„დაჩაგრული“ პრეზიდენტის იმიჯი და ქვეყნისთვის გადადგმული სახიფათო ნაბიჯი

მთავარი თემა

„დაჩაგრული“ პრეზიდენტის იმიჯი და ქვეყნისთვის გადადგმული სახიფათო ნაბიჯი

2014 სექ 12 01:16:21

პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქვეყნისთვის საზიანო ქმედება თუ დემოკრატიისთვის გადადგმული ნაბიჯი, - რატომ გადაწყვიტა გიორგი მარგველაშვილმა გაერო-ს კლიმატის ცვლილების სამიტზე წასვლა პრემიერ-მინისტრისთვის დაეთმო.

პრეზიდენტის აშშ-ში ვიზიტის ჩაშლასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს თავად გიორგი მარველაშვილმა გაავრცელა და განმარტა, რომ "გადაიდგა ნაბიჯები პრეზიდენტის ინსტიტუტის საწინააღმდეგოდ, რაც ვიზიტის ჩაშლის მიზეზი გახდა“.

 მარგველაშვილის თქმით, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია არა სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არამედ - უწყებრივი დაპირისპირებებიდან. მისივე თქმით, ვიზიტის ჩაშლის წინაპირობა მან დღეს დილით დაინახა.

"მოხდა ძალიან სერიოზული ორგანიზებული მუშაობა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის საწინააღმდეგოდ. ეს არის რეალურად,  ჩემი აზრით, არასწორი ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრეზიდენტის ინსტიტუტის საპირისპიროდ, ეს არის ნაბიჯი, რომელიც გადადგმულია არა ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე,  არამედ  გარკვეული უწყებრივი დაპირისპირებებიდან გამომდინარე. რეალურად,  თუ ჩვენ წავალთ ამ გზით და თუ ჩვენ შევეცდებით,  მონოპოლიზაცია განვახორციელოთ ხელისუფლების რომელიმე ინსტიტუტში, იქნება ეს პრეზიდენტი, თუ სხვა, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც ჩვენ ასე ძალიან არ მოგვწონდა სააკაშვილის ხელისუფლებაში", _ აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა. 

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მისი და პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი გამოთქმულ კრიტიკასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას არც ერთ მომენტში არ ჰქონია მცდელობა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადაედგა.

"არის გარკვეული გახშირებული კრიტიკა პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ინსტიტუტის, არსებული რამდენიმე პრობლემური საკითხიდან გამომდინარე. მინდა ვუპასუხო იმ კრიტიკას, რომელიც ჩემს მიმართ მოდის აღმასრულებელი გუნდის გარკვეული წარმომადგენლებისგან, ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან და დავარწმუნო ყველა, რომ აქ არ არის პიროვნული დაპირისპირება, აქ არ არის პოლიტიკური დაპირისპირება, აქ არის ძალიან პრინციპული მცდელობა პრეზიდენტის და პრეზიდენტის ადმინისტრაციის, რეალურად საქართველოში ჩამოაყალიბოს ფუნქციონირებადი დემორკატია. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ყველა ინსტიტუტი, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ან სასამართლო ასრულებს თავის მოვალეობას და ვალდებულებას. ჩემი პოზიციაც აქედან გამომდინარეობს. მე არც ერთ მომენტში არ მქონია მცდელობა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებული ნაბიჯი გადამედგა. ჩემი ყველა მცდელობა ამოდიოდა და მთავრდებოდა იმით, რომ განვაგრძო მცდელობა, გავაძლიერო ყველა ინსტიტუტი ერთნაირად და ერთი რეჟიმით", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.

ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, დაპირისპირება რომელიც მასსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის არსებობდა, "გადავიდა მართლა პრობლემურ დაპირისპირებაში". 

ამასთან, მარგველაშვილმა აღნიშნა: "მე არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ ვქაჩავ წინ. მე ვახორციელებ იმას, რომ ქვეყანაში დაცულ იქნას დემოკრატიული ბალანსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია".

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ის პოლიტიკურ ძალას ჩაუდგეს სათავეში, პრეზიდენტის განცხადებით, ის "პოლიტიკური კარიერის პიკზე" იმყოფება.

"პოლიტიკური კარიერის პიკზე ვარ. ვარ საქართველოს პრეზიდენტი და აქედან გამომდინარე, მაქვს დიდი ვალდებულებები. გამაჩნია სრული საშუალება და რესურსი საზოგადოებას ველაპარაკო, ავუხსნა, რანაირად უნდა განვითარდეს მომავალში საქართველო. აქ არის მარტივი ჭეშმარიტებები – საქართველოში არის დემოკრატია, "დემოკრატიაში" კი იგულისხმება ის, რომ არავინ არის დირექტორი. ძალაუფლება, ბალანსი გადანაწილებულია შტოებს შორის. ყველა ჩვენგანს ევალება ამის განხორციელება, ყველა ჩვენგანს ევალება ემსახუროს ამ პრინციპებს. მე ამ პრინციპებს ვემსახურები და ასეც გავაგრძელებ მომავალში. შესაბამისად, მე პოლიტიკური ძალა იმისთვის, რომ ჩემი საქმე განვახორციელო, არ მჭირდება", _ განაცხადა პრეზიდენტმა.

ოპოზიციის წარმომადგენლები პრეზიდენტის ვიზიტის ჩაშლას "სამარცხვინო და ქვეყნისთვის საზიანო“ ქმედებად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ის ერთმა ადამიანმა, ბიძინა ივანიშვილმა ჩაშალა.

"სამარცხვინოა, როდესაც არაფორმალური პირის, ოლიგარქის ინიციატივით იშლება პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. ეს არის ქვეყნის ინსტიტუციური განვითარების წინააღმდეგ მიმართული ქმედება და სამარცხვინოა მთავრობა, რომელიც ქვეყნის პირველ პირის ვიზიტს ჩაშლის. დღეს ეს თავად ბიძინა ივანიშვილმა დაადასტურა", _ აცხადებს საპარლამენტო უმცირესობის წევრი  სერგო რატიანი.

"ძალიან სამწუხარო“ ფაქტად მიიჩნევს ამ ვიზიტის გარშემო ატეხილ აურზაურს პრემიერი ღარიბაშვილი და აღნიშნავს, რომ "ისეთი მარტივი საკითხი, როგორიც არის გაერო-ში გამგზავრება და ქვეყნის წარმოჩინება, ძალიან სამწუხაროა, რომ ამდენი სპეკულაციის საგანი გახდა".

ექსპერტების ნაწილს კი მიაჩნია, რომ ვიზიტის ჩაშლით, პრეზიდენტმა ქვეყნისთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა უჭირთ იმაზე საუბარი, რა შეიძლება მოჰყვეს ამას.

"მისი მხრიდან, ეს სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი გადაწყვეტილებაა. სახელმწიფოს მეთაურმა დაუდასტურა გაეროს გენერალურ მდივანს, რომ ის მიდის ამ სამიტზე და სიტყვითაც გამოვა, ახლა კი რა უნდა უთხრას, ჩემმა პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა არ გამომიშვაო? გაერო-ს გენერალური მდივანი არის ჩვენი მთავრობის კანცელარიის რანგის მოხელე? პრეზიდენტის არწასვლა გაერო-ს სამიტზე, სახელმწიფოს უფრო მეტად ავნებს. რაში გამოიხატება ეს ზიანი და როდის ვიგრძნობთ ამის შედეგს, ეს დროის საკითხია. თავისთავად, ეს საერთაშორისო ურთიერთობებში კარგის მომტანი არ იქნება“, _  აცხადებს ცენტრ "მომავლის ინიციატივების" ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან“ საუბრისას.

"პოლიტიკური ინსტიტუტის“ დირექტორი, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია აცხადებს, რომ "სხვა ვარიანტი , ალბათ, აქ არ გამოდიოდა და პრეზიდენტმა "ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა“.

"ეს გადაწყვეტილება დიდ ზარალს საქართველოს საგარეო პოლიტიკისთვის არ გამოიწვევს, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მთლიანად ქვეყნის იმიჯისთვის და პრესტიჟისთვის ნამდვილად არ არის სასარგებლო. ამ კინკლაობას თვალს ადევნებდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები, საელჩოები და ეს კარგ ტონად არ ითვლება. უცხოელი დიპლომატების თვალში სასაცილოდაც კი ჩანს.  

საინტერესოა, მომავალში რა იქნება, ისევ დათმობს მარგველაშვილი ამას, თუ კიდევ უფრო დიდი დაპირისპირებები მოხდება. თუ რაიმე მექანიზმი არ შეიქმნა და საერთო ენა არ გამონახეს პრეზიდენტმა და პრემიერმა, კონსტიტუციურად და ინსტიტუციურად, მაშინ ნებისმიერი სამიტის შემთხვევაში შიშით უნდა ველოდოთ, რომ მსგავსი კინკლაობა იქნება. ორივე მხარე უნდა იყოს კონსესუსისთვის მზად, რისი სურვილიც, სამწუხაროდ, ახლა არ ჩანს აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან. აქ პიროვნული პრინციპებიც არის ჩართული. მთლიანობაში, აქ ორი სახის პრობლემაა, ერთი - კონსტიტუციური (ახალი კონსტიტუციის მოთელვა მიმდინარეობს) და მეორე - პიროვნული პრობლემა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ ვერ ხერხდება თანაშრომლობა. პრეზიდენტი ცდილობს რომ ამას სხვა ხასიათი მისცეს, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ, ეს ვერ გვარდება“, _ ამბობს კაკაჩია "გურია ნიუსთან" საუბრისას.

რაც შეეხება იმას, რამდენად იმოქმედებს პრეზიდენტის მხრიდან დათმობა მის იმიჯზე საერთაშორისო ასპარეზზე, კაკაჩია ამბობს, რომ "რა თქმა უნდა, ეს ნაწილობრივ ჩრდილს მიაყენებს მის იმიჯს, რადგან ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისთვის მარგველაშვილის კულტი გაურკვეველი რჩება და ჩანს რეალურად ვინ იღებს გადაწყვეტილებას“.

"გიორგი მარგველშვილს განსაკუთრებული იმიჯი ჯერჯერობით არ აქვს. ახლა ცდილობდა ამ იმიჯის შექმნას, რომ ხილვადი და პოლიტიკურად აქტიური ყოფილიყო. მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით, საზოგადოების თვალში ის დაჩაგრულია და ეს ჩაგრულის იმიჯი შეიძლება რეიტინგის გაზრდაშიც კი დაეხმაროს და მომავალში თუ ეს გაგრძელდება, მან დამოუკიდებელი პოლიტიკური თამაში აწარმოოს“, _ აღნიშნავს კაკაჩია.

პოლიტოლოგი ასევე საუბრობს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის გავლენებზე და აღნიშნავს, რომ ამ კონკრეტულ ქმედებაში, ისევე როგორც ზოგადად პოლიტიკაში, ივანიშვილის ფაქტორი ძალიან დიდია.

"ივანიშვილის გავლენა ჩანს, რადგან მისი განცხადებიდან დაიწყო დაპირისპირება მარგველაშვილსა და სამთავრობო გუნდს შორის. აქედან გამომდინარე ერთ-ერთი ინიციატორი ივანიშვილიც არის. ეს, ალბათ, ქართული პოლიტიკის პრობლემა იქნება უახლოესი რამდენიმე წლის მანძილზე, თუ რა უნდა ვუყოთ ივანიშვილის ჩრდილოვან გავლენას. ეს ჩანს პრემიერის განცხადებებშიც, რომ ის ხშირად ხვდება  ივანიშვილს, მაგრამ საკითხავია, რამდენად მოითმენს ამას საზოგადოება.

თუ მთავრობამ ერთი-ორი წლის განმავლობაში ხელშესახები შედეგი არ დადო,  მოვლენები საინტერესოდ განვითარდება. თუკი ეკონომიკური ან სოციალური სიტუაცია არ გაუმჯობესდა, ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერ აცდება იმის მიუხედავად, რომ ჩრდილშია“, _ აცხადებს კაკაჩია.




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...