დაპირსპირება სტადიონის ყოფილ დირექტორსა და ოზურგეთის მერს შორის

მთავარი თემა

დაპირსპირება სტადიონის ყოფილ დირექტორსა და ოზურგეთის მერს შორის

2014 აგვ 26 20:02:20

"აუცილებლად გავიმართლებ თავს, ვამზადებ სარჩელს და შემაქვს სასამართლოში, სტრასბურგამდე მივალ, ვარ უკანონოდ გათავისუფლებული და ჩემს გათავისუფლებას უდევს პოლიტიკური სარჩული. მე ბეგლარ სიორიძემ დუელში გამომიწვია და ვიომებ ბოლომდე, ნახეთ კომიკური ბრძანება, მერი მათავისუფლებს თოჯინების თეატრის, თუ რაღაც კანონის თანახმად. ვაი, სირცხვილო! იქნებ სისულელე დაგიდეს წინ. ხელის მოწერამდე არ უნდა წაიკითხო?", _ აცხადებს "გურია ნიუსთან" ქალაქ ოზურგეთის ა.(ა)ი.პ. სტადიონის ყოფილი დირექტორი მურთაზ აბაშიძე.

მისივე თქმით, მისი გათავისუფლების საფუძველი "ანტინაციონალურობა" გახდა.

"ჩემნაირი ადამიანი არავის არ უყვარს, კაცები არ "ევასებათ". ვაჟკაცები, მეომრები არ უნდათ. თან იციან, რომ მე ვიყავი "ანტინაციონალი" და თვითონ "ნაციონალები" არიან და ხელისუფლებაში ნაწილობრივ დაბრუნდნენ, თუმცა მთლიანად აპირებენ მოსვლას. დროების ხალხია. ქვეყანამ იცის, რომ  ოზურგეთში მოვიდა კლანი, რომელსაც უნდა ოზურგეთი დაისაკუთროს და თავის ჭკუაზე,  არასამართლიანად და არაკანონიერი მეთოდებით მართოს, მე ამას ვერ შევეგუები".

სტადიონის ყოფილი დირექტორი ამბობს, რომ დღეს ოზურგეთში, " ქართული ოცნება" აღარ არსებობს.

"ქართული ოცნება" არის მკვდარი, ხელისუფლებაში დაბრუნდნენ "ნაციონალები", მედროვეები.  შეხედეთ,  გამგეობაში, მერიაში ძირითადად ვინ მუშაობს და ვინ ზის სკამებზე, "სახეშეცვლილი ნაციონალები". ამ "კლანში" ჩემი ადგილი ვერ იქნებოდა, ცხრა წლის მანძილზე ეს ხალხი მხარს უჭერდა მათ, ვინც ხოცავდა, აუპატიურებდა, ქართველ კაცს ქართველობას უკარგავდა. ასეთ ყოფას   ვებრძოდი მე ხმალამოღებული.

"ნაციონალებმა" ოჯახი დამიყადაღეს, ყველამ იცის , თქვენს გაზეთში იბეჭდებოდა ჩემი გაუთავებელი სასამართლო პროცესების შესახებ. ეს იმიტომ, რომ სიმართლეს ვახლიდი პირში და უკან არ ვიხევდი.  ბეგი სიორიძე ახლა გახდა "ოცნება." იცოდნენ, რომ გარიგებაში ვერ შევიდოდი მათთან. ის ადამიანები, ვინც "ქართულ ოცნებაში" იყვნენ, არც ერთი სამსახურში არ მიუღიათ, ყველა მოიცილეს, მე ვიყავი "ქართული ოცნებაში".  დაარსებიდან მობილური ჯგუფის ხელმძღვანელი, მეორე შტაბი მქონდა სახლში გახსნილი, იმიტომ ვიბრძოდი, რომ "ნაციონალები" მოგვეშორებინა. მაგრამ რა გამოვიდა? ის ადამიანები, ვინც "ოცნების" შტაბში იყვნენ და შტაბს ხელმძღვანელობდნენ, ყველა ჩამოიშორეს. ასე ისურვა ახალმა კლანმა.

 ორი წლის წინ ჩავიბარე სტადიონი. დამხვდა 17 თანამშრომელი, სტადიონის დირექტორს ჰყავდა 4 მოადგილე და 7 თანაშემწე. რომ ვიკითხე, რა ფუნქცია ჰქონდათ, ვერავინ  მიპასუხა. ეს ის ადამიანები არიან, როცა "ნაციონალებმა" წააგეს არჩევნები, მთელი ღამეები ტირილში გაათენეს და  დღესაც სტადიონზე მუშაობენ. როცა ვუთხარი ყოფილ გამგებელს, კოტე შარაშენიძეს, მომაშორე ეს ადამიანები- თქო, მიპასუხა, თავი შეიკავე, იყვნენო,  მალე არჩევნები იქნებაო. როცა მათ დავავალე  საქმის კეთება, ეს არ მოეწონათ და დღეს არის ის შედეგი, რომ ქალაქის მერმა გამათავისუფლა და ბრძანების სასაცილო ტექსტი წაკითხულიც არ აქვს.

ხელფასებს იღებდნენ ტყუილად, ხალხის ფული, ბიუჯეტი მიდიოდა მათ ხელფასებში ტყუილად", _ ამბობს აბაშიძე და დასძენს, რომ როცა მან გათავისუფლების მიზეზი იკითხა, ვერ უპასუხეს.

 "ბიძინა ივანიშვილს ოჯახს აგინებდნენ და   დღეს "ოცნებას"  მიეწებნენ. ბეგი სიორიძემ, ერთ დღეს, არჩევნებამდე დამირეკა და მის გვერდში ყოფნა მომთხოვა, რაზედაც დავთანხმდი. კი დაგიდგები გვერდში  იმ შემთხვევაში, თუ კი შენ სტადიონის კეთებაში გვერდში დამიდგები-მეთქი. როცა მოვალო, ყველაფერს მოგეხმარებიო.  მეც რაც შემეძლო, ის გავუკეთე ბეგის არჩევნებზე, მაგრამ ვნანობ მის დახმარებას!  

ბეგი სიორიძის წონა სისხლი მაქვს ნაქცევი საქართველოსთვის, აფხაზეთში ვომობდი. ვარ მაიორი, ვეტერანი ფეხბურთელი, მეომარი, თუ იცის, ოზურგეთში ვისი ძალისხმევითა და ინიციატივითაა  დადგმული მემორიალი? ეს არის პირადად ჩემი ინიციატივით და საკუთარი ფულით გაკეთებული. 

ჩემი განთავისუფლების შესახებ ჩემი ახლობლებისგან გავიგე, თურმე ერთი კვირა განთავისუფლებული ვიყავი და ეს მე არ ვიცოდი. ბეგი სიორიძისგან უსამართლოდ, ცინიკურად, არაადამიანურად ჩემს გათავისუფლებას ვერ მოვითმენ. ყველა კანონიერი გზით ვიბრძოლებ, გავაგებინებ მთელ საქართველოს, სტრასბურგამდე მივალ და მე დავბრუნდები სტადიონზე", _ აცხადებს აბაშიძე.

ქალაქ ოზურგეთის მერი, ბეგლარ სიორიძე, მურთაზ აბაშიძის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

"მურთაზ აბაშიძეს სახლში შტაბის გახსნას ერჩივნა სტადიონისთვის მიეხედა, გაპარტახებული და გაუბედურებულია იქაურობა. მაგის საქმიანობას თავიდან ბოლომდე შევისწავლით.

"ქართული ოცნება" და "ნაციონალები" არაფერ შუაში არაა სტადიონთან, მურთაზ აბაშიძეს უნდა მიეხედა სტადიონისთვის, მაგ თემას ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით და შევისწავლით ძირფესვიანად, თუ რა ხდებოდა სტადიონზე მისი საქმიანობის დროს. 100 პროცენტი ა.იპ. დამფუძნებელი გახლავთ ქალაქის მუნიციპალიტეტის მერია, აქედან გამომდინარე მე ჩავთვალე, რომ მურთაზ აბაშიძე ვერ ართმევდა თავს, დაკისრებულ მოვალეობას და იმ საქმიანობას, ამიტომ გადავწყვიტე მისი განთავისუფლება. მე მაქვს ყველანაირი პირობა იმისი, რომ ჩემი შეხედულებებისამებრ შევცვალო და დავნიშნო ნებისმიერი ა.ი.პ ხელმძღვანელი, ამაში გაუგებარი არაფერი არ არის. რა ვერ გაიგო ბატონმა მურთაზმა არ ვიცი", _ ამბობს სიორიძე,

მისივე თქმით, პრობლემა არც იმაშია, თუ აბაშიძე სარჩელს სასამართლოში შეიტანს.

ცნობისთვის, მურთაზ აბაშიძე ქალაქ ოზურგეთის სტადიონის დირექტორად ორი წელი მუშაობდა. ის აღნიშნულ თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა, კოტე შარაშენიძემ დანიშნა. აბაშიძის სამსახურიდან განთავისუფლების ბრძანებას,  ქალაქ ოზურგეთს მერმა, ბეგლარ სიორიძემ ხელი უკვე მოაწერა. 




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?