"პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობა სახიფათო ეტაპზე გადადის“

მთავარი თემა

"პრეზიდენტისა და პრემიერის კინკლაობა სახიფათო ეტაპზე გადადის“

2014 სექ 1 23:39:51

"ეს უკვე საჯარო დაპირისპირებებაა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის. მათი კინკლაობა სახიფათო ეტაპზე გადადის და ქვეყნის ინტერესებს აზიანებს“, - ასე აფასებს ცენტრ "მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი ინფორმაციას, გაერო-ს სამიტზე პრეზიდენტისა და პრემიერის ვიზიტების შეუთანხმებლობის შესახებ.

შეგახსენებთ, დღეს გახდა ცნობილი, რომ გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ პრემიერი გამოვა, თუმცა, პრეზიდენტის აპარატში ამ ინფორმაციას უარყოფენ და მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლისთვის ემზადებიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციას არაერთხელ განუმარტეს, თუ რატომ მიაჩნიათ უხერხულად გაერო-ს სამიტზე ორი დელეგაციის გამგზავრება.

როგორც მაია ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ნიუ-იორკში დაგეგმილ გაერო-ს სამიტის ღონისძიებებში მონაწილეობა უნდა მიიღოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი არის პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და იგეგმება მისი გამოსვლა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე.

გარდა ამისა, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელი, იგი მონაწილეობას მიიღებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ  სხვადასხვა კონფერენციასა თუ სამიტში. 

"მას შემდეგ, რაც გაერო-ში არის გაგზავნილი ინფორმაცია, რომ პრემიერი არის დელეგაციის ხელმძღვანელი, მის სახელზე მოდის სხვადასხვა სახის მოწვევები. ჩვენ გვქონდა ძალიან ხშირი კომუნიკაცია პრეზიდენტის მრჩეველ თენგიზ ფხალაძესთან. ბოლო შეხვედრა გასულ კვირას მასთან პირადად გვქონდა და ამ შეხვედრების მანძილზე ვცდილობდით განგვემარტა ის არგუმენტები, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ორი დელეგაციის ერთდროულად გამგზავრება ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე არ არის ქვეყნისთვის სასარგებლო და დააზიანებს ქვეყნის იმიჯს. გარდა ამისა, უხერხულია, რადგანაც ეს ფაქტობრივად არასდროს არ ხდება", _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე განმარტებით, გაერო-ს კლიმატის ცვლილებებს სამიტზე პრეზიდენტს ჰქონდა სახელობითი მოწვევა. ასეთი სახელობითი მოწვევები კი  ზოგჯერ ისე იგზავნება, რომ არ არის ცნობილი ვინ იქნება დელეგაციის ხელმძღვანელი, მაგრამ როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში, როდესაც დგინდება ვინ არის დელეგაციის ხელმძღვანელი, ის ესწრება ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც გენერალური ასამბლეის განმავლობაში ტარდება.

"ჩვენ შევეცადეთ ბატონი თენგიზ ფხალაძისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის განგვემარტა, თუ რა არგუმენტები გვქონდა იმისათვის, რომ არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ორი დელეგაციის გამგზავრება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ეს არგუმენტები არ ყოფილა გათვალისწინებული, რადგან ითქვა, რომ პრეზიდენტის მიერ დასტური არის გაგზავნილი. საერთოდ,  მინდა გითხრათ, რომ გარდა ამ დასტურისა არ არის მართებული საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდის ავლით ვიზიტის მომზადება, რაც უხერხულ მდგომარეობაში გვაყენებს ჩვენ, როგორც უწყებას, ზოგადად ქვეყანასაც", _ აცხადებს ფანჯიკიძე.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, მას არ ქონია საშუალება, რომ პირადად პრეზიდენტთან ესაუბრა ამ თემაზე და შესაბამისად, არ იცის მისი პოზიცია.

მაია ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან საუბრის საშუალება ნატო-ს უელსის სამიტზე ექნება და პრეზიდენტი ამ არგუმენტებს გაითვალისწინებს.

რაც შეეხება პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე გავრცელებულ პოზიციას, პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თითქოს გაერო-ს კლიმატის სამიტზე სიტყვით პრემიერ-მინისტრი უნდა გამოვიდეს.

როგორც თენგიზ ფხალაძემ, დღეს, ჟურნალისტებს განუცხადა, კლიმატის ცვლილების სამიტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უკვე გააკეთა კომენტარი და მაშინ ითქვა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ოფიციალური დასტური გაუგზავნა გაერო-ს გენერალურ მდივანს იმასთან დაკავშირებით, რომ ის ჩადის გაერო-ში და მას ექნება კლიმატის ცვლილების სამიტზე სიტყვით გამოსვლა. 

"დანარჩენი სხვა თემა, რაც არ ვიცი, კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან  ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ საგარეომ იცის პოზიცია და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ოფიციალური დასტური პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილია გაერო-ს გენერალური მდივნის სახელზე", _ განაცხადა ფხალაძემ.
მან ასევე განმარტა, რომ როგორც მისთვის არის ცნობილი, პრემიერი მიდის, 22 სექტემბერს დაგეგმილ,  გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, სადაც აქვს სიტყვით გამოსვლა, ხოლო პრეზიდენტი მიდის 23 სექტემბერს კლიმატური ცვლილებების შესახებ სამიტზე. 

ცენტრ "მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ ამგვარი დამოკიდებულება პრემიერსა და პრეზიდენტს შორის ქვეყნის ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე ძალიან ავნებს.

"ჩვენ ვმუშაობთ პრემიერის ვიზიტზე“ -  ეს ძალიან სახიფათო სიტყვებია ჩემთვის, როგორც გადასახადის გადამხდელისთვის. ანუ რას ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილე, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მომზადება მათ ინტერესში არ შედის? ამ ადამიანებს ვუხდით ხელფასს? მეორეც, სახელმწიფოს მეთაურმა, პრეზიდენტმა გაერო-ს გენერალურ მდივანს დაუდასტურა, რომ მიიღებდა სამიტში მონაწილეობას, პროტოკოლის ელემენტარული ანბანი ვინც იცის, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტის დაგეგმვა დასრულებულია. დიპლომატებმა კი ეს უნდა იცოდნენ. ახლა მთავრობის მცდელობა და მათი ინტერპრეტაციები და მცდელობები, გადაარწმუნონ პრეზიდენტი, ძალიან კურიოზულ სიტუაციას ქმნის. ეს არ არის ჩვეულებრივი ფორუმი, ამით სახელმწიფო დაზიანდება. ეს უკვე საჯარო  დაპირისპირებებია პრეზიდენტსა და პრემიერს შორის“, _ აცხადებს ალაფიშვილი.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი გაერო-ს სამიტზე არ წავა? - იურისტი გვპასუხობს: "მისი მხრიდან, ეს სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება იქნება“.

"სახელმწიფოს მეთაურმა დაუდასტურა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ ის მიდის ამ სამიტზე და სიტყვითაც გამოვა, ახლა კი რა უნდა უთხრას, ჩემმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამომიშვაო? გაერო-ს გენერალური მდივანი არის ჩვენი მთავრობის კანცელარიის რანგის მოხელე? პრეზიდენტის არწასვლა გაერო-ს სამიტზე, სახელმწიფოს უფრო მეტად ავნებს. ორი დელეგაცია თუ სადმე წავიდა სხვადასხვა მიზნით, ეს არის სირცხვილი ? ამას პირველი დიპლომატი არ უნდა ამბობდეს“, _ აცხადებს ალაფიშვილი.

მისივე განმარტებით, "ვიზიტი დაგეგმილი კი არ არის, უკვე დასრულებულია მისი მომზადება, რადგან პრეზიდენტმა მასში მონაწილეობა უკვე დაადასტურა“.

"მაია ფანჯიკიძეს, ან პრემიერ-მინისტრს, ძალიანაც რომ უნდოდეს ამ გადაწყვეტილების შეცვლა, მათ არავინ არაფერს ეკითხება. გადაწყვეტილების მიმღები არის ერთადერთი ადამიანი, სახელმწიფოს მეთაური გიორგი მარგველაშვილი. მიმაჩნია, რომ თუ მარგველაშვილი, თავის დადასტურებულ გადაწყვეტილებას საერთაშორისო არენაზე შეცვლის, ეს იქნება მისი მხრიდან სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება. რაში გამოიხატება ეს ზიანი და როდის ვიგრძნობთ ამის შედეგს, ეს დროის საკითხია. თავისთავად, ეს საერთაშორისო ურთიერთობებში კარგის მომტანი არ იქნება“, _ აცხადებს ალაფიშვილი.




 ახალი ამბები
  • უმრავლესობის წევრებმა უმრავლესობა დატოვესსაპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა _ თამარ ჩუგოშვილმა, ირინა ფრიუძემ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფიო ქაცარავამ მმართველი გუნდი დატოვეს. აღნიშნული განცხადება თამარ ჩუგოშვილმა გააკეთა. „ჩვენთვის ძალიან პრინციპული იყო ეს ცვლილება. არ აქვს მნიშვნელობა რამ გამოიწვია ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა. ჩვენ არ გვაქვს სხვა გზა გარდა იმისა, რომ დავტოვოთ როგორც საპარლამენტო თანამდებობები, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა, ვინაიდან ამ საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნა არის ძალიან მძიმე საკითხი, რომელზეც ჩვენ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ“, _ განაცხადა თამარ ... ...
  • ცქიტიშვილის თქმით, უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა დატოვადიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, უმრავლესობა და ფრაქცია რამდენიმე წევრმა დატოვა. მისი ინფორმაციით უმრავლესობა თამარ ჩუგოშვილმაც ... ...
  • "არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან"დავით ბაქრაძის განცხადებით, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, ჰქონდა მოლოდინი, რომ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს ჩააგდებდა. მისი თქმით, არავის სჯერა ქვეყანაში, რომ მაჟორიტარები ბიძინა ივანიშვილს არ ემორჩილებიან: “ამ გადაწყვეტილებით ქვეყანა მძიმე პოლიტიკურ კრიზისში შევიდა, ჩვენ კარგად გვახსოვს, რას უშვება ივანიშვილი და "ქართული ოცნება" იმ ადამიანებს, მათივე წევრებს, ვინც რამეში არ ეთანხმება. როგორც კი დათო ჭიჭინაძემ დაიწყო ირაკლი კობახიძის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და პარტიიდან, როგორც კი ეკა ბესელიამ დაიწყო მოსამართლეების სიის კრიტიკა, ის გარიცხეს უმრავლესობიდან და ამაზრზენად მოექცნენ... ჩვენ კარგად გვახსოვს და ვიცით, როგორ ექცევა ივანიშვილი და უმრავლესობა მისთვის არასასურველ დეპუტატებს... ეს იყო სპექტაკლი, ეს იყო ტყუილი და ამ ტყუილის ფასს დღეს გადაიხდის მთელი საქართველო,“ _ განაცხადა დავით ... ...
  • მიხეილ სააკაშვილი: "ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია”„როგორც მოსალოდნელი იყო, ივანიშვილმა ყველა გადააგდო და გააცუცურაკა. ერთი რამე ვიცი _ მალე მოდის გიორგობის დღესასწაული, 23 ნოემბერი და ქართველი ხალხი უნდა დაირაზმოს, გააკეთოს მშვიდობიანი მობილიზაცია. ამ რეჟიმს აღარანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ასე რომ, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ძალა ერთობაშია, ყველაფერი გამოგვივა“, _ ასე ეხმარეუბა საქართველოს მესამე პრეზიდნეტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში მომხდარ მოვლენებს. წყარო: ... ...
  • „ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი“„ბიძინა ივანიშვილმა მიიტაცა ხელისუფლება _ ეს არის განგაშის ზარი. ამას მოყვება მწვავე პროტესტი, გადაიკეტება ყველაფერი. ჩვენ მას არ მივცემთ უფლებას, მიიტაცოს ხელისუფლება. მან გვითხრა, არ მაინტერესებს ხალხის აზრი ამაზე კი ის მიიღებს პასუხს“, _ თქვა პარლამენტარმა ელენე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?