რა შუაშია "მიშას აკრეფილ" ფულთან დეპუტატი კვაჭანტირაძე

მთავარი თემა

რა შუაშია "მიშას აკრეფილ" ფულთან დეპუტატი კვაჭანტირაძე

2014 სექ 18 13:44:36

ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ ნაწილში ავტომანქანების გაჩერება ფასიანია.  ეკლესიის, სავაჭრო ცენტრ "იმედის", `საქართველოს ბანკის" და   "ძველი ბაზრის" მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. "სტაიანშიკებს" მხედველობიდან არცერთი მანქანა არ გამორჩებათ. თანხა მიაქვთ, თუმცა, ქვითარს არავინ იძლევა. შესაბამისად, არავინ იცის, ვის და რატომ უხდის თანხას.

ეს ამბავი არავისთვისაა ახალი.  წლებია, ასე ხდება. ამის შესახებ "გურია ნიუსი" ჯერ კიდევ 2006 წელს წერდა. ქალაქის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ სიტუაციის მოგვარების პირობაც დადო, თუმცა, პირობა მხოლოდ გაზეთის ფურცლებს შემორჩა.

"გურია ნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნული ტერიტორიები 10-წლიანი იჯარით ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის მამას, დავით კვაჭანტირაძეს ჰქონდა მფლობელობაში. ბატონი დავითი 2 წელია, გარდაცვლილია. როგორც ჩვენი წყარო ამბობს, მამის ბიზნესს დღეს ზვიად კვაჭანტირაძე აკონტროლებს და, შესაბამისად, აკრეფილი თანხა მასთან მიდის.

ოზურგეთის ხელისუფლებაში არ არსებობს კომპეტენტური პირი, რომელიც ამ საკითხზე ისაუბრებს. შესაბამისად, კითხვები _  ვისთან მიდის ყოველდღიურად აკრეფილი თანხები;  რომელ ანგარიშზე ირიცხება; ვინ აკონტროლებს; არის თუ არა უფლებამოსილი პირი;  აქვს თუ არა დავალიანება სახელმწიფოს წინაშე და საერთოდ, ვინაა "სტაიანშიკების" მეპატრონე _  უპასუხოდ რჩება.

_ "ჩვენ გვყავს უფროსი, საღამოს ვაგროვებთ ამ თანხას ერთად, რაც მთელი დღის განმავლობაში ამოვიღეთ  და ვაბარებთ. ვერ გეტყვით შემდეგ რა ხდება. პიროვნებას, რომელსაც ფულს ვაბარებთ, მიშა ჰქვია. ყოველ დილით ვაძლევთ თანხას. გვეუბნება, რომ აქვს ოფისი და თანხა ანგარიშზე შეაქვს, თუმცა, ამის მეტი არაფერი ვიცი, _ ამბობენ "გურია ნიუსთან" საუბრისას თანხის ამკრეფნი, რომელთა ცნობა _ სტაფილოსფერი ან მწვანე ფერი ჟილეტით და ხელში ზოლიანი ჯოხით, ძალიან ადვილია.

_ ვინ არის მიშა, კონკრეტულად ვერ გვეტყვით?

_ მიშა ქიქოძე არის ჩვენი უფროსი, ზვიად კვაჭანტირაძის მამის მეგობარია. როცა  ზვიადის მამა გარდაიცვალა, დარჩა ამ კაცს ეს ადგილი, მაგრამ ზვიადს უნდა, გადააფორმოს თავის ბიძაშვილზე.  გასარკვევია, სად მიდის ეს თანხები; ჩვენ არ ვიცით,  საუბრობენ, რომ ბიუჯეტში არ შედის თანხებიო და არ ვიცით, მეტს ვერ გეტყვით, _ გვითხრეს  მათ.

"გურია ნიუსი" მიხეილ ქიქოძეს დაუკავშირდა, რომელმაც ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის, ზვიად კვაჭანტირაძის ბიუროს ხელმძღვანელთან, მურთაზ ფოცხიშვილთან გადაგვამისამართა.

მიხეილ ქიქოძე:  რაში გაინტერესებთ ჩემი ვინაობა? ისე მაგ საკითხთან დაკავშირებით, მიბრძანდით მურთაზ ფოცხიშვილთან და ის  მოგიყვებათ ყველაფერს. მე ვიცი, რომ ეს საქმიანობა უნდა ჩაიბაროს მისმა ბიძაშვილმა, ბიძინა კვაჭანტირაძემ. თანხები ჩემთან არ შემოდის. მე, უბრალოდ, ყურადღებას ვაქცევ, რომ იყოს წესრიგი. არის ოპერატორი, რომელიც იღებს ამ თანხებს და აბარებს იქ, სადაც საჭიროა... თქვენ რაში გაინტერესებთ ეს ამბავი?

_ ბატონო მიხეილ, როგორ გავიგოთ "თანხები მიაქვთ იქ, სადაც საჭიროა" ? ანუ, სად მიაქვთ, კვაჭანტირაძესთან?

_ სადაც საჭიროა, იმ ანგარიშზე შედის.

_ რომელ ანგარიშზე?

_ ახლა, ამდენი არ ვიცი.

_ ვინ იცის?

_ მიბრძანდით მურთაზ ფოცხიშვილთან და ის გაგარკვევთ ყველაფერში, _ გვითხრა მიხეილ ქიქოძემ.

მურთაზ ფოცხიშვილი, ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი:

_ ეს ტერიტორია იჯარით ჰქონდა აღებული დავით კვაჭანტირაძეს. ის გარდაიცვალა, პირველი მემკვიდრე და ერთადერთი შვილი არის ზვიადი. ვინაიდან ის არის პარლამენტის წევრი, მას  არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის უფლება,  არ აქვს უფლება გახდეს მეიჯარე. ამიტომ, ეს იჯარა დაუთმო, გადასცა თავის ბიძაშვილს _ დავითის ძმისშვილს,  ბატონ ბიძინა კვაჭანტირაძეს. ეს საქმე არის უკვე ქალაქის მერიაში ადმინისტრაციულ წარმოებაში, საკრებულოს სხდომაზე მალე მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ ბიძინა კვაჭანტირაძე მიიღებს იჯარას.

_ ბატონო მურთაზ, თანხებთან შეხება ვის აქვს?

_ მე საქმის კურსში ნაწილობრივ ვარ დოკუმენტაციებთან დაკავშირებით და თანხებთან არანაირი შეხება არ მაქვს. ამიტომ, ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს მაგაზე. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ წუთში გადასახადებთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირი არავინ  არის. ფინანსებში მე არ ვერევი. ვიცი, რომ სახელმწიფოს წინაშე არის დავალიანება, გადასახადი აქვს, მაგრამ, როგორც კი იჯარა ბიძინას სახელზე გაფორმდება, დროთა განმავლობაში, გადაიფარება ეს დავალიანება სახელმწიფოს სასარგებლოდ. იჯარა მსვლელობაში არის, მაგრამ ვინაიდან უფლებამოსილი პირი არავინაა, ამიტომ დროებით შეჩერებულია. მთლიანობაში რაც დავალიანება იქნება, გადაწყვეტს ქალაქის მერია და ეს თანხებიც შევა ბიუჯეტში. ამ წუთში უფლებამოსილება ვის აკისრია თანხებთან დაკავშირებით, არ ვიცი.  კომპეტენტური არ ვარ და სხვას ვერაფერს  გეტყვით. ვიცი, დავალიანება არის დიდი და ამის გადაფარვა უნდა მოხდეს დროთა განმავლობაში, _ გვითხრა მურთაზ ფოცხიშვილმა.

_ ბატონო მურთაზ, ვინ გაგვცემს კომპეტენტურ პასუხს,  სად მიდიოდა თანხები ამდენი ხნის განმავლობაში?

_ არ ვიცი. ალბათ, იცის  ქალაქის მერიამ ან ბიძინა კვაჭანტირაძემ. ზვიადმა უარი თქვა და გადააბარა ბიძაშვილს და ამიტომ, ჩემი აზრით, ბიძინას უნდა ჰკითხოთ, ალბათ, განცხადებაში მოყვანილია, რომ სამართალმემკვიდრე ბიძინა კვაჭანტირაძეა.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურისტს, ლაშა თავაძეს დაუკავშირდა, რომელიც არჩევნებამდე საკრებულოს იურისტი იყო.

ლაშა თავაძე: _ პარკირებაზე მხოლოდ შპს "ჭალასაყდარს" ჰქონდა განცხადება შემოტანილი, მას გავუკეთეთ სარგებლობის უფლებით. სხვა რაიმე სახით  ჩვენთვის არავის  მოუმართავს, არ ვარ საქმის კურსში.

ბიძინა კვაჭანტირაძე, ზვიად კვაჭანტირაძის ბიძაშვილი: _ მანქანების სადგომი, ეკლესიიდან ახალი ბაზრის ტერიტორიამდე, ეკუთვნოდა ჩემს გარდაცვლილ ბიძას, ბატონ დავით კვაჭანტირაძეს. ჰქონდა 10-წლიანი იჯარა, 7 წელი განკარგავდა და მართავდა, ახლა დარჩენილი იყო 3 წელი. მემკვიდრეობით ეს უნდა გადაცემულიყო ბატონ ზვიად კვაჭანტირაძისთვის, მაგრამ არ შეიძლებოდა, რადგან სახელმწიფო მოხელეა და კანონი არ აძლევს საშუალებას, ამიტომ ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს ჩემზე. ამჟამად ეს პროცესები მიმდინარეობს, დასრულებული არ არის და ქონების გაყოფის გამო, შეფერხებულია ამაზე მუშაობა.

_ ბატონო ბიძინა, როგორც გვითხრეს,  ამ საქმესთან დაკავშირებით, წინა მოწვევის საკრებულოსთვის არავის მიუმართავს...

_ ესენი ახლა ყველაფერს იტყვიან, მე თქვენ რომ გეუბნებით, ეს არის სრული სიმართლე. მე ამ წუთში არაფერზე არ ვარ პასუხისმგებელი. თუმცა, ვიცი, რომ ამ საბუთების მოწესრიგება მიმდინარეობს.

_ უკვე ორი წელია, ყოველდღიურად იღებენ თანხებს მანქანების სადგომებზე. სად მიდიოდა და სად მიდის  ეს თანხა?

_ შეხება არ მაქვს აბსოლუტურად არანაირ თანხებთან, არავისთან. არ ვფლობ ინფორმაციას. დავით კვაჭანტირაძეს ჰყავდა ნდობით აღჭურვილი პირი მიხეილ ქიქოძე, რომელიც ამ საქმეს მართავდა. ახლა რა ხდება, არ ვიცი...

"გურია ნიუსთან" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ასეთ კომენტარს აკეთებს: _ მამაჩემს ნამდვილად ჰქონდა იჯარით აღებული ტერიტორიები ქალაქში. ამ დროს მასთან ხელშეკრულებით მუშაობდა ფირმა, რომლის სახელიც არ ვიცი. თქვენ შეგიძლიათ, დააზუსტოთ. ეს  ფირმა განაგებდა ყველაფერს მამაჩემთან, როგორც მეიჯარესთან, ხელშეკრულების საფუძველზე. მამაჩემი 2012 წლის დეკემბერში გარდაიცვალა და  ფირმა აგრძელებდა მუშაობას კანონის შესაბამისად. მამაჩემის გარდაცვალებიდან 6 თვის შემდეგ, მე , როგორც ერთადერთ უფლებამემკვიდრეს, უნდა გადამეწყვიტა საკითხი, რა კავშირი უნდა მქონოდა მე ამ საქმესთან. კანონის შესაბამისად და მამაჩემის სურვილის შესაბამისად, მამაჩემის მემკვიდრეობაზე ამ საკითხში სრულად განვაცხადე უარი და დავუმტკიცე ჩემს ბიძაშვილს, მამაჩემის ძმისშვილს, რომელიც არსებული ხელშეკრულების ვადის გასვლამდე შეასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ უფლებებს და ვალდებულებებს. იმ დღიდან მე ამ საქმესთან არანაირი შეხება არ მაქვს, პრინციპულად არ მაქვს! ყველა სხვა კითხვით უნდა მიმართოთ კანონიერ უფლებამემკვიდრეს, ჩემს ბიძაშვილს და თუნდაც, მერიას. სხვა ყველაფერი ბოროტი ხმებია და სხვა არაფერი, _ აღნიშნავს "გურია ნიუსთან" ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი.

ალაქ ოზურგეთის მერიაში, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალურად აკეთებენ კომენტარს:

"2006 წლის 14 ნოემბერს, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს, ოზურგეთის რაიონულ გამგეობასა და აწ გარდაცვლილ ინდმეწარმე დავით კვაჭანტირაძესთან, კონკურსისა და აუქციონის წესით, 10 წლის ვადით, გაფორმდა სანოტარო ხელშეკრულება არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთზე ავტოსადგომების მოსაწყობად.

2014 წლის 26 აგვისტოს მოგვმართა დავით კვაჭანტირაძის შვილმა, ზვიად კვაჭანტირაძემ, როგორც პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ, წარმოგვიდგინა სამკვიდრო მოწმობა #130737598 და ითხოვა საჯარო ურთიერთობის გაგრძელება - თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო, ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.4 პუნქტის შესაბამისად, მომხდარიყო მისი ჩანაცვლება მის მიერ შეთავაზებული პირით, რომელიც იქნება გადახდისუნარიანი მოიჯარე და მზად იქნება, შეასრულოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება აღნიშნული ობიექტის ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დარეგისტრირებისა და ახალი მოიჯარისთვის გადაცემის თაობაზე."




 ახალი ამბები
  • ახალი ელექტრონული სერვისების გაცნობის მიზნით, მეწარმეებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება (R)სამეწარმეო რეესტრის დისტანციური სერვისების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIძ) მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ბიზნესის სფეროს წარმომადგენლებმა სარეგისტრაციის პროცედურებსა და გამარტივებულ ელექტრონულ სერვისების მოხმარებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიიღეს.ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ასევე გაეცნენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისთვის დანერგილ ინოვაციური სერვისსაც, რომლის საშუალებითაც, შპს-ების პარტნიორებს მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, ელექტრონულად შეუძლიათ პარტნიორთა კრებების მოწვევა/ჩატარება და გადაწყვეტილებების მიღება. მომსახურების მისაღებად საჭიროა როგორც შპს, ისე მისი პარტნიორები პორტალზე: წწწ.მყ.გოვ.გე იყვნენ რეგისტრირებულნი. შეხვედრის მონაწილეებს ელექტრონული ბარათის წამკითხველი სპეციალური მოწყობილობებიც გადაეცათ, რომლითაც ონლაინ სერვისების მოხმარებისას, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის განხორციელებაა შესაძლებელი. ელექტრონული სერვისები, მომხმარებლის დროისა და ფინანსების დაზოგვასთან ერთად, დოკუმენტების უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის ხარისხს ზრდის და ადმინისტრაციული რესურსის ეფექტიან გამოყენებას უზრუნველყოფს. ... ...
  • onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა (R)onoff.ge _ "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შექმნილი ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს. ამ ეტაპზე onoff.ge-ს ონლაინ კატალოგში 100 000-ზე მეტი პროდუქტია განთავსებული და 100-ზე მეტი მაღაზიის შეთავაზების გაცნობაა შესაძლებელი. Onoff.ge –ზე საკუთარი პროდუქციის დამატება შეუძლია ნებისმიერი ტიპის და ზომის კომპანიას, რომელიც მობილური ტელეფონების, აქსესუარების, კომპიუტერული ტექნიკის, ასევე მსხვილი თუ წვრილი საყოფაცხოვრებო ტექნიკის იმპორტს და გაყიდვას ახორციელებს. პროექტის წარმატებით გაშვება Onoff.ge-ს გუნდის გარდა, კომპანია Wandio-ს და ლიბერთის IT დეპარტამენტისა და ინფორმაციული უსაფრთხოების გუნდის აქტიური თანამშრომლობის შედეგია. მათ მიერ შეიქმნა უსაფრთხო და სანდოობის მაღალი ხარისხით გამორჩეული ვებ პლატფორმა, რომელიც სრულიად აკმაყოფილებს უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს. ლიბერთის ციფრული ბიზნესის ხელმძღვანელის, ნინო კვიჟინაძის განმარტებით: „Onoff.ge - აერთიანებს ბაზარზე არსებული ტექნიკის მაღაზიების შეთავაზებებს ერთიან ონლაინ სივრცეში. მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ მსხვილი და წვრილი ტექნიკით მოვაჭრეს საშუალება აქვს გამოიყენოს ჩვენი პლატფორმა საკუთრი ბიზნესის განვითარებისა და ონლაინ გაყიდვების ზრდისთვის. Onoff.ge-ს დახმარებით მომხმარებელს შეუძლია სხვადასხვა მაღაზიაში, მისთვის სასურველი პროდუქტის საბაზრო ღირებულების მიხედვით არჩევა, ფასებისა და ტექნიკური მახასიათებლების შედარება და შეძენილი ნივთის ერთი ამანათით საქართველოში ნებისმიერ ლოკაციაზე უფასოდ მიღება. საფასურის გადახდა შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე კურიერთან პოს-ტერმინალის ... ...
  • „ბეგის დღეები“ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაშითბილისში, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დამოუკიდებლობის დარბაზში „ბეგის დღეები“ აღინიშნა. ცნობისთვის, ბეგი მამალაძის დაღუპვიდან 4 წელია გასული. ის 2015 წლის 25 მაისს  სისასტიკემ, გაუტანლობამ, გულქვაობამ და გულგრილობამ შეიწირა, თუმცა, მან მისი შემოქმედების ირგვლივ არაერთი ახალგაზრდის გაერთიანება  და საზოგადოების მახსოვრობასა და გულში ადგილის დამკვიდრება გარდაცვალების შემდეგაც შეძლო. ღონისძიებაში, რომელიც 3 დღე გაგრძელდა მონაწილეობა 32-ე და 69-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებმა, ასევე,  ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალებმა მიიღეს. ტექნიკური ხარვეზის გამო კი 55-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების სპექტაკლი, რომელიც ბეგი მამალაძის „ჩემი სოფელის“ მიხედვით უნდა დადგმულიყო, პროგრამიდან მოიხსნა. მოსწავლეებმა ბეგი მამალაძის ხსოვნას მიუძღვნეს  ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია „წვიმად მოვალ და ერთი ძაფი მეც ვიქნები საუკუნო ქსოვაში". მათ წაიკითხეს ლექსები და ნაწყვეტები ბეგი მამალაძის შემოქმედებიდან, გარდა ამისა, 69-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მერაბ კოსტავასა და ზვიად გამსახურდიას შესახებ ფილმი აჩვენეს. ცნობისთვის, მერაბ კოსტავა  1989 წლის 13 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიღუპა და მის შესახებ ფილმის წარდგენა სწორედ კოსტავას გარდაცვალების თარიღს უკავშირდებოდა, აღსანიშნავია ისიც, რომ  პოეტის და საქართველოს ეროვნული გმირის დაბადების თარიღი 26 მაისია, ხოლო ბეგი მამალაძე რადგან 25 მაისს არის დაღუპული, ამიტომაც მერაბ კოსტავას ბეგი მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე ხშირად იხსენებენ. როგორც  ბეგი მამალაძის დედა, მარიკა ზედელაშვილი ამბობს, კოსტავას შესახებ ფილმის ჩვენება იყო სიმბოლური, რადგან დამოუკიდებლობის  დარბაზი მათი სულების უკვდავებას ემსახურება. მომავალი თაობა კი ამ წინაპრების მაგალითებზე უნდა აღიზარდოს. რაც შეეხება ბეგი მამალაძის ხსოვნის დღეებს, ზედელაშვილის თქმით, ბეგის დღეების ჩატარების იდეა გასულ წელს გიორგი კეკელიძესთან შეხვედრისას გაჩნდა. დამოუკიდებლობის დარბაზში 15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრის ჩათვლით ბეგი მამალაძის ნამუშევრებიც გამოიფინა. მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი დღეები კი ჩუღურეთის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თეატრალების სპექტაკლითა და აქციით „ნუ მოკლავ“ დასრულდა. როგორც რეჟისორი, ლევან ხაზიური  „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, ბეგი მამალაძის ნაწერების გაცოცხლებით სურთ ადამიანებს დაანახონ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი გზა არსებობს, მაგრამ არა მკვლელობა. „ახალგაზრდა ადამიანის სიკვდილი ძალიან მტკივნეულია, განსაკუთრებით, ასეთი გმირი დედისთვის, რომელიც ასე მყარად დგას და პირადად მე მიკვირს,  საიდან გამონახა ამდენი ძალა ამ ქალბატონმა. რაც შეეხება ღონისძიებას,  გავაცოცხლეთ ბეგი მამალაძის არაჩვეულებრივი და საკმაოდ სიღრმისეული ნაწერები, პატარა მინიატურები. გვინდა, დავანახოთ მომავალ თაობას და ზოგადად ნებისმიერ ადამიანს, რომ არ უნდა მოკლა, რადგან გამოსავალი არსებობს ძალიან ბევრი და დაბალი დონე არის ერთი ადამიანის მიერ მეორე ადამიანის სიცოცხლის გამოსალმება“,_ ამბობს ხაზიური. რეჟისორის თქმით, მოზარდი ცუდ ნაბიჯს მარტივად დგამს, საითკენაც ხშირ შემთხვევებში მშობელთან არამეგობრული ურთიერთობა და კომუნიკაციის არ ქონა უბიძგებს. „პრობლემა უმეტესად მოდის მშობელს და მოზარდს შორის არამეგობრული დამოკიდებულებიდან, კომუნიკაციის არ ქონიდან.  როცა მოზარდი იგებს, რომ დედა ან მამა ეწინააღმდეგება,  უკვე ქვეცნობიერად აკეთებს ცუდს და ცუდ ნაბიჯს დგამს. არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო.  ალბათ,  თვითონ ოჯახში უნდა ვიფიქროთ როგორ აღვზარდოთ, სკოლებში უნდა იყოს პედაგოგიკა, აღმზრდელობითი საუბრები ასეთი ასაკის მოზარდებთან, როცა ძალიან მარტივია ცუდი ნაბიჯის გადადგმა“,_ ამბობს ... ...
  • თეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართათეთრიწყაროში დასაქმებისა და პროფესიული განათლების ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, ადგილობრივი სამუშაოს მაძიებლების პროფესიული გადამზადების კოლეჯებთან და დამსაქმებლებთან დაკავშირება, ხოლო დამსაქმებლებისთვის ახალი კვალიფიციური კადრების მოძიება წარმოადგენდა.   ღონისძიებაში პროფესიული განათლების 11 კოლეჯმა და 23-მა მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის,   ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი და RDFG-ის ხელშეწყობით განხორციელებული სოფლის განვითარების პროექტების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.  დამსაქმებლებმა სამუშაოს მაძიებლებს 300-მდე აქტიური ვაკანსია შესთავაზეს.  RDFG-ის თავმჯდომარემ ვანო გრიგოლაშვილმა ფორუმის მონაწილებს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დასაქმების ხელშეწყობისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ კი, დასაქმების თანამედროვე გამოწვევებზე, სახელმწიფო სტრატეგიასა და პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, სხვადასხვა სფეროში დასაქმებულმა წარმატებულმა ადამიანებმა, ფორუმის მონაწილეებს თავიანთი ისტორიები გაუზიარეს, თუ როგორ შეიძლება  გახდე კონკურენტუნარიანი შრომის ბაზარზე. ღონისძიების მიმდინარეობისას,  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, პროფესიული მომზადება-გადამზადების კურსების 30 უფასო ვაუჩერი გათამაშდა. გამარჯვებულებმა  პროფესია  საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეარჩიეს. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ევროკავშირის პარტნიორი ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) მიერ ხორციელდება. პროექტი, მიზნად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს, რაც ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვითა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლების ჩართვის მეშვეობით მიიღწევა. ამ მიზნით, RDFG თანამშრომლობს აგრო-ტექონოლოგიების ასოციაციასთან (ATA) და ლიეტუვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელთან (VVGT). ევროკავშირი საქართველოს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხელს უწყობს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის ფარგლებში. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან, 179.5  მილიონი ევროს ბიუჯეტით ხორციელდება და მის მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. პროგრამა ეხმარება საქართველოს მთავრობას, ასევე, ადგილობრივ თემებთან მომუშავე არასამთავრობო ... ...
  • “მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ“ - რა ხდება ფანჩატურში“ვიცი, თქვენ დაწერეთ, რომ ქალაქ ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურიდან  ორი სკამი  და ერთი მაგიდა აიღეს. ახლა  დგას და ნახეთ, რა მ დგომარეობა არის. საშინელება ხდება და სიბინძურეა, ამას აკეთებს ახალგაზრდობა და ძალიან მტკივა გული. არ გეუბნები ამას ნიშნის მოგებით, მინდა წესიერად და ადამიანურად მოიქცნენ.“ - თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა. ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის ეზოში მდებარე ფანჩატურში და მის ირგვლივ მართლაც ისეთი მდგომარეობა, რომლის ნახვა განწყობას გაგიფუჭებს. ამავე თემაზე: http://gurianews.com/article/mtavari/sazogadoeba/davisvenet-kalak-ozurgetshi-panchaturidan-skamebi-da-magida-aighes ... ...

არქივი

ზაფრანი

რამდენიმე რჩევა ბავშვის მოვლის შესახებ

როგორ დაიჭიროთ ბავშვი ხშირად მშობელს...

როგორ მოვიშოროთ ნეგატიური ენერგია?

სალბი ( სამკურნალო მცენარე) შორეულ...

ჰოლივუდელების საყვარელი წიგნები

ბრიუს უილისის რჩეული წიგნია, ჰეროდოტეს...

ყველაზე მომხიბლავი ქერა მსახიობები

ქერა თუ შავთმიანი? სხვადასხვა გამოკვლევებით...

ერთ დროს უსახლკარო ვარსკვლავები

თინეიჯერულ ასაკში ჯიმ ქერი ოჯახთან...

კოკა-კოლას სასარგებლო თვისება

დღესდღეობით თითქმის ყველამ იცის კოკა-კოლას...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...