"თუ ალასანია თანამდებობას და კოალიციას დატოვებს, მმართველი გუნდი ნაკლებად პროდასავლური იქნება"

მთავარი თემა

"თუ ალასანია თანამდებობას და კოალიციას დატოვებს, მმართველი გუნდი ნაკლებად პროდასავლური იქნება"

2014 ნოე 4 20:04:50

დატოვებს თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებულ თანამდებობას და კოალიციას? ასეთ შემთხვევაში,  კოალიციაში შემავალი რომელი პოლიტიკური სუბიექტი აღმოჩნდება მის გვერდით და რა საფრთხეების  წინაშე დადგება მმართველი ძალა?

იმაზე, რომ ალასანია, შესაძლოა, კოალიციურ მთავრობას გაემიჯნოს, უკვე დიდი ხანია საუბრობენ.

NDI-ის უკანასკნელი კვლევების შედეგად, რომელიც 27 აგვისტოს გახდა ცნობილი, პოლიტიკოსებში, მოწონების მხრივ, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 60%-ით ლიდერობდა. მას 54%-ით მოჰყვებოდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი,  მესამე ადგილს კი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი - 51%-ით იკავებდა.

მაშინ, მოწონების რეიტინგში ალასანიას ლიდერობას, მინისტრთა კაბინეტის მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა.

ექსპერტთა ნაწილი კი არ გამორიცხავდა, რომ კვლევის შედეგები პრემიერსა და ალასანიას შორის მეტი დაპირისპირების საბაბი გამხდარიყო. ეს ის პერიოდია, როცა აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ პრემიერი ალასანიას მინისტრთა კაბინეტს დაატოვებინებდა.

აღნიშნული რეიტინგების გამოქვეყნებას წინ უძღოდა თავდაცვის მინისტრის მხრიდან აშშ-ში ვიზიტისას გაკეთებული განცხადება, როცა მან აღნიშნა, რომ  დასავლეთმა უნდა შესთავაზოს NATO-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი, საქართველოში. ამ განცხადებას, მაშინ, მმართველი გუნდის წევრებმა ნაჩქარევი და მთავრობასთან შეუთანხმებელი უწოდეს.

რამდენიმე დღის წინ კი, 28 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები დააკავა და ბრალი 4 102 872 ლარის გაფლანგვაში დასდო. საქმეს გირიფით საიდუმლო დაედო, შესაბამისად დეტალები უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრმა ირაკლი ალასანიამ მოითხოვა საქმისთვის გრიფის მოხსნა, საქართველოს პროკურატურამ აღნიშნული არ დააკმაყოფილა.

დღეს, 4 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ პროკურატურამ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და შეიარაღებული ძალების რამდენიმე მაღალჩინოსანს ბრალი წარუდგინა.

თავდაცვის სამინისრტოსა და მინისტრის გარშემო მიმდინარე მოვლენების პარალელურად, კოალიციაში შემავალი პარტიის -"რესპუბლიკური პარტიის" საპარლამენტო ფრაქციამ საკანონმდებლო ცვლილება გააკრიტიკა, რომლის თანახმადაც რეპრესირებულთათვის გასაცემი ფულადი კომპენსაციის 2000 ლარზე მეტი ვერ იქნება.

მაშინ, ფრაქციის თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილმა აღნიშნა, რომ როცა ჩინოვკნიკები გაორმაგებულ შემოსავალს იღებენ, ხოლო რეპრესირებულებისათვის თანხა არ იძებნება, ისინი ამას არ შეეგუებიან.

ამავდროულად რესპუბლიკურმა პარტიამ გაავრცელა განცხადება, სადაც მან კოალიცია "ქართული ოცნების" ეფექტიანობის გაზრდის მიზნით პარტნიორებს ორ შესაძლო გზა შესთავაზა, ერთი - არსებულის, წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული კოალიციის კლასიკური ევროპული ტიპის  კოალიციად გადაქცევას გულისხმობს,  მეორე კი ისეთ კოალიციად ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს.

იმაზე, რომ კოალიცია რღვევას დაიწყებდა, ჯერ კიდევ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საუბრობდნენ. თემას აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. ოპოზიციურ პარტიებში თუ პოლიტოლოგთა წრეებში აქტიურად განიხილება საკითხი - იქნებიან თუ არა პირველები "თავისუფალი დემოკრატები" და "რესპუბლიკური პარტია", რომლებიც კოალიციის მიღმა აღმოჩნდებიან?

"როგორც ჩანს, ვიღაცისთვის მიუღებელია ალასანიას ფიგურა, თუნდაც იმიტომ, რომ იგი გამოკითხვებში ლიდერია. ვგულისხმობ მოქმედ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ყოფილ პრემიერ-მინისტრსაც. 

რა თქმა უნდა გამორიცხული არაა, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე,  ალასანიამ დატოვოს თანამდებობა და კოალიცია, მაგრამ თუ ეს მოხდება, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ცუდად აისახება, რადგან ალასანიას თანაპარტიელები ("თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები), არიან როგორც პარლამენტში ასევე მინისტრთა კაბინეტში წარმოდგენილები და მოსალოდნელია მათ თავდაცვის მინისტრს სოლიდარობა გამოუცხადონ.

ასეთ  შემთხვევაში იარსებებს ხელისუფლების ვაკუუმი. ასევე, საფრთხე შეექმნება საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას, რადგან ალასანიას მხრიდან თანამდებობის და კოალიციის დატოვება ნიშნავს, რომ კოალიციას გამოეყვნენ დასავლური ორიენტაციის პირები და იგი ნაკლებად პროდასავლური დარჩება", _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე და დასძენს, რომ აქ მხოლოდ ალასანიას  პრობლემა არაა და რამდენიმე ნეგატიური დამოკიდებულება რესპუბლიკელების მისამართითაც გამოვლინდა.

რა პროცესები შეიძლება გამოიწვიოს კოალიციის შიგნით თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას წასვლამ, როგორც  საზოგადოებრივი კომუნიკაციების კვლევისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია "გურია ნიუსთან" განმარტავს, ეს მიზეზებსა და ამ მიზეზების შეფუთვაზე იქნება დამოკიდებული.

"თუ მოხდა და ალასანიამ კოალიცია თანამდებობასთან ერთად დატოვა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამის მიზეზებს და მის შეფუთვას.

თუ თავისი ნებით გადადგება, შესაძლოა, ეს ნაკლებად ნეგატიურად აისახოს თავისსავე პერსპექტივებზე. მოიხვეჭს დადებით საიმიჯო მახასიათებლებს როგორც საკუთარი ნებით პასუხისმგებლობის აღება და ა.შ.

თუ მას გადააყენებენ, ეს უკვე კოალიციის რეიტინგზე შეიძლება ნეგატიურად აისახოს, მაგრამ ალასანიას რეიტინგზე დადებითად.

თუ მას საკმარისი მოცემულობით არანაადრევად და არა სადაოდ, არამედ რეალური და დამტკიცებული მიზეზებით გადააყენებენ ეს კოალიციაზე კარგად აისახება, რადგან ალასანიას მართვა შეფასდება ნეგატიურად.

ამიტომ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ფაქტორებს და პირობებს, რითაც შესაზლოა მან თანამდებობა დატოვოს ან დაატოვებინონ", _ განმარტავს "გურია ნიუსთან" გამზარდია.

დატოვებს თუ არა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაკავებულ თანამდებობას, ან/და ის და მისი პარტია "თავისუფალი დემოკრატები" კოალიცია "ქართულ ოცნებას", სავარაუდოდ,  დღეს, 18:00-ზე გახდება ცნობილი.




 ახალი ამბები
  • აქციას გიორგი მარგველაშვილი შეუერთდაამ წუთას აქციას ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეურთდა. შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს გარეთ პროტესტი, შენობაში კი ხმაური მოჰყვა. თამარ ჩუგოშვილმა ვიცესპიკერის თანამდებობა, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა რამდენიმე დეპუტატთან ... ...
  • "ვინც პირველად მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება, არის ბიძინა ივანიშვილი“„ვინც ბოლო შვიდი წლის განმავლობაში მოახერხა და გაერთიანა მთელი ოპოზიციური სპექტრი, ეს არის ბიძინა ივანიშვილი. ამისთვის მას მადლობას ვუხდით. დღეს საზოგადოება გაერთიანებულია, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას გაუშვებს“, _ თქვა რუსთაველზე მიმდინარე აქციის დროს ერთ-ერთმა ... ...
  • განცხადება გაეროს კეთილი ნების ელჩის, ნინო სუხიშვილის შესახებსაქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა.  თითოეული კეთილი ნების ელჩისგან  გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და  მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის ,,არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას. გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას  ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება  ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას. თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება  დროებით და  ელჩები ექვემდებარებიან ... ...
  • ზვიად კვაჭანტირაძე: "დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში"„პრაქტიკულად, დღეს, ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავისთავს აცხადებს არალეგიტიმურად", _ ეს განცხადება პარლამენტის დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ ,,გურია ნიუსთან" საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ჯერ კიდევ არსებობს, რომელიც მდგომარეობს ახალი კორექტირებული კანონპროექტის პარლამენტში შეტანით. _ დღევანდელი დღე იქნება ერთ-ერთი სამარცხვინო ფურცელი „ქართული ოცნების“ ისტორიაში _ პრაქტიკულად რომ ვივარაუდოთ, ეს არ არის სპექტაკლი, არ არის თავიდან ბოლომდე დაგეგმილი პარტიის ლიდერშიპის მიერ. მოხდა ის, რომ პარტიის წარმომადგენლების სერიოზულმა ნაწილმა გაილაშქრა პარტიის და პარტიის ლიდერშიპის წინააღმდეგ, ანუ ფაქტობრივად, ზედაპირზე ეს დევს, თუ, რა თქმა უნდა, ვივარაუდებთ, რომ ეს არ არის დადგმული სპექტაკლი. ამით მართველი პარტია თავად აცხადებს, რომ კრიზისი დაუდგათ და უნდა გაითვალისწინონ და გაიზიარონ ეს პასუხისმგებლობა. პრაქტიკულად დღეს ყველაზე პრინციპულ საკითხებზეც კი, „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს უმრავლესობა არც ხელისუფლებაში და არც პარლამენტში, ეს კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება თავისი ნებით, თავის თავს აცხადებს არალეგიტიმურად. რაც შეეხება გამოსავალს, გამოსავალი არის იმაში, რომ თუ კი ბიძინა ივანიშვილს არ სურს, რომ მისი ქმედებები და დღევანდელი გადაწვეტილება შეფასდეს პოლიტიკურ თაღლითობად, პოლიტიკურ სულელობად და თუ კი მართლა ამის პოლიტიკური ნება გააჩნიათ, რაც დაპირდნენ ქართულ საზოგადოებას, ის შეასრულონ. ჯერ კიდევ არის დრო დარჩენილი ამისთვის, ამიტომ მათ სასწრაფოს უნდა შემოიტანონ განსახილველად ახალი კანონპროექტი, კორექტირებული, მეტნაკლებად დაბალანსებული, თუნდაც იმ ვითომდაც ამბოხებული მაჟორიტარების მიერ გამოთქმული პრეტენზიების გათვალისწინებით. ვგულისხმობ იმას, რომ დღევანდელ კანონცვლილებასთან დაკავშირებით აპელირება და პრეტენზიები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო გათვალისწინებული რეგიონების ინტერესები, მაგრამ შეიძლება იგივე კანონპროექტი შემოვიტანოთ, რომელშიც იქნება რეგიონული პრეფენციული ან პროპორციულ-პრეფენციული პრინციპები დაცული. თუ ამის პოლიტიკური ნება არსებობს, ამის გაკეთება შესაძლებელია, მაგრამ მე არ მაქვს ამის ილუზია, რომ არსებობს ეს პოლიტიკური ნება. ეს ნება რომ არსებულიყო, მათ ჩემზე ნაკლებად კი არ იციან ეს შესაძლო ვარიანტი. ეს ხშირად გაჟღერებულა განხილვებისას, მაგრამ ამაზე არ წამოვიდნენ. როგორც ჩანს, დაგეგმილი იყო ის სცენარი, რაც დღეს გათამაშდა. არ რცხვენიათ, რომ თავიანთი სახე წაიბილწეს და შეირცხვინეს იმ ამომრჩევლის წინაშე, ვისაც დღემდე მართლა სჯეროდა მართველი პარტიის. _ ბატონო ზვიად, მოსალოდნელია თუ არა ამ პოლიტიკური კრიზისის დროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? _ ჩვენ ყველაფრისთვის ვიქნებით მზად, მაგრამ საკითხავია, სჭირდება თუ არა ეს ქვეყანას. არც მალავენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება მიიღეს თითქოსდა გუნდის ერთიანობის შესანარჩუნებლად, ანუ, ფაქტობრივად, პარტიულ ინტერესებს შესწირეს ქვეყნის ინტერესები _ ეს არის სამარცხვინო. ასეთი განცხადებას არასდროს არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ გააკეთებს არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ ამათ გააკეთეს. _ ბატონო ზვიად, როგორ შეაფასებდით დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას? _ დღეს დეპუტატების მიერ უმრავლესობის დატოვებას რა ეფექტი ექნება, არ ვიცი. ეტყობა, ჩემი მეგობრები, კოლეგები თავიანთ პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობენ და არ უნდათ პასუხისმგებლობის აღება იმ გადაწყვეტილებაზე, რაც დღეს უმრავლესობამ მიიღო. _ დღეიდან როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? _ ვფიქრობ, საზოგადოების კონსოლიდაცია მოხდება იმისკენ, რომ ხელისუფლებამ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა. საზოგადოება ამ დღეებში თავისი ერთიანობით, თავისი ძალისხმევით და სინერგიით ყველანაირად შეეცდება ხელისუფლებას ეს ცვლილება მიაღებინოს, თუ არადა შემდგომ მომავალი გვიჩვენებს, რა იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ აბსოლუტურად კოორდინირებულები ვიქნებით ჩვენს ... ...
  • ოპოზიციური პარტიები გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ პროპორციულ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ„ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი ოპოზიციური გაერთიანებები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასა და ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ. როგორც შეხვედრის შემდეგ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საერთო მოთხოვნაა, რომ ვადამდელი არჩევნები პროპორციულ წესით დროებითი მთავრობის პირობებში გაიმართოს. „სხვა მხრივ, ჩვენ რაც არ უნდა პროცესი ვწელოთ და რაღაც პროცესში შევყვეთ „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს, ისევ მოგვატყუებენ. რაც მთავარია, დღეს მათ ღირსება აგვყარეს, ეს ღირსება უნდა დავიბრუნოთ, აღვიდგინოთ ჩვენი ღირსება და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი არის თავისუფლებისთვის მებრძოლი. ჩვენ გვინდა მშვიდობიანი ნორმალური ქვეყანა და არა ქვეყანა, სადაც ხელისუფლება მიტაცებული აქვს ერთ ადამიანს და იმ ვითომ თავისუფალი არჩევანის მქონე დეპუტატებს, რომლებიც სუს-ის მიერ არის ჩასმული სიაში“, – აღნიშნა ვაშაძემ. გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილებას აქციების გზით გეგმავენ. “ვადამდელი პროპორციული არჩევნებისთვის არის კონკრეტული პროცედურები, ამაზეც სამართლებრივად გვქონდა საუბარი. ბიძინა ივნაიშვილმა არათუ ამოწურა თავის თავი, თავზე დაგვახია კონსტიტუცია და სილა გაგვაწნა. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ვერ ვაპატიებთ. უნდა ვიყოთ შეურიგებლები. თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდებ, გამოდით, იწყება უწყვეტი საპროტესტო პროცესი, რომელმაც უნდა მიიყვანოს საქართველო გამარჯვებამდე. ღირსება უნდა აღვიდგინოთ“, _ აღნიშნა გიორგი ვაშაძემ. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?