რეპორტაჟი სურებიდან

მთავარი თემა

რეპორტაჟი სურებიდან

29 სექ. 2014, 14:18:39

დიდივანი, შუა სურები, ზემო სურები, ტობახჩა-თავსურები, შველაურ-ციციბაური, ჩაკიტაური, წითელგორა, ჭალა-ქადაგაური _ ეს სურების ხეობის სოფლებია.

ჩოხატაურის ცენტრიდან 25 კილომეტრით დაშორებულ სოფლებამდე მისვლას ერთ საათზე მეტი აგვიანდება. ავარიულ გზაზე სიარული საშიშია, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში და ღამით _ ამ დროს მთიდან მეწყერის ჩამოწოლის ალბათობა საკმაოდ დიდია, გზა კი ისეთია, რომ ჩქარა გავლას ვერ შეძლებთ, ვერც საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს აუქცევთ გვერდს...

ამ გზას მსხვერპლიც ახსოვს _ ღამით, სურებიდან მომავალი სატვირთო მანქანა ხრამში ბევრჯერ გადაჩეხილა...

ყველა, ვისაც კი ერთხელ მაინც უნახავს ეს გზა, ამბობს, რომ აუცილებლად უნდა გაკეთდეს. თუმცა, სიტყვას საქმე არასდროს მოსდეს _ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ხეობაში არაფერი გაკეთებულა...

ხეობის მცხოვრებლებს სხვა პრობლემებიც ბევრი აქვთ, თუმცა ისინი, საერთო პრობლემამ _ უგზოობამ 25 სექტემბერს გააერთიანა.

ზემოსურების ცენტრში ამ დღეს ასობით ადამიანი შეიკრიბა _ მათ შორის, ხეობიდან წასული ადამიანებიც იყვნენ, რომლებისთვისაც სურები და სურებლობა საამაყოა:

_ ჩვენ გვინდა აქ დაბრუნება, გვინდა აქ ცხოვრება, მაგრამ ამ პირობებში ეს შეუძლებელია. აქ საცხოვრებელი პირობები არ არის. უგზოობა და უშუქობაა სწორედ ის მიზეზი, რის გამოც სოფლიდან ძალიან დიდია მიგრაცია, _ აღნიშნეს თბილისში მცხოვრებმა სურებლებმა, რომელთა ნაწილი მზადაა, გზის გაკეთების შემთხვევაში, სოფელში დაბრუნდეს.

მოსახლეობასთან შეხვედრას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ მამალაძე, გამგებელი ირაკლი კუჭავა, საკრებულოს წევრები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

_ სამწუხაროდ, სურები არჩევნების წინ ახსენდებათ. სწორედ არჩევნების დროს ისმენენ აქაურები უამრავ დაპირებას, რაც მერე ყველას ავიწყდება. მე მიხარია და ბედნიერი ვარ, რომ დღევანდელი დღე გამონაკლისია და საარჩევნო დაპირების შესასრულებლად _ ჩვენი საერთო პრობლემის გადაწყვეტის გზების მოსაძებნად დღეს ხელისუფლების პირველი პირები აქ არიან.

სურების პრობლემის შესახებ მე, როგორც ამ სოფლის დეპუტატს, საკრებულოს სხდომაზე ბევრჯერ მისაუბრია. ეს ჩემი პირდაპირი მოვალეობაა, თუმცა დღევანდელი შეხვედრა სულ სხვაა და მე ძალიან მიხარია, რომ პირველად ამ სოფელში, მთელი ხეობის ხალხს უსმენს ადგილობრივი ხელისუფლება, _ აღნიშნა სოფლის დეპუტატმა ოთარ სოროზანიშვილმა.

მისივე თქმით, გარდა უგზოობისა, პრობლემაა ხე-ტყით სარგებლობა: _ სოფელში, რომელიც მაღალმთიანია, ვერ ახერხებენ შეშის, სამასალე მორის მოჭრას. ადამიანი სახლს ვერ ააშენებს და აშენებულს ვერ შეაკეთებს _ ამის ნებას არ აძლევენ, საზვინეს ვერ ჭრის სურებელი კაცი. ამაში გვინდა ხელისუფლების დახმარება და გვერდით დგომა, _ დასძინა სოროზანიშვილმა.

მოსახლეობის თქმით, სწორედ უგზოობის ბრალია, რომ სურებში ცხოვრება არავის უნდა:

_ 29 მოსწავლე სწავლობს სურების სკოლაში. წლეულს პირველკლასელიც კი არ გვყავს. აქ გაჩერება არავის უნდა. შვილი და შვილიშვილი რომ არ გაგიჩერდება აქ, რა უნდა ვაკეთოთ? _ აღნიშნეს სურებლებმა.

მათ ყურადღება ელექროენერგიის არქონაზეც გაამახვილეს:

_ შუქი რომ მოდის, ახალი წელი გვგონია, ისე გვიხარია. დიდი ხანია, სოფელს საკუთარი ჰესი აქვს, თუმცა, მწყობრიდან არის გამოსული და წელიწადში სულ ერთი თვის განმავლობაში გვაქვს შუქი. არ მგონია, ასეთ მდგომარეობაში მყოფი სოფელი იპოვოთ. რა გახდა ელექტრო ხაზების გამოყვანა ჩვენს სოფელში?! _ თქვეს სურებლებმა.

სურებლების ამ პრეტენზიას არ დაეთანხმა "ენერგო პრო ჯორჯიას" ჩოხატაურის სერვისცენტრის მმართველი ვანო ჭარბაძე. მისი თქმით, სოფელში ჯერ კიდევ 2008 წელს გაკეთდა ელექტროგადამცემი ბოძები და ხაზების არარსებობაში დიდი წვლილი სოფლის მცხოვრებლებს მიუძღვით: _ სოფელმა ერთობლივი განცხადება უნდა შემოიტანოს და აბონენტად დარეგისტრირება მოითხოვოს. დღემდე ასეთი განცხადება "ენერგო პრო ჯორჯიას" არ მიუღია. ჩვენ არანაირი პრობლემა არ გაქვს სოფლის გამრიცხველიანების, მთავარია, სოფელში იყოს ამის მზაობა, _ აღნიშნა ჭარბაძემ.

როგორც გავარკვიეთ, სურებლების ნაწილს "ენერგო პრო ჯორჯიას" მომსახურებით სარგებლობა იმ მიზეზით არ სურს, რომ დენის ტარიფი საკმაოდ მაღალია, ხოლო სოფლის ჰესის მომსახურებაში ისინი თვეში 6 ლარს იხდიან.

ხეობის ყრილობაზე, სურებლები საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ კომპანიას წერილით მიმართავენ და მომავალი წლიდან მათ 24-საათიანი ელექტრომომარაგება ექნებათ.

სურებლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საექიმო ამბულატორიის მოწყობაც სთხოვეს: _ ალბათ, ნახეთ, როგორი ამბულატორია გვაქვს. შენობა, სადაც საექიმო პუნქტია განთავსებული, ავარიულია. არც საჭირო ინვენტარია. იქნებ, დაგვეხმაროთ და სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი ოთახი მოგვიწყოთ, _ თქვეს შეხვედრაზე.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ ვრცლად ისაუბრა გახორციელებულ და გასახორციელებელ პროგრამებზე, რომელიც სურების ხეობას ეხება. კუჭავას თქმით, ამბულატორიის მოწყობა შესაძლებელია სოფლის პროგრამის ფარგლებში მოხდეს, ოღონდ ეს სოფელთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს:

_ გვესმის, რომ სოფელში შეშის ჭრასთან დაკავშირებით პრობლემაა, რადგან ტყეკაფები საკამოდ შორ მანძილზეა გამოყოფილი. ჩვენ შევეცდებით, უმოკლეს ხანში გამოვყოთ საწვავი, ტყეკაფებთან მისასვლელი გზები ჩამოვწმინდოთ და მოვაწესრიგოთ, _ აღნიშნა კუჭავამ.

რაც შეეხება გზას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროექტია და ამას ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ვერ შეძლებს:

_ ჩვენ ვიშუამდგომლებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რომ მოხდეს თანხების მოძიება და თავდაპირველად გაკეთდეს გზის პროექტი. არ გვინდა, ვინმეს ტყუილი დაპირებები მივცეთ. ჯერ ყველაფერი სამუშაო პროცესშია, თუმცა, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება, საკრებულო, გამგეობა ძალებს არ დაზოგავს, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგეხმაროთ, _ აღნიშნა მამალაძემ.

საერთო სახალხო ყრილობა სურებში იმ იმედით დასრულდა, რომ დაპირებები გაზეთის თუ ტელევიზიების არქივს, იმ დღეს შედგენილ ოქმს არ შერჩება.

იმედი _ იმედად, ახლა კი სურებში ასეთი რეალობაა _ უგზოობა, უშუქობა, უმუშევრობა და წინ დიდი და რთული ზამთარი, რომელიც ზღვის დონიდან 640 მეტრზე მდებარე სოფელში 5 თვეზე მეტ ხანს გრძელდება.




 ახალი ამბები
  • ურეკში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩოდღეს, შუადღისას, ურეკში 20 წლის ბიჭი დინებამ გაიტაცა. მასთან ერთად მისი ბიძაშვილიც იმყოფებოდა. მაშველმა ერთი მათგანის გადარჩენა შეძლო, მეორის შველა კი ვერ მოხერხდა. მას ამ დრომდე ეძებენ. „გურია ნიუსის“ წყაროს ცნობით, ახალგაზრდა ზღვაში ნასვამ მდგომარეობაში ... ...
  • კონჭკათში მეწყერმა მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტაოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში, შუა ღელესთან ახლოს მდებარე უბანში, მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბეტონის გზა ჩამოიშალა და მაცხოვრებლებს გზა ჩაუკეტა. ადგილობრივები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიას გადასაადგილებლად მთელი სოფლის მაცხოვრებლები იყენებენ, რადგან ციტრუსი აქვთ და ახლა გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მერიის შესაბამისი სამსახურები მიწის შევსებასა და გზის გამაგრებას უახლოეს დღეებში ... ...
  • ეპიდვითარება სვანეთში და გაფრთხილება ქობულეთში მყოფ ადამიანებსმესტიაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გართულების შედეგად დაწყებული ინტენსიური კვლევის შედეგებსა და საკარანტინო სივრცეებში არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ საბჭოს მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, თბილისში ე.წ „ცხელების ცენტრებს" სვანეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე 1000-მდე მოქალაქემ მიაკითხა, რომელთაგან 14 პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. არსებული ვითარების გათვალისწინებით, მესტიის მუნიციპალიტეტში ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევები გრძელდება, ასევე ძალაში რჩება დაწესებული საკარანტინო შეზღუდვები. ამასთან, კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა ქობულეთში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ვირუსი კაფე „ჰავანაში" დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა. ინფიცირებულის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათ PCR ტესტირება უტარდებათ, თუმცა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში" იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის „ცხელების ცენტრს". გასული დღე-ღამის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის 6 ათასამდე ტესტი ჩატარდა, ხოლო ჯამურად საქართველოში ჩატარებულია 300 ათასზე მეტი PCR ტესტი. ამასთან, საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური კვლევები ტარდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტშიც და არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, მუნიციპალიტეტში შეზღუდვების დაწესების საფრთხე არ არსებობს, ვინაიდან ადგილზე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სრულად კონტროლდება. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...
  • გზავნილი სუფსის კარიერიდან: „დაუყოვნებლივ შეგვხვდეს ოზურგეთის მერი!“დღეს,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების, სილაურის და ბაილეთის რამდენიმე მცხოვრები,  სუფსის კარიერზე ,   მდინარის ხეობაში , შეხვდა კომპანია „სამი ძმების“ წარმომადგენლებს. ეს შეხვედრა 13 აგვისტოს  აქციის  შემდეგ მოხდა, როცა ორივე სოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი  გადაკეტა, კარიერიდან „სამი  ძმების“ წასვლის მოთხოვნით. შეხვედრისას აღელვებული საუბრობდა კომპანიის ერთ-ერთი  წარმომადგენელი, ვახტანგ მარშანიშვილი: _მოსვლის  დღიდან, მოსახლეობასთან შეხვედრას ვითხოვ. ყველანაირი დოკუმენტაცია წესრიგში მაქვს. რასაც ეჭვის თვალით  უყურებდნენ, ისიც მოვაწესრიგე. უბრალოდ, ადგილობრივი  ხელისუფლების ნება არ არის.   ჩვენზე მიდის ზეწოლა და აქცენტი გადატანილია იქითკენ, რომ კარიერზე უნდა დარჩეს მხოლოდ ერთი კომპანია „ქიუ  ემ სი“.   15 ივლისს მივედი ბაილეთის გამგებელთან, რომ სოფლის წარმომადგენლებთან შეხვედრაში დამხმარებოდა. შემპირდა, პარასკევს შევხვდეთო. თუმცა, უშედეგოდ. მერე მითხრა, მერიაში უნდა ვიკითხოო.  ასევე უარი მითხრა დეპუტატმაც. დრო და დრო კი ხან აქ გადააკეტინებენ გზას ხალხს, ხან იქ და აყვირებენ, რომ ჩვენ აქედან უნდა წავიდეთ, ხოლო „ქიუ ემ სი“ უნდა დარჩეს. ეს ის კომპანიაა,  რომელსაც ლიცენზია არ ჰქონდა და ისე,  თურმე,  მილიონ ორასი ათასიანი მემორანდუმი გაუფორმა მოსახლეობას... იცით,  ეს რას ნიშნავს? ამდენივე კუბი ინერტული მასალის ამოღებას.   მაგრამ როგორ?  ... ხან ბიძინა ივანიშვილის ბანდას აძახებინებენ ხალხს ჩვენთვის, ხან ადიკოს.   ეგ მფარველები რომ მყავდეს, დარწმუნებული ვარ,  კანონს აკანონებინებდნენ და ასე გადავლას ვერავინ მოინდომებდა, _ განაცხადა მან შეხვდრისას და  მოყვა, თუ როგორ მოიარა დღის განმავლობაში, სოფლის მცხოვრებ ზურაბ დარჩიასთან ერთად, ყველა მიმდებარე ადგილი, სადაც საყანე ფართობებს უახლოვდება მათი ლიცენზიით განსაზღვრული კარიერის კონტურები და როგორ შეთანხმდნენ, რომ იმუშავებდნენ მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, ერთმანეთის მოტყუების და დაზარალების გარეშე. ცხარე კამათისას  გამოიკვეთა  აზრი, რომ  კომპანია  „ქიუ ემ  სის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია მფარველობს და რომ მისი  მემორანდუმი არის დაპირება ქაღალდზე. თავის მხრივ ზურაბ დარჩიამ, მაია სარიშვილმა და სხვებმა თქვეს, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ არეული სიტუაციის დარეგურილება. თუ „ქიუ ემ სი“ მართლა რაიმეს აკეთებს, დაიწყოს ხვალიდანვე ცოტ-ცოტათი  მაინც რაიმეს გაკეთება, თორემ  ცარიელი დაპირების მეტი რა ვიცთ, - თქვეს მათ. საკმაოდ ხაგრძლივი საუბრის შემდეგ, რის შესახებაც  ჩვენ უახლოეს საგაზეთო ნომერში გიამბობთ,  შეხვდრის მონაწილეებმა განაცხადეს ,რომ აუცილებლად  უნდა მოხდეს კომპანიების ხელმძღვანელების  და  მოსახლეობის წარმომადგენლების ერთობლივი შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან, რომ აუცილებელია გულწრფელი, მართალი საუბარი და კოორდინირებული მუშაობა, რათა არც კომპანიები დაზარალდნენ, არც მდინარის კალაპოტი და  ურთიერთობაც დალაგდეს. შეხვედრაზე  მყოფმა გარემოს  დამცველმა  ირმა გორდელაძემ  მათ უთხრა, რომ დღესვე გაახმოვანებს ამ მოთხოვნას. _ჩემი ვალია,  გითხრათ,  მოაწესრიგოთ  დოკუმენტაცია. მე როცა ეს ხალხი მეძახის, მაშინ მოვდივარ  აქ. შეთანხმდით, ოქმის სახით გააკეთოს სოფელმა , იმუშაოს თუ არა ორივე კომპანიამ მდინარეზე არსებულ კარიერში-   უთხრა მათ ... ...
  • კორონავირუსი ქობულეთში- როგორ უნდა მოიქცნენ კაფე "ჰავანას" ვიზიტორებიქალს, რომელიც თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში ჩავიდა და კაფე „ჰავანაში“ დაიწყო მუშაობა, კორონავირუსი დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის,  პაატა იმნაძის განცხადებით, მიმდინარეობს ქალთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების კვლევა. იმნაძემ ასევე მოუწოდა ადამიანებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს კაფეს სტუმრობდნენ, სიფრთხილე გამოიჩინონ და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში ცხელების ცენტრს მიაკითხონ. „ქობულეთში გამოვლინდა შემთხვევა. ქალი ჩასულია თბილისიდან სამუშაოდ ქობულეთში. არის ასეთი კაფე „ჰავანა“ და ამ ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, მოკვლეულია და მათ გამოიკვლევენ. მაგრამ 9, 10 და 11 აგვისტოს ვინც იყო ვიზიტორი ამ კაფის, მინდა, რომ ისინიც გავაფრთხილო, ფრთხილად იყვნენ და თუ ოდნავ მაინც სიმპტომები გამოუვლინდებათ, მიმართონ „ცხელების ცენტრებს“,_ განაცხადა იმნაძემ. საქართველოში კორონავირუსის სულ  1321 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია - 1088, ხოლო გარდაცვლილი - ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...