დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

მთავარი თემა

დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით

2014 აგვ 14 17:43:36

გუშინ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

საქმე ეხება სააკაშვილისა და ჯანაშიას მიერ, სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტს.

მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებგვერდზე დევს ინფორმაცია სათაურით: “მთავარმა პროკურატურამ . სააკაშვილს და . ჯანაშიას სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე ბრალდებულად სცნო”, სადაც ჩამოთვლილია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სსიპ სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს მიერ კოსმეტიკური პროცედურებისთვის ; სხვადასხვა ხარჯების ასანაზღაურებლად;  ალი კამალის, გიორგი უგულავას სასტუმროების მომსახურებაში; უსოვების სასტუმრო მომსახურებაში; სამგზავრო ბილეთებისთვის; ავიალაინერის დაქირავებისათვის; ავტომანქანების დაქირავებისათვის; 7 პიჯაკისა და ნახატის შესაძენად გახარჯული თანხების ნუსხა.

„კოსმეტიკური პროცედურებისთვის“ მიმაგრებულ pdf საქაღალდეში დევს 2010 წლის 24 მარტს, გერმანიაში შეძენილი ორი წამლის ქვითარი. წამლის შემძენი არის ვინმე გიორგი ქობულაშვილი. ქვითრის მიხედვით, ორივე წამალის შეძენა აფთიაქ „Obere Apotheke“-ში მოხდა.

დასახელებული პრეპარატი _ „Pollstimol“-ის ერთ შეფუთვაში 53.90 ევრო, ხოლო პრეპარატში _ „Alna Ocas“ 105.17 ევროა გადახდილი. მთლიანობაში ქობულაშვილმა აფთიაქში 159.07 ევრო დახარჯა.

რა თქმა უნდა, ქვითრის მიხედვით ჭირს იმის დადგენა, ბატონმა გიორგიმ თავისთვის შეიძინა ბიუჯეტის თანხით აღნიშნული წამლები თუ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის. თუმცა, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული წამლის დასახელებით, ადვილი შესაძლებელია დადგინდეს თუ რა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება აღნიშნული პრეპარატი.

„გურია ნიუსს“ არ გაჭირვებია ინფორმაციის მოძიება აღნიშნულ პრეპარატებთან დაკავშირებით _ „Pollstimol“ არის პრეპარატი, რომელიც გამოიყენება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის, ანუ პროსტატის ადენომის სამკურნალოდ.

"ALNA ocas“ შეიცავს აქტიურ ნივთიერება ტამსულოზინს, რომელიც შედის ნარკოტიკების ჯგუფში და იგი უზრუნველყოფს შარდის უფრო ადვილად გამოდინებას.

pdf საქაღალდეში, ასევე, დევს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რითიც დგინდება რომ, იგი 2010 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ერთ-ერთ ოტოლარინგოლოგიულ კლინიკაში, პროფესორ ბერგჰაუზთან, სადაც გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და დაუდგინდა შესაბამისი დიაგნოზი. აქ პირდაპირ მითითებულია, რომ გადამხდელი მიხეილ სააკაშვილია, პაციენტი კი - ედუარდ სააკაშვილი.

დაარღვია თუ არა მთავარმა პროკურატურამ კანონი, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ედურდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის, წამლების დასახელების და შემძენის სახელი და გვარის გამოქვეყნებით? ამასთან დაკავშირებით „გურია ნიუსი“ საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა.

 საზოგადოებასთან ურთიერთების სამსახურის ხელმძღვანელის ნათია სუხიტაშვილის განმარტებით, ამ დოკუმენტით არ ხდება პირის იდენტიფიკაცია:

 _ როგორც ამიხსნეს, ეს არის უმნიშვნელო ხარჯი. ამით ვაჩვენეთ ის, რომ სახელმწიფო თანხა იაფფასიან წამლებშიც კი იხარჯებოდა. რეალურად, პირის იდენტიფიცირება ამით არ ხდება და კანონი არ დარღვეულა. არსად წერია, რომ ეს წამალი მიხეილ სააკაშვილისთვის შეძენილი. საუბარია ხარჯებზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა პირებისთვის დაიხარჯა. ამ ქვითარზე კონკრეტულად არ ჩანს, ვისთვის არის დახარჯული. ეს თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი, რომ ასეთ იაფფასიან წამლებსაც კი სახელმწიფო თანხით ყიდულობდნენ.

_ მთავარმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივად ხარჯვის ნაწილში ბრალი წაუყენა. ოფიციალურ ვებგვერდზე ქვითრები გაქვთ გამოქვეყნებული, სადაც პრეპარატების დასახელებაც წერია და კონკრეტული პირის სახელიც და გვარიც.

_ გასაგებია. მაგრამ, აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ ეს ხარჯები პირადად სააკაშვილისთვის გაიხარჯა, ან უშუალოდ იყიდა და ეს თანხები მან მოიხმარა. აქ საუბარია იმაზე, რომ მისი გადაწყვეტილებით, სხვადასხვა პირებისთვის, ასევე მისი ოჯახის წევრებისთვის, ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, სტუმრებისთვის, მისთვისაც, ასეთი ფორმით ხდებოდა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების ხარჯვა.

_ მთავარი პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ქვითარში წერია პრეპარატების დასახელება. ასე საკმაოდ მარტივია დადგინდეს, რა დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება კონკრეტული წამალი. რატომ არ დაშტრიხა პროკურატურამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქვითარში პრეპარატის დასახელება?

_ ეს არაფერს უშლის ხელს, პირის იდენტიფიცირება არ ხდება. ეს თვალსაჩინოებისთვის არის წარმოდგენილი. ვთქვათ 5 და 95 ღირს, ხომ? აი, ამ მცირე თანხასაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხდიდნენ. აქ ამაზეა საუბარი. აქ ნამდვილად არ არის მითითებული, ხარჯი ეკუთვნის თუ არა, ანუ არის თუ არა ეს წამლები სააკაშვილისთვის ნაყიდი. ამ დოკუმენტში, საუბარი იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილმა გასცა ნებართვა, ეყიდათ, აი ეს წამლები. ვისთვის არის, ამის იდენტიფიცირება არ ხდება. რა თქმა უნდა, პირადად მისთვისაც დაიხარჯა, მაგრამ, მისი განკარგულებით სხვა პირებისთვისაც ხდებოდა ამ თანხების დახარჯვა.

დაარღვია თუ არა კანონი მთავარმა პროკურატურამ და გასცა თუ არ პერსონალურ მონაცემთა საიდუმლო, ამის შესახებ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი „გურია ნიუსთან“  ამბობს:

_ წამლების რაოდენობაში, დასახელებაში და ფასში შეიძლება საერთოდ არ იყოს პერსონალური ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, თუ წამლის შეძენის ქვითარი პირდაპირ, ან ირიბად არ იძლევა კონკრეტული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის იდენტიფიცირების საშუალებას, ეს ქვითარი არ არის პერსონალურ მონაცემი.

მიხეილ სააკაშვილსა და თეიმურაზ ჯანაშიას ედავებიან ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვას. იქ ჩამოთვლილია სხვადასხვა ადამიანებისთვის სასტუმროს მომსახურება და ა. შ. „კოსმეტიკური პროცედურების“ თემებში ზუსტად წერია რისთვის არის ეს პროცედურები გამოყენებული. ყოფილი პრეზიდენტი ამ მომსახურების მიმღები იყო, თუმცა, კოსმეტიკური პროცედურა, პირდაპირ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ნიშნავს.

_ აქ საუბარია პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ორ პრეპარატზე, რომლებიც პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზის სამკურნალოდ გამოიყენება და შემძენის ვინაობაც კარგად ჩანს...

_ იმ წამლებით, რომლებიც ადამიანის ჯანმრთელობისა და კონკრეტული დაავადების დადგენის შესაძლებლობას იძლევა, ზუსტად არ ვიცი, რამდენად შესაძლებელია მოხდეს პირის იდენტიფიცირება. საუბარია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ვთქვათ, იმ დაავადებების მიხედვით, რომელიც ჩამოთვალეთ, თუ პირის იდენტიფიცირება შეგვიძლია, ასეთი ინფორმაციის დამუშავება შესაძლებელია საგამოძიები საქმის წარმოებისთვის, მაგრამ ასეთი ტიპის ინფორმაციის გამოქვეყნება, გასაჯაროება და ა.შ. აუცილებლად კანონთან შესაბამისად უნდა იყოს დასაბუთებული. თუ ასეთი დასაბუთება არ გვაქვს და კანონში არ არის საფუძველი ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებისა, რა თქმა უნდა, ეს არ უნდა ხდებოდეს.

_ მთავრი პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ქვითარზე წერია შემძენის სახელი და გვარ რომელმაც გერმანიაში შეიძინა აღნიშნული პრეპარატები.

_ ეს უკვე გამოძიების დეტალებია. მაგალითად, შეიძლება მე რეცეპტით მივიდე და შემძენი ვიყო, მაგრამ ამ მედიკამენტს სხვისთვის ვყიდულობდე. შეიძლება ინვოისი ჩემს სახელზე იყოს გამოწერილი, მაგრამ, ეს არ ნიშნავს, რომ მე მივიღე ეს მომსახურება. თავისთავად, ჯანმრთელობის მდგომარეობა არის განსაკუთრებული მონაცემი და უფრო მეტი დაცულობით სარგებლობს, ვიდრე ჩვეულებრივი მონაცემი. რა თქმა უნდა გამოძიების მიზნებისთვის საგამოძიებო უწყებებს შეუძლიათ ასეთი ტიპის ინფორმაციის მოძიება და სასამართლოში წარდგენა. მაგრამ, როდესაც ასეთი ინფორმაციის გასაჯაროება-გამოქვეყნება ხდება, თუ ის იძლევა კონკრეტული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას და ეს ინფორმაცია ნამდვილად მიეკუთვნება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს, მისი გასაჯაროება უნდა მოხდეს მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში.

როდესაც საქმე ეხება სენსიტიურ მონაცემებს, სიფრთხილეა საჭირო. ასეთი ინფორმაცია უნდა დაიშტრიხოს, არ უნდა გასაჯაროვდეს და ა. შ. რამდენად კანონიერია ამა თუ იმ ინფორმაციის გასაჯაროება, სხვისთვის მიწოდება, ამის დასაბუთება ყოველთვის უნდა არსებობდეს.

_ მთავარი პროკურატურის არგუმენტია, რომ ქვითრები მხოლოდ თვალსაჩინოების მიზნით დადეს.

_ ყველა უნდა მოქმედებდეს თავისი კომპეტენციის ფარგლებში. პროკურატურის განცხადებიდან გამომდინარე, ჩვენ ასეთი აღქმა დაგვრჩა, რომ ეს არის კონკრეტული დანაშაულის გამოძიება. რადგან კონკრეტულ დანაშაულზე, არამიზნობრივ ხარჯვაზე იყო საუბარი. ჩვენი მოლოდინია, რომ ეს მტკიცებულებები შესაბამისად იქნას გამოკვლეული, თუ ეს არის დანაშაული გამოძიების მიზნებისთვის, ამ შემთხვევაში კანონის მოქმედება არ ვრცელდება მოქმედი რედაქციით, რომელიც 1 სექტემბრიდან იცვლება და სხვა რეალობა გვექნება.

იმისთვის რომ ამ აქტის ზუსტი, კონკრეტული შეფასება გითხრათ, ნადვილად არ ვფლობ ინფორმაციას ზუსტი დეტალებით, ვისი მონაცემია, რა იყო მიზანი, რა საფუძველით და ა. შ.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?