დაკარგული თუ გაყალბებული ისტორია?! _ როგორ აღმოჩნდა საყდრისი "გაბაშვილის სიაში"

მთავარი თემა

დაკარგული თუ გაყალბებული ისტორია?! _ როგორ აღმოჩნდა საყდრისი "გაბაშვილის სიაში"

20 ოქტ. 2014, 16:34:10

კულტურული ძეგლისთვის სტატუსის როგორც მინიჭების, ასევე გაუქმების საკითხს ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა, რაზეც არავინ კამათობს, არც გეოლოგები, არც არქეოლოგები, არც ისტორიკოსები და არც იურისტები.

სწორედ, ამ მარტივი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, 2014 წლის 13 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბათილად ცნო კულტურის სამინისტროს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის თანახმადაც, საყდრისის მაღაროს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მოეხსნა. სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მინისტრმა 2013 წლის 5 ივლისის ბრძანება პროცედურული დარღვევებით მიიღო. კერძოდ, სამინისტროში არსებულ არქეოლოგიურ საბჭოს საკითხი არ განუხილავს. გადაწყვეტილება იმის შესახებ, რამდენად ჰქონდა ამ ძეგლს კულტურული მემკვიდრეობის ღირებულება, უნდა მიეღო შესაბამის საბჭოს, როგორც ამას კანონი ითხოვდა და არა კომისიას, როგორც ეს სამინისტრომ გააკეთა. რადგან ეს არ მომხდარა, სასამართლომ მიიჩნია, რომ სამინისტრომ არასათანადოდ გამოიკვლია საკითხი და ისე მიიღო გადაწყვეტილება.

ეს  გახლავთ მედლის ერთი მხარე. მედლის მეორე მხარეს არანაკლებ მნიშვნელოვანი და ბუნდოვანებით მოცული საკითხი დგას _  როგორ და რის საფუძველზე მიენიჭა საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წელს? რამდენად დაცული იქნა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და რას მოაწერა ხელი კულტურის მაშინდელმა  მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა?

"გურია ნიუსი"  ძეგლის სტატუსის მინიჭების კანონიერებით დაინტერესდა.

ინფორმაცია უახლესი ისტორიიდან...

საყდრისის არქეოლოგიურ ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2006 წლის 30 მარტს, მაშინდელი კულტურის მინისტრის, გიორგი გაბაშვილის  ბრძანების საფუძველზე მიენიჭა. აღნიშნული ბრძანება ცნობილია, როგორც "საქართველოს სსრ 1977 წლის კანონის ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ მოქმედების პერიოდში ისტორიის და კულტურის ძეგლებად გამოცხადებული ობიექტებისთვის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე". შესაბამისად, ამ ბრძანებით, ფაქტობრივად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აღუდგა იმ ობიექტებს, რომელსაც 1977 წლის კანონის საფუძველზე მინიჭებული ჰქონდათ ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი. ეს განპირობებული იყო იმით, რომ 1999 წელს ამოქმედდა ახალი კანონი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ (2006 წელს ჯერ კიდევ 1999 წელს მიღებული კანონი მოქმედებდა), რომელმაც ძალადაკარგულად გამოაცხადა საბჭოთა პერიოდში მოქმედი, 1977 წელს მიღებული კანონი ისტორიისა და კულტურის ძეგლების დაცვისა და გამოყენების შესახებ. როცა ამოქმედდა 1999 წლის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ კანონი, ძალადაკარგულად გამოცხადდა ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იყო საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონის საფუძველზე. რადგან საბჭოთა პერიოდში მოქმედი კანონი ძალადაკარგულად გამოცხადდა, ფაქტობრივად მოხდა ის, რომ 1999 წლიდან 2006 წლამდე, არცერთ ობიექტს, რომელსაც საბჭოთა პერიოდში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სამართლებრივი სტატუსი ჰქონდა, ამ სტატუსის აღდგენა აღარ მოხდა. გამომდინარე აქედან, კულტურის სამინისტრომ შეკრიბა საბჭოთა პერიოდში მოქმედი ყველა ნორმატიული აქტი, გააერთიანა ერთ მთლიან ნუსხაში და ფაქტობრივად კულტურის მინისტრის ბრძანებით, სტატუსი აღუდგათ საბჭოთა პერიოდში სტატუს მინიჭებულ ობიექტებს. რატომღაც, ამ ბრძანებაში  შეიტანეს საყდრისის არქეოლოგიური ობიექტი _ საყდრისის უძველესი ოქროს მაღარო.

კულტურის სამინისტრო _ "ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოიპოვება"

თუკი, სამართლებრივად  აღნიშნული ობიექტი არანაირად არ  "ჯდებოდა" იმ კრიტერიუმებში, რასაც ზემოაღნიშნული  ნორმატიული  აქტები  ითვალისწინებდა, როგორ მოხდა ბრძანებაში საყდრისის  არქეოლოგიური ძეგლი? კულტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ  ამ მიზეზის დადგენა მაშინ თავად სამინისტრომაც ვერ შეძლო

მათი განმარტებით, საყდრისის ოქროს მაღაროდ გამოცხადება მოხდა მხოლოდ 2004 წელს დაწყებული კვლევების საფუძველზე. შესაბამისად, საბჭოთა პერიოდში, 1977 წლის კანონის საფუძველზე მას ვერანაირად ვერ ექნებოდა მინიჭებული ძეგლის სტატუსი, რადგან მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო მისი კვლევა. გამომდინარე აქედან, ლოგიკურად და სამართლებრივად ეს ობიექტი არ უნდა ყოფილიყო ამ ბრძანების ჩამონათვალში.

 თეა ონიანი (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იურიდიული სამსახურის უფროსი): " სამინისტროში იმ პერიოდში ვერ იქნა მოძიებული ვერც ერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ამ ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე რამე მსჯელობა გაიმართა. 1999 წლის კანონი კი, რომელიც იმ დროისთვის მოქმედებდა, ცალსახად განმარტავდა, რომ ობიექტისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭება უნდა მომხდარიყო მხოლოდ საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე. შემდეგ, როცა სამინისტრომ საყდრისისთვის სტატუსის მინიჭების სამართლებრივი საფუძვლები გამოიკვლია, ვერ იქნა მოძიებული საბჭოს სხდომის ერთი ოქმიც კი, სადაც ასახული იქნებოდა, რომ ვინმემ კონკრეტულად იმსჯელა საყდრისის ობიექტისთვის სტატუსის მინიჭების თაობაზე. მიუხედავად ამისა, საყდრისი რატომღაც მოხდა იმ ჩამონათვალში, რომელშიც არ უნდა მოხვედრილიყო.

2006 წლის ბრძანების შინაარსი ამბობს, რომ მოქმედება უნდა აღუდგეთ საბჭოთა პერიოდში არსებულ, კანონის შესაბამისად გამოცემულ ყველა ნორმატიულ აქტს, რომელიც ობიექტებს ანიჭებდა ძეგლის სტატუსს და ვერც 1982, ვერც 1987 წლის და ვერც 1999 წლის დადგენილებაში საყდრისი ობიექტი ვერ იქნებოდა შეტანილი, რადგან მისი კვლევები მხოლოდ 2004 წლიდან დაიწყო. არანაირი დოკუმენტი იმის შესახებ, რომ ეს იყო უძველესი ოქროს მაღარო არ არსებობს. ქართულ-გერმანულმა ექსპედიაციამ საყდრისში რეალურად მუშაობა 2004 წლიდან დაიწყო და კვლევის პირველადი მონაცემები 2006 წლისთვის ჰქონდათ."

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: "ეს დოკუმენტაცია ფიზიკურად ვერ გვექნებოდა"

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საყდრისის თემასთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმაოდ   ვრცელი კვლევა შესთავაზა, რომელიც გამოთხოვილ დოკუმენტებსა და  მათ საფუძველზე გაკეთებულ ანალიზს ეყრდნობოდა.

კვლევის ერთ-ერთ ავტორს, სულხან სალაძეს "გურია ნიუსმა" მიმართა კითხვით : "კვლევის პროცესში მოიპოვეს თუ არა დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა,  რომ 2006 წელს საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სტატუსი განიხილა სპეციალურმა საბჭომ, როგორც ამას კანონი ითვალისწინებდა.

სულხან სალაძე: "ეს დოკუმენტაცია ფიზიკურად ვერ გვექნებოდა, რადგან კულტურული მემკვიდრეობის  ეროვნული სააგენტო აცხადებდა, რომ ეს დოკუმენტაცია კომისიის მუშაობის დროს ვერ იქნა მიკვლეული. ვერ იქნა მიკვლეული არ ნიშნავს იმას, რომ ეს დოკუმენტები არ იყო თავის დროზე. შეიძლება, აქ გვქონდა სულ სხვა თემასთან საქმე, ამ დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, როდესაც   საყდრის-ყაჩაღიანს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, ამის შემდეგ გაქრა ეს დოკუმენტები. შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი, რომ ეს დოკუმენტები არ აღმოჩნდა შემდეგ სამინისტროში.  თუმცა, მე როგორც ვიცი, თავის დროზე ეს დოკუმენტები წარდგენილი იყო სამინისტროში, სააგენტოში და ამ დოკუმენტების საფუძველზე მიენიჭა სწორედ სტატუსი.

_ ანუ, თქვენ ამასთან დაკავშირებით არ გაქვთ არანაირი დოკუმენტი?

_ არა, ჩვენ არ გვაქვს...

კითხვაზე, _ ხომ არ უპოვიათ მათ კვლევისას ისეთი რესპოდენტი, რომელიც დაადატურებდა 2006 წელს კულტურის სამინისტროში საყდრისის ძეგლის სტატუსთან დაკავშირებით საბჭოს არსებობას და ამ საბჭოს წევრობას, _ სულხან სალაძემ გვიპასუხა, რომ მათ ასეთი რესპოდენტი-მოწმე არ შეხვედრიათ. მისი თქმით, კომისიის წევრები ვინ იყო და ვინ არა, ეს მათი სამართლებრივი შეფასების საკითხი არ ყოფილა...

  საიას წარმომადგენელმა დეტალების უკეთ გასარკვევად გვირჩია ქალბატონ ირინა ღამბაშიძეს დავკავშირებოდით.

ირინა ღამბაშიძე: "ძეგლის სტატუსის მიმნიჭებელი კომისიის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი"

ქალბატონ ირინას იმავე კითხვით მივმართეთ, როგორითაც საიას_ როგორც საკითხში ჩახედული ადამიანი ფლობდა თუ არა რაიმე ინფორმაციას 2006 წელს საყდრისისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ირინა ღამბაშიძე (საქართველოს ეროვნული მუზეუმის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ვინც 2004 წლიდან იკვლევს საყდრისის საბადოს): "სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი  მაშინდელი კანონმდებლობით ძეგლს სტატუსი  რა ნიშნით და როგორ ენიჭებოდა. მე ჩავაბარე საბუთები კულტურის სამინისტროში, ეს იყო სააღრიცხვო ბარათი, რომელიც მომცეს, დოკუმენტები, ფოტოები და ნახატები, ასევე მეცნიერული აღწერა ობიექტის შესახებ.  მაშინ  ნიკა ვაჩეიშვილი იყო მინისტრის მოადგილე და თვითონ შემომთავაზეს, სტატუსი მივანიჭოთო. მე არ ვიცოდი, როგორ ენიჭებოდა სტატუსი, ეს ჩემთვის უცნობი იყო და ამიხსნეს. ამის შემდეგ, საბუთები შევიტანე სოფო სახანბერიძესთან, რომელმაც  ჩაიბარა. მერე მე აღარაფერი ვიცოდი ამ თემასთან დაკავშირებით და სულ ვკითხულობდი, რა ხდებოდა საყდრისზე. მითხრეს, რომ ქონების მართვას აქვსო. თუ ამ დროს ეკონომიკის სამინისტრო განიხილავდა ამ საკითხს და ლიცენზია უკვე გაყიდული ჰქონდათ, ან როგორ არ თქვეს ამის შესახებ ან სტატუსი როგორ მიანიჭეს? მე როგორც ვიცი, წინააღმდეგობა არ ყოფილა არანაირი. მე განცხადება შევიტანე 2005-ში და  2006 წელს მითხრეს სტატუსი მიენიჭა და ჩვენთვის ეს პირველი ძეგლია, რომელსაც  სტატუსი მივანიჭეთო.

_ ქალბატონო ირინა, ხომ არ გსმენიათ კომისიის შესახებ, რომელმაც მაშინ ძეგლისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განიხილა, თუ დოკუმენტაციის შემტანი თქვენ ბრძანდებოდით, სავარაუდოდ კომისიაშიც უნდა ყოფილიყავით...

_ არ ვიცი, მე მაგ კომისიის არსებობის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემთან მაგ თემაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი, კომისიამ ეს საკითხი გაიარა თუ არ გაიარა, ვინმემ რამე აზრი გამოთქვა თუ არა, ასეთი არაფერი ვიცი. იცით, რა სტატუსი მოუხსნეს უნამუსოდ უკანონოდ, ეს ზუსტად ვიცი, მაგრამ თუ უკანონოდ ჰქონდა მინიჭებული, მაშინ თავის დროზევე უნდა ეთქვა ეს მთავრობას, ხო? მე მეცნიერი ვარ და სამართლებრივ საკითხებში ვერ ჩავერევი, ჩვენ გვინდოდა, რომ საყდრისის მნიშვნელობა გვეჩვენებინა, მაგრამ თუ ასეთი პრობლემური იყო, ამდენი ინსტანცია გაიარა და რატომ მიანიჭეს  სტატუსი და რატომ ატეხეს ასეთი ამბავი? მე ხომ არ ამიტეხავს ეს ამბავი, არა?  მერე უბრალოდ ფორმა ვეღარ მოძებნეს სტატუსის მოხსნის და დაგვაბრალეს, რომ ვიტყუებოდით.  ჩვენ მოსატყუებელი არაფერი გვჭირდა, ჩვენ მეცნიერები ვართ და ეს არის ჩვენთვის გაცხადებული, ეტალონურად გათხრილი და დოკუმენტირებული ძეგლი. სამართლებრივი საკითხების მოგვარება კი სახელმწიფოს პრეროგატივაა.

_ თქვენი კოლეგებიდან ვინმე ხომ არ იცით, რომელსაც ამ კომისიის არსებობის დადასტურება შეუძლია?

_ არა, მე ნამდვილად არ ვიცი.

"ახალგაზდა ადვოკატები": "ჯერჯერობით, საყდრისისთვის ძეგლის მინიჭების სამართლებრივად დამადასტურებელი საბუთები არ გვაქვს"

"ახალგაზრდა ადვოკატები" აგრძელებს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის სამართლებრივი ანალიზის შესწავლას. ამ მიმართულებით, ორგანიზაციამ უკვე მიმართა არაერთ საჯარო უწყებას ინფორმაციის უზრუნველყოფის მიზნით. სწავლობს არსებულ მასალასაც, რომელიც მედიაში ქვეყნდება.

როგორც " გურია ნიუსს" ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არჩილ კაიკაციშვილმა განუცხადა, ინფორმაცია, რომელიც ამჟამად აქვს ორგანიზაციას და რომლის შესწავლაც მიმდინარეობს, არ ცხადყოფს, რომ 2006 წელს, როდესაც კულტურის მაშინდელმა მინისტრმა ძეგლს სტატუსი მიანიჭა, სამართლებრივი მოქმედება გამომდინარეობდა რომელიმე კომისიის დასკვნის საფუძველზე.

არჩილ კაიკაციშვილი: "ცხადია, ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ გვაინტერესებს, უკვე 2012 წლის ოქტომბრის ცვლილებების შემდეგ, რა მოქმედებები განხორციელდა და უკვე შექმნილი კომისიის გადაწყვეტილებები, რა ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს ეყრდნობოდა. ამასთან, სიანტერესოა, დადგინდეს, ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება, რომელიც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ხდებოდა, იყო მინისტრის ხედვაზე დაფუძნებული თუ გადაწყვეტილებებს უძღოდა საჭირო საფუძვლებიც. ამიტომაც, ჩვენი მიზანია, საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის საკითხი საფუძვლიანად იქნეს შესწავლილი. იურისტებისთვის საჭირო ყველა ლეგიტიმურ კითხვას, მიგვაჩნია, რომ პასუხი უნდა გაეცეს. რაც უფრო მეტი იქნება მტკიცებულებები, მით უფრო მეტი იქნება საკითხის მიმართ გამჭვირვალობა. მიგვაჩნია, რომ დღეს საყდრისი-ყაჩაღიანის ძეგლის სტატუსის საკითხი საკმაოდ პოლიტიზირებულია, რაც პროცესის მიმართ კვალიფიციურ მსჯელობას აფერხებს. ორგანიზაცია საკითხზე კვლევის ანალიზს, ნოემბრის თვეში წარმოადგენს".

საყდრისის გარშემო არსებულ პრობლემებზე მუშაობას "გურია ნიუსი" აგრძელებს... ამ ეტაპზე ჩვენ ვერ მოვახერხეთ დავკავშირებოდით გიორგი გაბაშვილს, რადგან მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. შევეცდებით მისი განმარტება უახლოს მომავალში შემოგთავაზოთ.




 ახალი ამბები
  • მუნიციპალიტეტებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას მხარი დაუჭირესრეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია უძღვებოდა, დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები განიხილა. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გოგა გულორდავას, ზაზა გაბუნიას და მერაბ ქვარაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ" თანმდევ პროექტთა პაკეტთან ერთად, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ პირველი მოსმენისთვის წარადგინა. მომხსენებლის განმარტებით, წარმოდგენილი კანონის პროექტით ხდება აღნიშნული კანონის საქართველოს ორგანულ კანონთან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან" შესაბამისობაში მოყვანა, რაც მისცემს მუნიციპალიტეტებს საშუალებას საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში დაარეგულირონ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემა და მოსახლეობის მუნიციპალური ტრანსპორტით მომსახურების ორგანიზება. „ხორციელდება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება. ამ ცვლილების მიხედვით, თუ დღემდე ტრანსპორტის რეგულირების საკითხები ადგილობრივი  თვითმმართველობის დონეზე მხოლოდ და მხოლოდ თვითმმართველი ქალაქების კომპეტენცია იყო, აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ამ უფლებით აღიჭურვება უკვე დანარჩენი მუნიციპალიტეტები და მთ შეეძლებათ აღნიშნულ უფლების სრულად განხორციელება, - განაცხადა მერაბ ქვარაიამ.  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონპროექტი: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პირველი მოსმენით  პროექტის ერთ-ერთმა ავტორმა კობა ლურსმანაშვილმა წარადგინა. წარმოდგენილი კანონპროექტით  დედაქალაქის ტერიტორიაზე პარკირების წესები რეგულირდება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია არსებული პრაქტიკით, რომელიც ცხადყოფს, რომ ჯარიმების აღსრულების მოქმედი მექანიზმი არ არის ეფექტური. მომხსენებლის განმარტებით, დედაქალაქის ტერიტორიაზე ხშირია პარკირების სხვადასხვა წესის დარღვევა, მათ შორის, პარკირების ადგილზე პარკირებული სატრანსპორტო საშუალებები გამოიყენება შემოსავლის მიღების მიზნით და მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს დაჯარიმებას. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე გახშირებულია გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებების გზებზე მიტოვება. კანონმდებლობით, ასევე არაა განსაზღვრული ამ პრობლემის მოგვარებისათვის შესაბამისი რეგულაცია.   კანონპროექტის მიღება კი აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი სანქციების შემოღებას უკავშირდება. გარდა ამისა, სახელმწიფო ეკოლოგიური ვითარების გაუმჯობესების მიზნით, პოპულარიზაციას უწევს ელექტროძრავიან მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონის პროექტით გათვალისწინებულია ელექტროძრავიანი სატრანსპორტო საშუალების დამუხტვის ადგილზე დასამუხტ მოწყობილობასთან მიერთების გარეშე, სატრანსპორტო საშუალების პარკირების განსაზღვრა სამართალდარღვევად. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა ასევე პირველი მოსმენით განიხილა  საქართველოს პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას, გიორგი კოპაძის, კობა ლურსმანაშვილის, გოჩა ენუქიძის, ერეკლე ტრიპოლსკის, პაატა მხეიძის და არჩილ ხაბაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ" და „საქართველოს კანონების პროექტი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", პროექტთა პაკეტთან ერთად. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განცხადებით,  წარმოდგენილი ცვლილებები ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან მიმართებაში ერთიანი ტერმინოლოგიის დამკვიდრებას, აგრეთვე ხარვეზული ჩანაწერების გასწორებას. აღნიშნული ცვლილებები გამომდინარეობს საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებისგან. საქართველოს პარლამენტის წევრების: მერაბ ქვარაიასა და გოგა გულორდავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კომიტეტმა მესამე მოსმენით განიხილა. რომლის მიხედვითაც საქართველოს კანონს ემატება მე-175 მუხლი რომელიც გულისხმობს სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის მოსაკრებლის გადამხდელის ამ მუხლის ამოქმედებამდე გაცემული სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისთვის გადაუხდელი მოსაკრებლის გადახდისგან გათავისუფლებას, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა: ა) ეს ობიექტი ითვლება დაუმთავრებელ მშენებლობად; ბ) ამ ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით უფლებამოსილი ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს 2025 წლის 1 იანვრამდე გამოსცემს. მომხსენებლის, მერაბ ქვარაიას განმარტებით, მესამე მოსმენისთვის პროექტში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, კანონის ამოქმედების ვადად, ნაცვლად გამოქვეყნებიდან ერთი თვისა, გამოქვეყნებიდან 30 დღე განისაზღვრა.  „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების" პროექტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებს- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის შესაბამისად განსახილველად წარმოდგენილი ანგარიშის მომზადების ვალდებულება საქართველოს აკისრია 1966 წლის „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლით და მიზნად ისახავს გაეროს რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტს მიაწოდოს ინფორმაცია, 2016 წლის ივნისის შემდეგ, VI-VIII გაერთიანებული ანგარიშების შემდგომ, საქართველოს მიერ, კონვენციით დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად განხორციელებული ღონისძიებებისა და პროგრესის შესახებ. ანგარიში დაყოფილია 4 ნაწილად, რაც მათ შორის მოიცავს, შესავალს და ზოგად ინფორმაციას, კომიტეტის დასკვნითი რეკომენდაციების შესრულებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, ეთნიკურ ქართველთა დისკრიმინაცია და კონვენციით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების შესრულებას. "ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოხსენება თავისი შინაარსის, ტევადობის და  ჩვენი სახელმწიფოს  სასიცოცხლო ამოცანების გათვალისწინებით და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ამ ანგარიშის წარდგენა ხდება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შესაბამის კომიტეტზე",-განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ" და „კონკურენციის შესახებ" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აკაკი საღირაშვილმა წარადგინა. კანონპროექტის ძირითად არსს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მაღალსიჩქარიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაზე და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების არადისკრიმინაციული, პროპორციული, ეფექტური და კონკურენტული პირობების უზრუნველყოფა. მომხსენებელმა განმარტა, რომ შესაბამისი კანონების მიღებით დარეგულირდება სათანადო მართლზომიერი ჩარევის და სამართლიანი პირობების დადგენის შესაძლებლობა ინფრასტრუქტურის ოპერატორების მხრიდან სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებად ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე დაშვების უსაფუძვლო უარის თქმის, დისკრიმინაციული საფასურის დადგენისა და ექსკლუზიური ხელშეკრულებების დაუშვებლობის მიმართულებით და, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნას, როგორც ერთ-ერთი ძირითად საფუძველს ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებისთვის. კანონპროექტის მიღების შედეგად ავტორიზებულ პირებს მიეცემათ შესაძლებლობა ფართოზოლოვანი ქსელის განსავითარებლად ისარგებლონ უკვე არსებული, სატელეკომუნიკაციო და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურით, არადისკრიმინაციული და კონკურენტული პირობებით და ფასით, რაც უზრუნველყოფს კონკურენტული გარემოს განვითარებას, შეამცირებს ქსელის განვითარების საფასურს, წაახალისებს ავტორიზებულ პირებს ბოლო მომხმარებელს შესთავაზონ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება შედარებით დაბალ ფასად. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი" ცვლილების შეტანის შესახებ", წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით ხდება კოდექსის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა და კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზების გასწორება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კოდექსის 165-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებათა სრული გამიჯვნა და ერთგვაროვანი ტერმინოლოგიის დამკვიდრება მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით არსებულ სამართლებრივ აქტებში. მომხსენებლის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, მზია გიორგობიანის განმარტებით,  წარმოდგენილ პროექტში არის მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებები, დაკორექტირდა ტერმინები და შინაარსს ცვლილება არ განუცდია. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა განხილული კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. დღესვე, კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ორი დოკუმენტი განიხილა და მხარი დაუჭირა. სარატიფიკაციო დოკუმენტები დეპუტატებს განსახილველად ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს პროექტი)"  ხელშეკრულების თანახმად შეძენილი იქნება ახალი თანამედროვე ტიპის ვაგონები, რომლის შესყიდვის ღირებულებაც დაახლოებით 60 მლნ ევროა.  აღნიშნული სამუშაოების ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 15 მლნ ევროს (დეპოს მშენებლობა 10 მლნ ევრო, გვირაბის აღდგენა 5 მლნ ევრო) სესხის ხანგრძლივობა 15 წელი. პროექტის სავარაუდო დასრულების თარიღია 2023 წლის 20 დეკემბერი.  „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტის დამატებითი დაფინანსება)" „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი"-ს დაფინანსების მიზნით საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის 2014 წლის 18 აგვისტოს ხელი მოეწერა სასესხო ხელშეკრულებას (30 მლნ აშშ დოლარი) და 2015 წლის 1 მაისს ხელი მოეწერა შვეიცარიული გრანტის ხელშეკრულებას სასესხო ხელშეკრულებას (საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის მოქმედი როგორც მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარების მეორე პროექტი (დაახლოებით 5 მლნ აშშ დოლარი) პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ( აჭარა, იმერეთი, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე ინსტიტუციონალურ განვითარებას ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ... ...
  • შინგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ა.ი. პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 2020 წლის 5 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ თბილისში, ვარკეთილის მე-3 მასივში, 1975 წელს დაბადებულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა.ი.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა. პოლიციელებმა მიღებულ შეტყობინებაზე ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს დახვდათ საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მოქალაქე ა.ი., რომელიც ამავე სახლის ფანჯრიდან, მეზობლების თანდასწრებით, მის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებას ახდენდა და უმისამართოდ ისროდა, რითაც უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, იგი კვლავ აგრძელებდა მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლას. რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შედეგად, ა.ი. დაემორჩილა სამართალდამცველების მოთხოვნას და საცხოვრებელი სახლი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა იგი ადგილზე დააკავეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ... ...
  • დიზელის საწვავით დახმარება და მოსახლეობის გამოთქმული ეჭვი: „მაინც გვატყუებენ“საქართველოს მთავრობის მიერ  შემუშავებული ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა, რომელიც პრემიერმა წარადგინა,  კონკრეტულ მიმართულებაში „ზრუნვა სოფელსა და ფერმერეზე“, ქვეთავში,  „პროგრამით სარგებლობის ინსტრუქცია“,  ნათქვამია, რომ: „პროგრამაში ჩართულ ფერმერებს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადეობრივ ცენტრებში დაურიგდებათ ავტოგასამართი კომპანიის (,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”) ფასდაკლების ბარათები. აღნიშნული ბარათებით, პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს, შესაძლებლობა ექნებათ, დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, დიზელის ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებში ფიქსირებულ ფასზე,  დაახლოებით, 1 ლარით ნაკლებ ფასად შეიძინონ. საწვავის შეძენა შესაძლებელი იქნება „სოკარ პეტროლეუმ-ჯორჯიას” საბითუმო ბაზებიდან და ავტოგასამართი სადგურებიდან.“   დღეს, დილიდან, „გურია ნიუსს“  სწორედ „სოკარის“ სადგურიდან დაუკავშირდა არაერთი ფერმერი და მათ ერთნაირი პრეტენზია ჰქონდათ: _ხომ გვითხრეს და დაგვპირდნენ, რომ ერთი ლარით ნაკლებ ფასად იყიდით საწვავსო? აგერ, „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურზე ვართ. ევროდიზელი ორი ლარი და ოთხი თეთრი ღირს, ჩვეულებრივი _ ერთი ლარი და 80 თეთრი. პარალელურად, ევროდიზელს თუ იყიდი, 1,15 ლარს გვახდევინებენ, ხოლო ჩვეულებრივში ერთ ლარს. გამოდის რომ 70-80 თეთრია შეღავათი. კი, ბატონო, მაგრამ, ყოველთვის ხალხი რატომ არის ადვილად მოსატყუებელი? თუ ერთ ლარს და 80 თეთრს ჩვენ ვერ ვარჩევთ ერთმანეთისგან ან ყურში ცუდად გვესმის? - ბრაზობდნენ ისინი. ჩვენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურს დავუკავშირდით, საიდანაც ასეთი პასუხი მოგვაწოდეს: „სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდიზელით ხელშეწყობის ფასდაკლების ბარათებით პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა აქვთ, დიზელის   საწვავი ბენზინგასამართ  სადგურებში ფიქსირებულ ფასზე, დაახლოებით, 1 ლარამდე ნაკლებ ფასად შეიძინონ. დღეისათვის, ავტოგასამართ სადგურებში დიზელის ფასი შეადგენს საშუალოდ 1.90 ლარს, ფასდაკლების ბარათებით პროგრამის ბენეფიციარები კომპანია „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებში აგროდიზელს 74 თეთრით ნაკლებ ფასად იძენენ. ფასდაკლების ბარათების და დიზელის გაცემის პროცესი, მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუფერხებლად მიმდინარეობს, რასაც სახელმწიფოს და კომპანიის „სოკარი“ მიერ შემუშავებული გრაფიკი უზრუნველყოფს. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ორგანიზებულად მომსახურების პროცესის შენარჩუნებისთვის ყველა ბენეფიციარმა, ვინც უკვე მიიღო ნებისმიერი ოდენობის ფასდაკლების ბარათი, აუცილებლად, 1 ივლისამდე უნდა შეიძინოს 50 ლიტრის დიზელის საწვავი. 1 ივლისის შემდგომ, 50 ლიტრზე ფასდაკლების ბარათით ვეღარ ისარგებლებენ. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის მეორე ეტაპზე ბენეფიციარები 1 სექტემბრამდე შეძლებენ არაუმეტეს 300 ლიტრის, ხოლო მესამე ეტაპზე, 1 სექტემბრიდან, დარჩენილი ოდენობის შეძენას ფასდაკლების ბარათებით. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა წლის ბოლომდე გაგრძელდება. ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია კომპანიის ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, საქართველოს მასშტაბით მოქმედ 89 ბენზინგასამართ სადგურზე. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15,000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემა. აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათები ფერმერებისთვის ეტაპობრივად გაიცემა, როგორც იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში (my.gov.ge-ზე ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის პრინციპით), ასევე სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებსა და მუნიციპალიტეტებში არსებულ საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში; აგროდიზელის ფასდაკლების ბარათებს გასცემს ლიბერთი ბანკის ფილიალებიც. ბარათების გაცემა ხდება პროგრამის ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ხოლო თანამესაკუთრეების შემთხვევაში, დამატებით შესაბამისი მინდობილობის ან თანხმობის წარდგენის საფუძველზე, ან იმ შემთხვევაში თუ ყველა თანამესაკუთრე ერთად გამოცხადდება.“ როგორც ამ პასუხიდან ჩანს, დიზელის საწვავის ფასი არა ზუსტად ერთი ლარით მცირდება ამ ბარათის მფლობელთათვის ,  არამედ საწვავის ყიდვისას  შეღავათი გაეწევათ ერთ ლარამდე ... ...
  • "პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს"-მინისტრი გარემოს დაცვაზე„გარემოს დაცვა სულ უფრო მეტ და განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ყველა გამოწვევა, რომლის წინაშეც მსოფლიო დგას, თითოეულ ჩვენგანს ახსენებს, რომ ზრუნვა გარემოზე, ზრუნვა ჰაერზე, წყალზე, ზრუნვა ტყეზე, ნიადაგზე პრიორიტეტთა შორისაც კი პრიორიტეტი უნდა იყოს. წელს, გარემოს დაცვის საკითხებში მსოფლიო განსაკუთრებულ ყურადღებას ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობაზე ამახვილებს, რადგან ბიომრავალფეროვნება უზრუნველყოფს ეკოსისტემების მდგრადობას, ის სასიცოცხლო როლს ასრულებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების წარმოქმნასა და განვითარებაში. ჩვენი ქვეყნის უნიკალურ სიმდიდრეზე, ჩვენს ბუნებაზე ზრუნვა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ჩვენ ევროპული სტანდარტების და გამოცდილების გაზიარებით შევიმუშავეთ და მივიღეთ არაერთი საკანონმდებლო აქტი”,_ განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. მინისტრის განცხადებით, ტყის კოდექსი ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და აღნიშნა, რომ გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტში დასაქმებული ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ  ტყეებს. „მივიღეთ ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ქვეყანაში ტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის მართვა სრულიად ახალ ეტაპზე გადაჰყავს. 2019 წელს ავკრძალეთ პლასტიკის პარკების გამოყენება. აკრძალვა ძალიან დროული და საჭირო ნაბიჯი იყო. ამოქმედდა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების სისტემა, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ბუნების დაცვისთვის და ეკონომიკის ალტერნატიული საქმიანობების წახალისებისთვის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ამოქმედება უზრუნველყოფს, რომ ბატარეები და აკუმულატორები, საბურავები, ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებები, ზეთები, შესაფუთი ნარჩენები და ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები გარემოს აღარ დააბინძურებს. გავაძლიერეთ წყლის და ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის სისტემა; შეიქმნა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი. ჩვენ მნიშვნელოვანი რეფორმა განვახორციელეთ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. აქ დასაქმებული ადამიანები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ ჩვენ ტყეებს, ებრძვიან უკანონო ჭრებს. ჩვენ მნიშვნელოვანად გავაძლიერეთ საინსპექციო ნაწილი. გარემოს ყველაზე დიდ დამაბინძურებლებს, მსხვილ ინდუსტრიულ საწარმოებს გონივრულ ვადებში გამოსწორების გეგმები განესაზღვრათ. სუფთა გარემოს შენარჩუნება მნიშვნელოვნად დაკავშირებულია ცნობიერების ამაღლებასთან. სწორედ ამიტომ, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში საგანმანათლებლო პროგრამაში შევიტანეთ გარემოსდაცვითი საკითხები. ჩვენი ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი თაობაა. მათ უნდა ჰქონდეთ უფრო მეტი ცოდნა ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებზე და ამ შესაძლებლობების სწორად გამოყენებაზე. ჩვენი მთავარი მიზანია, მდგრადი განვითარების პრინციპებით, გარემოს დაზიანების მინიმუმამდე შემცირებით შევძლოთ ეკონომიკის განვითარება, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება, ერთი მხრივ ეკონომიკურად ძლიერი, ხოლო მეორე მხრივ, ეკოლოგიურად სუფთა, მიმზიდველი ქვეყანა“, - განაცხადა ... ...
  • ბექა გოჩიაშვილი და კახა თოლორდავა - იმპროვიზაცია აქ.ახლა (R)თიბისის Live-სესიები - აქ.ახლა გრძელდება. 5 ივნისს, 20:00 საათზე, ყველა მსურველს საშუალება აქვს მუსიკოსის - ბექა გოჩიაშვილის სესიას ვირტუალურად დაესწროს თიბისის Facebook გვერდის (https://www.facebook.com/tbcbank/) დახმარებით. ლაივ-ჩართვა დიალოგის რეჟიმში ჩატარდება, რომლის მოდერატორი კრიტიკოსი და ჟურნალისტი - კახა თოლორდავა იქნება. სესიის - „იმპროვიზაცია - აქ.ახლა" ფარგლებში, კახა თოლორდავა და ბექა გოჩიაშვილი მუსიკასთან ერთად, ახალ რეალობაში მუსიკოსების წინაშე არსებულ გამოწვევებზე, ახალ შესაძლებლობებსა და ცოდნის გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ჯაზ-პიანისტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამში ცხოვრობს და მოღვაწეობს, ახლანდელ ცხოვრებასა და შემოქმედებაზეც ისაუბრებს. (R) ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?