თვითმმართველობის რეფორმა ფიქციის ზღვარზე

მთავარი თემა

თვითმმართველობის რეფორმა ფიქციის ზღვარზე

7 ოქტ. 2014, 23:58:37

საკანონმდებლო-საბიუჯეტი შანტაჟი მთავრობისგან, რომელმაც საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის კანონპროექტი, შესაძლოა, ჩააგდოს, -  ასე აფასებს ექსპერტების ნაწილი კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, თვითმმართველობებმა ბიუჯეტი უნდა განკარგონ.

საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილების შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს 2015 წლის ბიუჯეტის პროექტთან ერთად წარუდგინა, თუმცა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს ეს კანონპროექტი 1 სექტემბრამდე უნდა წარედგინა, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტებისთვის და ავტონომიებისთვის შემოსავლები გადანაწილდებოდა.

კანონპროექტი პარლამენტს ერთი თვის დაგვიანებით, 30 სექტემბერს წარედგინა, ახლა კი მას დარგობრივ კომიტეტებში განიხილავენ, რასაც ექსპერტთა ნაწილი უარყოფითად აფასებს და მოსალოდნელ შედეგებზე საუბრობს. 

კანონის დარღვევის მიზეზად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საკითხზე შეუთანხმებლობას ასახელებს. ფინანსთა სამინისტროში კი აღნიშნავდნენ, რომ  მიზანშეწონილად მიიჩნიეს თვითმმართველობების ბიუჯეტის განკარგვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტისთვის ცენტრალურ ბიუჯეტთან ერთად წარედგინათ, რაც ექსპერტების განმარტებით დიდ პრობლემას ქმნის.

ნაწილი ასევე საუბრობს, რომ, შესაძლოა, კანონპროექტებს პრეზიდენტმა ვეტო დაადოს, რის გამოც 2015 წლის ბიუჯეტი დეკემბრის ბოლომდე ვერ დამტკიცდება.

რა პრობლემები წარმოიშვა კანონპროექტის პარლამენტში დაგვიანებით შეტანისას და არის თუ არა თვითმმართველობის რეფორმა ფიქციის ზღვარზე, - ამ საკითხებზე "გურია ნიუსი“ ექსპერტებს ესაუბრა.

ცენტრ "მომავლის ინიციატივების“ ხელმძღვანელი, იურისტი ლევან ალაფიშვილი "გურია ნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, რომ "კანონპროექტის პარლამენტში დაგვიანებით  შეტანა ერთი შეხედვით თითქოს არაფერია, მაგრამ ის მთავრობამ კანონდარღვევით მიაბა  სახელმწიფოს საერთო ბიუჯეტის კანონპროექტს, რაც ამ უკანასკნელის დამტკიცებასაც საფრთხეს უქმნის.“

"ადგილობრივი თვითმმართველობების განკარგვის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში 1 სექტემბერს რომ ყოფილიყო, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი სხვანაირი იქნებოდა. თუკი, ამ კანონპროექტში გაწერილი იქნებოდა საშემოსავლო გადასახადის განაწილების წესები, პარლამენტს უკვე ექნებოდა მოცემულობა, თვითმმართველობებს 2015 წელს რა უნდა გადასცემოდა. ბიუჯეტი მთავრობას სწორედ ამ კანონპროექტის გათვალისწინებით უნდა დაეანგარიშებინა. ახლა, მთავრობამ ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტი თვითონ როგორც თვლის საჭიროდ, ისე შეადგინა; ამით კი, საკანონმდებლო-საბიუჯეტი შანტაჟი გააკეთა. ეს კანონპროექტი პაკეტური წესით განიხილება, რომელშიც წამყვანი 2015 წლის ბიუჯეტია. თუ თანმდევი კანონით ძირითად კანონს პარამეტრები ეცვლება, ეს რეალურად კანონის ჩაგდებას ნიშნავს. ამასთანავე, გამოდის, რომ მთავრობას უნდა თვითმმართველობების ფინანსური ნაწილი ისევ ცენტრიდან აკონტროლოს“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

ექსპერტების ნაწილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ფინანსების გადანაწილება 2015 წლიდან არ დაიწყოს. მათივე თქმით, იმისთვის, რომ სისტემა სრულყოფილად ამუშავდეს, ცენტრალურმა ხელისუფლებამ დაპირება თუნდაც ბიუჯეტის დეფიციტისას უნდა შეასრულოს, სხვა შემთხვევაში რეფორმა ჩავარდება.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობების კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი საქართველოდან, "ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის" თავმჯდომარეს, დავით ლოსაბერიძეს მარტივი მაგალითი მოჰყავს: "თუ სისტემის ეს ნაწილი არ ამუშავდა, მივიღებთ სიტუაციას, რომ გვყავს ძველი მანქანა, რომელიც არ დადის, მაგრამ მას ახალი საჭე აქვს, თუმცა ეს რეალურად შედეგს ვერ მოგვცემს“, _ აცხადებს ლოსაბერიძე.

რაც შეეხება თვითმმართველობებისთვის გადასაცემ თანხებს, როგორც ლევან ალაფიშვილი განმარტავს, "პრობლემა ციფრებში კი არ არის, არამედ ისაა, რეალურად ვინ მართავს ამ თანხას“.

"ახლა კი გვექნება სიტუაცია, რომ თვითმმართველობას ფული არ ექნება, ვერაფერს გააკეთებს ადგილზე, ცენტრში კი იტყვიან, რომ ადგილზე თვითმმართველობა ვერაფერს მართავს, პრიორიტეტებით კი ეს არის გაეწრილიო. ანუ არც თვითმმართველობა გვექნება და არც მმართველობა. ეს რეფორმა ფიქცია იქნება, შესაბამისად, ქვეყნის დეცენტრალიზაციის მცდელობა უკვე მეხუთედ ჩავარდება.

საქმე იმაშია, რომ თვითმმართველობის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე პუნქტში წერია, რომ თუ  მთლიანი ბიუჯეტი გაიზრდებოდა, ავტომატურად გაიზრდებოდა თვითმმართველობის ბიუჯეტებიც. ეს კანონით უნდა ყოფილიყო განსაზღვრული. ამასთან, კანონით უნდა ყოფილიყო დაცული, თვითმმართველობის ბიუჯეტის ჯამური თანხაც, რომელსაც ვერავინ შეცვლიდა. შეგვეძლებოდა მსჯელობა რამდენად შეესაბამებოდა ჩვენი თვითმმართველობის ბიუჯეტი საერთაშორისო სტანდარტებს. ეს კანონი მთავრობამ დღესვე დაარღვია და ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ ნომინალურ შიდა პროდუქტთან მიმართება საერთოდ ამოვიღოთო. ამით ამბობს, რომ კანონი დავარღვიე და აღარ მინდა კიდევ დავარღვიოო. პატარა ნამუსი თუ მაინც არსებობს, კანონმდებლებმა ამას არ უნდა წაუყრუონ და ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირონ“, _ აღნიშნავს ალაფიშვილი.

მისივე თქმით, "თუ ასე გაგრძელდა, პრეზიდენტმა ამ კანონპროექტს ვეტო უნდა დაადოს“.

"პროცედურულად, მთავრობა პარლამენტს კანონპროექტს ორჯერ წარუდგენს, ორივეჯერ უკან იბრუნებს ცვლილებების შესატანად. მესამე მოსმენით კი, ბიუჯეტის კანონპროექტი დეკემბრის ბოლოს მტკიცდება. პრეზიდენტი კი, კანონპროექტის განხილვაში ბოლო, ხელმოწერის ეტაპზე ერევა, სწორედ ამ დროს შეუძლია მას ვეტოს გამოყენება. ამ შემთხვევაში კი, ბიუჯეტის დამტკიცება დეკემბრის ბოლოსთვის ვერ მოხერხდება“, _ ამბობს ალაფიშვილი.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტებსა და ავტონომიურ რესპუბლიკებში ბიუჯეტის განკარგვის კანონპროექტს, 10 ოქტომბერს, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში მოუსმენენ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა კი, 16 ოქტომბრისთვისა ჩანიშნული.




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?