტებიც გახორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მიუხედავად ამისა, მზეს ცხელი წყლის ან/და ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახი იყენებს ქვეყანაში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ენერგომოხმარების მხოლოდ 0.5% შეადგინა მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიების ჯამურმა წილმა. მოდით, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ღირს თუ არა დახმარების გარეშე და საკუთარი სახსრებით დავიწყოთ მზის ენერგიის გამოყენება. რამდენად მზიანია საქართველო საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. შედარებისთვის: მზიანი დღეების რაოდენობა საქართველოში 250-280-ია, ევროპის ქვეყნებში კი 200-მდე. საქართველოში, წლის განმავლობაში მზე ანათებს 2000-დან 2200 საათის განმავლობაში. იგივე მონაცემი გერმანიისთვის 1800-1900 საათია. ბევრად მაღალია მზის გამოსხივება ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი საქართველოში საშუალოდ 1550 კვტ/საათია, ხოლო გერმანიაში _ 1000 კვტ/სთ-მდეა. უფრო კონკრეტულად: ჩვენს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე მერყეობს 1250-1800 კვტ/სთ დიაპაზონში, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე უტოლდება 4.2 კვტ/სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის სამყოფ ენერგიას (ელექტროენერგია და ბუნებრივი ან თხევადი გაზი) მზე აფრქვევს დედამიწის 1.5-2 კვ.მ. ფართობზე. მზის ენერგიის გამოყენება შეარბილებდა ისეთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და გლობალურ პრობლემებს როგორიცაა: ენერგოსიღარიბე, ენერგოდამოუკიდებლობა, ადგილობრივი მიკროკლიმატის და გლობალური კლიმატის ცვლილება. ენერგოსიღარიბე: საქართველო ენერგეტიკულად ღარიბი ქვეყანაა. ჩვენს მიერ მოხმარებული ყველა სახის ენერგიის 65-67% იმპორტირებულია და ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ყოველწლიურად ვიხდით ასეულობით მილიონ ლარს. თუ გავითვალისწინებთ ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე ფასების მკვეთრად გაზრდის პერსპექტივას, ადვილი წარმოსადგენია როგორ გაიზრდება ეს თანხები უახლოეს პერიოდში და ყოველწლიურად. ენერგოდამოუკიდებლობა: დღეს იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და თუ გნებავთ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას უდიდეს საფრთხეს უქმნის. ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად სახელმწიფო ერთადერთ გზად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სახავს და მის აგრესიულ ლობირებას ეწევა. ამავე დროს დუმილს ამჯობინებს იმ ფაქტზე, რომ ჰესების მშენებლობას დადებით მხარეებთან შედარებით პროპორციულად დიდი უარყოფითი მხარეებიც აქვს ბუნებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციისა და რისკის ქვეშ დაყენების სახით. ჰესების ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა იქნებოდა გარანტია ნამდვილი ენერგოდამოუკიდებლობისა კონკრეტული ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე, გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე. წყლის ენერგიისგან განსხვავებით, მზის ენერგიის გამოყენება ფაქტობრივად ყველა მსურველს შეუძლია. ყველას, ვისაც საკმარისი ფართობი აქვს სახურავზე ან ეზოში, სადაც მზე ანათებს, შეუძლია მზისგან (ფინანსური) სარგებელი მიიღოს და ამავდროულად გარემოს დაცვას შეუწყოს ხელი. ამ გზით შესაძლებელია თითოეულმა ოჯახმა შექმნას სუფთა ენერგია, გამოიყენოს ან/და გაყიდოს იგი. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესება ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე. როგორ შემიძლია გავხდე უფრო ენერგოდამოუკიდებელი მზის ენერგიის გამოყენებით? მზის ენერგიას ყველაზე ხშირად ცხელი წყლის მისაღებად და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ. ასევე ეფექტურია მზის ენერგიის გამოყენება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები. წინამდებარე სტატიაში გვინდა ყურადღება დავუთმოთ მზის ენერგიით ცხელი წყლის მიღებას და შესაბამის მოწყობილობას, რომელიც მზის კოლექტორების სახელითაა ცნობილი. მზის წყალგამაცხელებლებში, ანუ მზის კოლექტორებში მზის სითბური გამოსხივება აცხელებს წყალს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია შხაპისთვის, სამზარეულოში და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით. მზის წყალგამაცხელებლების ფასი განსხვავდება ხარისხის მიხედვით. ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ხარისხის იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას შორის. თუმცა, კვალიფიციურ მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას მხოლოდ ცალკეული კომპანიები სთავაზობენ. აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი წარმოების მზის კოლექტორები, რომლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და საგარანტიო სერვისით გამოირჩევა. ამ სახის მზის კოლექტორების აგება და შეკეთება შედარებით მარტივია, მიეკუთვნება რა ე.წ. "low tech" ტიპს.  სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს ტრენინგებს კოლექტორების ამ ტიპის აგების შესასწავლად. არსებობს სახელმძღვანელოებიც, რომელთა გამოყენებით მინიმალური დანახარჯებით ტექნიკური უნარ-ჩვევების (მაგ. შედუღება) მქონე პირები დამოუკიდებლად შეძლებენ მის აგებას.  მზის ამ ტიპის კოლექტორი არის კარგად იზოლირებული, მინით დაფარული შავი ფილა, რომელშიც განთავსებულია წყლის მილები. კოლექტორი შთანთქავს მზის გამოსხივებას, გარდაქმნის მას თბურ ენერგიად და ათბობს წყალს, რომელიც გროვდება თბოიზოლირებულ ავზში. ზაფხულის თვეებში კოლექტორები წყალს 70-80 გრადუს ცელსიუსამდე ათბობენ, ზამთრობით _ 35-50 გრადუსამდე. კვლევების თანახმად, ცხელი წყლის მისაღებად გაწეული ხარჯი  3-5-სულიანი ოჯახების ენერგობიუჯეტში საშუალოდ 11%-ს შეადგენს. მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 75-85%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე. შესაბამისად, წყლის გაცხელების დანახარჯებიც იგივე თანაფარდობით მცირდება. 24-36 თვეში შესაძლებელი ხდება შესაბამისი დანადგარის საფასურის ანაზღაურება და მომდევნო წლებში (სულ ცოტა 8-10 წელი) უკვე უფასოდ, სრულიად მზის ხარჯზე გააცხელებთ წყალს. მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება შესაძლებელია არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით ცხელ წყალს მოიხმარენ, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია _ მცირდება გამონაბოლქვი აირები. მზის წყალგამაცხელებლების გავრცელების ხელშესაწყობად საქართველოში ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები  მუშაობენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", რომელიც ამჟამად ფონდ "ურბისის" ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიების და გარემოს დამზოგველი ენერგოტექნოლოგიების პოპულარიზების მორიგ პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიებით დაინტერესებული ადამიანების ე.წ. "მზის ელჩებად" გადამზადება ხდება, რომლებიც სამომავლოდ მზის ენერგიის გამოყენების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ. მოეწყობა სადემონსტრაციო ობიექტები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ პირადად გაეცნონ მზის წყალგამაცხელებლების მუშაობის პრინციპს და დარწმუნდნენ მის ეფექტიანობაში.   მზის ტექნოლოგიების დანერგვითა და გავრცელებით შესაძლებელი გახდება ხე-ტყის საწვავად გამოყენების, ტყის გაჩეხვისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება, ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში წვლილის შეტანა. სტატია მომზადებულია პროექტის "განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობა  ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მზის ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებით" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე რეგიონები", ფონდ "ურბისის" ფინანსური ... ...
  • „ახლა კარგად ვარ“ : გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი ავარიის შემდეგ გვპასუხობსოზურგეთში, ავტოსაგზაო ავარიის შედეგად, გურიის სამაშველო სამსახურის უფროსი, პაატა ლომთაძე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით,   სამაშველო სამსახურის ავტომანქანა და ცემენტმზიდი ერთმანეთს შეეჯახა, რაც ცემენტმზიდის მიზეზით  მოხდა.  პაატა ლომთაძე, რომელსაც ფეხის არეში ჰქონდა დაზიანება,   საავადმყოფოში გადაიყვანეს. _ახლა კარგად ვარ, ყველაფერი კარგადაა, ცოტა ხნის შემდეგ გესაუბრებით,  _ თქვა „გურია ნიუსთან“ გურიის სამაშველო სამსახურის უფროსმა, პაატა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...