ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი 75%-თ შემცირდა

მთავარი თემა

ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი 75%-თ შემცირდა

2014 სექ 29 18:53:58

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლებას" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ მაღალდაძემ ფსიქოტროპული მედიკამენტების ლეგალური ბრუნვის შემცირების შესახებ ისაუბრა. კვლევა ეხებოდა 2013-14 წლების 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე პერიოდს.

ნიკოლოზ მარალდაძის განცხადებით არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანი კანონი თავისუფლება" "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოსთან" აქტიურად აგრძელებს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული იმ მედიკამენტების ლეგალური ბრუნვის კონტროლსა და ზედამხედველობის ღონისძიებებს, რომელთა არათერაპიული დოზით გამოყენება იწვევს ნარკოტიკულ თრობას.

როგორც ორგანიზაციისთვის კვლევის საფუძველზე გახდა ცნობილი 2013 წელის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე იმპორტირებულია - 23 517 895 ერთეული (2012 წელს 126 მლნ აბი) მზა წამლის ფორმა (2013 წლის განმავლობაში მთლიანად იმპორტირებულია - 28 410 196 ერთეული), ხოლო 2014 წლის 1 იანვრიდან 1 სექტემბრამდე  პერიოდში - 5 800 224 ერთეული (მათ შორის, საკანონმდებლო ცვლილებამდე, მიმდინარე წლის 24 იანვრამდე - 970 404, ხოლო 24 იანვრის შემდეგ - 4 829 820).

2014 წლის 24 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში, სპეციალური რეცეპტის (ფორმა N2) გარეშე აფთიაქებიდან გაცემულია 1 905 335 ერთეული ზემოთ მითითებული 6 ნივთიერების შემცველი სამკურნალო საშუალება. 

"სახეზე გვაქვს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტის მკვეთრი, 75%-იანი კლება, რაც დადებითი ფაქტია, მაგრამ მიუხედავად კანონში განხორციელებული ცვლილებებისა ავტორიზებული ე.წ ფსიკოტროპული აფთიაქები კვლავ აგრძელებენ უკანონო საქმიანობას და იყენებენ წინა პერიოდში აპრობირებულ სქემას, რომელიც ითვალისწინებს სამჯერ დაჯარიმების შემდეგ ახალი იურიდიული სუბიექტის, შპს-ს რეგისტრაციას, რათა ხელახლა მიეცეთ საქმიანობის საშუალება" - აღნიშნავს ნიკოლოზ მაღალდაძე.

 "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" მიმდინარე წლის 15 მარტს საქართველოს კანონში  შეტანილი ცვლილების შესაბამისად, კოდეინის შემცველი ფარმაცევტული პროდუქტი გადატანილია ბრუნვისათვის შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სიაში. კოდეინის შემცველი კომბინირებული პრეპარატების რეცეპტის გარეშე რეალიზაცია იწვევს აფთიაქისთვის როგორც იურიდიული, ასევე მათ უკან მდგომი ფიზიკური პირებისთვის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.

ნიკოლოზ მაღალდაძე აღსანიშნავს, რომ "აღნიშნული შეზღუდვა ქმედუნარიანი აღმოჩნდა და "წამლის რეგულირების სააგენტოს" "შინაგან საქმეთა სამინისტროდან" მიწოდებული ინფორმაციისა და ჩვენი აქტიური მონიტორინგის საფუძველზე, 90%-ით შეცირდა ზემოთ მოყვანილი ნივთიერებების არამიზნობრივი გამოყენების ფაქტები.

ცვლილებები ასევე განხორციელდა "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და მათი ლეგალური ბრუნვის წესების დამტკიცების შესახებ"  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის N22/ნ ბრძანებაში. კერძოდ, დამტკიცებულ ნუსხას დაემატა 6 ნივთიერების (ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანი, ზოპიკლონი, ზალეპლონი, ტროპიკამიდი) შემცველი სამკურნალო საშუალებები და მათზე დაწესდა ისეთივე კონტროლის რეჟიმი, როგორც ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

 "სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს" მონაცემებით 2014 წლის 1 იანვრიდან 23 სექტემბრამდე პერიოდში ფარმაცევტული ბაზრის ზედამხედველობისა და კონტროლის ღონისძიებების მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად შედგენილია 129 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი,  მათ შორის, 88  დარღვევა გამოვლინდა პირველ ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის უკანონო მიმოქცევის ფაქტზე.

"მისასალმებელია ის ფაქტი, რომ გათვალისწინებულ იქნა ჩვენი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი უწყებებისთვის მიწოდებული რეკომენდაცია ფსიქოტროპულ მედიკამენტთა შიდა სახელმწიფოს კვოტის დადგენასთან დაკავშირებით და "სამედიცინო საქმიანობის სახელწიფო რეგულირების სააგენტოს" ძალისხმევით უახლოეს მომავალში განისაზღვრება ფსიქოტროპული მედიკამენტების სახელმწიფოსათვის საჭირო რაოდენობა, რაც კიდევ უფრო შეამცირებს სააფთიაქო ნარკომანიასთან არსებულ პრობლემებს" _ განაცხადა ნიკოლოზ მაღალდაძემ

გამომდინარე იქედან, რომ ე.წ. ფსიქოტროპული აფთიაქების მფლობელები კვლავ აგრძელებენ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებს, ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საკანონდებლო ორგანომ უნდა იმსჯელოს და შეიმუშაოს კანონპროექტი, რომელიც აფთიაქების მფლობელებს აღარ მისცემს ზემოაღნიშნული სქემის მეშვეობით და მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ხარჯზე ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების საშუალებას.




 ახალი ამბები
  • ამ ბეზპრედელშიკი ივანიშვილის ბოგინი უნდა დამთავრდეს! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს სრული მობილიზებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ახლა პარტიულ კუთვნილებას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარ მიზანს ივანიშვილის დამარცხება წარმოადგენს. "ივანიშვილის „ბეზპრედელი“ უნდა დასრულდეს, ივანიშვილის ბოგინი დამთავრდეს, არცერთ შემთხვევაში არ უნდა დავაჭერინოთ მელია, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ყველა აქტივისტი საქართველოში უნდა იქნას მობილიზებული, ენმ-ის ყველა მხარდამჭერი, ახლა არის მომენტი საბოლოო, სრული მობილიზაციის, ახლა არის მომენტი ერთად დგომის, ახლა არის მომენტი ერთმანეთის ხელის ჩაკიდების, ახლა არის მომენტი, სრული, ტოტალური, მშვიდობიანი, მაგრამ ძალიან გადამწყვეტი წინააღმდეგობის დიქტატურის, ამ ბეზპრედელშიკის, ამ საქართველოს დაუძინებელი მტრის წინააღმდეგ. ახლა უკან დახევა აღარ გამოვა და ახლა ყველანაირი მოწოდებები დანებებისკენ, ხელების ჩამოშვებისკენ და ასე, ცხვარივით წაყოლაზე, ეს არის საქართველოს მტრობა. საქართველო საფრთხეშია, ქართულ დემოკრატიას ბოლო ეღება, ახლა საჭიროა, ყველამ ამოვიღოთ ხმა, მიუხედავად წყენებისა, განსხვავებებისა, სხვადასხვა პარტიულობისა, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, ყველა უნდა დავდგეთ ერთად - ყველა მინუს ერთი, რათა გადარჩეს ჩვენი ქვეყანა და გადარჩეს თითოეული ჩვენგანი,"- განაცხადა მიხეილ ... ...
  • დარბევამდე, პალიკო კუბლაშვილმა გვითხრა, რომ ჩვენთან შეხვედრა უნდოდა გახარიას და ბახტაძეს _ მელიასიამაყე! - ნიკა მელიას განცხადებით, მას სწორედ ეს განცდა ჰქონდა, როდესაც პროკურატურაში ჩატარებული ბრიფინგი მოისმინა და გაიგო, რომ მას ბრალი წაუყენეს. განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გადაცემა „არჩევანში“ გააკეთა. სავარაუდოდ, ეს არის უკანასკნელი ინტერვიუ "არჩევანში", სანამ მას დაიჭერენ, რადგან ხვალ  დილით პარლამენტი მისთვის მანდატის შეჩერების საკითხს განიხილავს. ნიკა მელია აცხადებს, რომ რადგან მას აკავებენ ე.ი. სწორ ნაბიჯებს დგამს. „სწორედ მიცხოვრია ე.ი. უკანასკნელი წლების განმავლობაში თუ შენ საქმე ბიძინა ივანიშვილის, გაიხადე თავი შენს დასაჭერად. არასწორად ცხოვრობ მაშინ, როდესაც ივანიშვილი მინისტრად ნიშნავს საკუთარ კომპანიაში და არა მთავრობაში. ადამიანი, რომელიც არის აცახცახებული, შეშინებული. ოლიგარქი რომ კითხო, მილიარდერი რომ კითხო ქვეყანას მართავს. მაგრამ რეალურად არის წარმოუდგენლად აკანკალებული,“-განაცხადა ნიკა მელიამ და აღნიშნა, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს საკუთარ სასახლეში სპეცრაზმელებთან ერთად სძინავს. ნიკა მელია პარალელს 9 აპრილთან ავლებს და აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ დღეს იყენებს იგივე რიტორიკას, რასაც მაშინ კომპარტია. „თაობებს სიცოცხლე დაუთმიათ, რომ საქართველოს პარლამენტის შენობაზე რუსეთის დროშას არ ეფრიალია და ეს ააფრიალა ბიძინა ივანიშვილმა გავრილოვის სახით. ამის შემდეგ ის მოხდა, რაც მოხდა და ბუნებრივი რეაქცია გამოიწვია. ერთი-ერთში იგივეს იძახდა კომპარტია და კომპარტიის მედია მაშინ. მთავარი მესიჯბოქსი, რა იყო 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, როდესაც ნიჩბებით დაუჩეხეს თავები საქართველოს მოქალაქეებს. თითქოს, მაშინდელმა ლიდერებმა ბოროტად გამოიყენეს ახალგაზრდების ენერგია, ემოცია, შექმნეს ისტერიული პოლიტიკური ვითარება და ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით საზოგადოებრივი ატმოსფერო დაძაბეს და მოხდა ის, რაც მოხდა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. ნიკა მელიას განცხადებით, ის 20 ივნისის ღამეს სხდომათა დარბაზში იყო და ამბობდა, რომ ის არ აპირებდა გარეთ გასვლას, როცა პარლამენტიდან გამოაგდეს ჟურნალისტებთან ერთად. სწორედ ასე მოხვდა, მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებთან. „იქვე გასცეს ბრძანება ჩემი დაკავების, მაგრამ იქ იმდენი ხალხი იყო, ვერ დამაკავეს. რომ ჩავედი ტრიბუნასთან მივედი და მივმართე მე ხალხს ის, რაც მივმართე და ჩემი ვალი იყო, ეს გამეკეთებინა და ათასჯერ გავაკეთებ იგივეს. დიახაც, როცა რუსეთის დროშა ფრიალებს აქ და ათი საათია გასული და პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადება არ გაუკეთებია თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით და აბუჩად აგვიგდეს და მერე გავიგეთ, რომ თურმე ჩაერთო ტვ იმედს, რომელიც საოცრებებს ლაპარაკობდა, განცხადება გააკეთა იქ, რომ პროტოკოლის სამსახურის ბრალეულობა არისო. მოხდა ის, რაც მოხდა. განცხადება, რომელიც მე გავაკეთე, ამის შემდეგ ორი საათის განმავლობაში იქით ვაჩერებდით უამრავ ადამიანს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. მისი თქმით, მისი განცხადების გაკეთებიდან 2 საათში მასთან შუამავლად მივიდა ცნობილი პოლიტიკოსი პალიკო კუბლაშვილი, რომელმაც უთხრა, რომ  გახარიას და ბახტაძეს უნდა მასთან შეხვედრა. ნიკა მელიას თქმით, გადაწყდა, რომ ის რამდენიმე ლიდერთან ერთად შევიდოდა მოლაპარაკებაზე, რისი წინააღმდეგიც აქციის მონაწილეები იყვნენ. შესაბამისად, მათ უარი თქვეს პარლამენტში შესვლაზე. ნიკა მელიას განცხადებით, მალევე ამ შეთავაზებიდან სპეცრაზმმა გახსნა ღია ცეცხლი დემონსტრანტების წინააღმდეგ.  „ეს ადამიანი შუამავალი იყო პალიკო კუბლაშვილი. პალიკო კუბლაშვილი, რომელიც იმ დროს აღმოჩნდა პარლამენტის შენობაში, როდესაც ჩვენ გვარბევდნენ გახარიასთან ერთად. ეს ადამიანი იცით, რომ  იყო ყოფილი ნაციონალური მოძრაობის წევრი და დღეს არის "ქართულ ოცნებაში". ვალდებულია ის ადამიანი გამოვიდეს და ისაუბროს,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. წყარო:  ... ...
  • კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა" - გიორგი მარგველაშვილი აქციაზე მივიდა„ძალიან მტკივნეულია, რომ ეს ისტორია იწერება სისხლით. ჩემი მეგობრის სიტყვებია, რომელიც გარდაიცვალა და რომელიც მე მაშინებდა, რომ თავისუფლების ხე დრო და დრო უნდა იყოს მორწყული პატრიოტთა სისხლით და ეს სისხლი აქ დაიღვარა. და ეს სისხლი დღეს არის საწინდარი იმისა, რომ თქვენ იქნებით ამითი გაერთიანებულები და თქვენ არ შეგეშინდებათ,“ - ეს განაცხადება გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის წინ აქციაზე გააკეთა და მიმდინარე პროცესები 9 აპრილის ღამეს შეადარა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ სახით უპირისპირდება სუსტი ძალა. „მე მჯერა, რომ მომავალი დაიწერება ძალიან ნათელი და  ძალიან წმინდა. იმ ხალხს, ვინც სამწუხაროდ, დღეს თქვენ დაგიპირისპირდათ ძალიან სუსტი ილეთები გააჩნიათ თქვენ წინააღმდეგ. მმართველ გუნდს დღეს დარჩა რაღაცნაირი მდარე პიარი, მდარე ჭორაობის დონის ბოტები. რაღაცნაირი კრახაბორული ვაჭრობა, რომელიც ვერ შედგება და იმიტომ ვერ შედგება, რომ აქ არის სიმართლე, აქ არის ძალა და აქ არის ჭეშმარიტი სურვილი საქართველოს მომავლისა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის განცხადებით, მისი თაობა ასეთი ბრძოლის დროს უშვებდა შეცდომებს, რადგან არ ჰქონდა სიმტკიცე, ამიტომ მთავარია სიმტკიცე და გამძლეობა, რასაც დღევანდელი აქციის მონაწილეები იჩენენ. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ყველაფერი საბოლოოდ დასრულდება გამარჯვებით. „ამიტომ ცოტა იუმორით, რომ მოგმართოთ კობახიძე "ეტა რაზ", გახარია "ეტა დვა"!“-განაცხადა გიორგი ... ...
  • მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! _ სააკაშვილისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის, დეპუტატ ნიკა მელიასთვის ბრალის წაყენებასთან დაკავშირებით წერს.  "მელია არ უნდა დავაჭერინოთ, არცერთ შემთხვევაში! ამოვიდა ყელში! Enough is enough!", _ წერს სააკაშვილი. პარლამენტის წევრს ნიკა მელიას საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი წაუყენა. როგორც პროკურორმა განაცხადა ნიკანორ მელიას მიმართ გამოიკვეთა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები.  პროკურატურამ საქართველოს პარლამენტს ნიკა მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით მიმართა. თავად ნიკა მელია მისთვის ბრალის წაყენებას პატივად ... ...
  • ვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებასვერ დაიჭერთ! შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი! - ქავთარაძე ხელისუფლებას, _ ეს განცხადება  ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ქავთარაძემ  ხელისუფლების მისამართით სოციალურ ქსელში გაავრცელა. "თალაკვაძე თავის საქმიანობას ოპოზიციონერი დეპუტატის დაჭერით იწყებს! ეს ხლეჩს საზოგადოებას. ეს არის რუსეთის დაკვეთა. ვერ დაიჭერთ. შეგაკვდებით ბევრს თუ ეცდებით. წერტილი",  _ ირაკლი ... ...

არქივი

ზაფრანი

კიბოს გამომწვევი სამი პროდუქტი დადგინდა

კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ,...

8 საკვები, რომელიც დიდხანს არ მოგაშიებთ

მაკარონის პასტა- შეიძლება ბევრმა თქვას,...

არაჩვეულებრივი ხილი

არაჩვეულებრივი ხილი - ვაშლი, რომელიც...

საინტერესო ფაქტები ჯანმრთელობის შესახებ

იაპონიის კუნძულ ოკინავაზე 450 -ზე...

როგორ ვუშველოთ ქორწინებას?

თუ გრძნობთ, რომ დაკარგეთ ინტერესი...

ხშირი „შეცდომა“ რომელთა გამეორებაც არ ღირს

დააგემოვნო მატარებელში ჩამოტარებული შაურმა; შეეშვა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...