თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები

მთავარი თემა

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების წარდგენასთან დაკავშირებული დარღვევები

2014 ოქტ 6 19:37:25

"ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი" თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ კიდევ ერთ ანგარიშს აქვეყნებს.

"გურია ნიუსი" ანგარიშს უცვლელად გთავაზობთ: 

"როგორც ცნობილია, საქართველოში თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის კანონით დადგენილ ვადებში წარდგენის კონტროლს ახორციელებს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო. მაგალითად, მათი მონაცემებით 2012-2014 წლებში თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის დატოვებიდან 2 თვის ვადაში ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება დაარღვია ცხრა თანამდებობის პირმა. რვა მათგანს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით, ხოლო ასპინძის გამგებლის ყოფილი მოადგილე სასამართლოს გადაწყვეტილებით განთავისუფლდა დაკისრებული სახდელისგან. 

ამავე დროს, დეკლარაციის წარდგენის ვადების კონტროლისგან განსხვავებით, დეკლარირებული ფინანსური მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება თანამდებობის პირს, რომელიც წარადგენს აღნიშნულ მონაცემებს, თუმცა არცერთ უწყებას არ აქვს აღნიშნული მონაცემების სიზუსტის მონიტორინგის ვალდებულება.

აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად კანონით გათვალისწინებულ ვადაში ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. ამასთან საქართველოს კანონმდებლობით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება პირს ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციის წარუდგენლობისთვის (იმ შემთხვევაში თუ ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ორი კვირის შემდეგაც თანამდებობის პირი არ აღმოფხვრის სამართალდარღვევას), ისევე როგორც ქონებრივი მდოგმარეობის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ან არასრული ინფორმაციის წარდგენისთვის. მოცემული მუხლის თანახმად, კი აღნიშნულ ქმედებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ჯარიმის, საზოგადოებრივი შრომის, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის სახით.

IDFI-ი პერმანენტულად ახორციელებს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგს და ამ სტატიაში გვინდა წარმოგიდგინოთ ზოგიერთი თანამდებობის პირის დეკლარაციაში ჩვენს მიერ დაფიქსირებული არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევები.

მაგალითად, ქარელის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულებიდან მიღებული სახელფასო უწყისების მიხედვით ქარელის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პაატა ღვინიაშვილის - 2013 წელს სამუშაო შესრულებით მიღებულმა შემოსავალმა (ხელფასი და პრემია) სულ შეადგინა 76 850 ლარი, აქედან პრემიის სახით მას მიღებული აქვს - 45 050 ლარი. თუმცა, მას შემდეგ რაც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე ჩვენ გადავამოწმეთ 2014 წელს მის მიერ განთავსებული ქონებრივი დეკლარაცია აღმოჩნდა, რომ ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეს 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებულ შემოსავლებში დეკლარირებული ჰქონდა მხოლოდ 32 070 ლარი. (2014 წელს განთავსებულ დეკლარაციაში აისახება 2013 წელს სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები)

  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის 2013 წლის სახელფასო უწყისი : 

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის დეკლარირებული სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავლები:

მეორე შემთხვევა, რომელზეც გვინდა მკითხველის ყურადღება გავამახვილოთ ეხება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მიერ შევსებულ დეკლარაციებს. 2014 წლის ივნისის თვეში მედია საშუალებებით გავრცელებული დოკუმენტაციის მიხედვით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეზე და მის მოადგილეებზე 2013 წლის დეკემბრის თვეში დარიცხული შრომის ანაზღაურების ოდენობა (პრემია, სახელფასო დანამატი, თანამდებობრივი სარგო) მერყეობს 18 000 დან 40 000 ლარამდე, თუმცა აღნიშნული მონაცემები მათ მიერ 2014 წელს დეკლარირებულ შემოსავლებში არ იქნა ასახული.

კერძოდ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის 2014 წლის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არ არის მითითებული ამ თანამდებობაზე მის მიერ 2013 წელს მიღებული შემოსავლების შესახებ ცნობები. აღსანიშნავია, რომ დიმიტრი დარბაისელი აღნიშნულ თანამდებობაზე დაინიშნა 2013 წლის 29 ნოემბერს და შესაბამისად დეკლარაციაში ასახული უნდა იყოს, მისი დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურება, რამაც გავრცელებული ინფორმაციით შეადგინა 18 225 ლარი (ხელფასი, პრემია, დანამატი).

მსგავს შემთხვევას ვაწყდებით სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის ასევე ყოფილი სამი მოადგილის (სიმონ მაჩაიძე, გოგი გახარია, ვლადიმერ ბუნტურიძე) შემთხვევაში. მათ დეკლარაციებში მითითებულია, მხოლოდ 2013 წლის დეკემბრის თვეში თანამდებობრივი სარგოს სახით (დაახლოებით 2000 ლარის ოდენობით) მიღებული შემოსავალი, ხოლო პრესაში გავრცელებული სხვა შემოსავლების (პრემია ან/და სახელფასო დანამატი) შესახებ მონაცემები ამ შემთხვევაშიც არ იქნა მითითებული ქონებრივ დეკლარაციებში.

პრესაში გავრცლებული დოკუმენტი : 

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის და მისი მოადგილეების დეკლარირებული შემოსავლები:

უნდა აღინიშნოს, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მაღალ თანამდებობის პირებს ოფიციალურად არ უარყვიათ 2013 წლის დეკემბრის თვეში მაღალი ოდენობის პრემიების მიღება. მეტიც, ამ მონაცემების გასაჯაროებას შედეგად მოჰყვა მათი თანამდებობების დატოვება. აღნიშნული ამყარებს ჩვენს ვარაუდს, იმასთან დაკავშირებით, რომ დეპარტამენტის ყოფილმა თანამდებობის პირებმა დეკლარაციებში შეგნებულად არ მიუთითეს დეკემბრის თვეში მიღებული შემოსავლები. ეს კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სისხლის სამართლის კოდექსის 355–ე მუხლით გათვალისწინებული დასჯადი ქმედებაა. აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის დეკლარაციაში განზრახ არასწორი ინფორმაციის შეტანის საფუძველზე არის აღძრული საქმეები საქართველოს პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე დავით ბაქრაძეზე  და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელზეთემურ ჯანაშიაზე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ კი ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები ფინანსური მონაცემების დეკლარაციებში არ შეტანის თაობაზე მართებულია, ვფიქრობთ, რომ ამას სათანადო რეაგირება უნდა მოყვეს შესაბამისი საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, მინიმუმ საქმის გარემოებების გამორკვევის მიზნით.

დამატებით ასევე გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობთ მოვიღოთ ოფიციალური საჯარო ინფორმაცია სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან 2013 - 2014 წლებში თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ, რაც ნათელს მოფენდა დეკლარაციების სიზუსტესთან დაკავშირებულ საკითხს. 2014 წლის 4 ივნისს IDFI - იმ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს ბატონ სოზარ სუბარს მიმართა ადმინისტრაციული საჩივრით სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ. სამინისტრომ განიხილა IDFI - ის საჩივარი და დეპარტამენტი დაავალდებულა ინფორმაციის სრულად გაცემა ინსტიტუტის მოთხოვნებზე, რომელიც უკავშირდება 2013-2014 წლებში დეპარტამენტში გაცემული პრემიების, სახელფასო დანამატების, წარმომადგენლობითი და სამივლინებო ხარჯების და დეპარტამენტის ხელმძღვანელების დიპლომების შესახებ ინფორმაციას. თუმცა, მიუხედავად ზემდგომი ორგანოს ამ გადაწყვეტილებისა, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს დღემდე არ მოუწოდებია ჩვენთვის მოთხოვნილი მონაცემები, რის გამოც ჩვენ მივმართეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს.

დასკვნის სახით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში არსებული თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების სისტემა მსოფლიოში აღიარებულია როგორც პროაქტიული გამჭვირვალობის მართლაც რომ სამაგალითო მაღალი სტანდარტი. თუმცა, ბოლო პერიოდში აღმოჩენილმა ფაქტებმა თანამდებობის პირთა მიერ დეკლარაციებში მონაცემების განზრახ თუ შეცდომით არ შეტანასთან დაკავშირებით, დაადასტურა დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნის აუცილებლობა. საქმე იმაშია, რომ დეკლარაციებში ასახული მონაცემების სიზუსტის დადგენა დღესდღეობით ხდება მხოლოდ საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა თუ მედიის წარმომადგენლების მხრიდან, რომლებსაც ვერ ექნებათ წვდომა ისეთ მონაცემთა ბაზებთან თუ წყაროებთან, როგორიც შეიძლება ჰქონდეს სახელმწიფო ორგანოებს. შესაბამისად, თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემების განზრახ არასწორი შეტანის თუ ამ მონაცემების დამალვის ფაქტები რჩება სათანადო რეაგირების გარეშე, რაც აფერხებს კორუფციასთან ბრძოლის და მისი პრევენციის ეფექტური მექანიზმების დამკვიდრებას.

აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა კარგად არის გააზრებული საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 18 სექტემბრის #557-2 დადგენილების (“ღია მმართველობის პარტნიორობის საქართველოს 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმა ვალდებულებათა ჩამონათვალი”) და საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის ფარგლებში უკვე აიღო ვალდებულება, რომ შექმნის და დანერგავს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემას. ვფიქრობთ, რომ ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს მონიტორინგის და გამოვლენილი გადაცდომებთან ბრძოლის ეფექტური სისტემის შექმნის აუცილებლობას", _ აღნიშნულია ორგანიზაციის ანგარიშში.




 ახალი ამბები
  • ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავესთავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი დააკავეს.  დაკავებულს იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.  პოლიტიკური მოძრაობა „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებელმა კოტე კემულარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოქრუაშვილის დაცვის წევრს ეს იარაღი არასდროს უტარებია.  „ეს დაჭერები, ეს პოლიტიკური რეპრესიები, აი, ეს ძველი ნაცადი მეთოდები, რომლებსაც ახლა კარნახობენ მას მოსკოვიდან, არ გიშველით. ვერ გარეცხავს იმ სისხლს, იმ თქვენს უკვე დალაქავებულ ისტორიას, თუ დროზე არ გაუშვებთ ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ანტისაოკუპაციო მიტინგებში მონაწილეობდნენ, კობა კოშაძეს, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოა, ეს დააჩქარებს თქვენს პოლიტიკურ დასასრულს და თქვენც სამართლებრივად აგებთ ყველა ამ მოქმედებაზე ძალიან მკაცრად პასუხს საქართველოს მოსახლეობის წინაშე“, - განაცხადა კოტე ... ...
  • მერიაში რეორგანიზაციის საკითხი, ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ განსახილველად კვლავ გადადოდღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, ეროდი გორდელაძის წინადადებით, გახანგრძლივებულიყო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის რეორგანიზაციის და მერიის დებულებაში ცვლილების შეტანის საკითხი, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს. _ კომისიაზე კიდევ განვიხილოთ ეს საკითხი და შემდეგ პროექტი სამართლებრივი დასკვნისთვის გადავუგზავნოთ მთავრობის სამართლებრივი ექსპერტიზის დეპარტამენტს,  _ თქვა გორდელაძემ. თუ რატომ გზავნიან ექსპერტიზის დეპარტამენტში პროექტს, ამაზე კომისიის წევრმა დეპუტატებმა ლავრენტი ბიგვავამ, ლევან მგელაძემ, შოთა გოგიბერიძემ და  და სხვებმა იმსჯელეს. _სინამდვილეში არ  უნდა გაიგზავნოს, რადგან არსებული კანონმდებლობით , მერიას არავის თანხმობა არ სჭირდება სამსახურების რეორგანიზაციისთვის და დებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე. მერიას პირველ რიგში უნდა წარმოედგინა თავის დებულებაში ცვლილების შეტანის პროექტი და შემდეგ უნდა ჩაეტარებინა რეორგანიზაცია, _ თქვეს მათ. _ესარ არის ის საკითხი, რომელზეც არ გვემსჯელოს. სამჯერ გვქონდა მიწერილი, წარმოედგინათ  მე-40 მუხლში ცვლილების შესახებ, - თქვა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ. როგორც ბიუროს სხდომაზე ითქვა, მერიის დებულებაში, მე-40 მუხლში წერია, რომ მერია საკრებულოსთან ერთად ატარებს რეორგანიზაციას. ეს მისივე  ინიციატივით იყო შესული. როცა საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება, რომ მერს თავად აქვს ექსკლუზიური უფლება, აწარმოოს  რეორგანიზაცია, საკრებულოსგან სამგზის მიმართვის მიუხედავად, შეესწორებინამე-40 მუხლი, მერმა ეს არ გააკეთა. საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან მგელაძემ  სიტყვა ითხოვა და  ისაუბრა კარიერებთან დაკავშირებით, სადაც დიდია მოსახლეობის  ვნებათაღელვა. _ მთელი კვირაა, დავა და ჩხუბია. თუ რაღაცნაირად არ ჩავერთეთ ამ პროცესში, შესაძლოა სისხლი დაიღვაროს. იმ კარიერების წარმომადგენლები ჩვენ გვადანაშაულებენ, ძალიან ბევრი ლაფსუსია კანონმდებლობაში, _ თქვა მან. დეპუტატმა გოჩა კილაძემ განაცხადა, რომ ლიცენზიები სწორად არის გაცემული, მოპოვება ხდება კანონდარღვევით. _ პირველი, ვინც ხმა ამოიღო ქვიშა-ხრეშის მოპოვებაზე  ჩვენი საკრებულო იყო. ჩემი აზრი ასეთია, მერიამ აუცილებლად უნდა მიმართოს სასამართლოს,  კონკრეტულ პირზე. კანონმდებლობა კარგად არის გაწერილი,  აღსრულება არის ნული. მერიამ მიმართოს სასამართლოს ლიცენზიანტის მიერ დარღვევების თაობაზე, მინიმუმ, ჯარიმა კი არა, დაიჭირონ იქნებ, ვინმე. მე კი არ მინდა ეს, მაგრამ არ მგონია ,სასამართლოს გარეშე ეს მოგვარდეს, _ თქვა დეპუტატმა ლავრენტი ... ...
  • "იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია" _ ივანიშვილი"იმენნა" რუსი ტურისტების შემოსვლა მნიშვნელოვანია - ეს განცხადება, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა. ქართული ოცნების" ლიდერი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეებს საფრთხე ემუქრებათ და თუ საქართველოს ხელისუფლება რუსოფობიის წინააღმდეგ ზომებს მიიღებს, ავიამიმოსვლის აკრძალვა გადაიხედება. ივანიშვილის თქმით, საქართველოს 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული, მაგრამ "ჩვენ ჩვენები უნდა გავასამართლოთ." "იმის მსურველი, რომ რუსული ბაზარი დაიკეტოს არის ქვეყნის მტერი, საერთოდ ვაჭრობა უნდა შეწყდეს ესეც არის მტრები. რაც შეეხება ეკონომიკას, პოლიტიკურადაც ის, რომ რუსი ტურისტი ჩამოდის იმ ძირითად პრობლემას, რასაც ჰქვია ოკუპაცია, რაშიც ლომის წვლილი "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, მათ მოახერხეს, ისინი შემოუძღვნენ რუსულ ჯარს, დღესაც ასე უნდათ - ტურისტი კი არ უნდათ შემოვიდეს, უნდათ ჯარისკაცი  შემოვიდეს რუსეთის. რომ არა მათი დაუდევრობა, ღალატი, რუსის ჯარი ვერ შემოვიდოდა 2008 წელს. ის არ იფიქროთ, რომ მე ვამართლებ რუსული ჯარის შემოსვლას საქართველოში, ამას არანაირი გამართლება არ აქვს, ჩვენ ყველანი "ქართული ოცნებიდან" ვიყენებთ ტერმინს, რომ 20% ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ, ჩვენები უნდა გავასამართლოთ, როცა გულზე აწერიათ "არა ოკუპაციას" პასუხი უნდა მოსთხოვონ „ნაციონალურ მოძრაობას." ის, რომ ტურისტი შემოდის რუსი, "იმენნა" რუსი საქართველოში, ის რომ ვაჭრობა გვქონდეს ეს არის მნიშვნელოვანი საფუძველი იმისა, რომ პოლიტიკოსების დაშვებული შეცდომა აღვადგინოთ, სახალხო დიპლომატია, რასაც ტურიზმი აკეთებს, ვაჭრობა - ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ნორმალური ურთიერთობა აღვადგინოთ,"-აცხადებს ბიძინა ... ...
  • შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გაიმართებაშინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიგინგი დაინიშნა. ბრიფინგი 14:00 საათზე გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია რა თემაზე იქნება საუბარი ბრიფინგი. თუმცა სავარაუდოდ განცხადება 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე ... ...
  • ბიძინა ივანიშვილი - ირაკლი კობახიძე გუნდს გადაეფარა ირაკლი კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ირაკლი კობახიძეს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოახერხა აჟიტირება ამ სიტუაციის. შეცდომა იყო ის, როდესაც ჩაჯდა სპიკერის სავარძელში, ეს იყო პროტოკოლური შეცდომა, რაც პროტოკოლში არ ეწერა, მაგრამ ეს არ იყო კობახიძის შეცდომა. მოხერხდა და მოხდა ეს დარღვევა, ამას მოჰყვა ობიექტური აღშფოთება საზოგადოების. კობახიძემ შეხედა არსებულ სიტუაციას, ის გადაეფარა გუნდს, გადაეფარა სიტუაციას და დატოვა მანდატი. ასეა დაკომპლექტებული ჩვენი გუნდი, ასეთია გახარიაც. კიდევ უფრო მაგარი კაცია გახარია, გახარია თანამდებობაზე საერთოდ არ იომებს. გახარიას გადადგომა დღეს სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს ნიშნავს იმას, რომ ხვალ მოადგებიან პარლამენტს და პოლიცია აღარ უდნა დახვდეთ იქ, მოძალადეები უნდა შევიდეს პარლამენტში. ის, რომ ლეგიტიმური იყო პოლიციის ქმედება, მთელმა მსოფლიომ აღიარა. რატომ უნდა გადაგდეს გახარია, „ნაცებს“ უნდათ მარტო, რადგან ძალის გარეშე ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ, მაგრამ გარწმუნებთ, ვერც ძალით ვერ მოვლენ“, – განაცხადა ბიძინა ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...