"ეროვნულ გამოცდებს ხარვეზები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა განათლების სისტემაში"

მთავარი თემა

"ეროვნულ გამოცდებს ხარვეზები აქვს, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესოა განათლების სისტემაში"

25 აგვ. 2014, 13:58:41

საქართველოს უნივერსიტეტებს 26 ათასი სტუდენტი შეემატა. 35 500 აბიტურიენტიდან 6 - ათასმა  სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.  უმაღლეს სასწავლებელში მოხვედრა კი  9- ათასმა ვერ შეძლო.

მათთვის, ვინც დაფინანსება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე  ვერ მოიპოვა, 2014-2015 სასწავლო წლისთვის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო    სოციალურ  გრანტებს გასცემს. აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული  ბაკალავრებისთვის - 2 520 000 ლარი, ხოლო მაგისტრანტებისთვის 205 000 ლარი გამოიყო.

განათლების სამინისტროს ცნობით, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფი­ნან­­­სების მოსაპოვებლად, ბაკალავრებმა განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, ხოლო მაგისტრანტებმა 20 ოქტომბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

ბაკალავრიატში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატე­გო­რიის სტუდენტებს: მაღალმთიან და ეკოლოგიური მიგრა­ციის რეგიონებში მცხოვრებ სტუდენტებს; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს; ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ სტუდენტებს; ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს; საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; კომუნისტური რეჟიმის დროს სა­ქარ­თველოდან დეპორტირებული სამცხე-ჯავახეთის მო­სახ­ლეობის შთამო­მავლებს; ობოლ (უდედმამო) სტუდენტებს; მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრებს; შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირებს; სო­ცია­ლურად დაუცველ სტუდენტებს, რომელთა ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე; სტუდენტებს, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ.

მაგისტრატურაში დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობა აქვს შემდეგი კატე­გო­რიის სტუდენტებს: საქართველოს ტერიტო­რიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულთა შვილებს; შეზღუ­დუ­ლი შესაძლებლობის მქონე პირებს; სო­ცია­ლურად დაუცველ მაგისტრანტებს, რომელთა ოჯა­ხების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე.

რაც შეეხება,  უნივერსიტეტებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობის შევსებას, რომლის რიცხვი 45 ათასი იყო,  ვერ მოხერხდა. რატომ ხდება, რომ უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა დიდია, ხოლო ჩარიცხვის მსურველთა რიცხვი დაბალი? 

ამ და სხვა საკითხებზე „გურია ნიუსი“ განათლების მეცნიერებათა აკადემიკოსს და ფსიქოლოგიის პროფესორ ზურაბ ვახანიას ესაუბრა.

_ ერთიანი ეროვნული გამოცდები  2005 წლიდან ტარდება. 2014 წლამდე  ბევრი ცვლილება განიცადა უმაღლეს სასწავლებლებში მოხვედრის  ამ წესმა. თქვენ აზრით, გაამართლა, თუ აბიტურიენტების  შეფასების ამგვარმა  სისტემამ?  საკმარისია უნივერსიტეტებში  მოსახვედრად მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება?

_   საქართველოში,  20 წელია, განათლების სისტემაში ყველაფერი უკან-უკან მიდის და ერთიანი ეროვნული გამოცდები  ერთ-ერთი საუკეთესო იყო, რაც გაკეთდა 90-იანი წლების შემდეგ ამ სფეროში. მრავალი ხარვეზი ახლავს თან, მაგრამ რაც იყო, იმას ნამდვილად  ჯობია.  წესიერ სახელმწიფოში აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული სკოლის ატესტატის ნიშნები, მაგრამ საქართველოში ვერ ენდობი სკოლის ნიშანს.

2005 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად ვაანალიზებ ეროვნული გამოცდების შედეგებს და გეტყვით, რომ ახლანდელი ტესტები გაცილებით მარტივია, ვიდრე 2005-სა და 2006 წლებში. მაშინ ბარიერი  49 ქულა იყო, საშუალოდ.  ახლა ძალიან ცოტაა.  

გამოცდების ბარიერის შემცირებაც გვიჩვენებს, როგორ უარესდება  განათლების დონე.  თუმცა, მისაღები გამოცდების მთავარი ნაკლი სულ სხვაა. ასეთი ტიპის ტესტს აქვს თავისი ინსტრუქცია. თუ მას არ დაიცავ,  ტესტი ხდება  უაზრო. ინსტრუქცია მდგომარეობს შემდეგში: ასეთი ტიპის ტესტში ზღვარი უნდა იყოს 50-45%.40%-ზე ნაკლები არ შეიძლება. ახლა რომ არის ზოგიერთ საგანში  23 და 24 ქულა, ეს ნიშნავს, რომ ბარიერი არ არის. ამიტომაა,  რომ ბევრი აკრიტიკებს ამ სისტემას. ტესტი თავის დანიშნულებას ვერ ასრულებს,  როცა ასეთი დაბალია ბარიერი. ალალბედზე შემოხაზვით იოლად გადის ფონს აბიტურიენტი.  

_ თუმცა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი აცხადებს,  რომ მინიმალური ზღვრის შემთხვევით გადალახვის შანსი,  ქულების გათანაბრების საფუძველზე, რომელიც დააწესეს, ახლა უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლებში იყო...

_ მართალია პასუხების რაოდენობას მოუმატეს, მაგრამ მაინც  საკმაოდ დიდია ალალბედზე შემოხაზული პასუხების რიცხვი.  ვინც,  მაგალითად, ზოგად უნარებში 40 ქულაზე მეტს ვერ იღებს, ის სტუდენტობისთვის არ არის მზად.  ეგ ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლება არის ფიქცია. ასე მოხვედრილი სტუდენტი სწავლისთვის არ არის მზად.

_ რაც შეეხება გრანტების განაწილების პრინციპს, იყო დრო, როცა მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის საფუძველზე იღებდა მას სტუდენტი. ეს პრინციპი შეცვლილია და ყველა გამოცდის შედეგები მონაწილეობს  სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებისას. სამართლიანია, თუ არა  გრანტის გაცემის ამგვარი მიდგომა?

_  ვფიქრობ, სწორია გრანტების ასეთი განაწილება. რატომ უნდა ენიჭებოდეს მარტო ერთ გამოცდას მნიშვნელობა? კიდევ ერთხელ, ვიმეორებ, ბარიერის საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ პროცესში. მაღალი რომ იყოს ბარიერი, მაშინ უმაღლესი სასწავლებლების 2/3 დარჩება ცარიელი. განათლების დაბალი დონეა  ჩვენს ქვეყანაში და იმიტომ ვერ ივსება ადგილები უნივერსიტეტებში. სკოლა განათლებას ვერ იძლევა.

ეს მარტო სკოლის ბრალი არ არის, კომპლექსური პრობლემაა.  15 წლის მერე   საქართველოს საშუალო მოსწავლე რომ იყოს სომხეთის და ყაზახეთის დღევანდელი მოსწავლის დონეზე, ეს  ჩვენი განათლების სისტემის უდიდესი მიღწევა იქნება. არ ვედრები გერმანიას და ფინეთს, არც რუსეთს და ბალტიისპირეთს. მათ 15-ის კი არა 55 წლის შემდეგ თუ დავეწიეთ, ესეც კარგი იქნება.

_ როგორ შეძლო  სომხეთმა და ყაზახეთმა განათლების ხარისხის გაუმჯობესება?

_სხვათაშორის, არ არის საუბარი ჯერ გაუმჯობესებაზე. ამ ქვეყნებში კომუნისტების დროს დაიწყო ეს პროცესი და ყოველი მომდევნო წელიწადი არის უკეთესი, ვიდრე წინა. მარტო იმას თუ მოვახერხებთ, რომ გაუარესება არ ხდებოდეს განათლებაში, ესეც მიღწევა იქნება, მაგრამ ჩვენ ჯერ უკუსვლა ვერ შევაჩერეთ.

იქ მცირე გაუმჯობესება მოახერხეს. ჩვენ 90- 95-იან წლებში რა დონეც იყო, ის რომ შეგვენარჩუნებინა, ძალიან კარგი იქნებოდა. ვისაც რა სულელური აზრი მოუვა თავში და იმას აკეთებს განათლების სფეროში,  ამან მიგვიყვანა  ჩვენ ამ მდგომარეობამდე.

_ პრაქტიკამ აჩვენა, რომ უკვე სასურველ ფაკულტეტებზე მოხვედრილ სტუდენტებს უნივერსიტეტები ვეღარ სთავაზობენ  იმგვარი ხარისხის სწავლებას, როგორი  სტარტიც მათ  აბიტურიენტობისას  აქვთ აღებული. პირადად, მე ბევრი სტუდენტისგან გამიგონია, რომ გამოცდების ჩაბარებისას უფრო კარგად იცოდნენ  უცხო ენა, ვიდრე უნივერსიტეტის დამთავრებისას. თქვენი აზრით, რატომ ხდება ასე?

_  რაც შეეხება უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხს, თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ეკონომიკას, უცხო ენებს, ფილოლოგიას, იურიდიულს,  ყველას  თავისი სპეციფიკა აქვს. თქვენ ახსენეთ უცხო ენა და ნამდვილად არის ეგ მდგომარეობა, მაგრამ, ნაწილობრივ, სხვა საგნებშიც ეგრეა. ზოგი საკითხი, რომელიც იცოდნენ პირველ კურსზე, აღარ იციან უმაღლესის დასრულების შემდეგ.

გეთანხმებით, აქ უმაღლესი განათლებაც სცოდავს, მაგრამ ამის მიზეზი ისიც არის, რომ ახალგაზრდები არ არიან მზად სტუდენტობისთვის, არამარტო ცოდნით, არამედ სწავლისადმი განწყობით.

თქვენ რომ გადახედოთ რომელიმე უნივერსიტეტის ეზოს საზღვარგარეთ და შემდეგ ჩვენსას, დაინახავთ, რომ ჩვენი სტუდენტები განწყობილები არიან სათამაშოდ და საღლაბუცოდ და არა - სამუშაოდ. არავის  არ აქვს წიგნი და რვეული. ტიპური უნივერსიტეტის სტუდენტს კი დრო არ რჩება, კვირაში ერთხელ მაინც რომ გაერთოს.

უნივერსიტეტი ამაში ძალიან მონდომებულიც რომ იყოს, ვერ გარიცხავს სტუდენტს. მაშინ როგორ გადაუხადოს პროფესორებს ხელფასი?

_ რაც შეეხება უნივერსიტეტების რეიტინგს, როგორც სტატისტიკამ აჩვენა, აბიტურიენტების უმრავლესობამ თსუ-ზე, ილიას  და თავისუფალი უნივერსიტეტების სასარგებლოდ  გააკეთა არჩევანი. რეიტინგი  ნიშნავს თუ არა იმას, რომ  ამ უნივერსიტეტებს კარგი  განათლების მიცემა შეუძლიათ სტუდენტებისთვის?

_ გააჩნია, რომელ დარგზე ვისაუბრებთ. აკადემიური  მეცნიერებების სწავლების კუთხით, ნამდვილად საუკეთესოა ჯავახიშვილი. ეკონომიკაში და მენეჯმენტის სწავლებაში იქ რა ხდება, სამწუხაროდ,  ვერ გეტყვით. ილიას უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი უნივერსიტეტი. ეს  საერთაშორისო კვლევამაც აჩვენა.  ილიას უნივერსიტეტი  ქართულ სახელმწიფო  უმაღლეს სასწავლებლებში ყველაზე ბოლოს გავიდა. მასზე წინ იყო სამედიცინო  და პოლიტექნიკური.  

თუმცა, განათლებაში  არაფერს არ ნიშნავს საბაზრო პრინციპები. რომელი თეატრი და ფილმიც მოსწონს ბევრ ხალხს, ის ხომ არ  არის საუკეთესო? ასეა უნივერსიტეტებიც.  ბევრი რომ აკეთებს არჩევანს, ეს არ ნიშნავს, რომ  იმ უნივერსიტეტებში სწავლების ხარისხი მაღალია.




 ახალი ამბები
  • პატრიარქის სამადლობელი წერილი და პრეზიდენტის სტუმრობა ზემო აკეთშიქვეყნის  პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და კულტურის გამოჩენილი წარმომადგენლები დღეს ლანჩხუთში, ზემო აკეთს სტუმრობდნენ. საქმე ისაა, რომ ივნისს–ივლისის თვეში, ლანჩხუთში, საექსპედიციო ჯგუფმა, რომელსაც სათავეში ანსამბლ ,,შავნაბადას“ ხელმძღვანელი დავით ცინცაძე და ლანჩხუთის ხუხუნაიშვილების სახელობის სკოლის ხელმძღვანელი ავთანდილ თურქია ედგა, აკეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის ეზოს ტერიტორიაზე, ცნობილი მომღერლების საფლავების აღმოჩენა-რესტავრაცია განახორციელეს. დღეს უკვე აღმოჩენილია ცნობილი გვარის - ხუხუნაიშვილების ანსამბლის წევრების 6 საფლავი, ხოლო ცარიზმის დროს ხელყუმბარით დაზიანებული ტაძარი, მზად არის რესტავრაციის დასაწყებად. სწორედ ეს  რესტავრირებულ საფლავები და რესტავრაციაში მყოფი ტაძარი მოინახულეს სტუმრებმა. მიღების მეორე ნაწილს კი სოფელმა აცანამ საკონცერტო ფორმატითა და კულტურული ნიმუშების წარდგენით უმასპინძლა. პრეზიდენტმა ცანაში სტუმრობისას გამოჩენილი მომღერალი, ლოტბარი, კომპოზიტორი, ანსამბლების – „რუსთავისა“ და „მართვეს“ დამაარსებელი, ანზორ ერქომაიშვილი, რომელსაც 80 წელი 10 აგვისტოს უსრულდება,  გაწეული ღვაწლისთვის დააჯილდოვა. დღევანდელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, ლანჩხუთში სამადლობელი წერილი გამოგზავნა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემაც. „ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტადაა ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა. გალობა ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა - ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენ ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კარბელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალურ რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა. ზემო აკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ალმასხან ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.“ _ წერს პატრიარქი და მადლობას უხდის ამ საქმის ინიციატორებს: „მადლობა მინდა ვუთხრა ექსპედიტორთა ჯგუფს: მამა მიქაელის (მახარაძის), დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიების თაოსნობით, რომელთაც დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაგებად”. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს.“ საქართველოს პატრიარქი თავის წერილში იუბილეს ულოცავს ანზორ ერქომაიშვილს. „დღეს, საბედნიეროდ ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურას ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე. მადლობა ღმერთს, რომ მეტად რთულ დროს ჩვენ ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი - ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!“ -წერს ილია ... ...
  • ჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვესჭიათურაში ბენზინგასამართი სადგური გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები ბენზინგასამართ სადგურზე შეიჭრნენ და ადგილზე მყოფ ოპერატორს მუქარის ძალით თანხა მოსთხოვეს. წაღებულია რამდენიმე ასეული ლარი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას ... ...
  • იმერეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლესტყიბულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით ქალაქის ცენტრში ორი მამაკაცი ერთმანეთს დაუპირისპირდა, კონფლიქტის დროს კი ერთმა მეორეს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. გარდაცვლილი მამაკაცი თერჯოლის მკვიდრია. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას ... ...
  • რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდარუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან კაცი გადმოვარდა. ის უგონო მდგომარეობაში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლაფრანგულმა ავიაკომპანია Air France-მა საქართველოს მიმართულებით რეგულარული ფრენები განაახლა. ამის შესახებ ინფორმციას ,,ტავ ჯორჯია“ ავრცელებს. როგორც „ტავ ჯორჯია“-ში აცხადებენ, პარიზიდან თბილისში უკვე 178 მგზავრი ჩამოფრინდა. ავიაკომპოანია Air France  ფრენებს ,,ეარბას“ A320 და A321  ტიპის ხომალდებით კვირაში ორი სიხშირით იფრენს, რომელიც  შემდეგი განრiგით შეასრულებს ავიამიმოსვლას:  პარიზი(შარლ დე გოლის აეროპორტი)  - თბილისის მიმართულებით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს; თბილისი-პარიზის (შარლ დე გოლის აეროპორტი) მიმართულებით ყოველ ხუთშაბათსა და კვირას.   ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...