მოხდება თუ არა მიკაილ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება, დღეს გადაწყდება

მთავარი თემა

მოხდება თუ არა მიკაილ კადიევის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირება, დღეს გადაწყდება

8 ოქტ. 2014, 14:46:29

რამდენიმე საათში, თბილისის სააპელაციო სასამართლო,  მიკაილ კადიევისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავს.

გადასცემს თუ არა საქართველო მიკაილ კადიევს რუსეთის ფედერაციას, ეს მის ლტოლვილის სტატუსზეა დამოკიდებული, რაზეც მას საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ოფიციალურად უარი უთხრა.

თუმცა, ცნობილია, რომ  რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილემ, უკვე მიმართა წერილით საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს, სადაც რუსეთის სახელმწიფო პირობას   დებს, რომ მიკაელ კადიევის ექსტრადიციის შემთხვევაში, მის მიმართ არ განხორციელდება წამება და არაადამიანური, ღირსების შემლახველ მოპყრობა.

კადიევი ციხიდან ჟურნალისტებს მიმართავს და სასამართლო პოცესის გაშუქებას სთხოვს.

"მოგმართავთ დაღესტნელი ეროვნების მოქალაქე მიკაილ კადიევი, რომელიც ჩემი უფლებადაცვითი საქმიანობის გამო, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან განვიცდი პოლიტიკურ დევნას, რის გამოც ბრალი დამედო იმაში, რომ თითქოს მონაწილეობას ვიღებდი 2009 წლის სექტემბერში მოსკოვში მომხდარ მკვლელობაში.

არავის აინტერესებს, რომ უამრავი მოწმე და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ, რომ ამ დროს დაღესტანში სამსახურში და შემდეგ მშობლიურ სოფელში ვიმყოფებოდი. სამწუხაროდ, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების იმ წარმომადგენლებმა, რომლებისაც რუსეთის ხელისუფლებასთან აქვთ საიდუმლო კავშირები, გადაწყვიტეს ჩემი დაკავება და ფარულად გადაცემა რუსეთისათვის.

ამ გეგმის განსახორციელებლად, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა ანტიტერორისტული ცენტრის წარმომადგენლებმა 2012 წლის დეკემბერში ქ. ბათუმში დამაკავეს და ფაქტიურად გამიტაცეს კიდევ ერთ დაღესტნელ ლტოლვილთან, მაგომედ მაგომედოვთან ერთად. თუმცა, თბილისისკენ მომავალ გზაზე მე მოვახერხე გაქცევა, მოგვიანებით კი მაგომედოვი უკვალოდ გაქრა და შემდგომში იგი რუსეთის ერთ–ერთ ციხეში აღმოაჩინა "წითელმა ჯვარმა".

ამის შემდეგ ჩემმა გამტაცებლებმა გადაწყვიტეს ჩემი ოფიციალურად დაკავება და 2013 წლის 13 ივნისს შუაღამისას შემოიჭრნენ ჩემს ნაქირავებ ბინაში. ( ქ. თბილისი, ბოჭორმის ქ. №50/18 ) ჩხრეკისას ჩამიდეს მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი, 8 ცალი ვაზნა და ცელოფანში შეკრული რაღაც ფხვნილი, რომელიც თურმე 2253,83 გრამ ჰექსოგენის შემცველ ფეთქებად ნივთიერებას წარმოადგენდა. ამის გამო დამაკავეს მე და ჩემთან ორი დღის წინ სტუმრად ჩამოსული ჩემი ბიძაშვილი, რიზვან ომაროვი.

დაკავებიდან რამდენიმე საათში შსს–მ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ თითქოს ჩვენ განზრახული გვქონდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში აფეთქების გზით ტერორისტული აქტების მოწყობა" და თურმე ჩვენ კარგად გაწვრთნილი მეომრები ვიყავით".

მართალია რამდენიმე დღეში თვითონ შსს–მ ოფიციალურად უარყო ეს აბსურდული სიტყვები და ბრალი წაგვიყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236 –ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, ანუ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა–შენახვაში, რაც 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებიდან და სასამართლოს მსვლელობისას სრულიად აშკარად წარმოჩინდა, რომ სწორედ ჩხრეკის ჩამტარებელმა პოლიციელებმა ჩადეს" ჩემს საცხოვრებელ ბინაში, ზემოთ ნახსენები კანონსაწინააღმდეგო ნივთები, თბილისის საქალაქო სასამართლომ მე და ჩემს ბიძაშვილს 2–2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოგვისაჯა, რომელიც შემდგომში ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ.

ეს განაჩენი გასაჩივრებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ყველასათვის ცნობილია, თუ რა საშინელი ბედი ელოდება მკვლელობაში სრულიად უსაფუძვლოდ ბრალდებულ ჩრდილოეთ კავკასიის ნებისმიერ მოქალაქეს (მით უფრო სამოქალაქო აქტივისტს) რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში. საქართველოს ხელისუფლების მოქმედების მრავალი ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ ის აპირებს ჩემს ექსტრადირებას რუსეთში. კერძოდ:

1) ჩემი ბათუმიდან გატაცების გამო მე და ჩემმა ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა რამდენჯერმე მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას და გენერალურ ინსპექციას გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მაგრამ პასუხად მხოლოდ დუმილი მივიღეთ.

2) მე 2013 წლის ივლისში თხოვნით მივმართე საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების შესახებ, წარვადგინე ჩემი სამოქალაქო აქტივისტობის და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის დამადასტურებელი უამრავი წერილობითი დოკუმენტი. თუმცა, ჩემს თხოვნაზე სამინისტროს მხრიდან 2014 წლის 16 იანვარს ოფიციალური უარი მივიღე. უარის ერთ–ერთ მოტივად სამინისტროს წარმომადგენლები ასახელებენ იმას, რომ რუსეთის გენერალური პროკურორის მოადგილე საქართველოს შესაბამისი უწყებისადმი მოწერილ წერილში პირობას დებს, რომ მე ექსტრადიციის შემთხვევაში არ დავექვემდებარები წამებას და არაადამიანურ, ღირსების შემლახველ მოპყრობას.

3) ჩემი ადვოკატის მიერ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეს უარი გასაჩივრებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოში, თუმცა, სასამართლომ უარი განაცხადა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

4) ამჟამად თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრებული გვაქვს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც მისი განხილვა დაიწყება 2014 წლის 8 ოქტომბერს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს ხელისუფლება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების კატეგორიული წინააღმდეგია, აშკარად განზრახული აქვს ჩემი ექსტრადირება რუსეთში (რადგან ცნობილია, რომ საქართველოს კანონი ხელისუფლებას უკრძალავს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის ექსტრადირებას სხვა ქვეყანაში).

მოგმართავთ საქართველოს მედიის წარმომადგენლებს, რათა დაესწროთ სასამართლო სხდომას თბილისის სააპელაციო სასამართლოში (8 ოქტომბერს, 16 საათზე), სადაც განიხილება ჩემთვის ლტოლვილის სტატუსის მონიჭების საკითხი, გაავრცელოთ თქვენი ობიექტური შეფასება, რათა დამეხმაროთ სამართლიანობის მიღწევაში.

მხოლოდ საქართველოს საზოგადოების ობიექტური ინფორმირებულობა შექმნის იმის საფუძველს, რომ ჩემი უკანონო 2–წლიანი სასჯელი საქართველოში, არ გადაიზარდოს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რუსეთში ჩემს ექსტრადიციაში, რაც არა მხოლოდ ჩემი პიროვნების უპირობო გაწირვა, არამედ ერთ–ერთი სამარცხვინო ლაქა იქნება საქართველოს თანამედროვე ისტორიაში.

პატივისცემით

მიკაილ კადიევი 05.10.2014"




 ახალი ამბები
  • რა იწვოდა ჩოხატაურშიცოტა ხნის წინ ხანძარი იყო ჩოხატაურში. როგორც "გურია ნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამჟამად ლოკალიზებულია. "ცეცხლი ეკიდა ბალახს, რომელიც ამჟამად ლოკალიზებულია", _ გვითხრეს  პრესსამსახურში. როგორ ჩვენთვის გახდა ცნობილი ხანძარი ადამიანთა დაუდევრობამ ... ...
  • რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება _ თენგიზ ცერცვაძის განმარტებაზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, _ ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსი წყლით არ გადადების კვლევებით დამტკიცებული არ არის, ამიტომ დამსვენებლებს მაქსიმალური სიფრთხილე მართებთ. „ვარაუდობენ, რომ წყლით ეს ვირუსი არ გადადის. მაგრამ ვინაიდან გამოცდილება მცირეა, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. უბრალოდ არის ინფორმაცია, რომ წყლით გადასვლის რისკი ძალიან დაბალია. იქაც, იმ ტურისტული სეზონის და ზღვაზე დასასვენებლად გასვლის დროს წამყვან რისკ-ფაქტორად დარჩება მაინც საზოგადოებრივი თავშეყრები“, - აღნიშნა ცერცვაძემ. მისი თქმით, რისკებს ივლისიდან უცხოელი ტურისტების შემოსვლაც ზრდის, ამიტომ დამსვენებლებმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვან და საჯარო სივრცეებში პირბადე ატარონ. საქართველო უცხოელი ტურისტების მიღებას 1-ლი ივლისიდან დაიწყებს, შიდა ტურიზმი კი ქვეყანაში 15 ივნისიდან ... ...
  • სფფ-ის მაღალჩინოსნები გვიმბალაურში იმყოფებოდნენსფფ-ის მაღალჩინოსნებმა ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში გურიის საფეხბურთო აკადემიის კეთილმოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტებმა კახა ჭუმბურიძემ და ნიკოლოზ ჯღარკავამ ლანჩხუთის მერთან, ალექსანდრე სარიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესა და ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარ დეპუტატ ნინო წილოსანთან ერთად გურიის ფეხბურთის აკადემიის მშენებლობა დაათვალიერეს, რომელიც უკვე დასკვნით ეტაპზეა. გურიის საფეხბურთო აკადემიის შესახებ სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აგრძელებს რეგიონებში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარებას, კერძოდ ბავშვთა ფეხბურთის მიმართულებით. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე რეგიონში უკვე გვაქვს აკადემია.მოკლე პერიოდში მათ რიცხვს ეს აკადემიაც შეემატება, რომელიც გურიისა და აჭარის რეგიონს მოიცავს. 13-დან 14 წლამდე მოზარდებს საშუალება ექნებათ ივარჯონ და ისწავლონ. ჩვენ მათ ყველა პირობას შევუქმნით იმისთვის, რომ განვითარდნენ" - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ. "ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბავშვთა საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა. აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს სამუშაოები. დაწყებულია ეზოს კეთილმოწყობა და გარეგანათების პროექტის განხორციელება. მიხარია, რომ ბევრი ბავშვისთვის ეს მოტივაციას გაზრდის. სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება" - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. პროექტის ფარგლებში, ადგილზე მოეწყობა ადმინისტრაციული საცხოვრებელი შენობა და სტანდარტული ზომის საფეხბურთო მოედანი განათებით. მშენებლობის დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზე იგეგმება. აკადემიის გუნდებთან ერთად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით საფეხბურთო სკოლები და სამოყვარულო ფეხბურთის გუნდები ისარგებლებენ. წყარო: "გურია ... ...
  • „სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური" _ კალაძე სამოქალაქო აქტივისტის ბრალდებაზესავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში გუშინდელ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ პირთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თქვა, რომ კალაძემ მას მაისური შემოახია. კალაძის თქმით, ორ ადამიანს სურდა არეულობის შეტანა და თუმცა ეს არ გამოუვიდათ. „არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, როგორც გუშინ ვთქვი. ძალიან კარგად ვიცი, რა ჩანს კადრებში, თქვენც და მეც მაქვს ორი თვალი, შესაბამისად, ყველანი ძალიან კარგად ვხედავთ, არანაირ ფიზიკურ ძალადობას არ ჰქონია ადგილი. იყო ორი პროვოკატორი, რომელსაც ჰქონდა მცდელობა, არეულობა შემოეტანა და ჩაეშალა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რაც იყო ახალი სარეკრეაციო ზონის პროექტის დასრულება, თუმცა მათ ეს არ გამოუვიდათ. მათ არ მიეცათ პროვოკაციის მოწყობის შესაძლებლობა და ეს ადამიანები გაიყვანეს ტერიტორიიდან“. კალაძის განცხადებით, თუ შსს-ს ჩათვლის რომ იყო ძალადობრივი ქმედება, გამოძიება უნდა დაიწყოს. „შინაგან საქმეთა სამინისტრო თუ ჩათვლის, რომ იქ იყო რაიმე ძალადობრივი ქმედება ან ვინმეს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა თქმა უნდა, გამოძიება უნდა დაიწყოს, თუმცა მსგავსი ფაქტი არ ყოფილა. სავარაუდოდ, მან შემოიხია მაისური, არ გამოუვიდა პროვოკაცია და მინდა, საჩუქრად გადავცე ამ პიროვნებას მაისური, რომელიც გამოადგება. აი, ეს არის მაისური, საკმაოდ საინტერესოა. ორი გვაქვს ასეთი - ერთს „მთავარ არხს” გადავცემთ და მეორეს - მაგ პიროვნებას”, - განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილში, თბილისის მერსა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება გუშინ მოხდა. დედაქალაქის მერი ვარკეთილში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნაზე თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად მივიდა. სკვერში მისულ კახა კალაძეს ადგილზე "ანას ბაღის" დამცველები და მოძრაობა "შეცვალეს" წევრები დახვდნენ. მათი განცხადებით, დედაქალაქის მერისთვის დიღმის ჭალებთან დაკავშირებით შეკითხვის დასმა სურდათ, თუმცა კალაძემ მათ ხელი დაარტყა. ერთ-ერთი აქტივისტის მტკიცებით, „კალაძემ მაისურიც ... ...
  • საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებასრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს თავმჯდომარე, შეიხი მირტაგი ასადოვი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაციას ამის შესახებ სუს-ში ადასტურებენ. უწყებაში განმარტავენ, რომ ასადოვის გამოკითხვა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს. 30 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.  „ეს პირები ნეგატიურ კონტექსტში აქტიურად იყენებენ წლების მანძილზე დაგროვებულ ისეთ საკითხებს, რომელთა არასწორი, თითქოსდა პატრიოტული მოტივებით გახმოვანების და რომელიმე ეთნიკური ჯგუფის მიმართ მიზანმიმართული საჯარო მოწოდებების გაკეთების შემთხვევაში, ქვეყნის იმ რეგიონებში, რომლებიც მჭიდროდ არის დასახლებული ეთნიკური აზერბაიჯანელებით, აშკარა საფრთხეს უქმნის ეთნიკურად ქართველ მოსახლეობასთან მათ მშვიდობიან თანაცხოვრებას. კერძოდ, ზემოაღნიშნული პირები, იჭრებიან რა სახელმწიფოს და ხელისუფლების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში, ცდილობენ ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონში, წამოჭრილი საკითხების გამოყენებას ეროვნული მტრობის ჩამოგდების მიზნით. პირთა ჯგუფი ამ მიმართულებით არასწორი და აგრესიული მოწოდებების გავრცელების გზით, ცდილობს რეგიონის ეთნიკურად ქართველ და აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეებს შორის შეიტანოს განხეთქილება, რასაც ორივე მხრიდან მოყვება ეროვნული პატივისა და ღირსების შემლახავი განცხადებები და ქმედებები, ხოლო ეროვნული შუღლის ჩამოგდების გზით, პირთა ჯგუფი იმედოვნებს, რომ განხორციელდება ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების უკანონოდ ხელყოფა. პირთა ჯგუფი ცდილობს თავის საჯარო განცხადებებსა თუ იდეოლოგიაში სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, თითქოსდა ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას სხვა საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში ენიჭებათ უპირატესობა, რაც უფრო ზრდის ეროვნული კონფლიქტის წარმოშობის რისკებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი გამოძიებას აწარმოებს რასობრივი დისკრიმინაციის ფაქტზე, რაც გულისხმობს ქმედებას, ჩადენილს ეროვნული მტრობის და განხეთქილების ჩამოგდების, ეროვნული პატივისა და ღირსების დამცირების მიზნით, აგრეთვე ეროვნული და ეთნიკური კუთვნილების ნიშნით ადამიანის უფლებების პირდაპირ ან არაპირდაპირ შეზღუდვას ანდა იმავე ნიშნით ადამიანისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამაც არსებითად ხელყო მისი უფლება, ჩადენილს პირთა ჯგუფის მიერ. დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“, - აღნიშნულია სუს-ს ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

გურული კერძი ხობოკვერა _ “გამორჩეული მარგალიტი“

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი და გიდი...

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?