"ლადო ბედუკაძეს არ ჰქონდა უფლება ჩემი ნებართვის გარეშე მიმოწერა გაესაჯაროვებინა“

მთავარი თემა

"ლადო ბედუკაძეს არ ჰქონდა უფლება ჩემი ნებართვის გარეშე მიმოწერა გაესაჯაროვებინა“

12 სექ. 2014, 17:30:55

ისჯება თუ არა პირი, რომელიც სოციალური ქსელით ან მედია საშუალებით პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას გამჟღავნებს და რა შემთხვევაში იწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი მოკვლევას, შეუძლია თუ არა აპარატს მედია საშუალებებში გამოქვეყნებული პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია, სადაც შესაძლებელია პირის იდენტიფიცირება მოხდეს, მოკვლევა დაიწყოს.

რამდენიმე დღის წინ "საერთო გაზეთმა“ გამოაქვეყნა პირადი მიმოწერა, სადაც პირის იდენტიფიცირება შესაძლებელია და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციაა გამჟღავნებული.

თუმცა, გაზეთში გამოქვეყნებული პირადი მიმოწერის ავთენტურობას "გურია ნიუსთან“ საუბრისას უარყოფს "ქრონიკა+“- ის რედაქტორი ელისო კილაძე.  რომლის პირადი მიმოწერაც ლადო ბედუკაძემ "საერთო გაზეთში“ გამოაქვეყნა.

იგი აცხადებს:  "არ არის ეს ჩემი და ლადო ბედუკაძის პირადი მიმოწერები. ეს არის ფაბრიკაცია. ერთი კვირა  საირმეში  დასასვენებლად ვიქნები. როგორც კი დავბრუნდები, სამართალდამცავ ორგანოებს მივმართავ. ორშაბათს 3 საჩივარს შევიტან. პირველი, ლადო ბედუკაძის წინააღმდეგ. 

მე და ლადო ბედუკაძეს "სკაიპით“ გვქონდა ურთიერთობა. მას  "სკაიპის“ სამი მისამართი ჰქონდა -"უგო ჩავესი“ "ლადო ბედუკაძე“ და მესამე, რომელზეც მითხრა ვიქტორ ჭელიძემ, დათო სილაგაძემ და გაუგებარმა ხალხმა ვისთანაც მაშინ  ბელგიაში მოხვდა, გაუტეხეს. ამის შემდეგ ჩემთან ურთიერთობისთვის იყენებდა მისი მეუღლის, ირმა ორჯონიკიძის "სკაიპს“. არ ვიცი, ამჯერად რომელ "სკაიპის“  მიმოწერაზე საუბრობს. მაშინ, როცა იგი ყველასგან მიტოვებული იყო მასთან  "სკაიპით“ მქონდა მიმოწერა და საუბარი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ბედუკაძე  ჩემს ოფისში იყო შეფარებული. არ ვიცი უნდა ვილაპარაკო თუ არა ამაზე, მაგრამ მართლა ლუკმას უყოფდით. ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს მისი ასეთი აგრესია ბოლო პერიოდის განმავლობაში.

_ ეს როდის ხდებოდა. რა პერიოდი იყო?

_ არ ვიცი, რა პერიოდზეა საუბარი. რადგან, გამოქვეყნებული მასალა არ მინახავს. თუმცა მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ლადო ბედუკაძე  "სკაიპით“ ყველა საუბარს იწერდა. ზუსტად ვიცი,  იწერდა საკუთარი ცოლის საუბრებსაც. მისი მანიაკალური აზროვნება ამ დონემდეა დასული. ჯერ  ერთი, ესპირადი მიმოწერა ნამდვილიც რომ იყოს, ლადო ბედუკაძეს არ ჰქონდა უფლება ჩემი ნებართვის გარეშე ეს მიმოწერა გაესაჯაროვებინა.  არ არსებობს  იმის ფაქტი, რომ ვინმეს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ ან არასაჯაროდ ვისაუბრე.  ჩემთვის მთავარია "საერთო გაზეთის“ რედაქტორის ვახტანგ ხარჩილავას პოზიცია, რომელიც, დაახლოებით 6 თვეა მიზანმიმართულად ჩემს დისკრედიტაციას ეწევა. ხარჩილავას ქმედება გასცდა ყველა ტიპის საზღვარს. მისი არგუმენტი მიმოწერის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, რედაქციაში მასალა  გვიან შემოვიდა და არ მინახავს, არ არის მისაღები. ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია. არის გარკვეულ პირთა წრე, რომელიც ვახტანგ ხარჩილავას აშანტაჟებს. ვიცი პიროვნების სახელი და გვარი, რომელმაც თავის დროზე ბატონი ხარჩილავა, პირადი ცხოვრების ამსახველი ფირის მეშვეობით გადაიბირა. 

_ვისზე საუბრობთ?

_ კუდის ყოფილი თანამშრომელი ნიკა აკობია. იგი კავშირზე იმყოფებოდა გიორგი ყავლაშვილთან, რომელიც, კუდის I სამმართველოს ყოფილი უფროსი იყო. ყავლაშვილი თავის დროზე სოზარ სუბარის უწყებაში თანამდებობაზე დაინიშნა. იგი სასჯელაღსრულების დეპარტამენტში  მოსმენების სამსახურს ხელმძღვანელობდა. რომელიც, ჩემი ინტერვიუების შემდეგ  სამსახურიდან გაათავისუფლეს. ამ მიზანმიმართული კამპანიის უკან ერთ-ერთი პიროვნება გიორგი ყავლაშვილი დგას. 

_ საუბრობენ, რომ არსებობს გაზეთში გამოქვეყნებული მიმოწერის "სქრინშოტები“...

_ ის, რომ "სქრინშოტები არსებობს არაფერს ნიშნავს. თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში ამის დამზადება შესაძლებელია. მოვითხოვ არაფალსიფიცირებული მიმოწერის გამოქვეყნებას და ექსპერტიზის ჩატარებას. როგორც მე მივიტან ჩემს "ლეპტოპს“, რომლითაც ვსარგებლობდი წლების განმავლობაში, ასევე ლადო ბედუკაძემ უნდა მოიტანოს თავისი "ლეპტოპი“ ექსპერტიზაზე. სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროში წაშლილი ფაილების აღდგენაც არის შესაძლებელი. ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის რომ დადასტურდეს, ეს არის ამ ჯგუფის ავანტიურა. მივყვები გამოძიებას, გაირკვეს არა მხოლოდ შემსრულებლები, რომლებიც ცნობილია, ვახტანგ ხარჩილავა და ლადო ბედუკაძე, არამედ  დამკვეთები. არ მინდა ფანტაზიაში ცოტა შორს წავიდე და დიმა დარბაისელის სახელიც ვახსენო, სანამ გადამოწმებული ინფორმაცია  არ მაქვს.

_ ამბობთ, რომ ბედუკაძესთან მხოლოდ "სკაიპით“ გქონდათ მიმოწერა. "სქრინშოტებით“ კი დასტურდება, თქვენსა და ბედუკაძეს შორის მიმოწერა "ფეისბუქით“ ხორციელდებოდა.

გაზეთი არ მინახავს. მხოლოდ გადმოცემით ვიცი. მე მითხრეს და ვიცოდი, რომ ბელგიაში ყოფნის პერიოდის სკაიპმიმოწერაა. მითუმეტეს, თუ "ფეისბუქ“ მიმოწერაა მარტივად შეიძლება ყველა წაშლილი ფაილის აღდგენა. ბედუკაძეს ყველა სკაიპმიმოწერა შენახული აქვს. თუმცა, დაავიწყდა რომ, ჩემს "ლეპტოპში“ შეინახა.
გარდა ამ მიმოწერისა, პროკურატურაში ბედუკაძის წინააღმდეგ კიდევ ერთ საჩივარს შევიტან. საქმე ეხება ციხის სკანდალის სასამართლო პროცესს, რომელიც  დახურული იყო. პროცესის მონაწილე ყველა მხარემ გააკეთა ხელმოწერა, რომ არ გაამჟღავნებდნენ სასამართლო პროცესზე მიმდინარე ფაქტებს, არ მოახდენდნენ ვიდეო და აუდიო ჩაწერას. როგორც ირკვევა ლადო ბედუკაძეს ფარულად აქვს ჩაწერილი ირმა ინაიშვილისა და გიორგი ლორიას ჩვენებები. რომელიც სასამართლოდან უკანონოდ  აქვს გამოტანილი. მან კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს.

_  თქვენი აზრით,  რატომ გამოაქვეყნა ლადო ბედუკაძემ  პირად მიმოწერები?

_ ვიცი, რაც არის გაღიზიანების მიზეზი. იცით რა მაინტერესებს, ვისი დაკვეთით მუშაობდა ბედუკაძე როცა  ციხიდან ე.წ. სკანდალური კადრები გამოიტანა? რა თქმა უნდა  კადრების პირველ ნაწილს ვგულისხმობ, რომელიც პირადად მის მიერ ჩადენილ დანაშაულს ეხება. მან ძალიან კარგად იცის რომ, ეს იყო ამირან მესხელის დავალება. ის ახალაიას უწყებაში ამირან მესხელს ჰყავდა გადაბირებული. მისი აგენტი იყო. ეს არ ეხება კადრების მეორე ნაწილს, რომელიც გიორგი ლომიას ორგანიზებით არის გადაღებული და აიძულა მიხეილ სააკაშვილი სისტემურ დანაშაულზე ალაპარაკებულიყო. ბედუკაძემ იცის რომ, ეს ინფორმაცია მაქვს. ამიტომ მისი ჩემს მიმართ აგრესია და დისკრედიტაცია გასაგებია. მას აუცილებლად მოუწევს ყველა იმ ბრალდების დადასტურება, რაც ჩემი მისამართით გაჟღერა.“ 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებობს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი“,  მას კანონი არ ავალდებულებს მედიასაშუალებებში გამოქვეყნებულ პირადი ცხოვრების შესახებ  ინფორმაციაზე, სადაც  პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, მოკლევა დაიწყოს,  _ ამასთან დაკავშირებით "გურია ნიუსთან“   პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექციის აპარატის იურისტმა ეკა გორდაძემ  განცხადა .

_ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონი  და შესაბამისად, ვალდებულებები, არ ვრცელდება ფიზიკური პირების მიერ აშკარად პირადი მიზნებისთვის მონაცემთა დამუშავებაზე, ისევე როგორც მედიასაშუალებების მიერ საზოგადოების ინფორმირების მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე, მარტივად რომ ვთქვათ, კანონით განსაზღვრული პრინციპებისა და საფუძვლების არსებობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ პირმა სოციალურ ქსელში ან სხვა ღია წყაროში  საჯაროდ გამოაქვეყნოს  პირადი ხასიათის ინფორმაცია, რომელიც შემდგომ მედიამ გამოიყენა ან გაავრცელა.“

_ რა შემთხვევაში იწყებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპრატი მოკვლევას?

_ინსპექტორი სწავლობს საკითხს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქის განცხადების  საფუძველზე ან  საკუთარი ინიციატივით, რაც გულისხმობს  სპეციალური წარმოების დაწყებას - მათ შორის ინფორმაციის გადამოწმებას, გამოთხოვას, ინსპექტირებას (შემოწმებას), ზეპირი განხილვის ჩატარებას და ამის საფუძველზე მიიღება დასაბუთებული გადაწყვეტილება. ინსპექტორის ინიციატივით შემოწმება გულისხმობს ორგანიზაციების გეგმურ და არაგეგმურ შემოწმებას. გეგმიური შემოწმებისთვის  ყოველწლიურად განისაზღვრება პრიორიტეტული სფეროები და  შესამოწმებელი ორგანიზაციები. რაც შეეხება  არაგეგმურ  შემოწმებას, გადაწყვეტილების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) კონკრეტულ მონაცემთა დამმუშავებელსა და უფლებამოსილ პირთან დაკავშირებით ინსპექტორისთვის წარდგენილი განცხადებების რაოდენობა ან/და შინაარსი; ბ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიდან ან ნებისმიერი სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი; გ) გარკვეულ შემთხვევებში დაინტერესებული პირის განცხადება.

_ შესაძლებელია თუ არა, სოციალურ ქსელში ან მედია საშუალებაში გამოქვეყნებული პირადი ინფორმაციის გამჟღავნების გამო, კონკრეტული პირი კანონის ფარგლებში დაისაჯოს?

_როგორც იცით, რამდენიმე მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა, ვინაიდან ინსპექტორის მანდატი ყველაფერს ვერ მოიცავს და ამასთან კონკრეტული პირის ქმედება შეიძლება შეიცავდეს არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის (ეს ინსპექტორის კომპეტენციაა), არამედ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, ერთ-ერთი ცვლილებების თანახმად დასჯადი გახდა (და შესაბამისად სამართალდამცავი ორგანოების უფლებამოსილებას მიკუთვნებული) პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვება, შენახვა, გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

"გურია ნიუსმა“ მოიპოვა ლადო ბედუკაძესა და ელისო კილაძის სოციალურ ქსელში პირადი მიმოწერის "სქრინშოტები“, რითაც დასტურდება, რომ ეს მიმოწერა განხორციელდა არა "სკაიპით“, არამედ, "ფეისბუკით“. თუმცა, მის ავთენტურობას ჩვენ ვერ დავადასტურებთ.

გამომდინარე იქედან, რომ ამ პირად მიმოწერაში სახელდება რამდენიმე ადამიანის სახელი და გვარი, აღწერილია მათი პირადი ცხოვრების შესახებ დეტალები, "გურია ნიუსი“ ჩანაწერებს დაფარული სახით გთავაზობთ.
მიმოწერა განხორციელებულია ასევე 2012 წლის 27 ოქტომბერს, ამავე წლის 18 ნოემბერსა და 3 დეკემბერს.




 ახალი ამბები
  • ირანის მოქალაქის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით 2 პირი დააკავესშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. დანაშაულები 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ლ.-მ თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე, ირანის რესპუბლიკის მოქალაქეს -1987 წელს დაბადებულ ვ.რ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ორი მსუბუქი ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამართალდამცველებმა შ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ამავე ინციდენტის დროს, შ.ლ.-ს თანმხლებმა - ვ.შ.-მ ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანება მიაყენა ვ.რ.-ს თანმხლებ ირანის მოქალაქეს. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების და ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებით ... ...
  • ავტოსაგზაო შემთხვევა ფოთში _ არიან დაშავებულებიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთვევხევა მოხდა ფოთში. როგორც ადგილიდან "გურია ნიუსისს" ჟურნალისტი იუწყება, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. წინასწწარი ინფორმაციით, დაშავებულებია ოთხი მგზავრი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ... ...
  • “მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი“83 წლის ლამარა წიქარიძე აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ზური წიქარაძის დედაა.  “მე ვარ 83 წლის. ვმუშაობ შეძლებისდაგვარად ჩაის პლანტაციებში. ჯანმრთელად ვარ და არანაირ ავადმყოფობას არ ვგრძნობ. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანი ვიცოცხლო და ვიცხოვრო ჩემი შვილიშვილების ხათრით“, _ ამბობს “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლამარა წიქარაძე. ლამარა წიქარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში ცხოვრობს. იმ დროს, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, ის მეუღლესთან სოსო წიქარიძესთან ერთად იმყოფებოდა სოხუმში. ლამარა წიქარაძე: გურიაში ვაპირებდით ჩამოსვლას, რადგან ზურის შვებულება ეწყებოდა. შვებულების ფურცელზე ხელი არ ჰქონდა მოწერილი იმ სამსახურის უფროსს, სადაც ზური მუშაობდა და ამიტომ გაგვიგრძელდა ყოფნა სოხუმში. აფხაზეთის ომში ჩემი შვილი ზური წიქარიძე გმირულად გარდაიცვალა. ის სოხუმში თან სწავლობდა და თან მუშაობდა. ის იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი, როდესაც ომი დაიწყო. ჩემი შვილი შინაგან ჯარში მუშაობდა და ომის დროს ქალაქიდან არ უნდა გასულიყო, მაგრამ... მას სთხოვეს დახმარება და წაიყვანეს სოფელ შრომაში. სოფელზე, სადაც ისინი წავიდნენ, მოხდა თავდასხმა, მოულოდნელი თავდასხმა იყო. მან გადაწყვიტა თავის მეგობართან ერთად ახალგაზრდები (ჯარში 25 ახალგაწვეულის სიცოცხლე იხსნა ზურიმ და მისმა მეგობრებმა) გამოეყვანა სამშვიდობოს. მოახერხეს კიდეც, იბრძოდა მანამ, სანამ ტყვიები, არ დაუმთავრდათ. ამის შემდეგ კი დაიჭერეს რუსმა სამხედროებმა და ცოცხლად დაწვეს. ჩემმა მეუღლემ კი დაიწყო გარდაცვლილი შვილის ძებნა, უიარაღოდ იყო და ისე ეძებდა. მან იპოვა ზურის დამწვარი სხეული და განადგურებულებმა ჩამოვასვენეთ ოზურგეთში, სოფელ ნაგომარში. მინდოდა ჩემი შვილის გვერდით ვყოფილიყავი და ყველაფერ საშინელებას ვუძლებდი. ერთ ამბავს კიდევ გავიხსენებ... ბოლოს, ძებნა რომ გაგვიჭირდა ჩემი შვილის, ბატონ ჟიული შარტავასთავან მივედი განცხადებით. მან კი მითხრა, არ მინდა განცხადება, ქალბატონო, თქვენ სახეზეც ვკითხულობ, როგორ იწვით ახლაო. ისე გააკეთა, რომ კიდევ ორი დღე მოგვცა შვილის ძებნის უფლება. არ გვქონდა უკვე ქართველებს ჩვენს მიწაზე თავისუფლად გადაადგილების უფლება. ამის შემდეგ სასწაული მოხდა და ვნახეთ ჩემი შვილი. ლამარა წიქარიძე ჩვენთან საუბრის დროს აცხადებს, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ის მშვიდობიანი გზით დაკარგულ ტერიტორიებს არ გადმოგვცემს. “ომით დაკარგულ ტერიტორიას ომით დაბრუნება უნდა, სხვანაირად დაკარგულ ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. მე, არ მჯერა რუსეთის კეთილსინდისიერების. აფხაზეთში იბრძოდნენ რუსები და ისინი აპირისპირებდნენ ქართველებს და აფხაზებს. თქვენ გგონიათ აფხაზები იბრძოდნენ თავიანთი ძმების წინააღმდეგ? ჩვენი ტანკები დაჩახჩახებდნენ, დანგრეულები. რუსების ტანკები კი დასრიალებდნენ, ანგრევდნენ შენობებს, გადამცემ ხაზებს, ელექტრო ბოძებს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე, რადგან ვიდრე ჩემი გარდაცვლილი შვილი არ ვნახე, მანამ არ დამიტოვებია სოხუმი.“ ზურის დაღუპვის შემდეგ, რამდენი თვეში სოფელ ნაგომარში მამამისი, სოსო წიქარიძე გარდაიცვალა. “10 წლის განმავლობაში სახლიდან არ გადავდიოდი. მაგრამ შემდეგ დავარწმუნე თავი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. შვილებს და შვილიშვილებს დახმარება უნდოდათ. ახლა კი მყავს ორი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ხუთი შვილთაშვილი. მინდა, რომ ეს თაობა მოესწროს საქართველოს მთლიანობას და მშვიდობიან ქვეყანაში ... ...
  • "გადაწყვეტილება შეიცვალა" _ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას მერხებთან გააგრძელებენცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გურიის რეგიონში ყველა საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებაზე გადავიდოდა. თუმცა, გადაწყვეტილება მალევე შეიცვალა და ცნობილი ხდება, რომ ჩოხატაურელი და ლანჩხუთელი ბავშვები სწავლას ისევ მერხებთან გააგრძელებენ. "საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის პანდემიით გურიის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, ონლაინ სწავლების რეჟიმზე უნდა გადასულიყო რეგიონის ყველა საჯარო სკოლა. თუმცა, გადაწყვეტილებაში ჩაერია განათლების სამინისტრო და ვინაიდან, ჯერჯერობით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ვირუსი ისე ფართო მასშტაბით არაა გავრცელებული, როგორც ოზურგეთშია, გადაწყდა, რომ ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლების ყველა მოსწავლე მერხებთან გააგრძელებს სასწავლო პროცესს", _ გვითხრა ჩოხატაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა შორენა ... ...
  • გურიაში ყველა სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადადისსაკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გურიის რეგიონის ყველა სკოლა გადადის დისტანციურ სწავლებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით მასწავლებლებს მიეცათ დავალება, რომ მოსწავლეები სკოლაში არ მისვლის შესახებ გააფრთხილონ, შეადგინონ ცხრილი საგნის მასწავლებლებთან შეთანხმებით, გაითვალისწინონ რომ 5 საათიან საგანს ექნება 3 ონლაინგაკვეთილი, 4 საათიანს-3, 3 საათიანს-2,  2 საათიანს - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...
free polls