"სოფელი, ლამისაა, აჯანყდეს!"

მთავარი თემა

"სოფელი, ლამისაა, აჯანყდეს!"

2014 ოქტ 13 15:47:11

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მშენებელ ორგანიზაციას "მშენ-გროუფს" შორის ხელშეკრულება კონჭკათი-მერიის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის შესახებ, 2014 წლის 20 სექტემბერს გაფორმდა. ოფიციალური დოკუმენტების საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვამ 9 289 00 ლარი შეადგინა.

აღნიშნული გზის მშენებლობა 2014 წლის 20 მაისს დაიწყო და 2014 წლის 20 სექტემბერს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა, ახლა შეჩერებულია.

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კონჭკათში აკაკი ჩანჩიბაძე და საკრებულოს დეპუტატი ტარიელ აროშიძე "გურია ნიუსთან" ამბობენ, რომ მშენებლობის შეფერხების მიზეზი მშენებელი ორგანიზაციის, "მშენ-გროუფის" არაორგანიზებული მუშაობაა. "მშენ-გროუფის" დირექტორი გელა ძამიაშვილი კი გვპირდება, რომ გზის მშენებლობა ამ დღეებში აუცილებლად განახლდება.

"გურია ნიუსს" სოფელ კონჭკათის მცხოვრებლები გზის მშენებლობასთან დაკავშირებით ესაუბრნენ. მოსახლეობის განცხადებით, გზის საფარის დაგება სოფელში ხარისხიანად არ მიმდინარეობს. მშენებელი ორგანიზაცია მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს და უპასუხისმგებლოდ ეკიდება მათ მოთხოვნებს, რაც იმაში გამოიხატება, რომ გზის დაგების დროს არ გაკეთდა ჯებირები და წვიმამ ხრეში მათ საკარმიდამო ნაკვეთში ჩაიტანა, ამან კი ეზოებში მიწის ჩამოშლა გამოიწვია.

მოსახლეობის ამ პრეტენზიებს ეთანხმება სოფლის წარმომადგენელი და დეპუტატი, ხოლო მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენელი ამბობს, რომ ისე გაკეთდება ყველაფერი, რომ სოფლის მცხოვრებლები უკმაყოფილონი არ დარჩებიან.

იასონ მიშველიანი, კონჭკათის მცხოვრები: _ ეს არის ჩემი საკარმიდამო ნაკვეთი, მამა-პაპის დატოვებული და ნახეთ, რას ჰგავს! ღობე ამდენი წელია აქვს ამ ნაკვეთს _ თუ გადატანა იყო საჭირო, ხომ უნდა გამაფრთხილონ? ასე უპასუხისმგებლოდ ამის გაკეთება შეიძლება? მივესალმებით სოფელში გზის გაკეთებას, მაგრამ მოსახლეობის დაზარალების ხარჯზე? წალეკა წვიმამ მთელი ეზოები _ გზას ჯებირები არ უნდა? 14 წელია, სახლი მეწყერმა დამინგრია _ არავინ დამხმარებია და ახლა ეზოსაც მინგრევენ ძალით? დაკეტილია ჭიშკარი _ დაყარეს უამრავი ხრეში, მიაყარეს ღობეს და წავიდნენ. არავინ იცის, როდის მოვლენ და გააკეთებენ _ მშენებლობა შეჩერებულია. როგორც ვიცით, ამ გზის მშენებლობა დიდი ხნის წინ უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ თქენც ხედავთ, რომ შეჩერებულია. სოფელი, ლამისაა, აჯანყდეს!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის წარმომადგენელი სოფელ კონჭკათში აკაკი ჩანჩიბაძე "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, რომ ის სრულიად ეთანხმება მოსახლეობის პრეტენზიებს: _ რატომ გაჩერდა გზის მშენებლობა, ამაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არის რაღაც გაურკვევლობა, რომელიც ვერ დავადგინეთ. პრობლემები რომ არის, ეს თქვენც ნახეთ. მშენებლობის ჩაბარების აქტზე ხელს ვერ მოვაწერ, თუ მოსახლეობის თანხმობა არ მექნება. მოსახლეობის მოთხოვნები საფუძვლიანია _ არხები იქ გაიყვანეს, სადაც საჭირო არ იყო და იქ, სადაც საჭირო იყო, არ გააკეთეს. არავინ იცის, როდის განახლდება სამუშაოები, _ გვითხრა ჩანჩიბაძემ.

სოფელ კონჭკათის ყოფილი რწმუნებული და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი ტარიელ აროშიძე ამბობს, რომ აღნიშნულ ორგანიზაციას ჯარიმა დაეკისრება: _ რომ გითხრათ, კმაყოფილები ვართ მაგათი მუშაობითო, აბსურდი იქნება. ჯერ ერთი, ადგილობრივებს მოუგეს ტენდერი და არ მისცეს აქაურებს იმის საშუალება, რომ დაეგოთ გზა სოფელში. ახლა ფინანსური პრობლემები აქვთ და თავს ვერ აბამენ მშენებლობას. მე როგორც ვიცი, მშენებელ ორგანიზაციას ჯარიმის გადახდა დაეკისრება.

"გურია ნიუსი" "მშენ-გროუფის" დირექტორს გელა ძამიაშვილს და ორგანიზაციის წარმომადგენელს არჩილ ჯავახიშვილს ესაუბრა:

არჩილ ჯავახიშვილი: _ მშენებლობა შეჩერებული არ არის. 20-25 დღის განმავლობაში ვერ ვიმუშავეთ უამინდობის გამო. ამ დღეებში განვაახლებთ მუშაობას _ შემოვიყვანთ ტექნიკას და დავაგებთ ასფალტსაც. ორი კვირის განმავლობაში დასრულდება.

_ მოსახლეობა ამბობს, რომ გზის მშენებლობა ხარისხიანად არ მიმდინარეობს...

_ ყველაფერი გამოსწორდება და ასფალტიც დაიგება ისე, რომ კმაყოფილი იქნება მოსახლეობა, _ გვითხრა აჩიკო ჯავახიშვილმა.

გელა ძამიაშვილი: _ ჩვენ მობილიზებულები ვართ და ასფალტიც ძალიან მალე დაიგება. 




 ახალი ამბები
  • რა შემთხვევაში გააგრძელებენ მუშაობას აგრარული ბაზრებისოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, - განაცხადა ... ...
  • არმენოფობიური განცხადება ტელეკომპანია "მთავარის" ეთერშისამოქალაქო პლატფორმა "არა ფობიას!" ეხმაურება ტელეკომპანია "მთავარი არხის" ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას  მიერ 5 აპრილს, საავტორო გადაცემა "პოსტ ფაქტუმში"  გაკეთებულ ქსენოფობიურ განცხადებას. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებაში გენეტიკური ფაქტორის კვლევის შესახებ მომზადებულ სიუჟეტზე კომენტირებისას გადაცემის წამყვანმა არმენოფობიური შინაარსის  შეფასება გააკეთა. სიუჟეტი შეეხებოდა ჰაპლოჯგუფებთან დაკავშირებულ მსჯელობას ინფექციის მიმართ რეზიზსტენტულობაზე და ჰიპოთეტურ მოსაზრებას, რომ შესაძლოა ქართული გენომის მატარებელი ადამიანები ვირუსის მიმართ უფრო გამძლეები აღმოჩნდნენ. აღნიშნულს გიორგი გაბუნიას შემდეგი კომენტარი მოჰყვა:  "უცხოელი მეცნიერები რას ფიქრობენ გავიგეთ, მათი ქართველი კოლეგების მოსაზრებებიც ხომ გაგაცანით, ახლა მე ველოდები სომეხი მეცნიერების დასკვნას. ძალიან მაინტერესებს ჩვენი მეზობლები რომელ გენეტიკურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. დარწმუნებული ვარ აღმოჩნდება, რომ მათი დნმ-ი ქართველებისაზე, რა თქმა უნდა, უფრო ძლიერია და კორონავირუსს პირდაპირ ანადგურებს, ვაქცინა და მედიკამენტიც კი არ ჭირდება " აღნიშნული კომენტარი არმენოფობიურია და ადამიანების ეთნიკური ნიშნით სტერეოტიპიზაციას ახდენს. გადაცემის წამყვანის ამ განცხადებით "მთავარმა არხმა" დაარღვია მაუწყებელთა ქცევის კოდექსის 31-ე მუხლი: "მაუწყებელმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი მასალის გამოქვეყნებისგან, რომელიც გააღვივებს სიძულვილს ან არატოლერანტობას რასის, ენის, სქესის, რელიგიური კუთვნილების, პოლიტიკური შეხედულებების, ეთნიკური, გეოგრაფიული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე". არა ფობიას! წევრ ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ კორონავირუსის პანდემიის პროცესში, ქსენოფობიური განწობების გაღვივების ფონზე, მედიამ მაღალი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინის, არ გახდეს ქსენოფობიური განცხადებების წყარო და ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყოს ქსენოფობიური განწყობების გაღვივებას“,_ ნათქვამია ... ...
  • მაშველებმა ცაგერში შველი გადაარჩინესმოქალაქეებმა ცაგერში, მდინარე ცხენისწყლის წყალსაცავში ჩავარდნილი შველი შენიშნეს, რომელიც ნაპირზე ამოსვლას ვერ ახერხებდა. მათ დახმარებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში  დარეკეს.ადგილზე მისულმა მაშველებმა დროულად შეძლეს წყალში ჩავარდნილი ცხოველის ამოყვანა, თუმცა ნახეს, რომ შველს სხეულზე რამდენიმე ადგილას დაზიანება აღენიშნებოდა, რის გამოც, ვეტერინარი გამოიძახეს. სპეციალისტმა ცხოველს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინა და მისი სიცოცხლის გადარჩენა მოხერხდა.შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებულები იყვნენ გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ... ...
  • კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანი ყველა წესის დაცვით დაიკრძალა _ ბოლნისის მერიბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, დავით შერაზადიშვილის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ბოლნისის მკვიდრის დაკრძალვაზე ყველა ის წესი იყო გათავლისწინებული, რომელიც სახელმწიფო რეგულაციით არის განსაზღვრული. ამის შესახებ მერმა „მაესტროს“ ეთერში განაცხადა. „მედიკოსებმა კარდაკარის პრინციპით მოსახლეობის სამედიცინო შემოწმება უკვე დაასრულეს. სკრინინგი 48 ათას მოქალაქეს ჩაუტარდა, კორონავირუსი ჩვენს მუნიციპალიტეტში 8 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან ერთი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. 208 ადამიანი თვითიზოლაციაში იმყოფება, 37 _ კარანტინში“, - აღნიშნა ბოლნისის მერმა. მისივე თქმით, განმეორებითი სკრინინგი ქვემო ბოლნისში ჩატარდება, სადაც კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა არის დაფიქსირებული. მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები 25 მარტს ... ...
  • 25 წელი ეპისკოპოსად კურთხევიდან და თაფლი საჩუქრად მრევლს დღეს, 7 აპრილს, ხარების დღესასწაულზე, ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში ზიარების შემდეგ მრევლს თაფლი დაურიგდა. საჩუქარი მრევლმა შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსების კურთხევით მიიღო. "ეს ის მცირედია, რითაც გვინდოდა, გაგვეხარებინეთ. ისეთ სიტკბოებას გისურვებთ ცხოვრებაში, როგორი ტკბილიც თაფლია", _ მიმართა მეუფე იოსებმა მრევლს. 25 წლის წინ 7 აპრილს მიტროპოლიტი იოსები შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...