რეპორტაჟი ერთ დროს მდიდარი თხინვალიდან

მთავარი თემა

რეპორტაჟი ერთ დროს მდიდარი თხინვალიდან

2014 ოქტ 13 15:30:49

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალში, გასულ შაბათს, ცენტრში ხუთ-ექვს ბავშვს მოეყარა თავი. როგორც გავარკვიეთ, ბავშვები შაბათ-კვირას ცეკვის შესწავლით არიან დაკავებულები, თავისუფალ დროს კი ფეხბურთს თამაშობენ.

_ 7 წელზე მეტია, სოფელში ცეკვის სტუდია "აისია" გახსნილი. ძალიან გვიყვარს ცეკვა. თხინვალში, ასევე, არის ჭიდაობის წრე, ზოგი ჭიდაობაზე დადის, ზოგი _ ცეკვაზე და კმაყოფილები ვართ. თავისუფალ დროს ფეხბურთს ვუთმობთ, გოგოები კი გულშემატკივრობენ, _ გვითხრეს ბავშვებმა.

სოფლის ცენტრში 73 წლის თამაზ დონაძე დაგვხვდა, რომელმაც ამ სოფლის სატკივარი გაგვაცნო:

_ სოფელში პრობლემას რა გამოლევს?! რომ ვთქვა, არაფერი კეთდება,-მეთქი, არ ვიქნები მართალი. გზის მშენებლობა ძალიან მალე დასრულდება და ეს მართლაც მნიშვნელოვანია ჩვენი სოფლისთვის. ახლა შეჩერებულია, მაგრამ გვითხრეს, დეკემბერში დამთავრდებაო. როგორც იქნა, გზის გაკეთება გვეღირსა!

მოსახლეობას ეკონომიკურად უჭირს, უმუშევრობაა... ახლა იმაზე გვაქვს მთელი აქცენტი გადატანილი, რომ ციტრუსის რეალიზაცია მოვახდინოთ უფრო მეტად, რადგან წინა წლებში, ყველამ კარგად იცით, რაც ხდებოდა. ეს ერთი შემოსავალია სოფელში და იმედი გვაქვს, რომ მოგვექცევა სათანადო ყურადღება, _ გვითხრა თამაზ დონაძემ.

სოფლის მცხოვრებლების თქმით, თითქმის ყველა გაწვიმებისას საყანე ფართობები იტბორება. თხინვალელები, ასევე, მიგრაციის შესახებაც გვიყვებიან.

 _ ზოგი თბილისშია წასული სამუშაოდ და ზოგი _ თურქეთში. ჩვენი ახლობლების და ნათესავების გამოგზავნილი ფულით ვირჩენთ თავს, _ ამბობენ თხინვალში.

_ ყველაზე დიდი პრობლემა უწყლობაა, _ ამბობს გულნაზ ბოლქვაძე,  _ წყალს საიდან აღარ ვეზიდებით! ამ პრობლემის მოგვარებას ვერ გვპირდებიან, დაგვპირდნენ მხოლოდ გაზის შემოყვანას და, ჯერჯერობით, არც ეს ჩანს. ფიზიკურად ვშრომობთ და ამით ვირჩენთ თავს; თხილის და ციტრუსის იმედი გვაქვს. წელს ციტრუსის კარგი მოსავალია და იმედი გვაქვს, რომ რეალიზაციას მოვახდენთ. უმუშევრობის პრობლემა ისევ დგას _ გზის მშენებლობაზე დასაქმდა რამდენიმე თანასოფლელი _ ეს არის და ეს! _ გვითხრა გულნაზ ბოლქვაძემ.

წყლის პრობლემაზე კიდევ ერთი თხინვალელი კობა ცერცვაძე საუბრობს: _ სოფელში არიან ოჯახები, რომლებიც წყალს 8 კილომეტრიდან ეზიდებიან. წყალი არც სკოლაშია და არც სოფლის ცენტრში. არის მხოლოდ ერთი ჭა, რაც არ არის საკმარისი. მე, როგორც ვიცი, მოსწავლეებს სკოლაში წყალი სახლიდან დააქვთ, _ ამბობს ცერცვაძე.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მერაბ ჭანუყვაძის თქმით, "სოფლებში უპირველეს პრობლემად რჩება უწყლობა. მათ შორის, თხინვალში. ეს არის ისეთი პრობლემა, რომელიც არ შეიძლება, ერთ ან სამ თვეში მოგვარდეს. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, წყლის რეაბილიტაცია ეტაპობრივად გახორციელდება. ასევე, მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ 2015 წელს გაზის გაყვანის სამუშაოები დაიწყოს სოფელ თხინვალში."

სოფლის კოლორიტი თხინვალის შესახებ

83 წლის გური ზოიძეს სახლში ვესტუმრეთ. სოფლის კოლორიტი კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და საინტერესო ამბებიც მოგვიყვა.

 _ თხინვალი ადრე ყველაზე პატარა სოფელი, მაგრამ ყველაზე მდიდარი იყო. ერთ სულ მოსახლეზე რაიონში ბადალი არ გვყავდა, მაშინ შრომა- ნატანებს არ ჩამორჩებოდა. ყველა მტკაველი მიწა გამოყენებული იყო. ძირითადი შემოსავალი ციტრუსი და ჩაი გახლდათ, ასევე, ტუნგოც, რომლის ასე გადაშენება დანაშაულია _ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი იყო ტუნგოს ზეთის წარმოების საქმეში.

სოფელში ახლა დიდებული საქმე კეთდება _ ეკლესია შენდება იქ, სადაც ძველი ეკლესია იყო, რომელიც 1938 წელს დაანგრიეს.

ყველაზე მთავარი და უპირველესი კულტურა ჩვენი სოფლისთვის ციტრუსია, რომელიც შარშან მთლიანად იზარალა მოსახლეობამ. გასაკვირია, კახეთში ქარიშხლის მოვარდნის დროს ერთი ყურძენი თუ ჩამოვარდა, იმას მისდევენ და ჩვენთან, რაც გლეხის მარჩენალია, იმას სათანადოდ ყურადღება არ ექცევა, _ გვეუბნება გური ზოიძე.

გური ზოიძე ორი მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატი და სახალხო მსაჯული იყო: _ მე რომ მეათე კლასში ვიყავი, პარალელურად, გაკვეთილების შემდეგ ჩაის პლანტაციაში ვმუშაობდი; ჩემი ცხენი, ხარი და ურემი მყავდა. კომუნისტების დროს, ორი მოწვევის რაიონული საბჭოს დეპუტატი და სახალხო მსაჯული ვიყავი. მაშინ შეგვეძლო, რაიონს მიგვეღო კანონები. ერთხელ მთავრობამ დასვა პრობლემური საკითხი (ახლაც შეიძლება მაგ საკითხის დასმა) _ შემოიტანეს კანონპროექტი, რომ ვისაც ცოლი არ ჰყავდა და ვინც არ იყო გათხოვილი, სამსახურში არ უნდა მიგვეღო. მე და ერთი ჩემი მეგობარი წავედით ამის წინააღმდეგი, მაგრამ არ დაგვიჯერეს. გავიდა ერთი წელი და დადგა მომენტი, რომ ეს კანონი უნდა მიეღოთ. იყო ერთი "ვაჟკაცი" ქალი, გვარად დოლიძე, ახლაც ცოცხალია... არ იყო გათხოვილი და ასე მიმართა ხელისუფლებას: მე რას მერჩით, მთხოვეთ ხელი რომელიმემ და უარი გითხარითო? ამოიღეს კანონიდან ქალები და მამაკაცებზე კი დარჩა ძალაში ის კანონი, _ იხსენებს ზოიძე.

როგორ მოხვდა სამი უკრაინელი და თხინვალში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უკრაინელი ნინა ზელენიუკი თხინვალში გათხოვდა. შემდეგ იმავე სოფელში გათხოვდნენ მისი დები _ ანა და ზინა.

 ზინა ზელენიუკ-დოლიძე, 77 წლის:ერთი და _ ანა გარდაიცვალა. მე და ნინა კი მეზობლები ვართ. ამ სოფელში ნინას გათხოვების შემდეგ მოვხვდი _ მასთან დედაჩემმა ჩამომიყვანა და დამტოვა. მაშინ 12 წლის ვიყავი. სკოლა არ დამიმთავრებია და დავრჩი ასე განათლების გარეშე. ჩემი და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოხვდა თხინვალში. მანამდე, ჩემი ძმა მუშაობდა ბათუმში, საზღვაო პორტში, მაგრამ ის 1942 წელს ომში წავიდა, ცოლ-შვილი ბათუმში დატოვა. ჩემი 18 წლის და მარტო დარჩა, ერთმა მადლიანმა ადამიანმა წამოიყვანა სოფელ შრომაში, სადაც გაიცნო ჩემი მომავალი სიძე. შეუყვარდათ ერთმანეთი და შეუღლდნენ. შემდეგ ჩემმა დამ და სიძემ გარიგებით გამათხოვეს _ ცოლად კარლო დოლიძეს გავყევი. ხუთი შვილი მყავდა, აქედან სამი გარდამეცვალა, _ გვითხრა ზინა დოლიძემ.

ქალბატონი ზინა ამბობს, რომ საქართველო მისი სამშობლოა, ხოლო უკრაინა ის ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა და ძალიან ენატრება.




 ახალი ამბები
  • სემეკმა მიმდინარე კვირაში მოქალაქეებს 54 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა (R)საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) მიმდინარე კვირაში გამართულ საჯარო სხდომებზე მოქალაქეებსა და კომპანიებს შორის არსებული დავები განიხილა. საკითხების უმეტესობა მოქალაქეთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა და ჩამოწერილი თანხების ოდენობამ, ჯამში,  54 887 ლარი შეადგინა. მიმდინარე კვირაში სემეკმა 5 საჯარო სხდომა გამართა და დღის წესრიგებით გათვალისწინებული 99 საკითხი განიხილა. მოქალაქეთა საჩივრები ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა  უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს. საჯარო სხდომებზე განსახილველად საკითხები წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტისა  და ენერგოომბუდსმენის სამსახურის წარმომადგენლებმა. კომისია შეახსენებს მოქალაქეებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს. მოქალაქეებს კონსულტაციების მიღება შეუძლიათ როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე: 16 216, ისე  სემეკის Facebook გვერდზეც. ... ...
  • სახელმწიფო ფონდის ხარჯზე შემცირებული თანხები ლანჩხუთის ბიუჯეტშიბესიკ ტაბიძის ხელმძღვანელობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, სადაც ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს მორიგი სხდომის თარიღად 25 ივლისი დაანონსდა და წესისამებრ, ბიურომ სწორედ ამ დღისთვის განსაზღვრა, როგორც განსახილველი საკითხები, ასევე, ამ საკითხის მომხსენებლები.  ბიუროზე წარმოდგენილი საკითხების მიხედვით გაირკვა, რომ მომავალი საკრებულოს სხდომის  დღის წესრიგით დეპუტატებს მიმდინარე წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანის თაობაზე მოუწევთ მსჯელობა. მერიის საფინანსო  სამსახურის უფროსის, როლანდ ლაშხიას მიერ წარმოდგენილი საკითხის  მიხედვით,  რეგიონებში გასახორციელებელი პროექტების ფონდიდან  მთავრობის განკარგულებით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს  185 209 ლარი ერგო  ადმინისტრაციულ ერთეულებში საექიმო ამბულატორიისა და მშენებლობის დასაფინანსებლად. კერძოდ,  ზემონახსენები თანხიდან 20 418 ლარი აკეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიხარჯება, 22 030 ლარი _ აცანაში, შუხუთში _ 21 765 ლარი, ნიგოითში კი _ 27 828 ლარი. რაც შეეხება სუფსის ადმინისტრაციულ ერთეულს, აქ საექიმო ამბულატორიის მშენებლობის ტერიტორიის მომზადებისთვის  11 430 ლარია გამოყოფილი, უშუალოდ მშენებლობისთვის კი- 81 828 ლარი.  საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ ხელმოწერილი  განმარტებითი ბარათის მიხედვით,  ირკვევა, რომ რეგიონებში გასახორციელებელი  პროექტების ფონდიდან  გამოყოფილი თანხა  324 265 ლარით შემცირდა, აქედან ეს შემცირება გახორციელდება სახელმწიფო ფონდის, მათ შორის  წყლის სისტემის რეაბილიტაციის, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ექსპლუატაცია-რეაბილიტაციის, ასევე, გზების რეაბილიტაციის თანხების შემცირების ხარჯზე.  ამის გარდა, გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები  სახელმწიფო ფონდის ხარჯზე  22 086 ლარითაა შემცირებული. საფინანსო სამსახურის მიერ ბიუროს სხდომაზე წარმოდგენილი განმარტებების მიხედვით, გაირკვა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის თავისუფალი ნაშთის ხარჯზე  მერია გეგმავს  ხუთი ათასი ლარით გაზარდოს გზის მიმდინარე სამუშაოების დაფინანსება, ხოლო ვიდეო კამარების ინსტალაციისთვის  763 ლარი გამოყოს. ამავე თანხიდან, სახელოვნებო სკოლათა გაერთიანების მოთხოვნის საფუძველზე, დამატებით ოთხი ათასი ლარი უნდა მიიმართოს    სამხატვრო სკოლის შტატგარეშე მუშაკთა დასაფინანსებლად.  სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად კი _ 1 100 ლარი. გარდა ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებებისა, ბიუროზე  საკრებულოს სხდომისთვის სხვა რიგი საკითხებიც წინასწარ მოთელეს დეპუტატებმა. როგორც გაირკვა,  ცვლილება შეეხება ლანჩხუთის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ განკარგულებას. ასევე, ცვლილება შედის საკრებულოს 2019 წლის 28 მარტის N18 განკარგულებაში „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“. საკრებულოს სხდომის გამართვამდე კი ამ საკითხების კიდევ ერთხელ გავლა მოუწევთ დეპუტატებს დარგობრივ ... ...
  • "შეინახეთ კადრები, სადაც სალია ამბობს სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლებაო და შემდეგ გავახსენოთ"ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება , _ ამის შესახებ მედიაექსპერტმა ნინია კაკაბაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. კაკაბაძის თქმით, პაატა სალია ასე იტყვის რამდენიმე თვის განმავლობაში, თუმცა მათი მთავარი მიზანი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა.  "ბუნებრივია, რომ ამას იტყოდა პაატა სალია პირველ დღეს. მეტსაც გეტყვით, ამას იტყვის ერთი თვე, ორი თვე, რომ სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას არ აპირებს, მაგრამ ეს განცხადება, ცხადია, ღიმილის მომგვრელია, რბილად რომ ვთქვათ. რისთვის იბრძოდნენ ისინი?- იბრძოდნენ იმისთვის, რომ შეცვლილიყო ამ არხის სარედაქციო პოლიტიკა. ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ძალიან გთხოვთ, შეინახოთ ის კადრები, სადაც სალია ამბობს რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება და შემდეგ გავახსენოთ. საბედნიეროდ, გვაქვს უკვე საკმაო მასალა, სადაც ის ამ პოზიციას აფიქსირებს",- თქვა კაკაბაძემ ... ...
  • გრიგორი კარასინი - საქართველოს მიმართ ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დახურულიასაქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა. „რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწესებული, მსგავსი შემზღუდავი ზომების გამოყენებას სხვა ქვეყნების მიმართ ცდილობენ ფრთხილად მოეკიდონ. საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე ივნისის ბოლოს - ივლისის დასაწყისში სახელმწიფო სათათბიროში რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის იმპორტის აკრძალვის საკითხი განიხილებოდა. მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა თავშეკავებისკენ და გააზრებული მიდგომისკენ მოგვიწოდა. დაგვავალა გვეხელმძღვანელა ჩვენი ინტერესებით და „ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემით“. ასე რომ, დღეისთვის ღვინის სანქციების თემა საქართველოს მიმართ დახურულია“, _ განაცხადა კარასინმა „რია ნოვოსტისთან“ ... ...
  • IRI-ის კვლევა _ გამოკითხულთა უმრავლესობა საპენსიო რეფორმას მახარს უჭერს “საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევების ცენტრის მიერ გამოქვეყნებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საპენსიო რეფორმას მხარს უჭერს. კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პარლამენტის მიერ ინიცირებულ საპენსიო რეფორმას, გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, რომ უფრო მეტად კეთილგანწყობილია. აღნიშნული რეფორმა ნაწილობრივ მოსწონს 23%-ს, ნაწილობრივ არ მოსწონს 11%-ს. პარლამენტის მიერ ინიცირებული საპენსიო რეფორმის გატარებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 18%, არ იცის ან პასუხი არ აქვს გამოკითხვაში მონაწილე ადამიანების 12%-ს. კვლევა მთელი საქართველოს მასშტაბით 2019 წლის 20 მაისი - 11 ივნისის შუალედში ჩატარდა. (R) წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...