სჭირდებათ თუ არა დეპუტატებს ამომრჩეველთან შეხვედრის ხარჯები

მთავარი თემა

სჭირდებათ თუ არა დეპუტატებს ამომრჩეველთან შეხვედრის ხარჯები

9 ოქტ. 2014, 17:10:35

ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს მორიგ სხდომაზე ათი საკითხი განიხილეს. ყველაზე მეტი დებატები მეორე საკითხის _ "საკრებულოს წევრის მიერ უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ყოველთვიური ლიმიტის" განხილვას მოჰყვა.

საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარიშვილმა ჯერ დეპუტატებს აუხსნა, რომ საკრებულოს რეგლამენტში უნდა შესულიყო ცვლილება საკრებულოს წევრის მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესთან დაკავშირებით:

_ დოკუმენტში არ იყო დეტალებში გაწერილი ანაზღაურების წესი, თუ რა შემთხვევაში მიეცემა დეპუტატს ანაზღაურება. ამიტომ, შემოვდივარ წინადადებით, რეგლამენტში შევიდეს ცვლილება. ბიუროს სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება და თანამდებობის პირებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ამ ეტაპზე, სადეპუტატო ხარჯები არ აიღონ. მოგეხსენებათ, ბიუჯეტში არის პრობლემები, ეს ყველამ კარგად ვიცით. უჭირს ბიუჯეტს და ეს ქმედება თანამდებობის პირების მხრიდან კანონში ჯდება.

ნათია შარაშენიძე, საკრებულოს დეპუტატი: _ ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, ნამდვილად შეურაცხმყოფელია ამომრჩეველთა გასვლითი შეხვედრისთვის და ადმინისტრაციულ შენობაში მოქალაქეების მიღებისთვის თანხა ავიღო. ეს მოვალეობაა. ძალიან სამარცხვინო ჩანაწერია _ თურმე, მსგავსი შეხვედრები 50-50 ლარად არის შეფასებული.

გელა კობალაძე, ქალაქ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე:_ ეს ეხება იმათ, ვინც ხელფასს არ იღებს საკრებულოში.

ნათია შარაშენიძე: _ გასაგებია, რომ არ ვიღებ ხელფასს საკრებულოში, მაგრამ ეს ძალიან შეურაცხმყოფელია ჩემთვის.

_ იქნებ, ყოველ მესამე დღეს ვხვდები ჩემს ამომრჩეველს და ამ შემთხვევაში რა მოხდება? _ იკითხა საკრებულოს დეპუტატმა ირინა საჯაიამ.

გელა კობალაძემ უპასუხა, რომ ასეთი შემთხვევების გამორიცხვის მიზნით, ლიმიტია დაწესებული.

ირინა საჯაია თვლის, რომ ანაზღაურების ეს წესი, პირდაპირ გადმოკოპირებულია ოზურგეთის თემების საკრებულოს რეგლამენტიდან და სასურველია, ქალაქის საკრებულომ სხვა ფორმა გამოძებნოს.

დეპუტატი თემურ სალუქვაძე დაეთანხმა ნათია შარაშენიძეს და თვლის, რომ დეპუტატის უფლებამოსილების გახორციელებისათვის თანხის მიღება სირცხვილია:

_ არ მგონია რომელიმე დეპუტატს სწორად მიაჩნდეს, რომ დეპუტატის უფლებამოსილების გახორციელებისთვის, მოსახლეობასთან შეხვედრისათვის ანაზღაურება მიიღოს.

გოჩა მგელაძე, საკრებულოს დეპუტატი: _ აქ ოთხი დეპუტატი მოიაზრება და ერთ-ერთი მეც ვარ მათ შორის. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ამომრჩეველს ერთხელ შევხვდეთ. დეპუტატს იმის საშუალება უნდა მიეცეს, რომ უფრო მეტჯერ შეხვდეს ამომრჩეველს. არ ავიღებ ფულს საკრებულოს სხდომაში მონაწილეობისთვის _ ეს ჩემი პირდაპირი ვალდებულებაა; არ მიმიღია არჩევნებში მონაწილეობა იმისთვის, რომ 50 ლარი ამეღო.

გელა კობალაძე: _ დადგენილების პროექტში წერია, რისთვის უნდა მიეცეს ანაზღაურება დეპუტატს და რა ხარჯების გაღება შეუძლია საკრებულოს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ ამას დაარქვათ მოსახლეობასთან შეხვედრა, გინდ _ კომისიებში მუშაობა და ა. შ.

ცხარე დებატების შემდეგ გადაწყდა, რომ დადგენილებაში ცვლილება შევა და საკრებულოს წევრის მიერ მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება. ამ ხარჯების დეტალებზე, საკრებულოს მიერ შესაბამისი დოკუმენტის მომზადების შემდეგ მოვუთხრობთ მკითხველს.




 ახალი ამბები
  • ვინ გახდა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრიპრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი წარადგინა. თეა ახვლედიანი აქამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო. „დღეს ჩვენ გვყავს ჩვენი გუნდის ახალი წევრი, ქალბატონი თეა ახვლედიანი. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი. მინდა მას მივულოცო ეს საპასუხისმგებლო თანამდებობა. ის ყოველთვის იყო ჩვენი გუნდის სრულფასოვანი წევრი, მაგრამ უკვე იჯდება ამ მრგვალ მაგიდასთან. მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროში შრომობდა, მინისტრის მოადგილის პოსტზე, მას დიდი გამოცდილება აქვს ჩვენი დიპლომატიური გუნდის წარმომადგენლობაში“,-განაცხადა ... ...
  • რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ბავშვებსა და სტუდენტებსსაქართველოს პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ბავშვი, რომლის ასაკიც 17 წლამდეა მთავრობისგან დახმარების სახით ერთჯერადად 200 ლარს მიიღებს. პრემიერის განცხადებით, დახმარებას მიიღებენ ასევე სტუდენდები, რომლებსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე აქვთ, სახელმწიფოსგან მიიღებენ ერთი სემესტრის, 2020-2021 წელის 1 სემესტრის სრულ ანაზღაურებას და გარდა ამისა, სტუდენტები, რომელსაც სოციალურად 150 ათას ქულამდე არიან და სწავლის საფასურის გადაუხდელობის  გამო შეჩერებული აქვთ სტატუსი, სახელმწიფო დაუკომპენსირებს 1 წლის სწავლის საფასურს და ეს არის 1 225 ლარი. პრემიერის განცხადებით, ამ შეღავათით ისარგებლებს 33 000-ზე მეტი ... ...
  • დაუფარავს თუ არა ხელისუფლება მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს ზამთრის თვეებშისაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მომდევნო ერთი წელი რთული იქნება გლობალური ეკონომიკისთვის. პრემიერმა განაცხადა, რომ მთავრობა მოსახლეობას კომუნალურ გადასახადებს ნოემბრის, დეკემბრის, იანვრისა და თებერვლის თვეებში დაუფარავს. გადასახადების დაფარვა მთავრობის მიერ იგივე პრინციპით მოხდება, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. „200 კვ.ტ საათი ელექტროენერგიისა და 200კვტ.საათი გაზის მოხმარება მთავრობის მიერ იქნება კომპენსირებული“,_ განაცხადა გახარიამ. ... ...
  • დახმარებას ისინიც მიიღებენ, ვინც დოკუმენტაცია სრულად ვერ წარადგინა- პრემიერი თვითდასაქმებულების დახმარებაზესაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თვითდასაქმებულების დახმარების ერთჯერადი პროგრამა სრულდება. „თვთდასაქმებულების დახმარების თვალსაზირისით პროგრამა რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ. ამ პერიოდში საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით 250 000-მა ადამიანმა მომართა, დახმარება მიიღო 170 000-მა მოქალაქემ, ვისაც დოკუმენტაცია სრულად ქონდა შევსებული და აკმაყოფილებდა დადგენილების მოთხოვნებს. მივიღეთ გადაწყვეტილება 80 000 ადამიანს, ვინც ვერ დააკმაყოფილა საჭირო დოკუმენტაციის წარსადგენი მოთხოვნა, დაერიცხოს ერთჯერადად 300 ლარი“,_ განაცხადა პრემიერმა. პრემიერის განცხადებით, ეს ადამიანები დახმარებას სექტემბრამდე ... ...
  • გაიცანით გოგონა ჩოხატაურიდან, რომელმაც ქართულში 70-დან 70 ქულა მიიღოქართულ ენასა და ლიტერატურაში მაქსიმალური 70 ქულიდან 70-ივე მიიღო ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სამრევლო სკოლის მოსწავლე ნინი მგალობლიშვილმა. როგორც ნინიმ გვითხრა, ყველაზე მეტად ქართულის გამოცდაზე ღელავდა. "მეოთხე ვარიანტი ვწერე. ქართულზე ყველაზე მეტად ვნერვიულობდი და აქედან გამომდინარე, ძალიან რთული იყო. ახლა ისტორიის და უცხო ენის ქულებს ველოდები. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაპირებ ჩაბარებას, ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე", _ გვითხრა ნინიმ. "გურია ნიუსი" წარმატებას უსურვებს ნინის და ყველა  ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...