"იგეგმება გუბერნატორის ფუნქციების გაზრდა"

მთავარი თემა

"იგეგმება გუბერნატორის ფუნქციების გაზრდა"

2014 ოქტ 20 13:32:05

რა ფუნქციები აქვს გუბერნატორს, რა დოზით ერევა ის მუნიციპალიტეტების საქმიანობაში, რას ფიქრობს ჩინოვნიკების გაზრდილ მადაზე და  აქვს თუ არა შენიშვნები ტენდერებზე, რომლებსაც ბოლო დროს ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა ახლავს  _ ამ საკითხებზე "გურია ნიუსი" გურიის გუბერნატორს, გიორგი ჩხაიძეს ესაუბრა:

_ ბატონო გიორგი, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთელი ჩინოვნიკების ხელფასების მატების პროექტზე მუშაობა. როგორ შეაფასებთ ოზურგეთის გამგეობის და საკრებულოს ერთობრივ პროექტს ხელფასების მატებასთან დაკავშირებით?

_ დავიწყოთ იმით, რომ დოკუმენტი, რომელზეც თქვენ  საუბრობთ, ჯერჯერობით მხოლოდ პროექტის დონეზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი შესწორების შესაძლებლობაც და ალბათობაც რეალურად  არსებობს.   სიმართლე გითხრათ, ამ კონკრეტულ   შემთხვევაში, მე  ნამდვილად ვისურვებდი  საკრებულოს მხრიდან რაღაც ტიპის  შესწორებების დაშვებას ამ პროექტში. მით უმეტეს, რომ მთავრობის დადგენილება , რომელმაც  უნდა  განსაზღვროს საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი  სარგოს ზედა ზღვარი  და რის მიხედვითაც  უნდა იხელმძღვანელონ  საკრებულოებმა, ჯერ მიღებული  არ არის. 

რაც შეეხება პირადად  ჩემს  დამოკიდებულებას ზოგადად ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით:   მე აპრიორი იმის მომხრე ვარ, საჯარო მოხელეს მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს. მიმაჩნია, რომ   საჯარო სამსახურში  მყოფ ადამიანს, რომელზეც დიდი დოზით დამოკიდებულია ადგილებზე სახელმწიფო პოლიტიკის სწორად წარმართვა და მოსახლეობამდე მიტანა, რომელიც გამუდმებით, დაძაბულ სამუშაო რეჟიმში  მოქალაქეების სამსახურში უნდა იყოს,  მოტივაცია უნდა მივცეთ.  აქ საკამათოც არაფერია. ოღონდ ეს მომატება  მეტ-ნაკლებად ადეკვატური უნდა იყოს.  მგონია, რომ ოზურგეთის შემთხვევაში სწორედ არაადეკვატურ მატებასთან გვაქვს საქმე. აქ  სრულად დარღვეულია შესაბამისობა  ოზურგეთში არსებულ    სოციალურ ფონსა და   მისივე მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეთა ანაზღაურებას შორის, რასაც  ვერ ვიტყვით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებზე. ნება მომეცით, ამ ეტაპზე მხოლოდ ამ შეფასებით შემოვიფარგლო. 

_  ოზურგეთში  ათობით ოჯახი უსახლკაროდაა, ბევრს წამლის ფული არ აქვს, ბევრს სცივა, შია და ამ ფონზე, სამსახურის უფროსის ხელფასი ხელფასი 1850 ლარი ხდება. 

_  ვფიქრობ, ამაზე პასუხი უკვე გაგეცით. მაღალი ხელფასი სულაც არ არის ცუდი  ან დანაშაული, მაგრამ როცა  არაადეკვატურობაზე ვსაუბრობ, სწორედ ეს გარემოებები მაქვს მხედველობაში. მე ყოველდღიურად უამრავ ადამიანთან მიწევს შეხვედრა, კარგად ვიცნობ  გურიის მოსახლეობის  ყოფით პირობებს და  გეტყვით,  რომ ხელისუფლების მთავარი საზრუნავი დღეს  სწორედ  სოციალური ფონის გამოსწორება, ჩვენი ხალხისთვის შემოსავლის გაჩენა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნაა.  მე მესმის ამ ადამიანთა სატკივარი, მათი მდგომარეობის სიმძიმე და ვარწმუნებ ყველას, რომ  გურიაში მალე სიტუაციის გაჯანსაღება დაიწყება. ეს უკვე დაპირება კი არა, კონკრეტულ  სამთავრობო და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე დაფუძნებული  რეალობაა. 

_ " გურია ნიუსის" ინფორმაციით, მომავალი წლის ბიუჯეტი სამივე მუნიციპალიტეტში შემცირებული იქნება. ჩვენი ინფორმაციით, ჩოხატაურს _  ნახევარი მილიონით, ლანჩხუთსაც ამდენივეთი, ხოლო ოზურგეთს მილიონი ლარით ნაკლები ექნება. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით?

_ მე მსგავსს ინფორმაციას არ ვფლობ, პირიქით, ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების  კუთხით  იგეგმება ზრდა. 

_ ბატონო გიორგი, ჩაშლილ ტენდერებზე ხელშეკრულებები უკვე  ერთ პირთან მოლაპარაკების წესით  ფორმდება.  იქნებ, უფრო განგვიმარტოთ რამ გამოიწვია ამის აუცილებლობა და რა პროცედურები ხდება... 

_ პირველ რიგში, შეგახსენებთ, რომ ერთ პირთან მოლაპარაკება  სახელმწიფო შესყიდვის ჩვეულებრივი  ფორმააა, რომელიც  შეიძლება გახორციელდეს  რამდენიმე  შემთხვევაში. მათ შორის, თუ არსებობს გადაუდებელი აუცილებლობა  ან კიდევ,  სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად გატარების მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ან და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდა შესყიდვების გახორციელება.

ახლა რაც შეხება იმას,  თუ რატომ  წავედით ჩაშლილი ტენდერების შემთხვევაში ერთ პირთან მოლაპარაკებების გზით. გურიაში უკვე რამდენიმე ცუდი პრეცედენტი არსებობს იმისა, რომ არაჯეროვნად შესრულებული ნაკისრი   ვალდებულებების გამო, ტენდერები ჩაიშალა; შესაბამისად, მოხდა  დადებული  ხელშეკრულებების  შეწყვეტაც. მაგალითად, ლანჩხუთში გზების შეკეთება უკვე რამდენიმე წელია გაჭიანურდა მხოლოდ იმის გამო, ტენდერებში გამარჯვებულმა ფირმებმა  ვერ შეძლეს პირობების შესრულება. რა ვქნათ, კიდევ ახალ ტენდერს დაველოდოთ?  აქ, პირველ რიგში, მოსახლეობის ინტერესები ზარალდება. სხვა საქმეა, რომ ეს ფირმები კანონის წინაშე  აგებენ პასუხს.

ჩაშლილი ტენდერის შემთხვევაში,  ხელახალი ტენდერით ახალი შემსრულებლის არჩევას სჭირდება დაახლოებით 3 კვირა, რაც ზამთრის მოახლოების პირობებში საფრთხეს უქმნის პროექტის განხორციელებას.  აღნიშნულის გამო, სრულიად ლოგიკურად,  მთავრობასთან გაგზავნილია შუამდგომლობები სამუშაოების გამარტივებული შესყიდვით გახორციელების თაობაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ ამ ტიპის შესყიდვები გაცილებით მძიმე პირობებს უყენებს  შემსრულებელს, ვიდრე მას ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში ექნებოდა.

_ ტენდერები საკმაოდ საინტერესო თემაა. "გურია ნიუსი" ამ თემაზე  სისტემატურად მუშაობს და ახლაც ჟურნალისტურ გამოძიებას ამზადებს. თუმცა, მანამდე გვაინტერესებს გუბერნია თუ აკონტროლებს მუნიციპალიტეტებს, იქ გახორციელებულ შესყიდვებს და ამ ერთი წლის განმავლობაში თუ გქონიათ კონკრეტულ ობიექტზე შენიშვნა ან კითხვის ნიშანი?

_ გუბერნია,  რა თქმა უნდა,  აკონტროლებს  ყველა დაფინანსებული პროექტის  მიმდინარეობას ტენდერებიდან დაწყებული პროექტის დასრულებამდე. შენიშვნები, რასაკვირველია, არსებობდა და  არ გამოვრიცხავ, მომავალშიც იყოს. თუმცა მთავარია,  ის დროულად იქნას გათვალისწინებული. 

_  ხშირად ამბობენ, რომ თქვენ ფუნქციები შეგისუსტდათ. ჩვენს მკითხველს რომ ავუხსნათ, რა ფუნქცია  და რის უფლება აქვს  გიორგი ჩხაიძეს?

 _  "საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორს გარკვეული უფლებამოსილებები  შეეზღუდა. მაგალითად, ისეთი,  როგორიცაა ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების აღსრულების კოორდინირება და კონტროლი, ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების რეგიონალური პროგრამების გახორციელება სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაზე. ეს არის  შეზღუდვების არასრული ჩამონათვალი, თუმცა, საკმაოდ ფართოა  ის  უფლებამოსილებები, რაც დღესდღეობით გუბერნატორს აქვს. კერძოდ,   დღეს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ("საქართველოს მთავრობის უფლებამოსილების, სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის მ. 271) , გუბერნატორის ფუნქციებია, მთავრობის დავალების შემთხვევაში, საქართველოს სამინისტროების ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის კოორდინაცია, მთავრობის დავალებით ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის ცალკეული ღონისძიებების განხორციელების კოორდინაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. გუბერნატორი უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მთავრობის სხდომებში სათათბირო ხმის უფლებით, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ეს თემა რომ ამოვწუროთ, გეტყვით იმასაც, რომ  იგეგმება გუბერნატორის  უფლებამოსილებათა კიდევ უფრო გაფართოება. 

_ ახალდანიშნული იყავით, როცა  ჩვენთან ინტერვიუში ააიპებზე ისაუბრეთ და მუნიციპალიტეტებს მოუწოდეთ, რომ იქ არსებული მდგომარეობა შეესწავლათ. ამ მხრივ არაფერი გამოსწორებულა. თავად ხომ არ აპირებთ აიპების შემოწმებას?       

_ გუბერნატორს, კანონმდებლობიდან გამომდინარე,  მუნიციპალიტეტების საქმიანობაში  ხელაღებით ჩარევის უფლება არ აქვს. ჩვენ მხოლოდ რეკომენდაციებით შემოვიფარგლებით და მუნიციპალიტეტებს  ამათუიმ საკითხზე  შესაბამის  რეკომენდაციას ვაძლევთ. რაც შეეხება კონკრეტულად აიპების შემოწმებას, ეს არ არის გუბერნიისა და გუბერნატორის პრეროგატივა. რამდენად სწორად ხორციელდება მენეჯმენტი,  ეს სწორედ მუნიციპალიტეტის გადასაწყვეტია, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით  შესაბამისი რჩევები  შეგვიძლია გავცეთ და ასეც ვაკეთებთ. ვიმეორებ, გადაწყვეტილებას აიპებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტი იღებს და დარღვევების შემთხვევაშიც პასუხისმგებლობა მთლიანად მას ეკისრება. მე  არ ვიცი, კონკრეტულად რის გამოსწორებაზე მიმანიშნებთ ამ შემთხვევაში, მაგრამ   მერწმუნეთ, დარღვევებზე  და კანონის სივრციდან გასვლაზე  ვერავინ გაბედავს  თვალის დახუჭვას. 




 ახალი ამბები
  • რა უნდა გააკეთონ მოქალაქეებმა საკრედიტო ისტორიის გამოსასწორებლადმთავრობის ინიციატივით ფონდმა „ქართუმ“ საბანკო შავ სიაში მყოფ 600 000 ადამიანს, გასული წლის დეკემბერში, სესხი ჩამოაწერა. განულებული დავალიანების მიუხედავად, ადამიანები, რომლებსაც სესხები ჩამოაწერეს, ახალი სესხის აღებასა და განვადებით ნივთების გამოტანას ვერ ახერხებენ. სესხის აღებისას დიდი მნიშვნელობა  აქვს საკრედიტო ისტორიას. კანონს არ აქვს წინაპირობა სესხის გაცემაზე თუ რა შემთხვევაში შეიძლება გაიცეს ან არ გაიცეს სესხი.  თითოეული საბანკო დაწესებულება თავის შიდა რეგულაციებით აწესებს წინაპირობებს ასეთი შიდა რეგულაციები ამ შემთხვევაში არის კრედიტინფოს მონაცემებში დადებითი ისტორია. რა უნდა გააკეთონ  მოქალაქეებმა ვისაც, დავალიანების განულების შემდეგ, სესხის აღება სურთ_ ამ კითხვით „გურია ნიუსი“ ადვოკატ მარიკა არევაძეს ესაუბრა. ადვოკატის თქმით, სესხის აღების მსურველმა მოქალაქეებმა ჯერ საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია უნდა გამოითხოვონ, რომელიც  კრედიტ ინფოში ინახება. „პირველ რიგში  ადამიანებმა, ვისაც სურთ კრედიტის აღება კრედიტ ინფოს მონაცემებიდან უნდა გამოითხოვოს ინფორმაცია, ამ სესხის ჩამოწერით გაუსუფთავდათ საკრედიტო ისტორია თუ არა, დადებითი ისტორია აქვთ თუ ნეგატიური. ისტორია დადებითია თუ ვალდებულებები არის შესრულებული. ამ შემთხვევაში ისტორია უნდა იყოს დადებითად ქცეული, რადგან მართალია, ამ ადამიანების მიერ არა, მაგრამ სხვის მიერ  ვალდებულება შესრულებულია. მთავარია, გამსესხებელმა კომპანიებმა როგორ მიაწოდეს ინფორმაცია  კრედიტინფოს. თუ მათ უთხრეს კომპანიას, რომ ეს იყო ჩამოწერილი ვალდებულება, და უშუალოდ მსესხებლის მიერ არ შესრულდა, შესაძლოა, იყოს ნეგატიური მაჩვენებელი. ნეგატიური საკრედიტო ისტორია კი სესხის აღებას ხელს უშლის“,_ ამბობს არევაძე. როგორც ადვოკატი ამბობს, ნეგატიური საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში მოქალაქემ კრედიტ ინფოს უნდა მიმართოს წერილობით, რომ დავალიანება გასწორებულია და გამოსწორდეს ინფორმაცია.     ... ...
  • იგეგმება თუ არა ოზურგეთის ყოფილი მერიის შენობის დემონტაჟიოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომაზე, რომელიც ნოემბრის თვეში ჩატარდა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ განაცხადა, რომ დაგეგმილია ქალაქ ოზურგეთის მერიის ყოფილი შენობის დემონტაჟი (შენობა ქალაქ ოზურგეთის ცენტრში მდებარეობს) და მის ადგილას ახალი შენობის აგება. 1 მილიონი ლარი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაში ჩაიდება. მერის განცხადებითვე, გენგემის ხარჯი 100 000 ლარით გაიზარდა. „გვინდა მოვიწვიოთ სპეციალისტები, რომელებსაც აქვთ შესაბამისი ტექნიკა და შესაბამისი კომპეტენციის მქონე ახალგაზრდები ჩავრთოთ გენგეგმის მომზადების პროცესში, რათა ადგილზე უშუალო დათვალიერებით მოხდეს მისი მომზადება და არა კომპიუტერული რუკების საშუალებით (რასაც იყენებენ ტენდერში გამარჯვებული კომპანიები). როგორც წინასწარი სამუშაო, დაგეგმილია ქონების ელექტრონული რეგისტრაცია“,_ თქვა კონსტანტინე შარაშენიძემ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის გრიგოლ მახარაძის თქმით, ეს წინადადება იდეის დონეზე იქნა გაჟღერებული. „თუ ეს პროექტი განხორციელდება, საბჭოს წევრებმა აღვნიშნეთ, რომ ასევე მოხდეს ქალაქის მერიის ყოფილი შენობის წინ, ე.წ. ჭადრების ბაღის რეაბილიტაცია,“ _ გვითხრა გრიგოლ მახარაძემ. ამავე სხდომაზე მერმა ასევე გააჟღერა შემდეგი სახის ინფორმაციები. „სოფელ ოზურგეთის კულტურის სახლის რეაბილიტაციაზე 2 მლნ ლარი იხარჯება. დაგეგმილია ნაგომრის კულტურის სახლის რემონტი, ხოლო სოფელ მშვიდობაურში რეაბილიტაცია გაუკეთდება მრავალპროფილურ შენობას.  მიმდინარეობს ქალაქის ტერიტორიაზე არსებული შენობების, კერძოდ ფასადების რეაბილიტაცია - აპოლონ წულაძის ქუჩაზე მდებარე მრავალპროფილური შენობის ფასადის მოდერნიზაცია თუმცა მფლობელებმა უნდა გაიღონ თანამონაწილეობა. გადმოგვეცა ყოფილი „რაიკავშირის“ შენობა მისი 1 ჰა მიწის ფართობით და გაკეთდება გასართობი სკვერი და სტადიონი,“ _ აღნიშნა შარაშენიძემ. „გურია ნიუსი“ ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მიწოდებისთანავე ... ...
  • ბავშვთა პორნოგრაფია _ დაკავებულია მოზარდი გოგონების მშობლები და მასწავლებელიპოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დაკავებულებს შორის არიან არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს. მისივე განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყების ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულებს პორნოგრაფიული ნაწარმოებების დამზადებაში ჩაბმული ჰყავდათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით. „ასევე, დაკავებულია არასრულწლოვანი ბავშვების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა. ამავე საქმეზე, მიმდინარე წლის სექტემბერში, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბავშვთა პორნოგრაფიის დამამზადებელი ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი გამოავლინეს. სექტემბერში, პირველ ეტაპზე, სამართალდამცველებმა აღნიშნული ქსელის 11 წევრი დააკავეს. ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით, სულ დაკავებულია 22 პირი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს“, - აღნიშნეს ... ...
  • ოზურგეთში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნაოზურგეთში “ევროკლუბის“ წევრების ორგანიზებით მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღნიშნა. როგორც ღონისძიებაზე ითქვა, მოხალისეობა  არის  არაანაზღაურებადი, გათვითცნობიერებული, ნებაყოფლობითი საქმიანობა სხვათა სასარგებლოდ. ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეგნებულად და უანგაროდ შრომობს სხვისთვის, შეიძლება ეწოდოს მოხალისე. ღონისძიების დროს “სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს“ მოხალისეებმა პატრიცია გებიცკამ და არკადიუშ ბჟოზმა ისაუბრეს მოხალისეების მნიშვნელობაზე. ასევე დამსწრე საზოგადოებას მოუყვნენ, რა მოხალისეობრივი აქტივობები ჰქონდათ გაკეთებული. “ევროკლუბის“ წევრებმა დარბაზში მყოფ ადამიანებს ქაღალდის ფურცლები ჩამოურიგეს, სადაც უნდა დაეწერათ მოხალისეობის მნიშვნელობაზე. ... ...
  • ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა" _ აქციას პროკურატურა შეუერთდარამდენიმე დღეა, ქვეყანაში საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილი 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს ძალადობისა და სექსუალური შევიწროების შესახებ. საინფორმაციო კამპანიის სლოგანია ,,სექსუალური შევიწროვება ადამიანის უფლებების დარღვევაა." კამპანიას საქართველოს პროკურატურაც შეუერთდა და უწყების ორგანიზებით ქვეყნის მასშტაბით არაერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. სამტრედიის რაიონული პროკურატურის თანამშრომლები მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის სახელობის პროფესიული კოლეჯის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებს შეხვდნენ და სექსუალური შევიწროვების თემასა და ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების საგამოძიებო და სასამართლო პრაქტიკის შესახებ ესაუბრნენ. ,,ღონისძიების მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ კატეგორიის დანაშაულის პრევენცია, ასევე, მოსახლეობისთვის სექსუალურ შევიწროვებასთან დაკავშირებით კანონმდებლობაში ბოლო დროს გახორციელებული ცვლილებების გაცნობა", _ აღნიშნა "გურია-ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის რაიონულმა პროკურორმა ნუგზარ ... ...

არქივი

ზაფრანი

მკურნალი ყავა

საინტერესოდ გამოიყურება ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა...

საშიშია თუ არა მზის სათვალე

მზის სათვალე წარმოადგენს არა მხოლოდ...

ლიმონის დიეტა

ლიმონის დიეტა გრძელდება 10-დან 14...

ახდენს თუ არა ცხელი ჩაი კიბოს პროვოცირებას

ჩინელი მედიკოსები ცხრა წლის მანძილზე...

ნივთები, რომლებიც იმაზე ჭუჭყიანია, ვიდრე წარმოგიდგენიათ

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლებიც იმაზე ბინძურია,...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს