9 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა 53 067 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა


მთავარი თემა

9 წლის განმავლობაში, საქართველოს მოქალაქეობა 53 067 უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა

2 სექ. 2014, 16:25:37

2005-2013 წლებში საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა 37 462 რუსეთის მოქალაქეობის მქონე პირს, რაც დაახლოებით ორჯერ აღემატება ყველა სხვა ქვეყნის მოქალაქეზე (15 605 პირი) საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევებს. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თვალსაზრისით გამორჩეულები არიან აგრეთვე თურქეთის (3 464 პირი) და ისრაელის (3 367 პირი) მოქალაქეები. 

ამის შესახებ ინფორმაციას, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ავრცელებს.

"2005-2013 წლებში თურქეთის მოქალაქეებზე საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შემთხვევების დიდი რაოდენობა განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2013 წელს საპრეზიდენტო ვადის ბოლო თვეებში თურქეთის მოქალაქეობის მქონე ეთნიკურ ქართველების უპრეცენდენტო რაოდენობას გამარტივებული წესით მიანიჭა საქართველოს მოქალაქეობა. 2013 წელს საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭა დაახლოებით იმდენ თურქეთის მოქალაქეს, რამდენსაც ერთობლივად - 2005-2012 წლებში."

ორგანიზაციის განმარტებით, ლტოლვილთა სტატუსის მინიჭების სტატისტიკა, საქართველოში, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ყოველწლიურად იზრდება უცხო ქვეყნის მოქალაქე თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. გასული ორი წლის განმავლობაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან მიღებული მონაცემებით, საქართველოს ხელისუფლებას თავშესაფრის მოთხოვნით 1300-ზე მეტმა უცხოელმა მიმართა, 30 სხვადასხვა ქვეყნიდან. მათ ძირითად რაოდენობას აზიისა და აფრიკის ქვეყნების მოქალაქეები შეადგენენ.

"2005 წლიდან 2011 წლამდე საქართველოში თავშესაფრის მთხოვნელთა რიცხვი 300-ს არ აღემატებოდა. 2005 წელს თავშესაფარი 23-მა უცხოელმა ითხოვა, 2006 წელს - 19-მა; 2007 წელს - 21-მა; 2008 წელს - 33-მა; 2009 წელს - 43-მა; 2010 წელს კი 57-მა. აქედან, უდიდეს ნაწილს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები შეადგენდნენ.

2012 წელს საქართველოს მთავრობას ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების თხოვნით 599 განმცხადებელმა მიმართა, მათ შორის იყო 443 ერაყელი წარმომავლობის მოქალაქე. წარმოდგენილი მოთხოვნებიდან დაკმაყოფილდა 44 განცხადება. 2013 წელს კი თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჯამში 717 უცხოელმა ითხოვა მათ შორისაც ჭარბობდა ერაყელი წარმოშობის 478 მოქალაქე. აქედან ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსი 31 მოქალაქეს მიენიჭა.

2005-2013 წლებში უცხო ქვეყნის 40 100 მოქალაქეზე გაიცა ბინადრობის ნებართვა, საიდანაც მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაცემულია უცხო ქვეყნის 8791 მოქალაქეზე, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვა - უცხო ქვეყნის 31 309 მოქალაქეზე. მუდმივი ბინადრობის ნებართვების გაცემის ყველაზე მეტი (2502 პირი) შემთხვევა 2010 წელს ფიქსირდება, ხოლო დროებითი ბინადრობის ნებართვების - 2012 წელს (6 426 პირი).
2005-2013 წლებში ყველაზე მეტი მუდმივი ბინადრობის ნებართვა გაიცა რუსეთის მოქალაქეებზე (5879), ხოლო ყველაზე მეტი დროებითი ბინადრობის ნებართვა - თურქეთის მოქალაქეებზე (7812). დროებითი ნებართვების მიღების რაოდენობის თვალსაზრისით გამოირჩვიან აგრეთვე ჩინეთის მოქალაქეები, 2011 - 2013 წლებში ყოველწლიურად ჩინელებზე გაცემული დროებითი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 1300-დან 1800-მდე მერყეობს."




 ახალი ამბები
  • "მაინც ჩამაგდეს წყალში! ნათლისღებას გილოცავთ!“ _ სააკაშვილი განბანვის ფოტოებს აქვეყნებსმიხეილ სააკაშვილმა განბანვის რიტუალში მიიღო მონაწილეობა.  "მაინც ჩამაგდეს წყალში _ მინუს  19 გრადუსში. ნათლისღებას გილოცავთ",  _ წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე და განბანვის ამსახველ ფოტოებს ... ...
  • ლანჩხუთში მატარებელმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლალანჩხუთში უბედური შემთხვევა მოხდა _ მატარებელი დაეჯახა 60 წლის ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა. შს სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმის გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • როგორ ხვდებოდნენ ნათლისღებას საქართველოშიროცა ქვეყანაში მიმქრალი იყო უფლისადმი რწმენა, ქრისტიანული დღესასწაულისადმი ცოდნაც ნაკლები იყო ხალხში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ნაკურთხი წყლისადმი თავისებური რწმენა ჰქონდათ შერჩენილი ძველ ქართველებს. ამბობენ, ნათლისღების დღეს აღებული უბრალო წყალიც კი ნაკურთხიაო. არ ვიცი, რამდენად ცნობილი იყო ჩემს სოფელში _ გორმაღალში იმ პერიოდის მცხოვრებთათვის მაცხოვრის ნათლისღების ან მდინარე იორდანეს მიერ განწმენდის ძალის შესახებ ისტორიულ-ბიბლიური განმარტება, მაგრამ, რწმენა დიდი იყო როგორც წარსულ დროში, ისე ახლაც და იცოდნენ და იცავდნენ იმ მთავარ წესს, რომ მოუნათლავი არავინ არ უნდა დარჩენილიყო. მაშინ, როცა ტაძრები თითო-ოროლა იყო და, რასაკვირველია, სასულიერო პირებთან ნაკლები შეხება ჰქონდათ, ერთადერთი ხელსაყრელი მომენტი სამეზობლო კუთხეში გარდაცვლილის წესის ასაგებად მოძღვრის მოყვანა გახლდათ. როგორც გადმოცემით ვიცი, ჯიხეთის დედათა მონასტერში მონაზვნად შედგომილ სქემმონაზონ მარიამს (გოგიტაძეს) დიდი წვლილი მიუძღვის ამ კუთხის გაქრისტიანებაში. როგორც მითხრეს, მას დაჰყავდა მონასტრის წინამძღვრები და მის ოჯახში შეკრებილ მსურველებს ფარულად ანათლინებდა. ჩემ მახსოვრობასაც შემორჩა ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღების დილას, უთენია წამომდგარი ოჯახის უფროსი უმძრახად (ხმაგაუცემლად) როგორ აავსებდა ჭურჭელს წყლით,  სახლის ოთხივე კუთხეში დაღვრიდა, წყლის ნარჩენს კი ტანის საბანად ტოვებდა ოჯახის წევრებისთვის, მადლიანიაო. ამბობენ, ზოგ კუთხეში ეს წყალი საფლავზეც მიჰქონდათ და ზედ მოასხურებდნენ _ ამგვარად, თითქოს, თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულსო, მაგრამ ამ ტრადიციის შესახებ მე არ მსმენია. ვისაც მტკიცე რწმენა და შესაძლებლობა ჰქონდა, მამლის ყივილამდე ავიდოდა ზანდოს წმიდა გიორგის ნანგრევზე, თავისივე ჩამოქნილ სანთელს ანთებდა, შინ დარჩენილები კი სანთელთან ერთად კეცზე დაყრილ ნაკვერჩხალზე დამწვარ ნაძვის ზინთის კვამლს გაატანდნენ (,,ჩაუთქვამდნენ“ )სათხოვარს.  ყველა, როგორც შეეძლო და აღიქვამდა, ისე აღნიშნავდა და პატივს მიაგებდა ამ მადლიან დღეს. თუმცა, ბევრჯერ შევსწრებივარ ისეთ ფაქტსაც, როცა პიროვნება არასერიოზულად აღიქვამდა ამ წმიდა საიდუმლოს მნიშვნელობას და ხდებოდა მექანიკური თუ წამბაძველობითი ნათლისღება. როცა ადამიანი ვერ აცნობიერებს ამა თუ იმ საეკლესიო საიდუმლოს, ეს მეტად საშიშია _ ხშირ შემთხვევაში, მას მადლი ცოდვად ექცევა ხოლმე. მასზე, ამათუ იმ საიდუმლოს შედეგად, რა თქმა უნდა, მექანიკური მოქმედებითაც გადადის უფლის მადლი და ძალა, მაგრამ აქ შემდეგ უმთავრესი გარემოებაა ის არის, როგორ მოხდება ამ მადლის დაცვა. ადამიანმა უფლისგან მიღებული მადლი სწორად უნდა გამოიყენოს და არ მოხდეს პირიქით _ არ შეურაცხყოს სიწმიდე თავისი უწესო ცხოვრებით. როგორც წმიდა მამები ამბობენ, არსებობს ორი შობა: ერთი, როდესაც ბუნებრივად იშვება ადამიანი და მეორე _ სულიერად. ასევეა, ორი სიკვდილი: სულიერი სიკვდილი, როდესაც ხდება მადლის განშორება, რაც გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე ფიზიოლოგიური სიკვდილი. ამიტომ ადამიანებს ბევ რამეზე დაფიქრება გვმართებს. ასევე, როდესაც ნათლისღების რიტუალის მიმდინარეობისას ვდებთ აღთქმას ანუ ფიცის უფლის წინაშე რომ:,,შეუდგებოით ქრისტესა“ მისი გზიდან გადახვევა არის ღალატის ტოლფასი. თუ მოინათლე ყრმობის ასაკში და ბოლომდე ვერ აცნობიერებდი დაკისრებულ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში მეტად დიდი პასუხისმგებელური მისია აკისრია თავად ნათლიას და ამიტომ უნდა მოხდეს ნათლიის სწორი შერჩევა რადგან მან უნდა წარმართოს სწორად შენი ცხოვრების გზა. ნათლისღება არის სიმბოლო განწმენდისა, ქრისტეს სხეულთან თანაზიარებისა, ქრისტეში ახლად დაბადებისა, რომლის არსის გაცნობიერება და მეტად სიღრმისეული წვდომაა საჭირო. ვისურვებდი, როგორც იორდანე უკუიქცა, ასე უკუგვექციოს ბოროტება და სიკეთეში ვშობილიყვეთ, რათა ერთ ემბაზში განწმენდილნი ერთად ვადიდებდეთ უფალს და ზეციურ კარიბჭეს მიდგომლებს. რ ოგორც იორდანეში ჩასული იესო ქრისტეს ნათლისღებისას გაისმა ხმა ზეციდან, ისევე გაისმოდეს თითოეულ ჩვენგანისათვის; ,,შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3,22). გოგიტა ... ...
  • ”გაგვიფრინდა ჩვენი ვარსკვლავბიჭუნა, გიო აღარ გვყავს!"17  წლის გიორგი ბერიძე, რომელსაც გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა, ცოტა ხნის წინ დაიღუპა, _ ამის შესახებ ნფორმაცია სპეციალურად გიორგისვის შექმნილ სოციალურ ჯგუფში გავრცელდა. გიორგის გულის გადანერგვა ესაჭიროებოდა. ამისთვის კი 140000 დოლარი იყო საჭირო. გიორგის დედას იმავე დიაგნოზით ქალიშვილიც გარდაცვლილი ჰყავს და საზოგადოებას სთხოვდა, დახმარებოდა გიორგის სიცოცხლის გადარჩენაში. მას მთელი საქართველო ... ...
  • “გელათში, მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია და ხარვეზების იდენტიფიცირება“საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე ფეისბუქზე წერს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს გელათის დროებითი გადახურვის რევიზია. “ყველას გილოცავთ ნათლისღებას!!! ვინაიდან გუშინ უხვი ნალექი მოვიდა გელათში, ადგილზე ვარ გუშინდელიდანვე. ჩემი ზედამხდველობით მიმდინარეობს დროებითი გადახურვის რევიზია, ხარვეზების იდენტიფიცირება და გამოსწორება. გელათზე სამუშაოების მწარმოებელი კომპანია შეიცვალა, ამავე კომპანიას დაეკისრა ჯარიმა. ახალი კომპანიის მიერ ჩასატარებელ ღონისძიებებს სრულად დააფინანსებს დაჯარიმებული კომპანია. ვრცელდება დეზინფორმაცია თითქოს დროებითი სახურავი ჩამოინგრა. ეს სიმართლეს არ შეესაბამება“, _ წერს ნიკა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....