ხელისუფლებამ საარჩევნო სამზადისი დაიწყო

მთავარი თემა

ხელისუფლებამ საარჩევნო სამზადისი დაიწყო

2011 ოქტ 8 08:56:50
ლელა იმედაშვილმა, რომელიც ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი იყო, გასულ კვირას, ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ მის უკვე ყოფილ თანამდებობაზე, ამავე ცენტრის მთავარი სპეციალისტი, ნანიკო ნაცვალაძე ინიშნებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხელისუფლებას ნაცვალაძე თვალში არ მოუვიდა. წყაროს ინფორმაციით, ნაცვალაძეს სწორედ საარჩევნო გამოცდილების არქონა მოუმიზეზეს და ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პოსტზე, მეორე საჯარო სკოლის დირექტორი, ირინა ინარიძე გაუშვეს. ნაცვალაძისგან განსხვავებით, ინარიძეს საარჩევნო გამოცდილება, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან მოყოლებული, დიდი აქვს (ისევე, როგორც ლელა იმედაშვილს. რედ.) _ ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ახალი ხელმძღვანელი, რევოლუციამდე სამხარეო ადმინისტრაციაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას იკავებდა და შესაბამისად, არჩევნების ორომტრიალშიც იყო ჩართული.

მეორე საჯარო სკოლის დირექტორად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე გადაისროლეს. ამ უკანასკნელს დიდი საარჩევნო გამოცდილება ნამდვილად არ აქვს, შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ოზურგეთის კულტურის სამსახურის უფროსის თანამდებობას, არჩევნებისთვის მორგებული კადრი დაიკავებს, რომლის ვინაობა ამ დრომდე არ სახელდება.

გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საკადრო ცვლილებებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს:

_ ეს მუდმივი, მუშა პროცესია და მას საერთო არაფერი აქვს არჩევნებთან. თუმცა, საარჩევნო სამზადისში ადამიანი მუდამ არის.

_ თანამდებობებზე საარჩევნო გამოცდილების მქონე კადრების დანიშვნა რას ნიშნავს?

_ თქვენ ფიქრობთ რომ ახლადდანიშნულ ადამიანებს სხვა გამოცდილება არ აქვთ?! დარწმუნებით გეტყვით, რომ თანამდებობებზე კადრები იმ გამოცდილებით ინიშნებიან, რომლის გამოცდილებაც იმ სფეროში გააჩნიათ, _ გვითხრა ჩიტაიშვილმა.

ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციურ სპექტრში დიდი გააქტიურება არ შეიმჩნევა. ამ ეტაპზე, გურიაში, პოლიტიკურ არენაზე ყველაზე მეტად ალასანიას "გაერთიანებული დემოკრატები" ჩნდებიან, რომლებიც ხელისუფლების ყველა გადაწყვეტილების შემდეგ ბრიფინგს მართავენ.

ოპოზიციური პარტიების უმრავლესობას ოფისები დაკეტილი აქვთ და მათი პოვნა, თითქმის შეუძლებელია. განსხვავებით ოზურგეთისა და ლანჩხუთისა, ჩოხატაურის საკრებულოში ოპოზიციონერი დეპუტატები დუმან და როგორც ფაქტები მოწმობენ, ხელისუფლების კრიტიკას მკაცრად ერიდებიან.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, ამ ეტაპზე, რეგიონებთან დაკავშირებული კონკრეტული სამოქმედო გეგმები არ გააჩნიათ. თუმცა, ყველა პარტიაში თუ ბლოკში, იციან, რომ ხელისუფლება საარჩევნო სამზადისში აქტიურად ჩაერთო.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი, ინგა გრიგოლია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ საარჩევნო სამზადისში პრეზიდენტიც აქტიურად მონაწილეობს და მიიჩნევს, რომ ეს მის მომავალ თანამდებობას უკავშირდება:

_ ბოლო პერიოდში ეს სამზადისი უკვე სახეზეა. ყველაზე თვალსაჩინოა, რომ მიშა ჩაერთო აქტიურად. ბოლო დროს საუბრობენ იმაზე, რომ, შეიძლება, სააკაშვილი საპარლამენტო სიას ჩაუდგეს სათავეში და პარლამენტის თავმჯდომარედ მოგვევლინოს. ანუ, გადადგება არჩევნების წინ. მგონია, რომ მისი გააქტიურებაც ამას უკავშირდება

_ ქალბატონო ინგა, გინდა თქვათ, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მაგალითს გადმოიღებს, რომლის თანახმადაც შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება?

_ დაახლოებით, მაგრამ პრემიერობის ნაცვლად, შეიძლება ის მოგვევლინოს პარლამენტის თავმჯდომარედ. ეს ვერსია ძალიან აქტუალურია ამ ბოლო დღეებში, რაც იმას ნიშნავს, რომ არჩევნებში მათ არ უნდა აიღონ უმრავლესობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სააკაშვილი გახდება პარლამენტის სპიკერი და ოთხი წლის შემდეგ, ისევ შეეცდება გახდეს პრეზიდენტი.

საქართველოს მედია კლუბის თავმჯდომარე მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია არჩევნების მოგებას მხოლოდ სწორი და მიზანმიმართული აქტივობების შედეგად შეძლებს:

_ გაცხარებული საარჩევნო კამპანია აქვთ ნაციონალებს. ეს აისახება, როგორც მათ ზოგად პიარაქტივობებზე, ისე ადმინისტრაციული რესურსის გადახალისებაზე. ორივე მიმართულებით აქტიურად მუშაობენ, ოპოზიციისგან განსხვავებით

_ შეძლებს ოპოზიცია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას?

_ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს თუ იქნება, ვერ შეძლებს. "ქრისტიან-დემოკრატები" წაიღებენ თავის 10 პროცენტს, დანარჩენი ოპოზიციის საქმე კი იმის მიხედვით იქნება, რამდენად დაიწყებენ სწორ და მიზანმიმართულ აქტივობებს, თუ, რა თქმა უნდა, ამ ერთწლიან მონაკვეთში რაიმე ახალი ძალა არ გამოჩნდა, რომელიც ოპოზიციური ველის დიდ ნაწილს აითვისებს, ან თავად ხელისუფლება არ დაუშვებს რამე ისეთ შეცდომას, რაც ოპოზიციას აქტიურობის საბაბს მისცემს

_ ხელისუფლების შეცდომებს ელით? ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ საკუთარ შეცდომებზე ბევრი რამ ისწავლა და მიაჩნიათ, რომ მსგავს ნაბიჯებს აღარ გადადგამს.

_ შეცდომას ნაკლებად ველი, მაგრამ ერთ-ერთ ვერსიად განვიხილავ. თუმცა, ისეთ შეცდომას, რაც მათ პოლიტიკურ კარიერას დაასრულებს, რა თქმა უნდა არ ველი.

ოპოზიციონერი თეო ტლაშაძე მიიჩნევს, რომ შეუძლებელი არაფერია, მათ შორის ოპოზიციის არჩევნებში გამარჯვება:

_ ხელისუფლება საარჩევნო ფაცი-ფუცშია და არა სამზადისში. იმის თქმა, რამდენად შეუძლია ოპოზიციას მოიგოს ეს არჩევნები, დღეს მიჭირს. ეს დღეს, თუმცა, ხვალ რა იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. იმის ფონზე, რომ შიდა ქართლის გუბერნატორად დაინიშნა გიორგი ტატიშვილი, რომელიც სპეცოპერაცია "არჩევნების" შემოქმედი იყო და პირდაპირ საარჩევნო უბანზე იარაღით ატერორებდა კომისიის წევრებს, მის მოადგილედ კი _ ბასიშვილის ზონდერ-ჯგუფის ხელმძღვანელი კახნიაშვილი, გამარჯვებაზე საუბარი ცოტა რთულია, თუმცა, არა შეუძლებელი. ალბათ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გესმით რამხელა ბრძოლა იქნება საჭირო. თუმცა, აზრი ყველაფერს აქვს, ვნახოთ, _ თქვა "გურია ნიუსთან" საუბრისას ტლაშაძემ.




 ახალი ამბები
  • დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით სემეკში პირველი საჯარო სხდომა გაიმართასაქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) დავით ნარმანიას თავმჯდომარეობით პირველი საჯარო სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა სხდომაზე იმსჯელეს დღის წესრიგით გათვალისწინებულ 39 საკითხზე. მათი უმეტესობა შეეხებოდა მოქალაქეებსა და ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედ კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, მოქალაქეებზე უსაფუძვლოდ  განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში სემეკში კიდევ 3 საჯარო სხდომა გაიმართება, სადაც კომისია 100 მდე საკითხს განიხილავს. სემეკი შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • დავით ნარმანია სემეკის თავმჯდომარე გახდა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) 22 ოქტომბრის სხდომაზე კომისიის თავმჯდომარის არჩევნების კენჭისყრის შედეგები დამტკიცდა, რომლის საფუძველზეც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა. იგი ამ პოსტს 3 წლის ვადით დაიკავებს. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, 21 ოქტომბერს გამართულ არჩევნებზე კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს. ხმის დამთვლელი კომისიის კენჭისყრის ოქმის მიხედვით, დავით ნარმანია კომისიის წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით, 4 ხმით აირჩა.  დავით ნარმანია პროფესიით ეკონომისტია. მას მინიჭებული აქვს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში ხელმძღვანელობდა და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის სექტორის განვითარების მიმართულებით საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში. დავით ნარმანია არის 42 სამეცნიერო და კვლევითი ნაშრომის ავტორი, 48  ნაშრომის თანაავტორი. იგი დღემდე აგრძელებს სამეცნიერო საქმიანობას. 2012 წლიდან დღემდე არის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის გამგე, კითხულობს ლექციებს ბიზნეს-რისკების მართვისა და ბიზნეს-გარემოს რეგულირების მიმართულებით.(R) დავით ნარმანია 2014-2017 წლებში იყო ქ. თბილისის მერი, 2012-2014 წლებში  - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. ფლობს ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და სამი ... ...
  • გურიის მხარის პირველმა პირებმა ოზურგეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს (R)გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. ►ოზურგეთი-ნინოშვილი-ლესის გზიდან, სოფელ ჯუმათის ცენტრის გავლით გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 1, 469,164 ლარს შეადგენს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.► სოფელ გაღმა დვაბზუდან - სოფელ ბახვის ცენტრალურ გზამდე, 2260 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის ასფალტო - ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 738 992 ლარით დაფინანსდა. ► მუნიციპალიტეტის სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა - რეაბილიტაცია გრძელდება. ახალი სამედიცინო პუნქტები შენდება ჭანიეთში, ნასაკირალში, გურიანთასა და კონჭკათში. ხოლო რეაბილიტაცია ნატანების, ნარუჯის, ბაილეთის, შემოქმედის, ურეკისა და ბოხვაურის ამბულატორიებს უტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 794 118 ლარს შეადგენს და ფინანსდება ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან.► ქალაქ ოზურგეთში, წერეთლის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. პროექტი, რომლის ღირებულებაც 368 485 ლარს შეადგენს, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება. ... ...
  • სარფში, სპეციალურ სამალავებში 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან კოორდინირებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს. „საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში მოწყობილ სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები. წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 7 წლამდე ... ...
  • პოლიციამ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღოშინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულისა და ბოლნისის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1961 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ი., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში, ავტომანქანით გადაადგილებისას შეაჩერეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 119 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რა მოხდება მაშინ, თუ ყოველდღე ორ ბანანს მივირთმევთ

ბანანი მნიშვნელოვნად არეგულირებს არტერიულ წნევას,...

არ მიირთვათ ხილი ჭამის შემდეგ

ხილი მიირთვით საჭმლის მიღებამდე, რადგან...

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...