ნიკიტა მარშუნოკი: "რას გადაეკიდეთ პატარა ანაკლიას, რომელსაც არაჩვეულებრივი მომავალი აქვს"

მთავარი თემა

ნიკიტა მარშუნოკი: "რას გადაეკიდეთ პატარა ანაკლიას, რომელსაც არაჩვეულებრივი მომავალი აქვს"

2014 აგვ 12 13:37:22

ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალი, ქვეყანაში დაპირისპირების საგანი გახდა.

საზოგადოების ნაწილი, "კაზანტიპს" გარყვნილებისა და ამორალური საქციელის ბუდედ მიიჩნევს. იგივე აზრზე არიან სასულიერო პირებიც, რომლებიც სოფელ ანაკლიაში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავენ.

თუმცა, საზოგადების ნაწილს მიაჩნია, რომ ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული განვითარებისთვის, "კაზანტიპი" საქართველოში აუცილებლად უნდა ჩატარდეს. ამ ყველაფრის ფონზე კი ხელისუფლება დუმს.

ფაქტი კი ერთია, ინვესტორი ქვეყანაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვერ ჩამოვიდოდა და პროექტის განხორციელებას არ დაიწყებდა. თავად იმიტირებული ქვეყანა "კაზანტიპის" დამაარსებელი და  "პატარა პრეზიდენტი" ნიკიტა I (მარშუნოკი) ამბობს, რომ ზეიმზე, რომელიც ანაკლიაში 10 დღე ჩატარდება, არანაირი გარყვნილება არ იქნება.

პროტესტანტებს სთხოვს, დაელოდონ 1 სექტემბერს და ამის შემდეგ განსაჯონ, შეაფასონ, როგორი ზეიმი ჩატარდა. იგი მთავრობასაც აკრიტიკებს.

ნიკიტა I ხელისუფლებას  აღებული ვალდებულებები შესრულებას სთხოვს. მისი თქმით, იმისთვის, რომ ქვეყანაში  ინვესტიცია შემოვიდეს, საჭიროა მთავრობამ ინვესტორს ხელი შეუწყოს.

 "იმისთვის, რომ აქ ინვესტიცია შემოვიდეს, საჭიროა საინვესტიციო კლიმატი. ამისთვის კი საჭიროა ხელისუფლებამ აღებული ვალდებულება შეასრულოს. ზოგჯერ, ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვიერად ხდება.  ჩვენ შეგვიძლია  ეს ადგილი გავაცოცხლოთ. ამაში ეჭვიც არ გვეპარება.

რადგან ანაკლიაში არის ის საწყისი ბაზისი, რომელიც მსხვილი საკურორტო ზონის განვითარებისთვის არის საჭირო.  ეს ჩვენთან ერთად მოხდება, თუ ჩვენს გარეშე, არ ვიცი. მაგრამ, დამეთანხმეთ, ჩვენ სწრაფად განვავითარებთ.

საკმაოდ სერიოზული ადამიანები გვესაუბრებიან ამ ადგილის აღმშენებლობაზე. თუმცა, ყველა აკვირდება აქ მიმდინარე მოვლენებს. ვიცი რომ არიან ადამინები, რომლებიც "კაზანტიპის" ჩატარებას აპროტესტებენ, თუმცა, ვერ გავიგე რატომ? დაფიქრდნენ იმაზე რომ, ისინი  სამეგრელოს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებას აპროტესტებენ. 

ადამიანებს მისცენ იმის უფლება, საკუთარი შემოსავალი ჰქონდეთ და ნორმალურად იცხოვრონ.  ჩვენ შეგვიძლია ეს ყველაფერი მივცეთ. ეს არ დაგავიწყდეთ."

_ ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა...

_ როგორც ჩანს. მე მაოცებს იმ ადამიანების პოზიცია, რომლებიც საპროტესტო აქციებს მართავენ. რა თქმა უნდა, თქვენც იცით ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, რამ უბიძგა ამ ადამიანებს, ნამდვილად მორალისთვის ბრძოლამ თუ რამე სხვა მიზეზი არსებობს? მოდით, ვთქვათ, თქვენ ხომ ჟურნალისტები ხართ, ხომ იცით ყველაფერი? მოდით ეკლესიაზე არ ვისაუბროთ, ადამიანებს, რომლებიც ამ ზეიმს აპროტესტებენ, ეკლესიასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.  ზუსტად ვიცი, ისინი არ საუბრობენ ღმერთთან.

ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ, ზეიმი ჯერ არ ჩატარებულა, ამ ადამიანებმა კი  პროექტს  დიაგნოზი ადრე დაუსვეს.  კონკრეტულად რაში მადანაშაულებენ? რატომ მიშლიან გავაკეთო ის რისი გაკეთებაც  კარგად ვიცი?

გთხოვთ, მოიკრიბეთ მოთმინება და ამ თემაზე  1 სექტემბერს ვისაუბროთ. მე, კანონს თუ დავარღვევ, ციხეში დავჯდები.

თუ არ მოხდება რაზეც პროტესტანტები საუბრობენ, მაშინ?! სისულელეა ის, რაზეც ისინი საუბრობენ.

მოდით, საქმეს მიხედეთ. რეკომენდაციას მოგცემთ, მიხედეთ ბორდელებს რომელიც უკვე  29-მდეა.  ინტერნეტს, კაზინოს. სამუშაო გაქვთ, რას გადაეკიდეთ პატარა ანაკლიას, რომელსაც არაჩვეულებრივი მომავალი აქვს. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი პოზიციების დაცვა.

არ შეიძლება დაიჯერო ყველაფერი, რაც ინტერნეტში წერია. მით უმეტეს, როდესაც სერიოზული ადამიანები, არასერიოზულ განცხადებებს აკეთებენ, ეს მათ არ უხდებათ. იმისთვის, რომ გაკეთდეს ღრმა ანალიზი რა არის კაზანტიპი,  სანამ ქუჩაში გამოხვიდოდით, ურიგო არ იქნებოდა მე გამსაუბრებოდით და ჩემთვის დაგესვათ კითხვები.

_ თქვენ საუბრის დასაწყისში თქვით: "ხელისუფლებაში საუბრობენ, მაგრამ საქმის კეთება არ იციან" რას გულისხმობდით?

_ აქ ცალკეულ ადამიანებზე ვსაუბრობ, რადგან გადაწყვეტილებას  ცალკეული ადამიანები ღებულობენ.

_ შეგიძლიათ დააკონკრეტოთ ვინ არიან ის ცალკეული ადამიანები?

_ რა თქმა უნდა, მაგალითად ეკონომიკის მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. მისმა   განცხადებამ გამაკვირვა.  ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ ღმერთი დასჯის. უცნაურია.

_ ხომ შეიძლება ეკონომიკის მინისტრი მორწმუნე იყოს და ღმერთის სწამდეს...

_ კი ბატონო. მოდი ასე ვთქვათ, მე რა დავაშავე? თუ რამე დანაშაული ჩავიდინე, პირველ რიგში ღმერთი მე დამსჯის.   მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან,  22 წელია პროექტი არსებობს, ანუ გამოდის, ჩვენ  ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც ღმერთს ნებავს. მოდით, წინასწარ დასკვნებს ნუ გავაკეთებთ. აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან რელიგია, მორალი და ეკონომიკა. ამიტომ ერთმანეთში  და  ნუ აურევთ.

_  კვირიკაშვილის გარდა, სხვა რომელ მინისტრთან გქონდათ შეხვედრა და დაგრთეს თუ არა ნება, ამ ადგილზე ჩაგეტარებინათ ეს ღონისძიება?

_ ანუ, თქვენ გულისხმობთ მომცეს თუ არა "კურთხევა"? თითქმის ყველა მინისტრთან მქონდა პირადი შეხვედრები. ჩემთვის არავის არაფერი დაუშლია. ამ ქვეყანაში იმიტომ ჩამოვედი, მითხრეს, რომ საინვესტიციო კლიმატის მიხედვით, მე-7 ადგილს იკავებსო და უფლებებიც დაცულიაო.

მე ეს დავიჯერე და დღემდე მეჯერა. მგონი იმ გაუგებრობას, რომელიც ჩვენთან მიმართებაში ხდება, ძალიან მალე გავფანტავთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენს მიმართ განწყობა შეგეცვლებათ. ვაწყობთ ყველაზე მაგარ ზეიმს. დაელოდეთ 1 სექტემბერს. ეს თუ არ მოეწონება საქართველოს, თქვენ გგონიათ ძალით გაგართობთ?! ჩვენ აქ ჩამოვედით იმისთვის, რომ ზეიმი მოვაწყოთ და არა იმისთვის, რომ ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. ჩვენ შეგვიძლია ზეიმი შევქმნათ. მორჩა!

_ რატომ შეარჩიეთ "კაზანტიპის"  ჩასატარებლად  სოფელი ანაკლია, ადრე იცოდით ამ ადგილის შესახებ?

_ ვფიქრობ, საჭირო არ არის, რაღაც დეტალებს ყურადღება მივაქციოთ. როგორც ვიცი ეს ადგილი 2 წელია აშენებულია,  არავის ჭირდებოდა და ყურადღებას არ აქცევდნენ, იქნებ ჩვენ გველოდებოდა? მოდი ეს შევამოწმოთ და მორჩა."

სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ განმუხურში იმიტირებული ქვეყანა "კაზანტიპი"-ს მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. თუმცა, სოფელ ანაკლიასა და განმუხურს შორის მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც იქვე განთავსებულ სასტუმროებს ეკუთვნით, იმის ნიშანწყალს ვერ შეატყობთ,  რომ იქ 30 000 ტურისტის დასახვედრად ემზადებიან. მიმდებარე ტერიტორიაზე სარეველა ბალახი ხედ არის ქცეული. ირგვლივ კი ძროხები დადიან.

ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს, რომლებმაც თავად დართეს ნება კაზანტიპის ორგანიზატორებს ინვესტიცია განეხორციელებინა სოფელ განმუხურში, ერთხელაც არ უნახავთ, რა ხდება სამეგრელო-აფხაზეთის საზღვართან და რა ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ატარებს ინვესტორი.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს, საქართველო, კერძოდ კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი ანაკლია, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან სულ რამდენიმე კილომეტრით არის მოშორებული, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქიდან 30 000 -მდე სტუმარს ელოდება.

"კაზანტიპი" _ იმიტირებული ქვეყანაა. "კაზანტიპის ერი" 22 წლის წინ დაარსდა, რომლის "პატარა პრეზიდენტი" ნიკიტა I (მარშუნოკი) ყოველწლიური საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორია.

როგორც "გურია ნიუსთან" "კაზანტიპის: ფესტივალის ორგანიზატორებმა განაცხადეს,

"კაზანტიპის" ფესტივალიდანსაქართველო 60 მილიონილარისშემოსავალსმიიღებს"




 ახალი ამბები
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით მონაცემთა ყოველწლიური ფესტივალი-DataFest Tbilisi გაიმართება (R)საქართველოს ბანკის, BOG Fintech -ის მხარდაჭერით კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური ფესტივალი- DataFest Tbilisi 2019 გაიმართება. DataFest Tbilisi აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში წამყვანი ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალია. ის თბილისში წელს მესამედ ჩატარდება. DataFest Tbilisi არის ადგილი, სადაც მონაცემთა მეცნიერები, ჟურნალისტები, მარკეტერები, ბიზნესმენები, დეველოპერები და დიზაინერები სამი დღის განმავლობაში ერთად იკრიბებიან, რათა მოუსმინონ შთამაგონებელ გამოსვლებსა და ვორქშოფებს, გაიცნონ საინტერესო ადამიანები. წლევანდელი ფესტივალი 12 ძირითად თემას მოიცავს. მათ შორისაა: ამბის თხრობა მონაცემებით; მონაცემთა ვიზუალიზაცია; მონაცემთა მეცნიერება და ხელოვნური ინტელექტი; მონაცემები და ფინანსური ტექნოლოგიები (FinTech); მონაცემები ბიზნესისა და მარკეტინგისთვის; მონაცემები და კიბერუსაფრთხოება; მონაცემთა სტარტაპები; მონაცემები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის (SDGs) და ა.შ. სამდღიანი ფესტივალის ფარგლებში თბილისს ესტუმრებიან სპიკერები ისეთი გლობალური კომპანიებიდან, როგორებიცაა: Booking.com, Washington Post, Mercedes-Benz, Google News Lab და ა.შ. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ბანკის მოწვევით, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ სპიკერები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა ქართულ თუ საერთაშორისო ბანკებსა და ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიებს, მათ შორის: Strands, Santander UK და VISA. ღონისძიებას ტექნიკური თუ არატექნიკური კომპეტენციის მქონე 1000-მდე მონაწილე დაესწრება. „მოხარულები ვართ რომ საქართველოს ბანკის BOG Fintech მიმართულება ხელს უწყობს ასეთი მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზებას, საინტერესო სემინარების ჩატარებასა და უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების გაზიარებას. DataFest Tbilisi უნიკალურია იმით, რომ იძლევა მრავალფეროვანი გამოცდილების მიღების შესაძლებლობას კომუნიკაციის, ხელოვნული ინტელექტის, მონაცემთა გაცვლისა თუ ტექნოლოგიების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მიზანია რეგიონის ფინტექ მიმართულების განვითარების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით ახალი შესაძლებლობების შექმნა. აღნიშნული ღონისძიების მხარდაჭერაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვახტანგ ბობოხიძემ. კონფერენციის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?