მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა

მთავარი თემა

მიხეილ სააკაშვილს ბრალი დაუმძიმდა

13 აგვ. 2014, 16:09:45

ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალის დამძიმებასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"დღეს, საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, გამოტანილი იქნა დადგენილებები საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

საქმე ეხება სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს. გამოძიებით დადგენილია შემდეგი:  

2009 წლის თებერვალში, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოში მოწვეული იქნა მასაჟისტი დოროთი შტეინი, ე.წ. "დოქტორ დოტი", რომელმაც მიხეილ სააკაშვილს გაუწია შესაბამისი მომსახურება. ამის შემდეგ, დოქტორ დოტის მიერ საქართველოში სტუმრობის ამსახველი ვიდეო მასალა განთავსებულ იქნა ინტერნეტ სივრცეში, რის შემდეგაც მისი საქართველოში ვიზიტის და პრეზიდენტისთვის გაწეული მომსახურების შესახებ ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ მასაჟისტი დოროთი შტეინის საქართველოში შემოყვანისას და ქვეყნის დატოვებისას მისი მხრიდან საქართველოს საზღვრის კვეთის ფაქტი არ დაფიქსირებულა.

სამომავლოდ პრეზიდენტის ხარჯების შესახებ მსგავსი ინფორმაციის საზოგადოებაში გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 2009 წლის აპრილში, მიხეილ სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება, მისი პირადი მიზნებისათვის საჭირო თანხების გასაიდუმლოებული ფორმით ხარჯვის თაობაზე.

მაშინ როდესაც მანამდე პრეზიდენტის ხარჯები იყო საჯარო და იგი ფინანსდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ "სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს" სახსრებით. აღნიშნულიდან გამომდინარე მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტიდან საჭირო თანხების მობილიზებას მოახდენდა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, საიდანაც საიდუმლო რეჟიმში განხორციელდებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისათვის განკუთვნილი ხარჯების დაფინანსება.  

დანაშაულებრივი გეგმის განხორციელება დაევალა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს თეიმურაზ ჯანაშიას.

თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო  საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისათვის ბიუჯეტის კუთვნილი თანხების ხარჯვა შეინიღბა როგორც ფარული ხარჯები. ამ მიზნით საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "საიდუმლო’’ განკარგულებებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისათვის გამოყოფილ იქნა ჯამში 5 952 500 ლარი.

ასევე, მიხეილ სააკაშვილის გრიფით "საიდუმლო’’ განკარგულებებით სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს უკანონოდ დაევალა საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრების, ასევე მათი სტუმრების, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მგზავრობისა და ცხოვრების, კოსმეტიკური პროცედურების, კვების, სწავლის, საჩუქრებისა და სუვენირების შეძენის, საყოფაცხოვრებო და სხვა ხარჯების  დაფინანსება.

2009-2013 წლებში, მიხეილ სააკაშვილის დავალებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ, საიდუმლო ფორმით ხდებოდა პრეზიდენტის ისეთი სახის ხარჯების ანაზღაურება, რომელთა დაფინანსებაც კანონიერად ვერ მოხერხდებოდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ. თანხების ჩამოწერას გრიფით "საიდუმლო" პატაკებით ახორციელებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ეკონომიკური დეპარტამენტი. ხსენებულ პატაკებს  გრიფი "საიდუმლო" ენიჭებოდა "სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ცნობათა ნუსხის" მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არცერთი ზემოაღნიშნული პატაკი და მასზე თანდართული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ შეიცავდა სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებულ ინფორმაციას.

მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას  შორის უკვე არსებული შეთანხმებისა და პრეზიდენტის მიერ გაცემული დავალების შესაბამისად, 2009 წლის სექტემბრიდან 2013 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ მისთვის და სხვადასხვა ფიზიკური პირებისათვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გაწეული მომსახურებისთვის, საიდუმლო ფორმით, გაიფლანგა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი. კერძოდ: სასტუმროს მომსახურებისათვის გახარჯულია  სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 2 074 611 ლარი, სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 916 017 ლარი,  საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიხეილ სააკაშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და სხვა პირების კვებით მომსახურებაზე -   1 403 966 ლარი, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტით მომსახურეობაზე - 2 280 196 ლარი, კოსმეტიკური პროცედურებისთვის - 673 260 ლარი, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის - 273 971 ლარი, ტანსაცმლის შესაძენად - 115 171.14 ლარი, საჩუქრებისა და სუვენირების შესაძენად - 237 354 ლარი, სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად - 576 508 ლარი.

თვალსაჩინოებისათვის გვსურს წარმოგიდგინოთ მიხეილ სააკაშვილის მიერ გაწეული ხარჯების ნაწილი უფრო დეტალურად:

მიხეილ სააკაშვილისათვის დაქირავებული ესპანელი მზარეულის სერქიო ქალდერონ ლატასას შრომის ანაზღაურებისათვის, საცხოვრებელი ფართის დაქირავებისათვის, მზარეულის თარჯიმნის შრომის ანაზღაურებისათვის და მზარეულის ესპანეთში მგზავრობისათვის  გახარჯულია - 191 643 ლარი; მიხეილ სააკაშვილის სტილისტის ალი კამალის სასტუმროს მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში გადახდილია 75 181 ლარი;

გიორგი უგულავას სასტუმროს მომსახურებასა და სამკურნალო-გასახდომი პროცედურებისათვის ავსტრიის ქალაქ ინსბრუკის  გამაჯანსაღებელ ცენტრში გადახდილია 26 388 ლარი, კობა ნაყოფიას, გოგა ხაჩიძის, ნუგზარ წიკლაურის, გიორგი გაბაშვილის, სერგო რატიანის, პეტრე ცისკარიშვილის, ლევან ვარშალომიძის, გიორგი არველაძის საზღვარგარეთ სასტუმროების მომსახურებაში  გადახდილია 88 919 ლარი; მარიამ საჯაიას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და ქ. ბათუმში სასტუმრო მომსახურებაში გადახდილია 6 342 ლარი; ალანა გაგლოევას არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში სასტუმრო მომსახურებაში  გადახდილია 6 401 ლარი;

კრისტინა და ნატალია ვუსოვების სასტუმრო მომსახურებასა და სამგზავრო ბილეთებში  გადახდილია 15 873 ლარი;  ვერა ქობალიას მშობლების, ასევე მისი დის ნინა ქობალიას სამგზავრო ბილეთების შესაძენად - 38 247 ლარი;  მიხეილ სააკაშვილისათვის ავიალაინერის დაქირავებისათვის გადახდილია 503 383 ლარი; მიხეილ სააკაშვილისა და გიორგი უგულავასათვის ავსტრიაში "პორშეს", "მერსედესისა" და "აუდის" მარკების ავტომანქანების დაქირავებისათვის გადახდილი იქნა 58 876 ლარი; იტალიაში, ქ. ვერონაში მიხეილ სააკაშვილის ვიზიტისას ლიმუზინისა და მინივენის დაქირავებისათვის გადახდილია 45 214 ლარი;

პერუში ვერტმფრენის დაქირავებისათვის გადახდილია 33 204 ლარი; საზღვარგარეთის ქვეყნებში მიხეილ სააკაშვილისათვის ველოსიპედების დაქირავებისათვის გადახდილია 35 350 ლარი; იტალიაში, ქალაქ პიზაში იახტის დაქირავებისათვის გადახდილია 25 237 ლარი; მიხეილ სააკაშვილისათვის დიდ ბრიტანეთში 7 პიჯაკისა და ერთი ქაშმირის სპორტული პალტოს შესაძენად გადახდილია 49 499 ლარი და ხელით ნაკეთი 2 კოსტუმის შესაძენად - 7 994,84 ლარი; აშშ-ში, ინგლისსა და საქართველოში ათი ერთეული მაჯის საათის შესაძენად გადახდილია ჯამში 53 283 ლარი; ქ. ლონდონში მკერდითმხატვრის მერედიტ ოსტრომის მიერ შესრულებული ნახატის შესაძენად გადახდილია 15 989 ლარი;

ასევე, ტაილანდის კურორტ ფხუკეთში, მიხეილ სააკაშვილის, დავით ბაქარაძის, ლევან ვარშალომიძის სასტუმროს, ავტომობილის მომსახურების, კვების და ავიაბილეთების ხარჯებმა ორ დღეში შეადგინა 127 858 ლარი და სხვა.

ასევე ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ აღნიშნული საიდუმლო ხარჯების ხარჯვის პარალელურად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და  სსიპ საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს  ბიუჯეტებიდან პრეზიდენტის წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის 2009 წელს დაიხარჯა 6 213 015 ლარი, 2010 წელს - 3 340 728 ლარი, 2011 წელს - 4 654 100 ლარი და 2012 წელს - 5 809 808 ლარი, სულ 20 007 651 ლარი, რომელთა ხარჯვის კანონიერების საკითხსაც გამოძიება დამატებით შეისწავლის.

ამრიგად, მიხეილ სააკაშვილის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით გაფლანგულ იქნა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 8 837 461 ლარი.

მიხეილ სააკაშვილის და თეიმურაზ ჯანაშიას მიმართ გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით".




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობსსაქართველოს ბანკი კვლავ განაგრძობს ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას. ბანკის ფინანსური ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდი „თილისმა“ წარმოებას აფართოვებს. კომპანიამ საქმიანობა 2018 წელს დაიწყო და დღეს ბრენდის ნაკეთობების რეალიზაცია უკვე www.amazon.com-ზე ხორციელდება. წარმოებული პროდუქტის გამრავალფეროვნების მიზნით განხორციელებულმა ინვესტიციამ 58,000 დოლარი შეადგინა. წარმოების პროცესში 13 ადამიანია ჩართული. ბრენდი 5 სხვადასხვა სახეობის პროდუქციას აწარმოებს. ესაა ხელნაკეთი წიგნის დამჭერები. „თილისმა“ ამაზონის გარდა პროდუქციის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციასაც გეგმავს. „საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას განაგრძობს. მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით ხის ნაკეთობების ბრენდ „თილისმა“ -ს მიეცა შესაძლებლობა, კიდევ უფრო გააფართოვოს წარმოება სხვადასხვა სახეობის ხის ნაკეთობების რეალიზაციით. საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს ბიზნესების წახალისებას, რათა კიდევ უფრო განვითარდნენ ისინი და შეიტანონ საკუთარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკურ გაძლიერებაში.“ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა. ... ...
  • ჭრილობასთან უსათუთესი, თოფთან_ მეომარი _ საქართველოში პირველი ბაზიერი ქალბატონი იუბილარიაოზურგეთელი   ქალბატონი, კლარა  თავართქილაძე სულ მალე 80 წლის ხდება, 57 წელი კი მარტო სამედიცინო სფეროში მუშაობის სტაჟი აქვს. ოზურგეთის  სამედიცინო სასწავლებლის  დამთავრების  შემდეგ, გასული საუკუნის 50-იან წლებში, მუშაობა ოზურგეთის (მაშინდელი მახარაძის) რაიცენტრალურ საავადმყოფოში დაიწყო, ქირურგიულ განყოფილებაში,   შემდეგ  კი ბავშვთა ქირურგიული საავადმყოფოს საოპერაციო ბლოკში გადაინაცვლა და ასე გალია ,თითქმის , 60 წელი მედდად მუშაობაში. როგორც გვიამბობს, მუშაობდა რესპუბლიკაში ცნობილი  ექიმების გვერდით და არცერთი სიკვდილის ფაქტი    საოპერაციო მაგიდაზე  არ მომხდარა. _ ექვსი და-ძმა ვიყავით. მამა ომში დაიღუპა. ერთმანეთი გაზარდეს ჩემმა და-ძმებმა. მე , როგორც ნაბოლარას, დედაც და და-ძმებიც მანებივრებდნენ. ყველაზე დიდი  გატაცება  ჩემი ბაზიერობა იყო, რასაც  13 წლის ასაკიდან ისეთი ლტოლვით ავეკიდე, რომ დღესაც ჟრუანტელი მივლის. დამჭერ მტაცებელ ფრინველზე ნადირობა, გურიაში,  ნებისმიერ   პოპულარულ სპორტზე მეტი ჟინით გამოირჩეობდა.   ჩვენ უამრავი ახალგაზრდა დავიხსენით   ხეტიალისგან თუ ნარკოტიკისგან,  ბაზიერობის დაინტერესებით, _ გვიამბობს ქალბატონი და პირველ ნაბიჯებს იხსენებს, როგორ გაჰყვა 13 წლის ასაკში ძმებს დამჭერ მტაცებელი ფრინველზე სანადიროდ. .. შემდეგ გახდა მაშინდელი მახარაძის მონადირეთა საზოგადოების სექციის წევრი და როგორც ქალი ბაზიერი,   მთელი რესპუბლიკის მასშტაბით, ყურადღების ცენტრში მოექცა. _მე მედდად ვმუშაობდი,   თან ამ უდიდესი საქმის, ბაზიერობის ტრფიალი ვიყავი. როგორც ცნობილია,   ჩვენს ქვეყანაში ცხოვრების   ადათ-წესებთან შესისხლხორცებული იყო ბაზით ნადირობა. თუმცა ქალ ბაზიერს ნაკლებად ნახავდით, _ გვიამბობს კლარა თავართქილაძე და იხსენებს მაკვანეთის ტერიტორიაზე გორმაღალას ფერდობს, სადაც უმეტესად   ხდებოდა მიმინოს  დაჭერა. _ ეეე,  „ნაპერტყულებს“ ვიჭერდით  ჩვენ, ჩოხატაურელებს  და ლანჩხუთელებს რომ გამოექცეოდათ. ისინი აქეთ ნაკლებად გამოუშვებდნენ კარგ მიმინოს და  თუ გამოექცეოდათ, ჩვენც მუდამ იმის ცდაში ვიყავით, როგორმე საუკეთესო მიმინოს დაჭერა მოგვეხერხებინა. მაინც მოხდა ისე, რომ მე მყავდა თეთრზე თეთრი, დედოფალი მიმინო, რითაც 1972 წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, 100 ქულა მისცეს მსაჯებმა. მიმინოს   დასაჭერად   ძირითადად  ღაჟოს ვიყენებდით. მას ჯერ გალიაში ვათავსებდით,    თვალებზე ტყავს ვაწებებდით, რომ ცაში გაშვების დროს,   მიმინო ვერ დაენახა.  როცა  გორმაღალას სეზონს ვიწყებდით, აგვისტოს ბოლოს, აი, მაშინ, როცა გადაფრენისთვის ემზადებიან    ფრინველები, მონადირეები და მათთან ერთად  მეც ,  დილაადრიან მივდიოდით.   ვამაგრებდით მუქი ფერის ძაფისგან მოქსოვილ ბადეს, რომლის შუაგულში ღაჟოს   ვათავსებდით.  აი, როცა მიმინო გამოჩნდებოდა და შურდულივით   დაეშვებოდა ღაჟოს მიმართულებით, მონადირის მარიფათზე  და სისწრაფეზე  იყო დამოკიდებული, რა სწრაფად  დაიჭერდა ღაჟოზე დამცხრალ მიმინოს. შემდეგ , სახლში   წამოყვანილი მიმინოს  მოთვინიერების უმთავრესი პროცედურა  იწყებოდა თვალების ამოკემსვით, _ ამბის  თხრობას ისე განაგრძობს ქალბატონი კლარა, კარგ ორატორს შეშურდება.    ალბათ, ბაზიერთა სკოლა რომ არსებობდეს, უკეთეს ლექტორს  ვერც ინატრებდა კაცი. იხსენებს, რომ პირველივე შემთხვევაზე  დაჭერილი მწყრის ტვინს აჭმევდნენ მიმინოს, რომელიც მას ყველაზე  ძალიან მოსწონს.  ისე კი წელიწადში, რვათვიან მიმინოს 17 კილოგრამი ხორცი სჭირდებოდა. _ ქალი ბაზიერი, რაც მე ეს საქმე დავიწყე,  სამი წლის შემდეგ  გამოჩნდა ჩოხატაურიდან,   გიული ბერძენიშვილი.      მასთან ერთად,  1970 წელს თბილისში,   „ლოკომიტივის“ სტადიონზე, დამჭერ ფრინველთა  მეორე რესპუბლიკურ გამოფენა-შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.   აქ   გუნდური შეჯიბრი   იყო. 1971  წელს კი ჩოხატაურში გამართულ  დამჭერ ფრინველთა მესამე რესპუბლიკურ გამოფენაზე პირველი ადგილი მოვიპოვე. გუნდურში კი ჩოხატაურელებმა იმარჯვეს. მათ ბადალი ნაკლებად ჰყავთ ამ საქმეში. ძნელია,   გავიხსენო, ყველა გამოფენა თუ შეჯიბრი, რომელშიც ცხოვრების მანძილზე მივიღე  მონაწილეობა და მუდამ მაღალი  შედეგები მქონდა. გორმაღალაზე სიარულს ბოლო ათი წელია, თავი დავანებე, რადგან გულის ოპერაცია გავიკეთე და ახლა უფრო შორიდან ვადევნებ   თვალს ბაზიერთა  საქმიანობას, -სინანულით ამბობს ქალბატონი კლარა და ვერ იხსენებს სიგელების და მედლების რაოდენობას,   რითაც  საუკეთესო ბაზიერობისთვის დააჯილდოეს. თუმცა ის კარგად ახსოვს, რომ ხუთჯერ იყო საქართველოს  დამჭერ   ფრინველთა გამოფენა-შეჯიბრის   ჩემპიონი. კლარა თავართქილაძეს ოჯახი არ შეუქმნია. არც კითხვას გაურბის, თუ რატომ მოხდა ისე, რომ უმშვენიერესი გარეგნობის, განათლებული, სპორტსმენი  ქალბატონი  არ დაოჯახდა. _ ბედის საკითხიაო, რომ იტყვიან, არც მთლად მასეა. რატომღაც, იმდენად ბუნების შვილი ვიყავი, იმდენად კაცურ საქმეში გადართული, განსაკუთრებით ბაზიერობის მხრივ, ადვილად ვერც მელაპარაკებოდნენ ამ საკითხზე. არ ვიცი, რატომ ხდებოდა ასე... თოფს ისე ვისროდი, როგორც კაცი, იარაღთან მეომარი ვიყავი,  თუმცა მგრძნობიარე და  უსათუთესი ჭრილობასთან, არ აქვს მნიშვნელობა, ფრინველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი. აკი, გითხარით, ნახევარ საუკუნეზე მეტი,  ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავეთ და ადამიანის, ბავშვის სიკვდილის შემთხვევა არ გვქონია.  ან ის როგორ შეიძლებოდა, ჭრილობა დაჩირქებოდა ვინმეს? ყველაზე მწარედ და გაუნელებელი   ტკივილით  მახსოვს, გასული საუკუნის 80-იან წლებში იყო, თუ არ ვცდები, წვერმაღალასთან   მატარებლები შეეჯახნენ ერთმანეთს. სამგზავრო და  საწვავის  გადამზიდი. აი, მაშინ ვნახე საშინელება, ბევრი გარდაცვლილი, დამწვარი, რომლებსაც ვერ ვუშველეთ. დღესაც მტკივა, მიძნელდება იმ საშინელი სურათის გახსენება, _ ტირილს ვერ იკავებს ქალბატონი. კლარა თავართქილაძე მიიჩნევს, რომ უდიდესი იყო საქმე, რომელსაც საავადმყოფოში ემსახურებოდა -  ავადმყოფობას და სიკვდილს იმდენი ადამიანი გადაარჩინეს მან და მისმა კოლეგებმა, მისივე თქმით, სათვალავი არ აქვს.  ხოლო ბაზიერთა გუნდში ყოფნისას, უფრო მეტი ახალგაზრდა დაიხსნეს უსაქმურად ხეტიალისგან, რასაც, საბოლოოდ, ისინი ციხის კარებთან მიჰყავდა. ქალი მედიკოსი და ქალი ბაზიერი, რომელიც მალე 80 წლის გახდება, სამეზობლოში ახლაც ისე მზადაა  სხვადასხვა მედიკამენტებით სავსე,  საოჯახო თუ საველე აფთიაქით, როგორც ათეული წლების წინ იყო. _ ეს რომ არ გვყავდეს, რა ეშველება ფარნავაზ მეფის ქუჩის სამეზობლოს? ძველებურად მხნე, დაუზარელი,  ენით მოგარჩენს, სხვა რომ არაფერი. შეკრება-საღამოები ხომ მისი მოგონილია. აინტერესებს, რომელ ოჯახში რა უჭირთ, ვინმე ავად ხომ არ არის. 80 წლის ქალბატონს თანაკლასელები, რომლებიც  ცოცხლები არიან,  „სმენაზე ყავს დაყენებული“.   თვე არ გავა, რომ არ შეიკრიბონ ან ერთმანეთს არ შეეხმიანონ. მაგის იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. 25 წლის ახალგაზრდას გააკვირვებს თავისი ენერგიულობით და შემართებით.  რაღაც მიზიდულობა აქვს. სულ მასთან  მივდივართ.  რომ ვერ ვნახავთ, რაღაც გვაკლია იმ დღეს, - სამეზობლოს სახელით გვესაუბრება პედაგოგი, ნატო ნიკოლაიშვილი. ქალბატონი კლარა კი შენიშვნას აძლევს, რა ამბავია ამდენი ქება, ადამიანი იმიტომ მოდიხარ ქვეყნად, ადამიანი და საქმე გიყვარდეს, საქმეში  კი გული ჩადო და თუ ასე იზამ, სიცოცხლეს და კეთილ საქმეს დასასრული არ  ექნებაო. „გურია ნიუსი“ 80 წლის იუბილეს ულოცავს  კლარა თავართქილაძეს _ მედიკოსს, პირველ ბაზიერ  ქალბატონს და ქვეყნის  ხუთგზის ჩემპიონს ამ საქმეში.  ქალბატონს,  რომელმაც თავისი პროფესიებით,  შეუფასებელი ამაგი  დასდო ადამიანის  განკურნების  და  ახალგაზრდა თაობების  ქუჩის გავლენისგან და დანაშაულში ჩათრევისგან  დახსნის  ... ...
  • რომელ ქალაქებში და რომელი კლასის მოსწავლეები დაბრუნდებიან სკოლებშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 1-ლი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. „ყველგან, სადაც დღეს სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს, გარდა აჭარის რეგიონისა, 1-ლი ოქტომბრიდან 1-6 კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ეს ეხება თბილისს, ქუთაისს, რუსთავსა და ზუგდიდს. რაც შეეხება ფოთს და გორს, 1-ლი ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში აბსოლუტურად ყველა მოსწავლე დაბრუნდება. გარდა ამისა, მშობლებს ექნებათ დისტანციური სწავლების მეთოდის არჩევის შესაძლებლობა. რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე იქ სწავლა დისტანციურად გაგრძელდება“, - განაცხადა ... ...
  • რა შეზღუდვები წესდება აჭარაშისაკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ ხვალიდან აჭარაში შეზღუდვები წესდება. „ხვალიდან, 22:00 საათიდან რესტორნები აღარ იმუშავებენ. ამაზე დაწესდება შეზღუდვა და ხვალიდან აჭარის რეგიონში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთლიანად გაჩერდება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. მისი თქმით, რესტორნები მუშაობის განახლებას დილიდან შეძლებენ, თუმცა საღამოს 10 საათზე ეს ობიექტები დახურული იყოს. მეზვრიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ შეზღუდვების მოქმედების ვადა ეპიდმდგომარეობაზე იქნება ... ...
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბათუმში უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონი გაიხსნებასაქართველოს ბანკის პარტნიორობით ბათუმში, უეფა-ს IV კატეგორიის, 20 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნება.   2017  წელს დაწყებული სტადიონის მშენებლობა 2020 წლის აგვისტოს დასრულდა. ბათუმის ახალი სტადიონი უმაღლესი ხარისხის მონიტორებით, განათებებითა და ხმის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც ხმის მაღალ გარჩევადობას უზრუნველყოფს. საფეხბურთო სტადიონი უეფა-ს IV კატეგორიის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია და აკმაყოფილებს, როგორც მინდვრის საფარის, ასევე სკამების ხარისხის მაღალ სტანდარტებს. თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ სტადიონზე მაყურებელთა გადაადგილება დამცავი ბარიერებისა და მიმმართველი გამყოფი ლითონის მოაჯირების საშუალებით იქნება უზრუნველყოფილი. სტადიონის გარე ტერიტორიაზე 1200 მანქანაზე გათვლილი ღია პარკინგია განთავსებული. ასევე მოწყობილია სკვერები, ბეტონის დეკორატიული ფილებისგან მოპირკეთებული ბილიკები, გზები და მოედნები. პროექტის ჯამური ღირებულება 100 მლნ ლარს აღემატება. „მოხარული ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით ქვეყანაში კიდევ ერთი, წარმატებული პროექტი განხორციელდა. ბათუმის ახალი საფეხბურთო სტადიონი რეგიონის მასშტაბით უმნიშვნელოვანესი პროექტია, რომელიც იძლევა არა მხოლოდ უეფა-ს IV კატეგორიის საფეხბურთო მატჩების, არამედ მასშტაბური ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობას. ამავდროულად, მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის ურბანულ და ეკონომიკურ განვითარებს. საქართველოს ბანკი კვლავ აქატიურ რეჟიმში აგრძელებს რეგიონისთვის მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსებას, რადგან გვჯერა, რომ წარმატებული კერძო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების საწინდარია და ჩვენ, როგორც ბიზნესის მხარდამჭერ ბანკს,  ჩვენი წვლილის შეტანა შეგვიძლია ამ მნიშვნელოვან საქმეში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...