პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

მთავარი თემა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატმა მთავარი პროკურატურის წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

26 აგვ. 2014, 18:29:47

2014 წლის 14 აგვისტოს "გურია ნიუსში" გამოქვეყნდა სტატია სათაურით დაარღვია თუ არა კანონი პროკურატურამ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, სადაც საუბარი იყო, დაარღვია თუ არა მთავარმა პროკურატურამ კანონი, საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე ედურდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით. აღსანიშნავია, რომ საბუთის მიხედვით, ედუარდ სააკაშვილი ექიმთან ვიზიტის დროს  არასრულწლოვანი, 15 წლის იყო.

"კოსმეტიკური პროცედურებისთვის" მიმაგრებულ  pdf საქაღალდეში დევს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ, რითიც დგინდება რომ, იგი 2010 წლის 5 იანვარს იმყოფებოდა გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინის ერთ-ერთ ოტოლარინგოლოგიულ კლინიკაში, პროფესორ ბერგჰაუზთან, სადაც გარკვეული სამედიცინო გამოკვლევები ჩაიტარა და დაუდგინდა შესაბამისი დიაგნოზი. აქ პირდაპირ მითითებულია, რომ გადამხდელი მიხეილ სააკაშვილია, პაციენტი კი - ედუარდ სააკაშვილი.

მიეკუთვნება თუ არა განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემებს ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გამოქვეყნებული საბუთის მიხედვით, იმ პერიოდისთვის არასრულწლოვანი იყო, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

როგორც "გურია ნიუსისთვის" გახდა ცნობილი,  პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინპექციამ, მთავარი პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მოკვლევა დაიწყო.

საქართველოს პარლამენტის წევრმა, დეპუტატმა ჩიორა თაქთაქიშვილმა,  საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ არასრულწლოვან ედუარდ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, თამარ ქალდანს მიმართა.

"საქმის მასალებში საჯაროდ ხელმისაწვდომია განსაკუთრებულ კატეგორიას მიკუთვნებული პერსონალური ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის  შესახებ. კონკრეტულად საქმეზე დართულია ედუარდ სააკაშვილის სამედიცინო დიაგნოზი, სამედიცინო გამოკვლევის ანგარიში. ეს ინფორმაცია მთავარმა პროკურატურამ საჯაროდ გახადა ხელმისაწვდომი საკუთარ ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალდების წაყენების შესახებ. კერძოდ "კოსმეტიკური პროცედურებით" დასათაურებულ გრაფაში.

მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებული დოკუმენტიდან ისიც ირკვევა, რომ საქმე ეხება არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რადგან მითითებული ედუარდ სააკაშვილის დაბადების თარიღი და სხვა პერსონალური მონაცემები და სამედიცინო დასკვნის თარიღი. აღნიშნული სამედიცინო პროცედურის დროს ედუარდ სააკაშვილი იყო 15 წლის", _ წერს დეპუტატი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორ თამარ ქალდანის  პასუხიდან, რომელიც მან  2014 წლის 19 აგვისტოს, დეპუტატ ჩიორა თაქთაქიშვილს გაუგზავნა,  ირკვევა:

"№8456/-34 წერილის საფუძველზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დაიწყო საქართველოს პროკურატურის მიერ ედუარდ სააკაშვილი განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების  გასაჯაროების კანონის შესწავლა. 

საქმის გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის მიზნით აპარატმა უკვე გამოითხოვა ინფორმაცია შესაბამისი უწყებისგან.  ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში კანონის აღსრულების მიზნით გამოყენებული ღონისძიებების შესახებ გაცნობებთ საკითხის შესწავლის დასრულებისთანავე." 

გამოითხოვა თუ არა ინფორმაცია მთავარი პროკურატურიდან და დაიწყო თუ არა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციამ, ამასთან დაკავშირებით "გური ნიუსი" პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციას დაუკავშირდა. უწყებაში გვითხრეს:

"მიმდინარეობს საკითხის შესწავლა. შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები ეცოდინება შესაბამის უფლებამოსილ პირებს."

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2014 წლის 13 აგვისტოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი  მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების, ანუ სახელმწიფოს კუთვნილი 8 837 461 ლარის გაფლანგვის ფაქტზე, ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.




 ახალი ამბები
  • შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცაშინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე, სამართალდარღვევათა  პრევენციისა და  მათზე  რეაგირების მიზნით, ბრძანება გამოსცა.   ბრძანების თანახმად, საქართველოს რეგიონებში, პოლიციის დეპარტამენტების სამოქმედო ტერიტორიებზე შეიქმნება სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები.  არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით, შესაბამის ჯგუფებს დაევალათ  სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება,  წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება. აღნიშნული ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ბრძანების თანახმად, დაუშვებელია, პოლიციელის ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან ... ...
  • საქართველში საპარლამენტო არჩევნებს IRI-ის წარმომადგენლები დააკვირდებიანდღეს საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) გააკეთა განცხადება არჩევნების ტექნიკური შეფასების საერთაშორისო მისიის  ჩამოსვლის შესახებ. მისია შეაფასებს 2020 წლის, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს. შეფასების მისია საქართველოში ჩამოდის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევის საფუძველზე.  საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) დაახლოებით 25 წელია საქართველოს პარტნიორია და ბოლო ათწლეულის მანძილზე განახორციელა თითქმის ყველა არჩვნების მონიტორინგი და შეფასება. „ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისთვის. IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს იმ საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის, მათ შორის როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში, ამომრჩევლის უსაფრთხოების დასაცავად შემოღებული ზომების შესრულებაზე.“ - განაცხადა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ევრაზიის დირექტორმა სტივენ ნიქსმა. მისია (TEAM) შედგება მრავალმხრივი გამოცდილების მქონე ხუთი გრძელვადიანი ტექნიკური ანალიტიკოსისგან, რომლებიც დააკვირდებიან და შეაფასებენ საარჩევნო პროცესის ყველა ფაზას. მათ მიგნებებზე დაყრდნობით, IRI გამოაქვეყნებს ანგარიშებს, რომლებიც მომზადდება  მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, პოლიტიკური პარტიის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე. ტექნიკური შეფასების ჯგუფი იმუშავებს არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო პრინციპების დეკლარაციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ქცევის კოდექსის მიხედვით. მისიის მიგნებები და რეკომენდაციები დაეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სტანდარტებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ ქცევის კოდექსის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს. კორონავირუსი პანდემიასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, IRI-მ მიიღო უსაფრთხოების ყველა საჭირო ზომა, რომლებიც თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის მიერ დაწესებულ რეგულაციებთან.   ... ...
  • არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული ი.გ. დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მეზობლად მცხოვრებ არასრულწლოვან ბიჭთან, რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, ფოტოსურათებს უღებდა და მომხდარის გახმაურების შემთხვევაში, ქონების განადგურებით და ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა. მამაკაცის მუქარას არასრულწლოვანი რეალურად აღიქვამდა, რის გამოც ის მომხდარს წლების განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ვინ გავიდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზესაზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპზე ოთხი კანდიდატი გადავიდა - თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი. კანდიდატებს შორის ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: თინათინ ბერძენიშვილი - 9 ხმა; ირმა სოხაძე - 7 ხმა; ხათუნა ლაგაზიძე - 7 ხმა; ალექსანდრე ვახტანგოვი - 5 ხმა. ცნობისთვის, კონკურსში სულ 8 კანდიდატი ... ...
  • უფიქსირდებათ თუ არა ბავშვებს ტემპერატურა სკოლებში და რა მდგომარეობაა ამ მხრივ ოზურგეთშიდღეს, დილით, ოზურგეთს მუნიციპალიტეტის, სოფელ ბახვის საჯარო სკოლაში,  ერთ მაღალკლასელ მოსწავლეს  ტემპერატურა დაუფიქსირდა. _სკოლაში მოსვლისას გაიარა თერმოსკრინინგი,  სიცხე არ ჰქონია. შემდეგ კი, გაკვეთილების მსვლელობისას, მასწავლებელს უთხრა, რომ შეამცივნა. ამ დროს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა.  სასწრაფოდ გამოვიძახეთ მშობელი.  აღვნიშნავ იმასაც, რომ ეს მოსწავლე გადმოჰყავთ სასკოლო ავტობუსით, სადაც ასევე, ასვლისთანავე ტარდება თერმოსკრინინგი. არც მაშინ ჰქონდა ტემპერატურა.   ახლა საკლასო ოთახში  მოვახდინეთ დეზინფექცირება. ჩვენ ჯანდაცვის   რეკომენდაციებს ზედმიწევნით ვასრულებთ. არ მგონია, ეს ტემპერატურა ვირუსს უკავშირდებოდეს, თუმცა ჩვენ გავატარებთ  ყველა ზომას, რაც რეგულაციების წესით გვევალება- გვითხრა სკოლის დირექტორმა მზია ვაშალომიძემ. „გურია ნიუსი“ ოზურგეთის  სასკოლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს, ლელა იმედაშვილს ესაუბრა.  ჩვენ ვკითხეთ   ქალბატონ ლელას, 15 სექტემბრიდან დღემდე, რაც სწავლა დაიწყო, თუ უფიქსირდებათ ბავშვებს ტემპერატურა და ხომ არ ყოფილა კონკრეტულად რაიმე გამოვლენილი ვირუსთან დაკავშირებით. _რაც სწავლა დაიწყო, კი, დღის განმავლობაში ფიქსირდება სიცხეები. გუშინ ურეკშიც იყო ერთი  შემთხვევა. როგორც ვიცით, მაშინვე ხდება მშობლის გამოძახება. ხოლო მშობლის შემდეგ, ექიმი გადაწყვეტს, რა როგორ უნდა მოხდეს. ჩვენ ყველამ  ვიცით ეკალდიდის შემთხვევა. დანარჩენი, საბედნიეროდ, ვირუსის  შემთხვევა რომ სკოლასთან იყოს გადაკვეთილი,  არ ყოფილა.  ასევე,  ის მოსწავლეები, რომლებსაც სიცხე დაუფიქსირდათ,  სკოლაში არ   დაბრუნებულან, _ გვითხრა ლელა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...