პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კანონიერი დაჯარიმება?

მთავარი თემა

პოლიტიკური ანგარიშსწორება თუ კანონიერი დაჯარიმება?

2014 სექ 12 18:25:12

ოზურგეთში, გუშინ,   18 წლის სულხან მიქატაძე ლუდის დალევის გამო ქალაქის ერთერთ პარკში საპატრულო პოლიციამ 50 ლარით დააჯარიმა.

“ქალაქს მსგავსი ფაქტი არ ახსოვს, რატომ გუშინ? თუ არსებობს მსგავსი შემთხვევები დამისახელეთ მაშინ. კი, ბატონო მე მესმის კანონის, ვარ კანონმორჩილი, მაგრამ მსგავსი ფაქტი ოზურგეთში დანაფიქსირები არ არის.  ალბათ ასი ადამიანი რომ გააჩეროთ ქუჩაში, მსგავსი კანონის არსებობის შესახებ ვერავინ გეტყვით  და მსგავსი ფაქტს ვერავინ დაგისახელებთ“ _აღნიშნავს სულხან მიქატაძის დედა, მარინა სუნგულია “გურია ნიუსთან“ საუბარში. მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტს რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში კონკრეტული პიროვნების მისამართით დაწერილ სტატუსს უკავშირებს, რომელიც პოლიტიკური შინაარსისაა.

როცა სხვას მიადგნენ გავჩუმდით,როცა ბიძაშვილს მიადგნენ, მაინც გავჩუმდით, როცა ჩვენ მოგვადგებიან მთქმელიც აღარ იქნება.
ჩემი ინფორმაციით, ოზურგეთში ერთ-ერთ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოს ქალი, რომლის ცნობილი ფრაზებია: ,,ბიჭი გეზრდება არ გეშინია? შვილები გყავს არ გეშინია?" და ეს ფრაზები ისმოდა ,,ოცნების" მხარდამჭერების დასაშინებლად. ბევრი რამ მოხდა უსამართლო ამ ბოლო პერიოდისათვის, მაგრამ ჯალალედინის მენტალობის ქალის დანიშვნა ნამეტანია. ფხიზლად იყავით ოზურგეთელებო!
რამდენჯერ უნდა შეგველახოს ღირსება?! რისთვის სჭირდებათ ეს ქალი?! როცა მოგვადგებიან გვიანი იქნება -წერს სუნგულია სოციალურ ქსელში.

“ბავშვმა  ლუდი იყიდა  მაღაზიაში, დაჯდა,  იქვე პარკში უნდა დაელია, მივიდა პატრული და დააჯარიმა. რადგან ეს იყო პირველი შემთხვევა, სრულიად შესაძლებელი იყო მიეცათ გაფრთხილება, მაგრამ არა, პირდაპირ დააჯარიმეს. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ლოგიკას ექვემდებარება, რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში დავწერე სტატუსი, რომელიც პოლიტიკურია  და კონკრეტულად ერთერთი ქალბატონის,  მაღალ თანამდებობაზე შესაძლო  დანიშვნას ეხება. მეორე დღეს ხდება ასეთი ფაქტი, ჩემს შვილს აჩერებენ ლუდის დალევის გამო და აჯარიმებენ, ხაზი მინდა გაუსვათ და დააფიქსიროთ, რომ მას ავტომობილთან არანაირი შეხება არ აქვს.  მინდა ვკითხო საზოგადოებას, ხელისუფლებას, რა ხდება? ისევ ვიღაცის გავლენის ქვეშ ექცევა პოლიციის მაღალჩინოსნები თუ მართლა კანონს იცავენ და ეს საოცარი დამთხვევაა?

“გურია ნიუსი“ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შსს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს,  რომ საპატრულო პოლიციამ სრულიად კანონიერად დააჯარიმა მოქალაქე, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდს სვამდა.

“მსგავსი ფაქტი საპატრულო პოლიციამ ოზურგეთში არაერთხელ დააფიქსირა. ამჯერადაც მიიღო კანონით შესაბამისი ზომები. ეს არ არის პირველი შემთხვევა, არის დაჯარიმებული რამდენიმე ადამიანი და მათ შორის ამ ქალბატონის შვილიც. რომელიც მინიმალური თანხით, 50 ლარით დაჯარიმდა“

ჩვენს კითხვაზე, შეიძლებოდა თუ არა მსგავსი ფაქტი  ყოფილიყო პოლიტიკური, პრესსამსახურში გვპასუხობენ, რომ გამორიცხულია.

“არავინ არ დაუჯარიმებიათ უკანონოდ, მან დაარღვია ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 171 მუხლი.  “_განაცხადეს შსს პრესსამსახურში.




 ახალი ამბები
  • წალენჯიხაში ავტომობილი ამობრუნდა - არიან დაშავებულებიხუთი ადამიანი დაშავდა წალენჯიხაში, სოფელ ლიაში,რამდენიმე საათის  წინ  მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი  გზიდან   გადავადიდა  და ამობრუნდა. დაშავებულები ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები. ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე  მუხლით ... ...
  • ჩოხატაურის ქუჩებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობსამ წუთებში, ჩოხატაურში ცენტრალური ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოები  მიმდინარეობს. აღნიშნული ღონისძიება კორონავირუსის პრევენციის მიზნით ტარდება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურმა განუცხადა, სპეციალური ხსნარით მუშავდება და წყლის ჭავლით ირეხება ცენტრალური ქუჩები, ცენტრალური მოედანი, მაღაზიების და საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიები, ასევე საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების სადეზინფექიო სამუშაოებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო სამსახურის დანაყოფები და ჩოხატაურის მერიის დასუფთავების სამსახური. ადგილზე იმყოფება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა, მოადგილეებთან, თამაზ ჯინჭარაძესთან და მინდია ჟღერიასთან ერთად. "გურია ნიუსის" შეკითხვაზე აღნიშნული ღონისძიება ერთჯერადია თუ უახლოეს დღეებში ისევ განმეორდება, მერიაში ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური სიტუაციის მიხედვით ... ...
  • რატომ არ მივიდა პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან1989 წლის 9 აპრილიდან 31 წელი გავიდა. ჩვეულებრივი მოქალაქეებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან არ გამოჩენილა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის გვერდზე გავრცელებულ მიმართვაში წერია, ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ დღევანდელი დღის მნიშვნელობის გააზრება სახლშიც შეიძლება. „დღეს 9 აპრილია. ეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული და ამავდროულად, უდიდესი გამარჯვების დღეა, რომელიც არ შეიძლება ერთად არ გავისხენოთ! ამავე დროს, დღეს 9 აპრილი სულ სხვა ვითარებაში გაგვითენდა - საგანგებო მდგომარეობის, შინ დარჩენისა და კარანტინის ვითარებაში და მთელი საზოგადოება 9 აპრილს სხვა განწყობით ხვდება. ბევრი ვერ მივიდა დღეს 9 აპრილის მემორიალთან, მე არ მივსულვარ მემორიალთან, რადგან საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ მივიდოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დღეს ჩვენ ნაკლებად განვიცდით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ გვახსოვს იმ გმირების თავდადება! ეს არ ნიშნავს, რომ რამენაირად დაკნინდა 9 აპრილის დღესასწაული და ტრაგიზმი! ეს ყველაფერი ჩვენთანაა და შეიძლება კიდეც სახლში უფრო გავიაზროთ - რას ნიშნავს ეს დღე ჩვენი დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოსთვის, რამდენად მძიმე, მაგრამ ამავდროულად, სიმბოლური დღეა დღეს”,_ წერია პრეზიდენტის ... ...
  • დაესწრება თუ არა სააღდგომო ლიტურგიას პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმართვაში განაცხადა, რომ წელს აღდგომის დღესასწაულზე ტაძარში ვერ მივა, რადგან საზოგადოებას დაუმორჩილებლობის მაგალითს ვერ მისცემს. „სამ დღეში არის ბზობა, ათ დღეში კი – აღდგომა. მე არ მახსოვს ჩემი ცხოვრების არც ერთი წელი, როცა არ მივსულვარ ეკლესიაში აღდგომის წირვაზე ან თუნდაც ვნების კვირეულის რომელიმე ლიტურგიაზე. ეს იყო ჩვენს ოჯახში დიდი ტრადიცია, ეს იყო ჩვენი რწმენის გამოხატულება, თუმცა სხვა ვითარებაა ამ წელს და ამ წელს ვერ მივალ მე ეკლესიაში, ვერ მივალ აღდგომის წირვაზე, რამეთუ ქვეყნის პრეზიდენტს არ შეუძლია, დაარღვიოს ის, რაც არის კანონი და წესი. ქვეყნის პრეზიდენტი უნდა იყოს სამაგალითო ამ კუთხით და ვერ მისცემს საზოგადოებას დაუმორჩილებლობის რამე მაგალითს. ჩვენ, დარწმუნებული ვარ ამაში, ყველანი ერთად ვილოცებთ, ეკლესიაში მყოფი სასულიერო პირები ჩვენთვის ილოცებენ და ეს იქნება ასევე ჩვენი რწმენის დიდი გამარჯვება, ეს ერთიანობა, რომელიც არის ჩვენი მთავარი იარაღი დღეს ამ დიდ ბრძოლაში, რომელშიც ვართ ჩართული“, – განაცხადა სალომე ... ...
  • ევროკავშირის ელჩი: საქართველოზე შეყვარებული ვარ„საქართველოზე შეყვარებული ვარ და კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ ეს საუკეთესო ადგილია, სადაც შეიძლება ახლა ვიმყოფებოდე“, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. ევროკავშირის ელჩმა კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოსთვის გამოყოფილ დახმარებაზე ისაუბრა მისი  თქმით, ადრეული და გაბედული ქმედებებით საქართველომ ძალიან კარგი პოზიცია დაიკავა. „იმედი გვაქვს, რომ გადავშალეთ ახალი გვერდი შემთხვევების კლების კუთხით, თუმცა ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს. საქართველოს რამდენიმე პროგრამით გათვალისწინებული ათეულობით მილიონი ევროთი ვეხმარებით, რაც ამ კრიზისულ პერიოდში მთლიანობაში დაახლოებით 250 მილიონიან დახმარების პაკეტს ქმნის. ჩვენ ეს თანხები გვინდა მივმართოთ ჯანდაცვის მწვავე საჭიროებებისკენ, ჩვენ ვიმუშავებთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან, რათა შევიძინოთ აღჭურვილობა, ჩავატაროთ ტრეინინგი. გვინდა დავრწმუნდეთ, რომ დავეხმარებით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს და გამოვყოფთ უფრო მეტ თანხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ქვეყნის მასშტაბით, რათა მივცეთ საშუალება განახორციელონ ეს მნიშვნელოვანი სამუშაო. ასევე გამოკვეთილი ნაწილი გახლავთ მხარდაჭერა, რომელიც გვსურს აღმოვუჩინოთ საქართველოს ეკონომიკის საყრდენს, ესაა მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომელთა დახმარებაც გვინდა იაფფასიანი კრედიტების მიწოდებით, რათა აღიდგინონ საქმიანობა“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა „რუსთავი 2-ის“- ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...