"მხოლოდ მოსავლის დაზღვევა ვერ გვიხსნის გასაღების პრობლემისგან"

მთავარი თემა

"მხოლოდ მოსავლის დაზღვევა ვერ გვიხსნის გასაღების პრობლემისგან"

2014 ნოე 4 17:36:01

გურიაში ციტრუსის დაზღვევა დაიწყო. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სადაზღვევო კომპანიები მუშაობენ, რომლებიც ფერმერებს ციტრუსის დაზღვევის მისეულ პროდუქტს სთავაზობენ. მოსახლეობის უმრავლესობა დადებითად შეხვდა აღნიშნულ პროცესს და უყოყმანოდ ჩაერთო სადაზღვევო  პროგრამაში, თუმცა, ისინი არ ფიქრობენ, რომ დაზღვევით მათი ძირითადი პრობლემა გადაიჭრება.  ასეთ პრობლემად კი ფერმერები  მანდარინის გასაღების ბაზრის უქონლობას თვლიან.

"გურია ნიუსი" ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს ეწვია, ძირითადად, ვიყავით იქ, სადაც ციტრუსოვანთა ვრცელი პლანტაციებია. ზოგადი სურათი ასეთია _ მოსავალი მცირეა, საშუალოდ, 20-ტონიან ბაღში შესაძლებელია რვა ტონა მანდარინი მოიკრიფოს. ნაყოფის ხარისხიც, მეტ-ნაკლებად, სხვადასხვაა. იმ ფერმერთა ბაღებში, რომლებმაც დროული შეწამვლითი თუ სხვადასხვა ვეგეტაციური სამუშაოები შეასრულეს, ხარისხი და მსხმოიარობა შედარებით მაღალია. ასევე, უკეთესი მსხმოიარობაა ზღვისპირა მხარის სოფლებში: ნატანებში, შრომაში, მერიაში, სადაც შედარებით ყოველთვის თბილა და წლევანდელი გაზაფხულის ყინვებმა მანდარინის ყვავილობას ხელი ვერ შეუშალა.  

_ კარგია დაზღვევა, თუმცა, არც ისე სახარბიელო. გვითხრეს, 10 დეკემბრამდე თუ დაგაზარალებთ სტიქია, იმ შემთხვევაში აგინაზღაურებთ ზარალსო.  წელს მოსავალი ცოტაა _ გაზაფხულის ყინვებმა კვირტები გაანადგურა. ახლა კარგი ამინდებია, მანდარინი მალე მოიკრიფება, თუმცა, სად გავყიდოთ? მოკრეფილი რომ ხშირად გვიფუჭდება, ამას ვინ დააზღვევს? ეს არ შეიძლებაო, უფრო სწორად, არ იქნება ასეთი დაზღვევაო, გვითხრეს. სახელმწიფო ჩაბარებაშიც უნდა დაგვეხმაროს. გვირჩევნია, ვინმემ ერთიანად ჩაიბაროს ციტრუსი. კარგი იქნება, თუ მომავალში უფრო დაიხვეწება სადაზღვევო პაკეტი, სახელმწიფო უფრო მოწყალე გახდება და მარტო სეტყვისგან და თოვლისგან დაზიანებულ მანდარინს კი არ აგვინაზღაურებს, არამედ სხვა სახით მოყენებულ ზარალსაც. მაგალითად, წელს დათვმა ბაღებში თხილი, ხურმა და ვაშლი არ დატოვა. ახლა რომ მანდარინიც მოუნდეს, ვერ გაბედავს შემოვარდნას თუ რა? _ გვეუბნება გიორგი მარუქიანი

თინა გაჩეჩილაძის ბაღში 10 ტონამდე მოსავალი მოდის, თუმცა, წელს ორ ტონამდე მანდარინს თუ მოკრეფს. მანაც დააზღვია მოსავალი და უკმაყოფილების განცდა მაინც აქვს:

_ დაზღვევა ყველას მოსწონს, მაგრამ ასე შეზღუდული პირობები არ უნდა იყოს. სახელმწიფო სერიოზულად აფინანსებს პროგრამას და პირველ რიგში, სადაზღვევო კომპანიებისთვისაა ეს  ძალიან კარგი. კარგად მახსოვს, ადრეულ წლებში, უხვი მოსავლის პირობებში, 10 დეკემბრამდე ხშირად არ იყო დამთავრებული ციტრუსის კრეფა. მერე რომ დაზარალდეს ფერმერი სტიქიისგან, ამ ზარალის ანაზღაურებაზე ყველა კომპანია იხსნის პასუხისმგებლობას. არადა, როგორც ვიცით, სახელმწიფო სერიოზულ თანხას დებს ამ საქმეში. გლეხს მეტი თანადგომა სჭირდება _ არ ვიცით, ჩაიბარებს თუ არა ვინმე ერთიანად ჩვენს პროდუქციას. კილოგრამობით გაყიდვით ბევრს ვერ ვყიდით.  ძირითადად, მაინც იმის იმედი გვაქვს, რომ ვინმე კერძო პირი შემოვა და ერთიანად იყიდის ჩვენს მანდარინს. კარგია დაზღვევა, მაგრამ მხოლოდ მოსავლის დაზღვევა ვერ გვიხსნის მანდარინის გასაღების პრობლემისგან. ამინდიც შესანიშნავია და იქნებ, ეს მცირე მოსავალი მაინც შეგვარგოს კაცმაც და ბუნებამაც, _ ამბობს ქალბატონი თინა.

სოფელ მერიის მკვიდრს ვახტანგ ბაქანიძეს გასულ წელს უხვი მოსავალი ჰქონდა _ ნადის დახმარებით20 ტონა მანდარინი მოკრიფა, თუმცა, შემდეგ დიდი ზარალი ნახა _ რვა ტონის გაყიდვა მოახერხა მხოლოდ, დანარჩენი დალპა და ისევ  ნადი დასჭირდა, რომ გადაეყარა:

_ საშუალოდ 18-20 ტონა მანდარინს ვკრეფ და წელს რვა ტონა თუ იქნა, დიდია. კარგი იქნებოდა, 20 დეკემბრამდე მაინც თუ იქნებოდა დაზღვევის ვადა გადაწეული, რადგან უხვი მოსავლის პირობებში, გურიაში ამ დრომდე კრეფენ მანდარინს. გლეხი ცოტა ფულს დებს დაზღვევისთვის, სახელმწიფო სამჯერ მეტს იხდის და სადაზღვევო კომპანია  გაცილებით მოგებულია. თუ პლანტაციას ნორმალურად მოუვლი, ხარჯიც დიდია _  შებარვა, შეწამვლა, მოკრეფა საკმაოდ ძვირი ჯდება. ამ ხარჯების შემდეგ, საშუალოდ, 50 თეთრად თუ გაყიდი კილოგრამს, რაღაც მოგება გრჩება. კარგი იქნება, თუ სადაზღვევო კომპანიები სამომავლოდ მეტი ყურადღებით მოეკიდებიან საკუთარ საქმეს და ფერმერს უკეთეს პირობებს შესთავაზებენ, _ ამბობს ვახტანგ ბაქანიძე.

სოფელ მერიის გამგებელი გრიგოლ კოსტავა ამბობს, რომ წელს, ჯერჯერობით, მერიაში არსებული მანდარინის მიმღები ორი პუნქტიდან, რომელიც აქ გასულ წელს მუშაობდა, არც ერთი არ გახსნილა: _ მე არა ერთხელ ვიკითხე ამის შესახებ, რადგან მარტო მერიაში 800 ტონამდე მანდარინი მოიკრიფება წელს. ამ პუნქტებში სხვა სოფლებიდანაც მოაქვთ ციტრუსი ჩასაბარებლად. მაქვს ინფორმაცია, რომ  ჩამბარებელი პუნქტების გახსნას აპირებენ. შარშანაც მუშაობდნენ, თუმცა, შეფერხებებით ხდებოდა მიღება. ვნახოთ, რა იქნება, წელს ცოტა უკეთესობას მაინც ველით, _ გვითხრა კოსტავამ.

სოფელ ნატანებში სხვა სოფლებთან შედარებით უხვი მოსავალია.  ფერმერებს ახლა აქ ყველაზე ძალიან კარგი ამინდი უხარიათ და საკუთარი პლანტაციების დაზღვევაც უმეტესობამ გადაწყვიტა. სოფლის გამგებელი, ილია თავაძეც  იმედიანადაა  განწყობილი: _ ნატანებში წელს ციტრუსოვანთა  უხვი და ხარისხიანი მოსავალია _ სოფელში 6 ათას ტონამდე მანდარინი უნდა მოიკრიფოს. დაზღვევის პროგრამის გახორციელებას ხალხი დადებითად შეხვდა. ჩვენთან კომპანია "ქართუმ" დააზღვია ციტრუსოვანთა პლანტაციების 50 ჰექტარი ფართობი, ხოლო "ჯიპიაი"-მ  _ 470 ჰექტარი.  რაც შეეხება მანდარინის ჩაბარებას, ნატანებში არსებული საწარმო,  "ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია", რომლის სიმძლავრე  ხუთი ათასი ტონის გადამუშავებაა და ძირითადად ექსპორტს უკრაინასა და რუსეთში აწარმოებს, მწყობრშია.  მას გამოცდილი და წარმატებული მენეჯერი დავით სიხარულიძე ხელმძღვანელობს და იმედი გვაქვს, წელს ფერმერთა დიდ ნაწილს დროულად და კარგად მოემსახურება, _ გვითხრა ილია თავაძემ.

სოფელი ბაილეთი უფრო მთიან ზონას განეკუთვნება და აქ ერთ უბანში _ ჭანიეთურში აქვთ  ციტრუსოვანთა პლანტაციები. კარგი მოსავლის პირობებში სოფელში 100 ტონამდე მანდარინს კრეფენ. როგორც აქაური ფერმერები ამბობენ, რვა ჰექტრამდე ფართობი უკვე დააზღვიეს: _ დაზღვევა ძალდატანებით არ მომხდარა _ ხალხი დადებითად შეხვდა ამ ამბავს. დღეს რამდენიმე ოჯახში ვიყავი, ვისაც მანდარინის მოზრდილი ბაღი აქვს და ყველა დავათვალიერე. ხალხს გავესაუბრე. ჯერ კრეფა არ დაწყებულა, ადრეა.  გლეხებს კარგი ამინდი და ხარისხიანი მოსავალი კი უხარიათ, მაგრამ გასაღების ბაზარზე ფიქრობენ. მეც, რა თქმა უნდა, ამაზე ვფიქრობ. შარშანაც ვაწვდიდი ინფორმაციას ყველას, სად უკეთესი პირობები იყო მანდარინის ჩასაბარებლად _ ქობულეთში თუ ჩვენთან. მოგეხსენებათ, გასულ წელს ხალხი ძალიან დააზარალა ყინვამ და წელს ყველა შეშინებულია. ვცდილობთ, რეალიზაციის საშუალება მიეცეს ხალხს,  ჯერჯერობით, მეტს ვერაფერს გეტყვით, _ ამბობს "გურია ნიუსთან" სოფელ ბაილეთის გამგებელი სპარტაკ მამულაშვილი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, მანდარინის კრეფის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, "გურია ნიუსთან" ასეთი კომენტარი გააკეთა:

_ წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 15-18 ათას ტონამდე მანდარინის მოსავალს ველოდებით. დღეისთვის კრეფის სეზონის დაწყების წინა სამზადისში ვართ. დაწყებულია სამუშაოები, რომ ყველგან კეთილმოწყობილი იყოს მისასვლელი გზები. მთავარ ყურადღებას მივაქცევთ იმას, რომ კრეფის სეზონის დასრულების შემდეგ, ფერმერებს მიეცეთ მანდარინის რეალიზაციის საშუალება და ამ მხრივ, არ გაჩნდეს არანაირი პრობლემა.




 ახალი ამბები
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...
  • სუს-მა თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა, 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა და 2 პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე შპს „პრიზმა“-ს დირექტორი გ.ნ, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლები გ.ჯ, ი.გ. და შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტი რ.კ. დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორი ნ.ბ. და საწარმოში გულგრილობის ფაქტზე შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერი თ.მ.  სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2015 წლის 19 ოქტომბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ქალაქ ცაგერში, სპორტული კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც შპს „პრიზმა“-მ გაიმარჯვა. აღნიშნულ კომპანიასთან 2 714 143 ლარის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ხელშეკრულება გაფორმდა. სპორტული კომპლექსის მშენებლობის დროს, შპს „პრიზმა“-ს დირექტორმა, ამავე კომპანიის სამუშაოთა მწარმოებლების  დახმარებით,  დოკუმენტებში 177 000 ლარის ღირებულების სამუშაოები ყალბად დააფიქსირა შესრულებულად  და ამ გზით სახელმწიფოს კუთვნილ აღნიშნულ თანხას თაღლითურად დაეუფლა.  შპს „პრიზმა“-ს დირექტორს თაღლითობაში დახმარება გაუწია  შპს „აუდიტ-ფრევეგი“-ს ექსპერტმა, რომელმაც მის მიერ შედგენილ დასკვნაში არარსებული სამუშაოები შესრულებულად აჩვენა. თავის მხრივ, შპს „მშენტექზედამხედველი“-ს დირექტორმა, რომელსაც სამუშაოების შესრულების პროცესში ტექნიკური ზედამხედველობა ევალებოდა და შპს ,,პრიზმა“-ს ინჟინერმა, რომელიც  საანგარიშგებო დოკუმენტებს ადგენდა, დოკუმენტებში არარსებული სამუშაოები შესრულებულად დააფიქსირეს. სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო, 2017 წლის 12 ოქტომბერს, შპს „პრიზმა“-სთან დადებული ხელშეკრულება შეწყდა, რის გამოც სამშენებლო სამუშაოები სხვა კომპანიის მიერ დასრულდა. გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინების თავისუფლების აღკვეთას ვადით  6-დან 9 წლამდე). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",_ წერია გავრცელებულ ... ...
  • ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის მცდელობა ბათუმშიშინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და დეტექტივების სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი, 1986 წელს დაბადებული კ.ჟ. ბათუმში დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მცდელობაში ედება. დანაშაულები 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული ჩართული იყო ნარკოტიკების ინტერნეტით რეალიზაციის სქემაში. კერძოდ, კ.ჟ. ბათუმში, სხვადასხვა ადგილზე, სპეციალურად შერჩეულ სამალავებში ათავსებდა ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული სამალავების მისამართებს დისტანციურად ატყობინებდა პირს, ვინც შემდეგ ამ ნარკოტიკების რეალიზაციას ახდენდა. გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელა ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედებების ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა. სამართალდამცველებმა ბათუმში, დაკავებულის მიერ მითითებული სამალავებიდან, 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, ასევე, „სუბოქსინის“ 9 აბი და ნატეხები ნივთმტკიცებად ამოიღო. პოლიციის მიერ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ამოღებულია 1 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინი“. კ. ჟ.-ის დროებით საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკისას კი ნივთმტკიცებად ამოღებულია: ნარკოტიკული საშუალება „მეტადონის“ შემცველი 21 აბი, 6 შეკვრა „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი, „სუბოქსინის“ 17 აბი და ნატეხები, ერთჯერადი საინექციო შპრიცი „ჰეროინის“ შემცველი ხსნარით და ელექტროსასწორი, მის ზედაპირზე არსებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილით. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 19-260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...