"სერთიფიცირებული მასწავლებლისთვის სკოლის კარი ღია უნდა იყოს"

მთავარი თემა

"სერთიფიცირებული მასწავლებლისთვის სკოლის კარი ღია უნდა იყოს"

15 აგვ. 2014, 15:57:36

განათლების სფეროში ცვლილებებია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გადაწყვეტილებით მასწავლებელთა სერთიფიცირების გამოცდები უქმდება. საჯარო სკოლის დირექტორებს ახალი წესებით ირჩევენ. მასწავლებელთა სახლი ახალი ხელმძღვანელის მოლოდინშია.

აღნიშნული ცვლილებების შეფასება "გურია ნიუსმა" სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენელს, განათლების სპეციალისტს თამარ მოსიაშვილს სთხოვა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

_ ქალბატონო თამარ, როგორ შეაფასებდით განათლების სფეროში მიმდინარე ცვლილებებს?

_ამ ცხელ ზაფხულში  იმდენი ცვლილება მოხდა, არც კი ვიცი, რომელი გამოვყო. კარგია, რომ მასწავლებლის კვალიფიკაცია საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. მაგრამ საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს, რომ სკოლას სჭირდება კვალიფიციური მასწავლებელი და  კვალიფიკაციურობის ერთ-ერთი სანდო მახასაიათებელს სერთიფიცირება წარმოადგენს.   

კანონში არის ასეთი ჩანაწერი, რომ 2014 წლის ბოლომდე ყველა მოქმედ მასწავლებელს უფლება აქვს, მოიპოვოს სერთიფიკატი. შესაბამისად, ამ თარიღის შენარჩუნება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თუ თარიღი შენარჩუნდება, ის  2 000- ზე მეტი ადამიანი, რომლებმაც მოიპოვეს სერთიფიკატი, შეძლებენ სკოლაში დასაქმებას. ისინი, ამჟამად, სისტემის გარეთ იმყოფებიან.  კანონმდებლობის თანახმად, თუ  ყველა მასწავლებელი ვერ მოიპოვებს სერთიფიკატს, მოქმედი მასწავლებლები მაინც აგრძელებენ მუშაობას, სკოლები პარალელურად აცხადებენ ვაკანსიას სერთიფიცირებულ მასწავლებლებზე. ანუ ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს:  სკოლაში სერთიფიცირებული მასწავლებლების გაზრდა, ანუ იმ ადამიანების, რომლებმაც სახელმწიფოს დაუმტკიცეს საკუთარი კვალიფიკაცია და შემდეგ დღის წესრიგში დგება ეფექტურის სქემა, რომელმაც სკოლაში უნდა შეაფასოს მასწავლებლის საქმიანობა.  

_ ანუ თქვენ სერთიფიცირება მასწავლებლის შეფასების მრავალკომპონენტიან სქემაში აუცილებელ კომპონენტად მიგაჩნიათ?

_ სერთიფიცირება მე აუცილებლად მიმაჩნია, როგორც მასწავლებლის პროფესიაში შესვლის რგოლი. მასწავლებლის სტატუსის მისაღებად აუცილებელია, იყოს სერთიფიცირებული. სკოლაში მუშაობის დროს კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეფექტურ სქემას. ეს ორივე ავსებს ერთმანეთს.  

_ თუმცა განათლების მინისტრის  ახალი გადაწყვეტილებით, სერტიფიცირება უქმდება...

_ მინისტრს ამ ეტაპზე ჯერ-ჯერობით არავითარი ბრძანება არ გამოუცია. სერთიფიცირება  რომ გაუქმდეს,  კანონში ცვლილებაა საჭირო. ამის უფლებამოსილება კი პარლამენტს აქვს. სავარაუდოდ,  ეს საშემოდგომო სესიაზე მოხდება. ჩვენ ამასობაში გადაწყვეტილებების მიმღებებს უნდა შევახსენოთ, გვჭირდება თუ არა კვალიფიციური კადრები სკოლებში. კვალიფიციურ ადამიანებს არ უნდა შეეზღუდოს  სკოლაში მუშაობა. ვინც აიღო სერთიფიკატი,  მათთვის სკოლის კარი უნდა იყოს ღია,  თუ გვინდა სისტემის გაუმჯობესება. სავარაუდოდ, სექტემბრისთვის პარლამენტი ვერ მოასწრებს ცვლილებებს.  შესაბამისად, არც სერთიფიცირების დანამატს უნდა დაემუქროს საფრთხე.

_ მასწავლებლის სასერთიფიკაციო გამოცდების  გაუქმება ხომ არ გულისხმობს  იმას, რომ დირექტორების სერტიფიცირების გამოცდებიც შესაძლოა გაუქმდეს?

_ ეს სრულიად სხვადასხვა რამეა. დირექტორობა, მასწავლებლობისგან განსხვავებით, პროფესია არ არის, თანამდებობაა.

_ თქვენი აზრით, რამდენად სწორად მიმდინარეობდა დირექტორების სერთიფიცირების გამოცდები?

_ ცნობილია, რომ  გაუგებრობები იყო გაზაფხულზე, როდესაც დირექტორობის მსურველების ნაწილმა „ვერ გადალახა“ გასაუბრების ეტაპი და ვერ მოიპოვეს სერთიფიკატი. მაგრამ ახლა გამოქვეყნდა გასაუბრების შედეგები. მე გადავხედე ამ სიას და ჩემთვის ნაცნობი  ადამიანებიც აღმოჩნდნენ იქ.

თუმცა ისინი გაზაფხულის სიაში არ იყვნენ. ეს მიმაჩნია მე წარმატებად. მიხარია, რომ ადამიანები, რომლებიც ზამთრის გასაუბრების პროცესში ჩაიჭრნენ და გაზაფხულის სიებში ვერ მოხვდნენ,  კიდევ ხელმეორედ ჩაებნენ ამ პროცესში და ახლა უკვე ჩააბარეს გამოცდები. მე ამას ვეძახი ბრძოლას თუნდაც  დეცენტრალიზაციისთვის და დემოკრატიზაციისთვის. ამ  ადამიანებმა  არ ჩაიქნიეს ხელი და გააგრძელეს იმ გზით სიარული, რომელიც აირჩიეს.

_ მასწავლებელთა სახლის დირექტორი გია მამულაშვილი თანამდებობიდან გადააყენეს. რამდენად სარწმუნოდ მიგაჩნიათ მისი სამსახურიდან გაშვების მიზეზი?

_ სამინისტროს შიდა აუდიტმა დადო დასკვნა, რომლის მიხედვითაც მამულაშვილს ბრალი ედება თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში.  როგორც ბატონმა გიამ განაცხადა, ის სასამართლოში აპირებს ბრძოლას, რასაც მე მივესალმები. რადგან სერიოზული ბრალდებაა. ძალიან რთულია ადამიანი გაუშვა სამსახურიდან და მან ამ ბრალდებით იცხოვროს. სასამართლოში ამ საქმის განხილვა არის ძალიან კარგი  და ლოგიკური გადაწყვეტილება.




 ახალი ამბები
  • თენგიზ ცერცვაძე: დავაბრუნეთ პლაქვენილი COVID-19-ის მართვის პროტოკოლშიჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში, _ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. გთავაზობთ განცხადების სრულ ტექსტს: „როგორც ცნობილია, ჟურნალ „Lancet“-ში ა.წ. 22 მაისს გამოქვეყნებული სტატიის (https://www.thelancet.com/journals/lancet/article/PIIS0140-6736(20)31180-6/fulltext) შემდეგ, სადაც ლაპარაკი იყო, რომ ჰიდროქსიქლოროქინს (პლაქვენილს) შეიძლება ჰქონდეს სერიოზული გვერდითი მოვლენები, 2020 წლის 25 მაისს ჯანმო-მ მიიღო გადაწყვეტილება, საერთაშორისო კლინიკურ კვლევა - „Solidarity“-დან მისი დროებით ამოღების თაობაზე.  რამდენადაც საქართველო მონაწილობს „Solidarity“ კვლევაში, ჩვენ, ბუნებრივია, მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოში COVID-19-ის სამკურნალო ანტივირუსული მედიკამენტებიდან დროებით, ჯანმოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ამოგვეღო ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენება. თუმცა, ამავე დროს ყველა დონეზე დავაფიქსირეთ ჩვენი პრინციპული პოზიცია, რომ საქართველოში პლაქვენილს წარმატებით ვიყენებდით სამი თვის მანძილზე და ამ პერიოდში არ დაფიქსირებული არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა.  ა.წ. 2 ივნისს მსოფლიო ექსპერტებს და თავად ჟურნალ „Lancet“-ს გაუჩნდათ კითხვები და ეჭვი ამ ჟურნალში პლაქვენილის თაობაზე გამოქვეყნებული ნეგატიური შედეგების სარწმუნოებაზე და ეს უაღრესად მაღალრეიტინგული ჟურნალი ერთგვარად უხერხულ მდგომარეობაშიც კი აღმოჩნდა.  პარალელურად ა.წ. 3 ივნისს ჯანმო-ს სპეციალურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დააბრუნოს ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) „Solidarity“ კვლევაში. შესაბამისად, ჩვენც დავაბრუნეთ ჰიდროქსიქლოროქინი (პლაქვენილი) COVID-19-ით ავადმყოფების კლინიკური მართვის ნაციონალურ პროტოკოლში.  ამავე პერიოდში დარგის მსოფლიო ლიდერმა - აშშ ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტების ინფექციურ დაავადებათა და ალერგიის ინსტიტუტმა (NIH/NIAID) პროფესორ Anthony Fauci-ის ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი მასშტაბური კვლევა მსუბუქი/საშუალო სიმძიმის COVID-19-ით პაციენტებში ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებაზე დაავადების დამძიმებისა და ჰოსპიტალიზაციის პრევენციისთვის.  პარარელურად აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გრძელდება მასშტაბური კვლევები COVID-19-ით პაციენტებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფი პირებისთვის ჰიდროქსიქლოროქინით (პლაქვენილით) პოსტ-ექსპოზიციური პროფილაქტიკური მკურნალობის ეფექტიანობის შესწავლის თემაზე.  აშშ პრეზიდენტი ბ-ნი Trump, რომელმაც თავის დროზე ღიად დაუჭირა მხარი ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას COVID-19-ით პაციენტებში, აცხადებს, რომ პირადად იღებს ამ მედიკამენტს COVID-19-ის პროფილაქტიკისათვის.  მოკლედ, მარკ ტვენის ცნობილი ფრაზის პერიფრაზით - „ცნობა პლაქვენილის გარდაცვალების შესახებ ცოტა ნაადრევი გამოდგა“.  იმ პირების საყურადღებოდ, რომლებიც ჰიდროქსიქლოროქინის (პლაქვენილის) გამოყენებას ჩვენს სამკურნალო სტრატეგიასთან აიგივებენ და ჯანმო-ს მიერ მისი კვლევიდან ამოღება კმაყოფილებით აღიქვეს - ასეთ რეპლიკაც კი იყო, რომ ჯანმო-ს ამ გადაწყვეტილებამ საქართველოს „სულზე მოუსწრო?!“. მინდა მკაფიოდ განვუმარტო, რომ პლაქვენილი ჩვენთვის COVID-19-ის სამკურნალოდ მხოლოდ ერთ-ერთი მედიკამენტია და საქართველოში COVID-19-ით პაციენტებს ვმკურნალობთ ინდივიდუალური მიდგომით უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით. ეს ეხება როგორც სიმპტომურ და დამხმარე მკურნალობას, ისე პათოგენეზურ მკურნალობას და ინოვაციურ მიდგომებს - პლაქვენილი, ლოპინავირ/რიტონავირი, ტოცილიზუმაბი, კონვალესცენტების პლაზმის გადასხმა, პლაზმაფერეზი, ექსტრაკორპორალური „სისხლის გაწმენდა“ - ჰემადსორბცია სხვადასხვა სორბენტების (მათ შორის Cytosorb-ის) გამოყენებით და სხვ. ამასთან, მსოფლიოს ბევრი წამყვანი ქვეყნისგან განსხვავებით, საქართველოში დროულად მოხდა COVID-19 პნევმონიის L და H ტიპების გამიჯვნა და არასაჭირო ინტუბაციების თავიდან აცილება, რაც სავარაუდოდ პოზიტიურად აისახა ავადმყოფების გადარჩენაზე და საბოლოო ჯამში, ყველაფერმა ამან (და არა პლაქვენილმა) განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს 1 მილიონ მოსახლეზე ევროპის 48 ქვეყნიდან აქვს COVID-19-ისგან სიკვდილობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი (3,3). ეს ფაქტი აღიარებულია მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციების, ექსპერტების და გამოცემების მიერ და ჩვენმა ოპონენტებმა ეს გინდ დაიჯერონ და გინდ _ არა.    აქვე მინდა ვუპასუხო ბ-ნ რევაზ ბოჭორიშვილს, რომელიც იმედს იტოვებს, რომ ეს „სკანდალი არ ნიშნავს ჰიდროქსიქლოროქინის სრულ და საბოლოო რეაბილიტაციას“, ხოლო თავის 24 აპრილის პოსტში „სიმართლე ხომ მთავარია, არა?“ - აღწერს, თუ რამდენად წარმატებულია ყველა კომპონენტში საფრანგეთში COVID-19-ის კრიზისის მართვის პროცესი საქართველოსთან შედარებით და რომ საფრანგეთში ბატონი მაკრონი და სხვა პასუხისმგებელი პირები არ ამცირებენ ექიმებს თავისი უკიდურესად „რეგვენული მოთხოვნებით“.  ბატონო რევაზ! თქვენი ფრანგული პატრიოტიზმი და ქართული პოლიტიკური ორიენტაცია სავსებით გასაგებია, მაგრამ მაინც გვინდა მოკრძალებით შეგახსენოთ, რომ საქართველოში COVID-19-ით ავადმყოფებში სიკვდილობა 1,6%-ია, ხოლო საფრანგეთში - 19% (ყველაზე მაღალი მსოფლიოში). საქართველოში ყოველ ერთ მილიონ მოსახლეზე 3,3 COVID-19-ით გარდაცვლილია, ხოლო საფრანგეთში 440, ანუ 133-ჯერ მეტი. ხოლო რაც შეეხება „რეგვენებს“, სჯობს თქვენსკენ მოიკითხოთ“,-აღნიშნულია თენგიზ ცერცვაძის ... ...
  • კრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე აფეთქების ადგილას დენმა დაარტყა, გარდაიცვალაკრიმინალისტი, რომელსაც გაზგასამართ სადგურზე დენმა დაარტყა, გარდაიცვალა, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს. ექსპერტ კრიმინალისტი თბილისში, ელგუჯა ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურში, საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც, პირველადი ინფორმაციით, მას დენმა დაარტყა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო“, _ წერია უწყების მიერ გავრცელებულ ... ...
  • "კინო ახლა იწყება, ყველანი გავერთობით" _ კახი კალაძე"ყველანი გავერთობით, ყველანი გავერთობით, კინო ახლა იწყება, - ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას ოპოზიციურ პარტიებს შორის მაჟორიტარობის საერთო კანდიდატებზე მიმდინარე მოლაპარაკებების შესახებ.   „მოლოდინი არის ის, რომ საკმაოდ საინტერესო პროცესები იქნება, ყველანი გავერთობით. კინო ახლა იწყება. პარლამენტში საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, არსებული პოლიტიკური მდგომარეობისთვის. მგონია, რომ ჩვენ ყველა მოვახერხებთ საარჩევნოს სისტემის ცვლილებას და არჩევნები ჩატარდება იმ სისტემით, რაზეც მოხდა შეთანხმება,“ - განაცხადა ... ...
  • კოვიდსიტუაცია საქართველოში _ გამოკანმრთელებულები და ინფიცირების ახალი შემთხვევებისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 13 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 808 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 663 უკვე გამოჯანმრთელდა, 13 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 2955 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირესრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან" შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება. „ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების მიხედვით, თუ დღემდე ტრანსპორტის რეგულირების საკითხები ადგილობრივი  თვითმმართველობის დონეზე მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ამ უფლებით აღიჭურვება უკვე დანარჩენი მუნიციპალიტეტები და მთ შეეძლებათ აღნიშნულ უფლების სრულად განხორციელება, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით  პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა. წარმოდგენილი კანონპროექტით  დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესები რეგულირდება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური. მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით, ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია.   კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პოპულარიზაციას უწევს ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს კანონების პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", პროექტთა პაკეტთან ერთად. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით,  წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მესამე მოსმენისთვის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად გამოქვეყნებიდან ერთი თვისა, გამოქვეყნებიდან 30 დღე განისაზღვრა.  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების" პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების ვალდებულება საქართველოს აკისრია 1966 წლის „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლით და მიზნად ისახავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია, 2016 წლის ივნისის შემდეგ, VI-VIII გაერთიანებული ანგარიშების შემდგომ, საქართველოს მიერ, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში დაყოფილია 4 ნაწილად, რაც მათ შორის მოიცავს, შესავალს და ზოგად ინფორმაციას, კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია და კონვენციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას. "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თავისი შინაარსის, ტევადობის და  ჩვენი სახელმწიფოს  სასიცოცხლო ამოცანების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ანგარიშის წარდგენა ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტზე",-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ" და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა. მომხსენებელმა განმარტა, რომ შესაბამისი კანონების მიღებით დარეგულირდება სათანადო მართლზომიერი ჩარევის და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენისა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის მიმართულებით და, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ერთ-ერთი ძირითად საფუძველს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონპროექტის მიღების შედეგად ავტორიზებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს ბოლო მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ", წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში. მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით,  წარმოდგენილ პროექტში არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დაკორექტირდა ტერმინები და შინაარსს ცვლილება არ განუცდია. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)"  ხელშეკრულების თანახმად შეძენილი იქნება ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონები, რომლის შესყიდვის ღირებულებაც დაახლოებით 60 მლნ ევროა.  აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ევროს (დეპოს მშენებლობა 10 მლნ ევრო, გვირაბის აღდგენა 5 მლნ ევრო) სესხის ხანგრძლივობა 15 წელი. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.  „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)" „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 18 აგვისტოს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას (30 მლნ აშშ დოლარი) და 2015 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულებას სასესხო ხელშეკრულებას (საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის მოქმედი როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ინსტიტუციონალურ განვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?