რა საჩუქარი გაუკეთა შალვა რამიშვილს ანტონ ხუნდაძემ

მთავარი თემა

რა საჩუქარი გაუკეთა შალვა რამიშვილს ანტონ ხუნდაძემ

2011 ოქტ 7 00:19:46
პოპულარული გადაცემის მორიგი სიუჟეტი, წუხელ ღამით სწორედ ჩოხატაურს მიეძღვნა. რამიშვილმა ყურადღება მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე გაამახვილა:

_ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩოხატაურში ვარდების რევოლუცია არ მომხდარა, _ გვითხრა გადაცემის ავტორმა და წამყვანმა.

სწორედ ეს იყო რამიშვილის მთავარი შეკითხვა ხელისუფლების მისამართითაც. ჩოხატაურის გამგეობაში მისულ ჟურნალისტს და მის გადამღებ ჯგუფს, ზოგი დაემალა, ზოგი ღიმილით დახვდა, ზოგმაც "მაესტროს" მიკროფონი დაიკავა და ისე მისცა ინტერვიუ.

გადამღები ჯგუფის ვიზიტი ჩოხატაურის "თეთრ სახლში" 3 საათსა და 15 წუთზე ბუღალტერიიდან დაიწყო, სადაც ჟურნალისტს ბუღალტერიის თანამშრომლები გაშლილ სუფრასთან მსხდომები დახვდნენ. რამიშვილი გამგეობის ბუღალტერს ზურაბ შათირიშვილს გაესაუბრა და ჩვენს მიერ მიწოდებული, გამგებლის სახელზე დაწერილი მისი განცხადება აჩვენა, სადაც შათირიშვილი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის ამოუსვლელობის შესახებ წერს. შათირიშვილის განმარტებით, განცხადების დაწერის მიზეზი სათესლე სიმინდის საფასურის ჩამოწერა გახლდათ.

სტუმრებმა ბუღალტერიიდან გამგებლის მისაღებში გადაინაცვლეს, თუმცა, გამგებელი ადგილზე არ დახვდათ და რამიშვილი საკუთარ კაბინეტში მიიღო გამგებლის მოადგილემ გია გიორგაძემ, რომელმაც კითხვაზე, მოხდა თუ არა ჩოხატაურში რევოლუცია უპასუხა, რომ ნელ-ნელა ყველაფერი კეთდება.

გამგებლის მეორე მოადგილე დიმიტრი კორიფაძე, მართალია, დამალვას შეეცადა, თუმცა არაფერი გამოუვიდა და გადამღებმა ჯგუფმა დერეფანში "გამოიჭირა". ყველა დროის ჩინოვნიკმა ჟურნალისტის შეკითხვებს მხოლოდ ერთი პასუხი გასცა: "უკომენტაროდ".

რამიშვილი მაჟორიტარი დეპუტატის კორნელი კუკულავას კაბინეტშიც მივიდა, თუმცა ეს უკანასკნელი იქ არ იმყოფებოდა. ყველაზე ხანგრძლივი ინტერვიუ რამიშვილმა საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარესთან ზაზა ბასილიასთან ჩაწერა, რომელმაც "მაესტროს" მიკროფონით ხელში ისაუბრა.

როგორც წესი, საკრებულოს დეპუტატების უმრავლესობა კაბინეტში არ იმყოფებოდა. საკრებულოში მასპინძლობა საკრებულოს თავმჯდომარემ ითავა, რომელმაც იმ "სასიკეთო ცვლილებებზე" ისაუბრა, რომელიც ჩოხატაურში მოხდა და "აწი მოხდება". ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ არის წყალი ჩოხატაურში, ხუნდაძემ გაიკვირვა და აღნიშნა, რომ ჩოხატაურს ნორმალური წყალმომარაგება აქვს, თუმცა რატომღაც არ განმარტა, რომ ახალი წყალსადენით, რომლის მშენებლობაზეც 3 მილიონია დახარჯული და რომელიც დავით ბაქარაძის სიმამრმა, ლერი მეტრეველმა გააკეთა, ჩოხატაურს წყალი ჯერაც არ მიწოდებია.

საკრებულოს თავმჯდომარე, კაბინეტური ინტერვიუდან რამდენიმე წუთში, გამგეობის წინ ისევ დახვდა ჟურნალისტს და იმის სადემონსტრაციოდ, რომ ჩოხატაურს წყალი ნამდვილად ჰქონდა, სამრევლო სკოლის წინ, "მჩქეფარე შადრევანი" აჩვენა, რაც თვალში ნაცრის შეყრას უფრო ჰგავდა, რადგან ჩოხატაურელებს იმ შადრევანში, რომელიც ნახევრად დანგრეულია, წყალი დიდი ხანია არ უნახავთ _ ფაქტი ის იყო, რომ წყალი სწორედ იმიტომ გაუშვეს, რომ რამიშვილს დაენახა.

ჟურნალისტი კმაყოფილი დარჩა კულტურის ცენტრში სტუმრობით, სადაც ცენტრის აღსაზრდელებს შეხვდა და რამდენიმე მათგანის სიმღერაც ჩაიწერა.

შალვა რამიშვილი ჩოხატაურის მუზეუმსაც ეწვია და ძველებური ნივთებით დაინტერესდა, ბოლოს კი მოსახლეობას გაესაუბრა. მოინახულა ადამიანები, ვისთანაც ჰიბრიდულმა სიმინდმა არ იხარა. სეირნობის დროს, ანტონ ხუნდაძემ რამიშვილს საჩუქარი მიართვა _ ჰიბრიდული ჯიში სიმინდის სამი ტარო: _ გავიგე, ამ თემით დაინტერესებულხართ და გქონდეთ, დარწმუნდით, რომ მოსავალმა გაამართლა, _ უთხრა ხუნდაძემ რამიშვილს.

_ თითქმის მთელი საქართველო მოვიარე და ისეთი მდგომარეობა, როგორიც ჩოხატაურშია, არსად მინახავს. გამჭვირვალე პოლიციის შენობაც კი არ დგას აქ. საშინელი შენობები, გაფუჭებული გზა... არა, აქ რევოლუცია ნამდვილად არ არის მომხდარი, _ გვითხრა წასვლის წინ რამიშვილმა და დასძინა, რომ მომავალში გურიის დანარჩენ მუნიციპალიტეტებსაც ესტუმრება.




 ახალი ამბები
  • საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებსსაქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში  დაეხმარებიან _ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამახური ავრცელებს. უწყების ცნობით, THW-ის  წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას  საძიებო სამუშაოების  დროს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები. გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის  განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც ... ...
  • ოზურგეთში საპენსიო ჯილდოზე 174 პედაგოგი გავიდა“174 პედაგოგი გავიდა საპენსიო ჯილდოზე და 105 ახალი პედაგოგი მივიღეთ საჯარო სკოლაში“, _ ამის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლელა იმედაშვილმა მიაწოდა. 2019 წლის მაისში ცნობილი გახდა, რომ განათლების მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, განათლების რეფორმის შემდეგ ეტაპზე, საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია, ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი მიიღონ. ამის შესახებ მინისტრმა ბრიფინგზე განაცხადა.  ამასთან, მთელი სიცოცხლის განმავლობაში შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი  (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების ... ...
  • რამდენი პირველი კლასელია ოზურგეთშიოზურგეთის მუნიციპალიტეტის 42 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ოზურგეთში წელს 683 პირველ კლასელმა დაიწყო სწავლა. “გურია ნიუსი“, ასევე, დაინტერესდა, პირველ კლასში დაფიქსირდა თუ არა ერთი ან ორი მოსწავლე. ლელა იმედაშვილის თქმით, ასეთი შემთხვევა მხოლოდ გომის საჯარო სკოლაში დაფიქსირდა, სადაც ორი ... ...
  • "გურიის მოამბის" რედაქტორის მიმართ გახორციელებული მუქარის საქმე გახსნილია _ ვინ არის ბრალდებულიშინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტისა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული ბ.მ. მუქარის ფაქტზე ამხილეს. დანაშაული 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მხილებული, სოციალური ქსელი "ფეისბუქის" მეშვეობით, საინფორმაციო სააგენტო „გურიის მოამბის“ რედაქტორს შვილების სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მალევე დაადგინეს და მუქარის ფაქტზე ამხილეს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ბ.მ.-ს კუთვნილი კომპიუტერი, საიდანაც მან მუქარის ტექსტი გააგზავნა. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას გულისხმობს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა. ამავე თემაზე: "გურიის მოამბის" რედაქტორი: შვილების ლიკვიდაციით ... ...
  • ,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ - მამუკა მდინარაძე გიგა ბოკერიას,,ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“ , _ ამ სიტყვებით ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა.  ბოკერია-მდინარაძის დაპირისპირების მიზეზი შოთა ხაბარელის კითხვა გახდა, რომელიც მან გიგა ბოკერიას დაუსვა. ხაბარელმა საკუთარ გამოსვლაში ქართველი სპორტსმენების მიღწევებზე ისაუბრა და ამ მიმართულებით ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიერ გატარებულ პოლიტიკას. შოთა ხაბარელმა ბოკერიას კითხვით მიმართა, ქართველი სპორტსმენების მიღწევები არის თუ არა ხელისუფლების დამსახურება. კითხვის დასმის დროს გიგა ბოკერია სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. მას შემდეგ, რაც ბოკერია სხდომაზე დაბრუნდა, სიტყვით გამოსვლისთვის დრო ითხოვა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების მიღწევა თავად მათი დამსახურებაა და არც მოქმედი და არც წინა ხელისუფლების დამსახურება არ არის. ამის შემდეგ მამუკა მდინარაძემ გიგა ბოკერიას მოუწოდა, კითხვის არსი სწორად გაეგო და პასუხი ისე გაეცა, რის შემდეგაც ერთმანეთს „ტუტუცი“ უწოდეს. ბოკერიამ მდინარაძეს მიმართა: „თითი სხვისკენ გაიქნიე, უზრდელი ტუტუცი ხარ“, რაზეც, თავის მხრივ, მდინარაძემ ბოკერიას მიმართა: „ტუტუცი ნაგავი ხარ, ადრე გეძველბიჭა“. დეპუტატების დაპირისპირებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჩაერთო. მან გიგა ბოკერიას მიმართა, რომ მამუკა მდინარაძეს პერსონალურ შეურაცხყოფას აყენებდა და კორექტულობისკენ ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...