მინისტრების და მათი მოადგილეების საბანკო სესხები

მთავარი თემა

მინისტრების და მათი მოადგილეების საბანკო სესხები

2014 სექ 25 21:00:53

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ კვლევას აქვეყნებს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: 

"საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ რეგულარულად იკვლევს სახელმწიფო თანამდებობის პირების ქონებრივ მდგომარეობას და თვალს ადევნებს ცვლილებებს მათ შემოსავლებსა და ხარჯებში. ამჯერად, ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია მინისტრებისა და მათი მოადგილეების მიერ აღებული საბანკო სესხების შესახებ.

აღმოჩნდა, რომ რამდენიმე თანამდებობის პირმა, თანამდებობაზე დანიშვნიდან მალევე ბანკიდან დიდი ოდენობის სესხი გამოიტანა. ამასთან, რიგ შემთხვევაში, სესხების ასანაზღაურებლად საჭირო თანხა თანამდებობის პირების კანონით დადგენილი ხელფასის ნახევარზე მეტს შეადგენს, ზოგ შემთხვევაში კი აღემატება კიდეც.

მინისტრების ხელზე ასაღები ყოველთვიური შემოსავალიდანამატის ჩათვლით, 5 000 ლარია.პარლამენტი ამჟამად განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მინისტრებს პრემიების აღება აეკრძალებათ. მინისტრის პირველი მოადგილე ხელფასის სახით 2,950 ლარს იღებს, მინისტრის მოადგილე კი - 2,720 ლარს, თუმცა, ამ ანაზღაურებას, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა პრემიები დაემატოს. ზოგიერთ შემთხვევაში, დეკლარაციებში არ არის მითითებული, თუ ყოველთვიურად რა თანხის გადახდა უწევს თანამდებობის პირს სესხის გასასტუმრებლად. ეს შესაძლოა იმით იყოს გამოწვეული, რომ გადახდა არ განხორციელდა იმ პერიოდში, რომელსაც დეკლარაცია მოიცავს, ან წლის განმავლობაში გადასახდელი თანხა არ აღემატებოდა 3 000 ლარს. ასეთ შემთხვევებში, ჩვენ ინფორმაცია ბანკების ვებგვერდებზე განთავსებული სესხების კალკულატორისგან მივიღეთ, შესაბამისად, ეს მონაცემები მიახლოებითია.

ოთარ დანელია, სოფლის მეურნეობის მინისტრი

ოთარ დანელია 2014 წლის აპრილში მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, ხოლო სოფლის მეურნეობის მინისტრად - 2014 წლის ზაფხულში. საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე დანელიას ორი ქონებრივი დეკლარაციაა ხელმისაწვდომი: ერთი 2013 წლის მაისშია შევსებული, მეორე კი - 2014 წლის ივნისში.

2014 წელს შევსებულ დეკლარაციაში, დანელიას 200 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც მან 2014 წლის მარტში აიღო. გარდა ამისა, მინისტრს ჯამში სხვადასხვა პერიოდში 70 000 აშშ დოლარისა და 42 500 ლარის ოდენობის სესხები აქვს აღებული. იმავე დეკლარაციის მიხედვით, მინისტრისა და მისი მეუღლის შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან წინა წლის (2013) განმავლობაში სულ დაახლოებით 120 000 ლარი იყო, ანუ, თვეში დაახლოებით 10 000 ლარი. დეკლარაციაში არ არის მითითებული დანელიას შემოსავალი მინისტრის ან მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან, რადგან დეკლარაცია მის ამ თანამდებობებზე ყოფნის პერიოდებს არ მოიცავს. სოფლის მეურნეობის სამინისტროში დანიშვნამდე დანელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო და 2013 წელს მისი ანაზღაურება ამ თანამდებობაზე 81 070 ლარი იყო. დანელია ოთხი სხვადასხვა კომპანიის მეწილეა, თუმცა სამეწარმეო საქმიანობიდან შემოსავალი დეკლარირებული არ აქვს. მისი დეკლარირებული დანაზოგი შეადგენს ნაღდ ფულს 7000 აშშ დოლარისა და 4000 ლარის ოდენობით და დაახლოებით 6,500 აშშ დოლარი და 1,500 ლარის ოდენობის თანხას საბანკო ანგარიშებზე.

მინისტრის ქონებას 2014 წელს თბილისში თაბუკაშვილის ქუჩაზე 161.84 კვ.მ. ფართობის ბინა, დაბა შინდისში 600 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი და 265 კვ.მ. ფართობის მშენებარე სახლი შეემატა.

"ბანკ რესპუბლიკის” ვებგვერდზე განთავსებული სესხების კალკულატორის მიხედვით, მხოლოდ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის სესხზე მინისტრს თვეში დაახლოებით 2 000 აშშ დოლარის (დაახლოებით 3,450 ლარის) გადახდა უწევს, რაც მისი ყოველთვიური ხელფასის 69%-ია.

გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი

გიორგი კვირიკაშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს 2012 წლის ოქტომბრიდან იკავებს. 2012 წლის ნოემბრიდან მას ბანკ "ქართუში” 120 000 აშშ დოლარის სესხი აქვს დამტკიცებული. იმავე წელს მინისტრმა 155 000 ლარის და 55,000 აშშ დოლარის შემოსავალი უძრავი ქონების გაყიდვიდან მიიღო. 2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, წინა (2012) წლის შემოსავლად კვირიკაშვილს 34 709 ლარი აქვს მითითებული, რაც, სავარაუდოდ, წლის ბოლო ორ თვეზე ნაწილდება, რადგანაც კვირიკაშვილი 2012 წლის ოქტომბრის ბოლოდან დაინიშნა თანამდებობაზე. ამას გარდა, მინისტრს დეკლარირებული აქვს 9300 ლარი ნაღდი ფული და 3700 ლარი ნაშთი საბანკო ანგარიშზე.

სესხის გადასახდელად მინისტრს 1 586 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 800 ლარი) აქვს მითითებული, რაც მისი ყოველთვიური ანაზღაურების 56%-ია.

ალექსანდრე ჭიკაიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი

ალექსანდრე ჭიკაიძე 2013 წლის ნოემბრის ბოლოდან შინაგან საქმეთა მინისტრია. იმავე თვიდან საქართველოს ბანკში მას 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხი აქვსრეგისტრირებული. "საქართველოს ბანკის” სესხების კალკულატორის მიხედვით, მინისტრს თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარის (დაახლოებით 2 600 ლარი) გადახდა უწევს სესხის დასაფარად, ანუ ხელფასის 52%-ის. 2014 წლის ქონებრივ დეკლარაციაში, მისი წინა წლის (2013) შემოსავალი სხვადასხვა ანაზღაურებადი საქმიანობიდან დაახლოებით 67 000 ლარი იყო, რაც თვეში 5 580 ლარია.

ჭიკაიძემ 2013 წლის ნოემბერშივე თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე 293 კვ.მ. ფართობის მშენებარე ბინა 169 000 აშშ დოლარად შეიძინა.

სოზარ სუბარი, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

სოზარ სუბარი 2012 წლის ოქტომბრიდან სასჯელაღსრულების მინისტრი იყო, 2014 წლის ივლისიდან კი იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრია.

2013 წლის მარტში სუბარმა "ქართუ ბანკში“ 140 000 აშშ დოლარის ოდენობის იპოთეკური სესხიაიღო და თბილისში, სულხან ცინცაძის ქუჩაზე 187 კვ.მ. ფართობის ბინა 190 000 აშშ დოლარად შეიძინა, რომლის მესაკუთრედაც სუბარის მეუღლეა მითითებული.

მსგავსი ოდენობის სესხზე გადასახადი თვეში დაახლოებით 1 700 აშშ დოლარი (დაახლოებით 2 600 ლარი) უნდა იყოს, ანუ მინისტრის ყოველთვიური ხელფასის 52%. წინა წლის (2012) შემოსავლებში სუბარს და მის მეუღლეს ჯამში 30 527 ლარი აქვთ მითითებული, რაც საშუალოდ, თვეში, 2 543 ლარია. ამას გარდა, მინისტრს და მის მეუღლეს საბანკო ანგარიშებზე 7 200 ლარი და 600 აშშ დოლარი აქვთ დეკლარირებული.

დიმიტრი მახათაძე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე

დიმიტრი მახათაძე მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე 2013 წლის მაისში დაინიშნა. იქამდე, იგი შპს "მედი ქლაბ ჯორჯიას“ მეწილე და დირექტორი იყო. ქონებრივ დეკლარაციაში მახათაძეს 315 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხი აქვს მითითებული, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან მოქმედებს. როგორც შპს "მედი ქლაბ ჯორჯიას“ დირექტორსა და პარტნიორს, მახათაძეს 2013 წლის და 2014 წლის დეკლარაციებში დაახლოებით 240 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული (ეს შემოსავლები მან 2012 და 2013 წლებში მიიღო), როგორც მინისტრის მოადგილეს კი 2014 წლის დეკლარაციის მიხედვით - 45 595 ლარი (ეს 2013 წლის მანძილზე მიღებული შემოსავალია). მას და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ ნაღდი ფული - 7 500 აშშ დოლარი, 5 000 ლარი და 8 000 ევრო, ასევე, დაახლოებით 2 000 ლარი ნაღდი ფული.

წლის განმავლობაში, სესხის გასავლად მახათაძეს 21 584 აშშ დოლარი აქვს მითითებული, რაც თვეში დაახლოებით 1,798 (დაახლოებით 3,150 ლარი) აშშ დოლარია, რაც მისი ოფიციალური ანაზღაურების 106%-ია.

 დავით ხუციშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე

დავით ხუციშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდანაა. მის მიერ 2013 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში 190 000 აშშ დოლარის იპოთეკური სესხია მითითებული, რომელიც 2010 წლიდან მოქმედებს. სესხის წლიურ გასავლად კი 33 189 აშშ დოლარია (თვეში დაახლოებით 4 800 ლარი) მითითებული. ეს თანხა მინისტრის მოადგილის ოფიციალური ყოველთვიური ანაზღაურების 175%-ია.

მას და მის მეუღლეს წინა წლის შემოსავლებში სხვადასხვა ანაზღაურებადი სამუშაოდან დაახლოებით 111 000 ლარი აქვთ მიღებული. ხუციშვილის დეკლარაცია არ ასახავს მისი, როგორც მინისტრის მოადგილის შემოსავლებს, რადგან დეკლარაცია მის დანიშვნამდე პერიოდს მოიცავს. მინისტრს და მის მეუღლეს ასევე დეკლარირებული აქვთ თანხა საბანკო ანგარიშებზე - 18,296 ევრო.

ზურაბ აზმაიფარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე

ზურაბ აზმაიფარაშვილი მინისტრის მოადგილე 2012 წლის ნოემბრიდანაა. 2013 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 2013 წლის აგვისტოდან მის სახელზე 275 000 ლარის სესხია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში, გასული წლის შემოსავლებში მას დაახლოებით 38 000 ლარი აქვს დეკლარირებული. აზმაიფარაშვილს და მის მეუღლეს თანეხბი საბანკო ანგარიშებზეც აქვთ დეკლარირებული - დაახლოებით 32 000 ლარი, 17 380 აშშ დოლარი, 8 057 ევრო და 40 000 სინგაპურული დოლარი (დაახლოებით 32 000 აშშ დოლარი.)

"თი-ბი-სი ბანკის“ ვებგვერდზე განთავსებული კალკულატორის თანახმად, მსგავსი ოდენობის სესხზე ყოველთიური გადასახდელი დაახლოებით 3 500 ლარია, რაც აზმაიფარაშვილის ყოველთიური ხელფასის 118%-ია.

მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვებგვერდის მიხედვით, მიხეილ ჯანელიძე 2011 წლის ბოლოდან ეკონომიკის მინისტრის მოადგილეა. 2012 წელს მას დეკლარაცია შევსებული აქვს, როგორც მინისტრის ყოფილ მოადგილეს, 2013 წელს კი - როგორც მოქმედს.

2013 წლის ნოემბრიდან ჯანელიძის სახელზე 260 000 ლარის და 28 600 აშშ დოლარის ოდენობის სესხებია რეგისტრირებული. იმავე დეკლარაციაში ჯანელიძეს და მის მეუღლეს, მეუღლის სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების ჩათვლით, ჯამში დააახლოებით 147 000 ლარის შემოსავალი აქვს დეკლარირებული. მათ საბანკო ანგარიშებზე კი დეკლარირებულია დაახლოებით 7 000 აშშ დოლარი და 47 000 ლარი.

260 000 ლარის ოდენობის სესხზე ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით თვეში 2 600 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ხელფასის 95%-ია.

დავით გალეგაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე

დავით გალეგაშვილი 2012 წლის ნოემბრიდან სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეა. მისი2014 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, გალეგაშვილზე ჯამში 164 000 აშშ დოლარის ღირებულების სესხია რეგისტრირებული, მის მეუღლეზე კი ჯამში 195 000 აშშ დოლარი. ყველა ეს სესხი გალეგაშვილი თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010 და 2012 წლებშია აღებული. ამ სესხების გასავალი, დეკლარაციების მიხედვით, ჯამში წელიწადში დაახლოებით 63,000 აშშ დოლარია. ეს თვეში დაახლოებით 9,185 ლარია, რაც მინისტრის მოადგილის ყოველთვიურ ხელფასს სამჯერ აღემატება (337%).

იმავე წლის დეკლარაციაში, გალეგაშვილს, როგორც მინისტრის მოადგილეს წლის მანძილზე 62 288 ლარი აქვს მიღებული. მას 127 000 ლარის ოდენობის ნაღდი ფულიც აქვს დეკლარირებული, საბანკო ანგარიშებზე კი დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი და 5 500 ლარი.

2013 წელს შევსებულ დეკლარაციაში, გალეგაშვილს სამეწარმეო საქმიანობიდან 130 000 ლარის შემოსავალი აქვს მითითებული, 2014 წლის დეკლარაციაში კი სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი მას მითითებული აღარ აქვს.  გალეგაშვილი ორი კომპანიის - შპს "კომპანია კ 2”-ის და შპს "ჰერიოს” მეწილეა", _ აღნიშნულია კვლევაში.

წყარო




 ახალი ამბები
  • მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე _ აშშ-ს საელჩოს განცხადებაამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების დამტკიცებას ეხმაურება და პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს მოუწოდებს დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. "ბოლო თვეების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ყურადღებით აკვირდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს უვადოდ გამწესებისთვის. მაისში ჩვენ გამოვთქვით წუხილი პარლამენტის მიერ მიღებულ შერჩევის პროცედურებზე, რომელმაც ვერ ასახა ვენეციის კომისიის, ეუთო/ოდირისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მისიების ბევრი რეკომენდაცია. ჩვენ ვიზიარებთ საერთაშორისო დამკვირვებლებისა და ქართველი ექსპერტების შეფასებას, რომ კანდიდატთა შერჩევის შემდგომი პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იყო არასაკმარისად გამჭვირვალე, შედეგად, რიგი ნომინირებული პირებისა არ წარმოადგენდნენ საუკეთესო კვალიფიციურ კანდიდატებს. ნომინირებული კანდიდატების მოსმენები პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში იყო ღია და გამჭვირვალე. მოსმენებისას კანდიდატების გარკვეულმა ნაწილმა ვერ შეძლო საკმარისად წარმოეჩინა იურიდიული ცოდნა ან ერთგულება მიუკერძოებლობისადმი. ჩვენ ვწუხვართ, რომ დღეს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ სიაში ეს ნომინირებული კანდიდატებიც არიან. სასამართლო დამოუკიდებლობა უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას, არის დემოკრატიის გარანტი და ეკონომიკური ზრდის ქვაკუთხედი. იმისათვის, რომ საქართველოს სასამართლო სისტემამ მოიპოვოს უფრო მეტი ნდობა, ჩვენ ვურჩევთ პარლამენტს და ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებს, რომ დამატებითი კანდიდატების შერჩევამდე რეაგირება მოახდინონ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დაფიქსირებულ ხარვეზებზე. ამასთან, იმ მღელვარების გათვალისწინებით პარლამენტში, რაც თან ახლდა დღევანდელ კენჭისყრას, მოვუწოდებთ ყველა მხარეს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე და იმოქმედონ თავაზიანობისა და კონსტრუქციულობის ფარგლებში,"_წერია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ... ...
  • სასტუმრო „ოზურგეთი პლაზას“ გახსნა: „ოზურგეთის სიყვარულში ყველას შევეჯიბრები“დღეს, ოზურგეთში  გურამიშვილის ქუჩაზე,   სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა “ გაიხსნა. ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე, ჟურნალისტებს მიესალმა  ოზურგეთის ყოფილი მერი,  ბიზნესმენი ბეგლარ სიორიძე. მან ყველას მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის,  განაცხადა, რომ მას შემდეგ , რაც საჯარო სამსახურში აღარ არის, გადაინაცვლა კერძო სტრუქუტურაში და სურს ამ კუთხით განაგრძოს მუშაობა. _ დამფუძნებელი  არის ჩემი მეუღლე, ლელა თოიძე. ჩვენ დავიწყეთ  ეს საქმე. ძალიან მიყვარს ოზურგეთი და ყველას,  ვისაც სურს, ოზურგეთის სიყვარულში შევეჯიბრები, _ თქვა მან და სტუმრები ახლად გახსნილ სასტუმროში მიიპატიჟა. სასტუმროს  გახსნის სომბოლური ჟესტი, ლენტის გაჭრა წილად ხვდა  ლელა თოიძეს, გურიის გუბერნატორს ზურაბ ნასარაიას და ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარეს დავით დარჩიას. სასტუმრო „ოზურგეთი პლაზა“ ოთხვარსკვლავიანია. ის ხვალიდანვე შეუდგება  მუშაობას, .გათვლილია 44 ადამიანზე. აქვეა სააქტო დარბაზი, სადაც 50 ადამიანის მომსახურება  შეიძლება. სასტუმრო ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. აქ  მოემსახურებიან როგორც ტურისტებს,  ისე ნებისმიერ სტუმარს. ასევე სრული შესაძლებლობა იქნება და ყველანაირი კომფორტი ტრენინგებისა  თუ კონფერენციების ... ...
  • ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებსსაპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ოთარ ჩრდილელი დეპუტატის მანდატს ტოვებს. ამის შესახებ მან განცხადება სოციალურ ქსელ ფეისბუქში გაავრცელა. “ერთი წელია, ვცდილობთ რომ არ დაზიანდეს სასამართლოს იმიჯი. მთელი ეს პერიოდი კონკრეტულად ამ საკითხზე ბევრჯერ შეიკრიბა გუნდი, ვცადეთ უდანაკარგოდ მიგვეღო გადაწყვეტილება და მივსულიყავით კონსესუსამდე. რა შედეგიც დადგა-ყველამ ერთად ვნახეთ. შესაძლოა მე ვცდები და ზედმეტად მუქ ფერებში ვხედავ(დი) მოსამართლეთა დუჟინას. და რა იქნება მომავალში?-არც არაფერი, უბრალოდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო დეპუტატის მანდატი. ჩემთვის ორი მოწვევის დეპუტატისთვის, მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნე ინდივიდუალიზმი და (არა შაბლონური) მადლობა ,,ქართულ ოცნებას,, რომ მთელი რიგი სენსიტიური საკითხებისადმი გუნდის წევრებს გვქონდა პლურალისტური მიდგომა, გარედან შესაძლოა სჩანს რომ: ყველაფერი ერთ ხმაში, ხავერდოვნად მიდის, მაგრამ მერწმუნეთ: შიგნით-დუღილის ტემპერატურა ძალიან მაღალია. მე არ მქონდა მორალური უფლება, რომ ,,ქართული ოცნების,, პროპორციული სიით შესულს დამეტოვებინა უმრავლესობა და პარლამენტში სხვა ფრთაზე გავმაგრებულიყავი. თითქმის ერთი წლით ადრე ვტოვებ პარლამენტს, სადაც შევიძინე: მეგობრები, გამოცდილება და შაქარი. არასოდეს გამიწყვეტია კონტაქტი მოსახლეობასთან და ამით ვამაყობ. პირადად ვინც მიცნობს იცის, რომ ჩემთვის ღირებულია-ადამიანი, კანონი, მორალი, პატიოსნება.კიდევ ერთხელ-ყველას მადლობას მოგახსენებთ, უდიდესი ნდობისთვის. წარმატებებს და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ. მრავალჟამიეეერ. ღმერთი ჰფარავდეს, დედა-სამშობლოს“, - წერს ოთარ ... ...
  • ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვაეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიული კომიტეტი დატოვა. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, ის ამ კომიტეტში მუშაობას ვეღარ გააგრძელებს. კომიტეტიდან ბესელიას წასვლა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად იმ პირების არჩევას უკავშირდება, რომლებსაც ბესელია მოსამართლეთა კლანის წევრებად ასახელებს. რამდენიმე თვის წინ, სწორედ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია გახდა ბესელიას მიერ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დატოვების ... ...
  • პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცაპარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 უვადო მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე (89 ხმით), მისი მოადგილე მამუკა ვასაძე (88 ხმით) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე (85 ხმით). უფრო დეტალურად, პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა. პარლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა. სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...