"რეაბილიტაცია" ჩვენებურად _ ბაღების სკანდალი გრძელდება

მთავარი თემა

"რეაბილიტაცია" ჩვენებურად _ ბაღების სკანდალი გრძელდება

3 ნოე. 2014, 17:39:13

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტსა და შპს "შემოქმედმშენს" შორის #160 ხელშეკრულება 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, რომელსაც ხელს გამგებლის მოვალეობის აწ უკვე ყოფილი შემსრულებელი და დღეს გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე აწერს, #1 ბაგა-ბაღის, #2 ბაგა-ბაღის, სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღის, სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის და სოფელ სამების საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა გახორციელებულიყო. ამ სამუშაოებისთვის "შემოქმედმშენს" 181 111 ლარი ჰქონდა გამოყოფილი.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ჩატარებულ სამუშაოებზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2014 წლის 25 აგვისტოს შედგა.

 ინსპექტირების ჯგუფმა, რომელშიც ხუთი წევრია (ვლ. ლომთათიძე, ნ. სიხარულიძე, გ. ბერძენიშვილი, გ, სიმონია. ი. მეგრელიშვილი) დაადგინა, რომ #160 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა სამუშაო ჩაბარებულია.

კომისიას არანაირი შენიშვნა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით არ ჰქონია.

ჩაბარებული სამუშაოებიდან ერთი-ერთის შესახებ "გურია ნიუსი" უკვე წერდა, ამჯერად კი დანარჩენი ბაღები მოვინახულეთ.

#2 საბავშვო ბაგა-ბაღის ლოკალური ხარჯთაღრიცხვის თანახმად, სამუშაოებზე 91 000 ლარი დაიხარჯა. დაიგო ლამინატი, კაფელი, მეთლახი, ჩაისვა მეტალოპლასტმასის კარფანჯრები.

როგორც #1 ბაგა-ბაღში, ლამინატი აქაც უსწორმასწოროდაა დაგებული, ბევრ ადგილზე "პლინტუსებიც" გამორჩენიათ. ახალდაგებული მეთლახი უკვე გაბზარულია. როგორც ბაღის დირექტორი მარინა მეგრელიშვილი ამბობს, მეთლახი დაგების დროს გატყდა.

მეგრელიშვილის თქმით, მსგავსი სამუშაოების შესრულებაში საკუთარ სახლში მუშას გასამრჯელოს არ გადაუხდიდა, თუმცა ამ შემთხვევაში მას არც ფინანსებთან და არც მიღება-ჩაბარებასთან ჰქონია საქმე.

ის, რომ სამუშაოები უხარისხოდ არის შესრულებული, ჩვენთან საუბრისას ადასტურებს სოფელ იანეულის საბავშვო ბაღის გამგე. როგორც გვითხრეს, სარეაბილიტაციო სამუშაოები საკრებულოს წევრებმა _ დავით შარაშიძემ, ქეთევან სიხარულიძემ და გამგებელმაც მოინახულეს და უკმაყოფილებაც გამოთქვეს, თუმცა, ჩატარებული სამუშაოები ხარისხიანი დღესაც არ არის.

ინსპექტირების ჯგუფის მიერ ჩაბარებული იანეულის საბავშვო ბაღის ერთ-ერთი "ხარისხიანი" დეტალი კედელში სახელდახელოდ ჩაჭედილი ქვაცაა, რომლის დანიშნულებაც, ბაღის აღმზრდელების განმარტებით, თაგვისგან დაცვაა.

როგორც აღვნიშნეთ, ხელშეკრულების ფარგლებში, სოფელ სამებისა და სოფელ ამაღლების ბაღებიც გაკეთდა, თუმცა, იქ მისულებს გვითხრეს, რომ არც ერთ სოფელში საბავშვო ბაღი არ არსებობს.

ამაღლების რწმუნებულის ვიტალი დოლიძის განმარტებით, შენობა, რომელიც მხოლოდ გადაიხურა, სამომავლოდ ბაღისთვის არის განკუთვნილი. იგივე მდგომარეობაა სამებაშიც, სადაც იატაკზე ხის პანელის მასალაა დაგებული: _ ეს ობიექტი ჩაბარებული როგორ იქნება, აქტზე ვინ მოაწერდა ხელს?! მითხრეს, რომ არ ჩაიბარებდნენ. როცა ობიექტზე მუშაობდნენ, ვუთხარი კიდეც, ასეთი იატაკი ვის გაუგია, გადაკერებულია მასალა. ამ ბაღში 7 000 ევროს სამუშაოები ნორვეგიელებმა უნდა ჩაატარონ და ამას რომ ნახავენ, მაინც აგაღებინებენ,-მეთქი. ამაზე კი მიპასუხეს, რომ ხარჯთაღრიცხვაში არ ეწერათ, გადაკერებულ იატაკს დააგებდნენ თუ სწორს, _ ამბობს დოლიძე.

სამებისა და ამაღლების ე. წ. ბაღების რეაბილიტაციის შესახებ საქმის კურში არ აღმოჩნდნენ ბაღების გაერთიანებაში. გაერთიანების ხელმძღვანელის ნინო ბარამიძის თქმით, არც სამებაში და არც ამაღლებაში ბაღი არ არსებობს, შენობა არც მათ ბალანსზეა და შესაბამისად, არც მიმდინარე სამუშაოებისა იციან რამე.

გამგებლის მოადგილე თამაზ ჯინჭარაძე კი ამბობს, რომ როცა საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის საკითხს განიხილავდნენ, მას ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელიც ესწრებოდა:

_ თბილისში დაიგეგმა, რომელი ბაღი უნდა გაკეთებულიყო. მე მომხრე ვიყავი, რომ გაკეთებულიყო ორი ბაღი და კაპიტალურად, ასევე მინდოდა რომ ვანზომლეთის ბაღის გაკეთება, თუმცა, ასე გადაწყვიტეს თბილისში.

_ ბატონო თამაზ, ხელშეკრულებაში წერია, რომ უნდა მოხდეს სამებისა და ამაღლების ბაღების რეაბილიტაცია. იგივე წერია მიღება-ჩაბარების აქტში. არადა, აღნიშნულ სოფლებში არც ბაღებია და არც ე. წ. გარემონტებული შენობებია მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

_ არსებობდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ გადმოგვეცემოდა. წერილიც მივწერეთ ეკონომიკის სამინისტროს. იმათ მიწერეს გუბერნიას, ამის შემდეგ კვალი იკარგება _ არაფერი არ ვიცით, _ ამბობს ჯინჭარაძე.

წერილი, რომელზეც გამგებლის მოადგილე საუბრობს, 2014 წლის 26 მაისით არის დათარიღებული: "გაცნობებთ რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში შემოსულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წერილი, რომელიც ეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ამაღლებაში მდებარე უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად დარეგისტრირებასა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, შემდგომში საბავშვო ბაღის განთავსების მიზნით. გიგზავნით აღნიშნულ წერილს. გთხოვთ, განიხილოთ და მოგვაწოდოთ თქვენი მოსაზრება ზემოხსენებული უძრავი ქონების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით," _ აღნიშნულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის დიმიტრი ქუმსიაშვილის მიერ გუბერნატორის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილ წერილში.

როგორც ჯინჭარაძე განმარტავს, ამ წერილზე გუბერნიას პასუხი არ გამოუგზავნია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ივნისში გააფორმა ხელშეკრულება, სადაც წერია "ამაღლების საბავშვო ბაღი". იგივე წერია ინსპექტირების ჯგუფის მიერ შედგენილ საბოლოო მიღება-ჩაბარების ოქმში, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სოფელში არც ბაღია და არც შენობაა მუნიციპალიტეტის ბალანსზე.

_ კონკრეტულ წერილზე ამ ეტაპზე საუბარი არ შემიძლია, რადგან ოფისში არ ვიმყოფები და ვერ გეტყვით, მოხდა თუ არა რეაგირება. გავერკვევი, წერილს მოვიძიებ და კომენტარსაც შემდგომ გავაკეთებ, _ გვითხრა გურიის გუბერნატორმა გიორგი ჩხაიძემ, რომელიც ამ თემაზე ვრცელ განმარტებებს დღეს, გადაცემა "კვირის თემაში" გააკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურის გამგეობიდან არავის გაუგზავნია წერილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რომელშიც მითითებული იქნებოდა, რომ აღნიშნულ სოფელში ბაღები არ არსებობდა და არც შენობები იყო მათ ბალანსზე. როგორც დოკუმენტები ცხადყოფენ და გამგებლის მოადგილეც ადასტურებს, ხელშეკრულება ვიღაცის მიერ სიტყვიერი მითითების შედეგად შედგა და ჩაიწერა სიტყვა _ "ბაღები", თუმცა, ვინაა ეს "ვიღაცა", არ კონკრეტდება.

რაც შეეხება სამების ე. წ. "საბავშვო ბაღს", როგორც თამაზ ჯინჭარაძე ამბობს, ის არც ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და არც მუნიციპალიტეტის(?!): _ სოფლისაა. ადრე იყო მანდ ბაღი. რამდენიმე ადამიანს ეკუთვნის სოფელში, _ დასძენს ჯინჭარაძე, თუმცა იმ "ვიღაცის" მსგავსად, ეს "რამდენიმე ადამიანიც" არავინ იცის, ვინაა. არადა, ამ "რამდენიმე ადამიანს" შენობა ბიუჯეტის ფულით ისე გაურემონტეს, რომ არც არაფერი ჰკითხეს და არც დოკუმენტი შეადგინეს.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, გამგებლის, ირაკლი კუჭავას გადაწყვეტილებით, უკვე მოწვეულია სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო და კომენტარები მათი დასკვნის შემდეგ გაკეთდება:

_ საკრებულო აპირებს ამ თემაზე მსჯელობას. მანამდე ვერანაირ შეფასებას და კომენტარს ვერ გავაკეთებ. არ გამოვრიცხავ, რომ საგანგებო სხდომაც მოვიწვიო, _ გვითხრა მამალაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ დაუსაბუთებლად არც არავის დაადანაშაულებენ და არც არავის დააფარებენ ხელს:  _ შესყიდული სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით მართლაც სერიოზული პრობლემები არსებობდა და ჯერ კიდევ არსებობს. ამას ნაწილობრივ ობიექტური, ანუ კანონმდებლობასთან დაკავშირებული მიზეზებიც განაპირობებს. ამის თაობაზე გურიის გუბერნატორი ბატონი გიორგი ჩხაიძეც აღნიშნავდა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში. მხედველობაში მაქვს კომპანიების მიერ ფასების დაწევის მექანიზმი. კომპანიები ელექტრონული ტენდერების მიმდინარეობის დროს, სამუშაოების შესრულებაზე უფლების მოპოვების მიზნით, არ ერიდებიან ფასების დაკლებას. შემდეგ ვეღარ ასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს (მაგალითად, როგორც კულტურის სახლის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, რომელსაც ხელშეკრულება შევუწყვიტეთ) ან ასრულებენ უხარისხოდ.

რაც შეეხება თქვენს პუბლიკაციაში წამოწეულ თემას, საბავშვო ბაღების რეაბილიტაციის ტენდერი ჩვენ ჩატარებული დაგვხვდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჯერ კიდევ უფლებამოსილებაში შესვლამდე, შევხვდი შპს "შემოქმედმშენის" ხელმძღვანელს გია შილაკაძეს, ასევე მის ქვეკონტრაქტორს და ვთხოვე, რომ სამუშაოები ზედმიწევნით ხარისხიანად შეესრულებინათ. კითხვაც დავუსვი, თუ როგორ აპირებდნენ იმ სამუშაოების შესრულებას 181 000 ლარად, რომლის თავდაპირველი სატენდერო, სახარჯთაღრიცხვო ღირებულება 255 000 ლარს შეადგენდა. განაცხადეს, რომ აქვთ კარგი გამოცდილება, სამშენებლო მასალებზე წვდომა და შესრულება არ გაუჭირდებოდათ. სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას არა ერთხელ, პირადად და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელებთან ერთად ვიყავით ამ ობიექტებზე, კონკრეტული შენიშვნებიც მივეცით; ინსპექტირების ჯგუფიც გაფრთხილებული იყო, მათ შორის, სამშენებლო მასალების შესაბამისი სერთიფიკატის წარმოდგენაზე (მშენებელ კომპანიას ასეთი სერთიფიკატი წარმოდგენილი აქვს). უფრო მეტიც, როცა დავრწმუნდი, რომ პროექტი (ავტორი ი. მ. დოლბაია) მორგებული იყო თანხებზე და არა სრულ რეაბილიტაციაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 27 000 ლარი გამოვუყავით რეაბილიტაციის, მეტ-ნაკლებად მაინც, კონდიციამდე მისაყვანად. ასევე, დამატებით გამოვყავით საბავშვო ბაღებისათვის ახალი ავეჯის შესაძენად 32 300 ლარი. ჩვენი ბიუჯეტისთვის ეს ცოტა თანხა არ არის. პრევენციის კიდევ ერთი მექანიზმი შემოვიღე _ კერძოდ, ბაღების დირექტორების ჩართვა მიღება-ჩაბარების პროცესში. ამიტომაც მოვთხოვე სკოლამდელი საგანმანათლებლო სააღმზრდელო დაწესებულების ხელმძღვანელს, ქალბატონ ნინო ბარამიძეს, წერილობით დაედასტურებინა სარემონტო სამუშაოების ხარისხიანობა. პირველი სექტემბრით დათარიღებული ასეთი წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნიათ, მივიღე კიდეც.

ახლა იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებები გატარდება ამ ეტაპზე. პირველ რიგში, შეიცვლება ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელი და გადახალისდება შემადგენლობა. ეს ამ პუბლიკაციამდეც გადაწყვეტილი მქონდა, არა იმიტომ, რომ რაიმე ფაქტი გამაჩნია ამ ადამიანების არაკეთილსინდისიერების შესახებ (დაუსაბუთებლად ბრალს არავის დავდებ, მათ შორის არც შემსრულებლებს, რომლებმაც პროექტში გაუთვალისწინებელი სამუშაოებიც შეასრულეს ბაღების დირექტორების თხოვნით). მიმაჩნია, რომ მაკონტროლებელი კომისიების შემადგენლობა ხშირად უნდა განახლდეს ადამიანური სისუსტეების გამოსარიცხად.

ხელშეკრულებაში არის ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი, რომლის თანახმადაც, მიმწოდებელი ვალდებულია, ხუთი წლის განმავლობაში, მისი მიზეზით გამოწვეული ხარვეზები აღმოფხვრას საკუთარი ხარჯით. იმის დასადგენად, თუ რა მასშტაბის ხარვეზებია და რა თანხებთან არის ეს დაკავშირებული, უკვე მოვიწვიეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, რომლებიც დაადგენენ შესრულებული სამუშაოების ხარისხსა და მოცულობას.

კიდევ ვიმეორებ, დაუსაბუთებლად არც არავის დავადანაშაულებთ და არც არავის დავაფარებთ ხელს. ყველას ვთხოვთ გაითვალისწინოს _ კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება. დროა ვისწავლოთ პატიოსნად ცხოვრება ჩინოვნიკებმაც და ბიზნესმენებმაც, _ აღნიშნა კუჭავამ ჩვენთან საუბრისას.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ჩოხატაურში #1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოები იაპონიის მთავრობის ფინანსებით სრულდება და თანადაფინანსებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

როგორც გავარკვიეთ, იაპონელები, ამ ეტაპზე, ობიექტს იმ მიზეზით არ იბარებენ, რომ რიგი სამუშაოები დაუსრულებელია და ზოგიერთი რამ უხარისხოდაა გაკეთებული.

ამ ფონზე კი ჩნდება შეკითხვა _ რა დაინტერესება შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ინსპექტირების ჯგუფს, როცა უხარისხო ობიექტებს "ხარისხიანად" მიიჩნევს და შესაბამის აქტსაც აფორმებს? ამ კითხვით ჩვენ ინსპექტირების ჯგუფის ხელმძღვანელს, გამგეობის ქონების მართვის სამსახურის უფროსს ვლადიმერ ლომთათიძეს მივმართეთ, თუმცა, ლომთათიძემ კომენტარი არ გააკეთა, გადაღებაში ხელი შეგვიშალა და გამგეობის დერეფანში "საქმის რჩევა" დაგვიწყო, "რა უფლებით მიღებთო" და დასძინა: _ სკანდალი გინდათ თქვენ! არ გავაკეთებ კომენტარს, რადგან რაც დაწერეთ, ის არ მომწონს! _ საკუთარი საუბარი აღარ მოეწონა ლომთათიძეს, როცა ამბობდა, რომ "ჩოხატაურში სხვანაირად არ იციან საქმის კეთება და ყველა ობიექტი ასე კეთდება".

ჩვენი ინფორმაციით, ამ საკითხით ფინანსური პოლიციაც დაინტერესდა.

ფილმი _ "როგორ გაარემონტეს არსებული და არარსებული საბავშვო ბაღები", ნახეთ აქ.


სოფელ სამების საბავშვო ბაღი


"გარემონტებული"  ტუალეტი სოფელ იანეულის საბავშვო ბაღში


ჩოხატაურის #2 საბავშვო ბაღში "პლინტუსების" დაგება "დაავიწყდათ"


სოფელ ამაღლების ეგრეთწოდებული "საბავშვო ბაღი"




 ახალი ამბები
  • ხანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი გაანადგურახანძარი ჩოხატაურში- ცეცხლმა შუა სურებში ერთ-ერთი მოსახლის საცხოვრებელი სახლი გაანადგურა. როგორც "გურია ნიუსს" მერის წარმომადგენელმა შუა სურების ადმინისტრაციულ ერთეულში, განუცხადა, დამწვარია ხვიჩა გელოვანის საცხოვრებელი სახლი.  შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შემთხვევის ადგილას მობილიზებულია 3 სახანძრო ეკიპაჟი. ხანძრის შედეგად არავინ ... ...
  • უბედური შემთხვევა თბილისში- ერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან გადავარდაერთ წლამდე ბავშვი მე-14 სართულიდან დღეს, გამთენიისას გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უბედური შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ... ...
  • იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! (R)ძვირფასო მგზავრებო! ორშაბათს, 10 აგვისტოს თბილისი-ფოთის რეისზე მარიკა ბაკურაძე დაგემგზავრებათ.  ჩვენი გზამკვლევი მოგიყვებათ რა ისტორია ინახება ფოთის მუზეუმში, რომელიც ,,გერმანულ სახლში" მდებარეობს, რაზე მოგვითხრობს ლეგენდა პალიასტომის ტბის შესახებ, რომელ ტყეს ადარებენ უცხოელები ამაზონის ტყეს და როგორია კოლხეთის ნაკრძალი, რომელიც აუცილებლად მოსანახულებელ ადგილთა სიაში შედის - ეს ჩვენი ე.წ. გიდის ამბების მხოლოდ მოკლე ჩამონათვალია.  დაგვემგზავრეთ ფოთის რეისზე და ჩვენ საინტერესო თავგადასავალს გპირდებით.   შეგახსენებთ, რომ მგზავრობის პროცესში ჩვენი გადამღები ჯგუფი აწარმოებს გადაღებას, მოგვიანებით კი მოვამზადებთ საინფორმაციო ვიდეო რგოლს, რადგან სხვა ადამიანებსაც მოვასმენინოთ ჩვენი გზამკვლევების მიერ მოყოლილი ამბები. იმოგზაურე მატარებლით და აღმოაჩინე საქართველო რკინიგზასთან ერთად! ... ...
  • მეუფე მელქისედეკი - საქართველოს ომი არ დაუწყია"ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს", - ასე გამოეხმაურა, აგვისტოს ომის 12 წლისთავს, მარგვეთის და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე). მეუფეს თქმით, რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წელს არ დაწყებულა და არც დასრულებულა. როგორც მღვდელმთავარი აღნიშნავს, საქართველოს ომი არ დაუწყია და რუსეთი არის ოკუპანტი. ,,გურია ნიუსი“ მღვდელმთავრის წერილს, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, უცვლელად გთავაზობთ: ,,ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, კიდევ ერთხელ გვიწევს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი, 2008 წლის აგვისტოს თარიღის გახსენება. ჩვენი და ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაპირისპირებაზე საუბრისას, კონკრეტული თარიღი ალბათ უფრო პირობითი ტერმინია. დიახ, რუსეთს საქართველოს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ ომი 2008 წელს არც დაუწყია და არც დაუმთავრებია, გვებრძოდა მანამ და გვებრძვის იმის მერეც, ოღონდ განსხვავებული საშუალებებით, იქნება ეს ეკონომიკური ემბარგო, მავთულხლართები, ჰიბრიდული ომი, ცრუ ინფორმაციების გავრცელება თუ სხვა საზარელი მეთოდები, რომლებითაც, სამწუხაროდ, უფრო მეტად იფლობა ოკუპაციის მომაკვდინებელ და დამღუპველ ცოდვაში. აგვისტოს ომმა თითოეულ ჩვენგანს უამრავი ტკივილი მოგვაყენა, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ვნახავთ, რომ ის საგმირო საქმეები, რაც ჩვენმა თანამემამულეებმა 2008 წლის აგვისტოში გამოიჩინეს, წაუშლელ კვალს დატოვებს ქართველი ერის მეხსიერებაში. რად ღირს შინდისის გმირების, გიორგი ანწუხელიძის თუ სხვათა (თუნდაც დღემდე უცნობი) ქართველების გაბედულების გახსენება, რომლებმაც საკუთარი თავი გასწირეს, რათა ჩვენთვის ესწავლებინათ, რომ მტერს, თუნდაც ურიცხვს, არ შეიძლება უფლება მივცეთ, რომ სისხლით მონაპოვარი დამოუკიდებლობა დაგვათმობინოს. ფილოლოგი არ ვარ, მაგრამ მგონია, რომ ცნობილი გამოთქმა - ,,დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო“ არათუ ქართული არაა, არამედ ანტიქართულია და მხოლოდ იმისკენაა მიმართული, რომ ჩვენს ხალხში მონური სულისკვეთება გააღვივოს. აგვისტოს ომის გმირების ისტორიის კარგად შესწავლა ამ პრობლემასაც აგვაცილებს თავიდან. ჩვენი მოქალაქეებისა და მეომრების ისტორიის გახსენებასთან ერთად, ამ საკითხზე საუბრისას, არ შეიძლება უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების ამაგის დაუფასებლობა, რომ არაფერი ვთქვათ იმ დიპლომატიურ ომზე, რაც მსოფლიოს საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნებზე იყო გაჩაღებული და ჩვენი უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებაზე, ცალკე უნდა გამოვყოთ აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების თანადგომა და მათი მეთაურების საოცარი გაბედულება, რომლებმაც, საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების სანაცვლოდ დატოვეს კომფორტული სამუშაო კაბინეტები, ჩამოვიდნენ საქართველოში და გვერდში დაგვიდგნენ. უფალმა დაუფასოს მათ და მათ სახელმწიფოებს ეს ამაგი. და ბოლოს, მსურს კიდევ ერთხელ შევავედრო ყოვლადმოწყალე უფალს აგვისტოს ომში აღსრულებული, როგორც მშვიდობიანი მოსახლეობის, ასევე ქართველი მეომრების უკვდავი სულები და შევთხოვო, რომ მისი სარწმუნოების ერთგულ ქართველ, მშვიდობისმოყვარე ერს, ააცილოს სამომავლოდ ის აგრესია, რაც 2008 წელს ოკუპანტმა რუსეთმა ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოიჩინა. საქართველოს ომი არ დაუწყია! რუსეთი ... ...
  • ლანჩხუთში 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგესდღეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ პატივი მიაგო 2008 წლის ომში დაღუპული გმირების ხსოვნას. ამ ომმა ლანჩხუთიდან სამი ვაჟკაცის სიცოცხლე შეიწირა- ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე შინდისის ბრძოლაში დაეცნენ, ვასილ სმირნოვი კი გორის გზაზე დაბომბვას ემსხვერპლა.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს. "დღეს 12 წელი გავიდა იმ ავბედითი თარიღიდან, მაგრამ რა დროც უნდა გავიდეს, ჩვენ გმირებს დავიწყება არ უწერიათ. ქედს ვიხრით მათ წინაშე", - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა.  ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიაში მამა დავითმა (წულაძემ) გმირთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...