ირაკლი ღარიბაშვილი: "ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია"


მთავარი თემა

ირაკლი ღარიბაშვილი: "ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად მფარველობდა "ნაციონალებს" იყო ირაკლი ალასანია"

6 ნოე. 2014, 17:46:07

"ის, რაც გააკეთა ალასანიამ, რა თქმა უნდა, ჩემთვის პირადად არის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის გამარჯვების ღალატი და ქართველი ხალხის მოტყუების მორიგი მცდელობა, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია", _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა. 
მთავრობის მეთაური ირაკლი ალასანიას, მაია ფანჯიკიძისა და ალექსი პეტრიაშვილის განცხადებებს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად მიიჩნევს. 
"მათი აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, არაადეკვატური, აბსურდული განცხადებები და „ნაციონალური მოძრაობის“ სტილის სიცრუე იყო და არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე საჯარო განმარტების გაკეთება მომიწია იმისთვის, რომ ბოლომდე გაგვექარწყლებინა შესაძლო ეჭვები, რაც მათ აბსურდულ განცხადებებს უკავშირდებოდა. თუნდაც ის, რომ მაია ფანჯიკიძეს ჰქონდა დემონსტრაციულად მოადგილეების გაყოლების მცდელობა, ადასტურებს მათ უპასუხისმგებლობას და უპატივცემულობას ჩვენი გუნდის წინაშე. ეს ადამიანები 3 წლის განმავლობაში ყოველდღე ჩვენთან ერთად იყვნენ. როგორ შეიძლება, ეს ყველაფერი ერთი ხელის მოსმით დაივიწყონ და უარი უთხრან იმ გამარჯვებას, რომელსაც მივაღწიეთ ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ეს ძალიან სამწუხაროა ჩემთვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ზალკალიანის გარდა, თანამდებობებზე რჩებიან, ვინაიდან მათ დაიკავეს სახელმწიფოებრივი პოზიცია. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე კვირას საქართველოს ორი საგარეო საქმეთა მინისტრი სტუმრობს და სამარცხვინო იქნებოდა, თუ მათ საგარეო უწყებაში არავინ დახვდებოდა. 
მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ბიზნესგარემო ისევ შეშფოთდა, თუმცა ამის საფუძველი არ არსებობს. 
"ჩვენ ათი და ასი ალასანიას მსგავსი ავანტიურისტების არ გვეშინია და, რა თქმა უნდა, ამ აბსურდულ წინააღმდეგობებს მარტივად გადავლახავთ, მაგრამ ის, რაც მან გააკეთა სააკაშვილის სტილში, ძალიან ბევრ კითხვას ბადებს. ძალიან სამწუხაროა, რომ მის მხარეს აღმოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც, ვთვლი, რომ არიან ჩვენი მეგობრები, თანამებროძოლები და მათ გულწრფელობაში დარწმუნებული ვარ. სამწუხაროდ, ისინიც არიან მოტყუებულები და ძალიან მალე მიხვდებიან, რომ დიდ შეცდომას სჩადიან, რადგან არჩევანი გააკეთეს პიროვნებას და სახელმწიფოს შორის. ეს მათი არჩევანია და ისინიც გაიზიარებენ იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც დაკავშირებულია მათ მიერ დაშვებულ შეცდომასთან", - აღნიშნა პრემიერმა. 
ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას მიმართა, რომ საქართველო არის ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჰყავს ძლიერი ხელისუფლება და ეს მის დემოკრატიულობაში გამოიხატება. 
პრემიერის შეფასებით, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ ეფექტურად, გამართულად და არავითარი წინააღმდეგობა არ შეიქმნება არც მთავრობაში და არც პარლამენტში. 
"არ არსებობს არავითარი კრიზისის საშიშროება და საფრთხე, ჩვენ გვეყოლება მყარი უმრავლესობა პარლამენტში და მთავრობა გააგრძელებს კიდევ უფრო ეფექტიანად მუშაობას. რაც უფრო მალე მოხდებოდა ასეთი მოღალატე ადამიანების ჩამოშორება ჩვენი გუნდიდან, მით უკეთესია ჩვენი ხალხისა და ქვეყნისთვის. ჩემთვის რაც საწყენია ის არის, რომ არ უფრთხილდებიან სახელმწიფოს, არ ეცოდებათ ჩვენი ქვეყანა და ხალხი, რომელმაც ძალიან ბევრ უბედურებას გაუძლო. რაც მათ გუშინ გააკეთეს, ეს არის დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ მოგვიწევს კიდევ ორი კვირა ინტენსიური მუშაობა იმისთვის, რომ ყველა ეს აბსურდული კითხვა მოვხსნათ, მაგრამ ამას შევძლებთ. ჩვენ ვართ მობილიზებული, ერთ მუშტად შეკრული და უნდა გავაგრძელოთ წინსვლა აბსოლუტურად უემოციოდ, მშვიდად. მინდა მოვუწოდო მოსახლეობას, დამშვიდდნენ, არაფერი ხდება. ერთი ავანტიურისტი, უჭკუო და ამბიციური მინისტრი ჩამოგვშორდა და ამით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. მინდა გავიხსენო, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც ღიად ლობირებდა და მფარველობდა "ნაციონალებს", იყო ირაკლი ალასანია - დაწყებული გიგი უგულავათი და ბოკერიათი. ჩემში ყველა კითხვა ამოხსნილია. იგივე მისი განცხადება ორი დღის წინ, რომ აპირებს, ითანამშრომლოს ყველა პროევროპულ ძალასთან, მათ შორის "ნაციონალურ მოძრაობასთან“, არის კიდევ ერთი თვითლუსტრირება. მოსახლეობა ძალიან ბევრ სიურპრიზს გაიგებს. ეს იქნება კიდევ ერთხელ შემარცხვენელი მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც ასევე ბევრ სიურპრიზს შეიტყობენ მის შესახებ", _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 
პრემიერმა მთავრობის წევრებს მოუწოდა, მაქსიმალურად ეფექტიანად განაგრძონ მუშაობა და განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უახლოეს დღეებში დანიშნავს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ ყველაფერი გაგრძელდება უფრო უკეთ, ვიდრე აქამდე იყო.




 ახალი ამბები
  • როდემდე გახანგრძლივდა კომენდანტის საათიმთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში 21:00-დან, 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.უწყებათშორისმა საბჭომ 24 დეკემბრიდან არსებული შეზღუდვების მოხსნა-არმოსხნის შესახებ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.„ძალაში რჩება გადაადგილების შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან 05:00 საათამდე, როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით;" მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაშია პირველ ... ...
  • სისხლის სამართლის ჯარიმების ამნისტია დაიწყოაღსრულების ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 11 იანვრის ,,ამნისტიის შესახებ“ კანონის თანახმად, სისხლის სამართლის ჯარიმების საქმისწარმოების შეწყვეტა უკვე დაიწყო; _ აღნიშნული ინფორმაცია  "გურია ნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროდან მოაწოდეს. ამნისტია შეეხება სისხლის სამართლის ჯარიმის 5 440 მიმდინარე საქმეს, სადაც აღსასრულებელი მოთხოვნის ჯამური ოდენობა 20 მილიონამდე ლარს შეადგენს; ჯარიმისგან სრულად თავისუფლდება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებული პირი, სადაც სასამართლო გადაწყვეტილება მიღებულია 2012 წლის ოქტომბრამდე და აღნიშნული გადაწყვეტილება ამ დრომდე აღსრულებული არ არის.  თუ სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ არის აღსრულებული, ამნისტია გავრცელდება მხოლოდ ჯარიმის აღუსრულებელ ნაწილზე. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლებული პირების მიმართ მიმდინარე სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის პროცესი 25 იანვარს დასრულდება. გაიგე მეტი: 2 749 ... ...
  • რა შეზღუდვები რჩება ძალაში და რა იხსნება 1-ლი თებერვლიდანაჭარაში, 1-ლი თებერვლიდან, დაშვებული იქნება კვების ობიექტებში, გარე სივრცეებში სტუმრების მიღება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, აკრძალული რჩება ქორწილები და ნებისმიერი დიდი წვეულების გამართვა. „იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ეპიდემიოლოგიური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ 7 დღის ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი ჩამოცდა 4 პროცენტს, ჩვენ აჭარაში 1-ლი თებერვლიდან შეგვეძლება კვების ობიექტების გარე სივრცეების გახსნა. კვების ობიექტები აჭარაში შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას ღია სივრცეებში, თუმცა, ბუნებრივია, შეზღუდული რჩება ქორწილები ან სხვა დიდი წვეულება და სარიტუალო ღონისძიება. სხვა რეგიონებში რესტორნები და კვების ობიექტები, მათ შორის სასტუმროებში, გააგრძელებენ მუშაობას გატანის ან მიტანის სერვისით იმ წესების დაცვით რაც დღეისთვის მოქმედებდა“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. მაია ცქიტიშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ვინაიდან, გარკვეულ რეგიონებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შემსუბუქების ნიშნებია, არის იმის შესაძლებლობაც, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შემსუბუქდეს. „დღეის მდგომარეობით, 8 დიდ ქალაქში მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები. ჩვენ მუდმივად ვაფასებთ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვინაიდან უკვე გვაქვს გარკვეულ რეგიონებში ვითარების შემსუბუქების ნიშნები, შესაბამისად, გვაქვს საშუალება, რომ წერტილოვანი შეზღუდვები შევამსუბუქოთ. დღეს, საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ 1-ლი თებერვლიდან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგენა მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში, 1-ლი თებერვლიდან, განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლების და შესაბამისად, მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილი გვაქვს 1-ლი მარტიდან. ყველა ქალაქში, ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. საბავშვო ბაღების მუშაობის აღდგენა, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტების დაბრუნება დაგეგმილია 1-ლი მარტიდან. „ეს ყველაფერი დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე, შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. „ძალაში რჩება სათხილამურო კურორტებზე დაწესებული შეზღუდვები და ამ ეტაპზე შეზღუდული იქნება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობაც. ყველას ბუნებრივია, ისევ მოეთხოვება პირბადის ტარება. ყველა სავაჭრო ობიექტს ასევე მოეთხოვება მომხმარებელთა ნაკადების, რიგების მართვა, დისტანციის დაცვა და იმ მეთოდით მუშაობა, რაც უკვე დანერგილია. შემსუბუქების პარალელურად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ არ გამოვიწვიოთ შეზღუდვების შემსუბუქებით ვირუსის ინტენსიური გავრცელება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა. ამასთან, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში, შაბათ-კვირას, თებერვლის განმავლობაში, არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი, ასევე რესტორნები, კვების ობიექტები და მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში 1-ელ მარტამდე ძალაში დარჩება გადაადგილების შეზღუდვა 21:00 საათიდან 05:00 საათამდე. მისივე განცხადებით, შრომის ინსპექციის, ჯანდაცვის სამინისტროს, ეპიდემიოლოგების და ბიზნესსექტორის აქტიური მუშაობის შედეგად, ეპიდემიოლოგიური რისკების გათვალისწინებით, თითოეული დარგისთვის დადგინდა ტესტირების ... ...
  • როდიდან გაგრძელდება სწავლა საკლასო ოთახებშითბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...
  • როდის აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის მიმოსვლათბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, პირველი თებერვლიდან მუშაობას განახლებელნ მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენა კი პირველი მარტიდანაა დაგეგმილი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები 15 თებერვლიდან გაიხსნება. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში 1-ლი თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....